პოლიტიკა
მსოფლიო

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კანონის უზენაესობის მსოფლიო ინდექსში საქართველოს მაჩვენებლები გაუარესდა, თუმცა აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში კვლავ მოწინავე პოზიციებზეა
კანონის უზენაესობის მსოფლიო ინდექსში საქართველოს მაჩვენებლები გაუარესდა, თუმცა აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში კვლავ მოწინავე პოზიციებზეა

კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბის მსოფ­ლიო ინ­დექსში სა­ქარ­თვე­ლომ შარ­შან­დელ­თან შე­და­რე­ბით მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი გა­ა­უ­ა­რე­სა, თუმ­ცა აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პი­სა და ცენ­ტრა­ლუ­რი აზი­ის ქვეყ­ნებ­ში კვლავ მო­წი­ნა­ვე პო­ზი­ცი­ე­ბი უკა­ვია.

ასე­თია სა­ერ­თა­შო­რი­სო არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "მსოფ­ლიო მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის პრო­ექ­ტის" (WJP) კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბის 2016 წლის ინ­დექ­სი, რომ­ლის მი­ხედ­ვით, სა­ქარ­თვე­ლომ, 113 ქვე­ყა­ნას შო­რის 34-ე ად­გი­ლი და­ი­კა­ვა. შარ­შან, ანა­ლო­გი­ურ ინ­დექსში სა­ქარ­თვე­ლოს, 102 ქვე­ყა­ნას შო­რის 29-ე ად­გი­ლი ეკა­ვა.

ამის პა­რა­ლე­ლუ­რად ან­გა­რიშ­ში ნათ­ქვა­მია, რომ აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პი­სა და ცენ­ტრა­ლურ აზი­ა­ში, კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბის კუ­თხით სა­ქარ­თვე­ლოს პო­ზი­ცია ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლია.

კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბის ინ­დექ­სის შედ­გე­ნი­სას, გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ იქნა ისე­თი კრი­ტე­რი­უ­მე­ბი, რო­გო­რი­ცაა სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო ინ­სტი­ტუ­ტე­ბის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის შე­ზღუდ­ვა, მთავ­რო­ბის ღი­ა­ო­ბა, წეს­რი­გი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის დაც­ვა, სა­მო­ქა­ლა­ქო მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა, სის­ხლის სა­მარ­თლის მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა, ფუნ­და­მენ­ტა­ლუ­რი უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა, კო­რუფ­ცი­ის არარ­სე­ბო­ბის დონე და სხვა.

აქე­დან, ყვე­ლა­ზე მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს კო­რუფ­ცი­ის არარ­სე­ბო­ბის კუ­თხით აქვს, ყვე­ლა­ზე და­ბა­ლი კი, სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო ინ­სტი­ტუ­ტე­ბის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის შე­ზღუდ­ვის კუ­თხით, ასე­ვე ფუნ­და­მენ­ტა­ლუ­რი უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის კუ­თხით.

რაც შე­ე­ხე­ბა სხვა ქვეყ­ნებს, თურ­ქე­თი 99-ე ად­გილ­ზე, მოლ­დო­ვა 77-ზე, უკ­რა­ი­ნა 78-ზე, ბე­ლო­რუ­სი 57-ზე, რუ­სე­თი კი 113 ქვე­ყა­ნას შო­რის 92-ე ად­გილ­ზე მოხ­ვდა.

პირ­ველ ად­გილს იკა­ვებს და­ნია, მე­ო­რეს ნორ­ვე­გია, მე­სა­მეს კი ფი­ნე­თი. რე­ი­ტინ­გის ბოლო სა­მე­ულ­ში მოხ­ვდნენ ავ­ღა­ნე­თი, კამ­ბო­ჯა და ვე­ნე­სუ­ე­ლა.

ან­გა­რი­შის მომ­ზა­დე­ბა ყო­ველ­წლი­უ­რად ბილ და მე­ლინ­და გე­ით­სე­ბის ფონ­დი­დან ფი­ნანსდე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

კანონის უზენაესობის მსოფლიო ინდექსში საქართველოს მაჩვენებლები გაუარესდა, თუმცა აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში კვლავ მოწინავე პოზიციებზეა

კანონის უზენაესობის მსოფლიო ინდექსში საქართველოს მაჩვენებლები გაუარესდა, თუმცა აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში კვლავ მოწინავე პოზიციებზეა

კანონის უზენაესობის მსოფლიო ინდექსში საქართველომ შარშანდელთან შედარებით მაჩვენებლები გააუარესა, თუმცა აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში კვლავ მოწინავე პოზიციები უკავია.

ასეთია საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია "მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის" (WJP) კანონის უზენაესობის 2016 წლის ინდექსი, რომლის მიხედვით, საქართველომ, 113 ქვეყანას შორის 34-ე ადგილი დაიკავა. შარშან, ანალოგიურ ინდექსში საქართველოს, 102 ქვეყანას შორის 29-ე ადგილი ეკავა.

ამის პარალელურად ანგარიშში ნათქვამია, რომ აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალურ აზიაში, კანონის უზენაესობის კუთხით საქართველოს პოზიცია ყველაზე მაღალია.

კანონის უზენაესობის ინდექსის შედგენისას, გათვალისწინებულ იქნა ისეთი კრიტერიუმები, როგორიცაა სახელისუფლებო ინსტიტუტების უფლებამოსილების შეზღუდვა, მთავრობის ღიაობა, წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვა, სამოქალაქო მართლმსაჯულება, სისხლის სამართლის მართლმსაჯულება, ფუნდამენტალური უფლებების დაცვა, კორუფციის არარსებობის დონე და სხვა.

აქედან, ყველაზე მაღალი მაჩვენებლები საქართველოს კორუფციის არარსებობის კუთხით აქვს, ყველაზე დაბალი კი, სახელისუფლებო ინსტიტუტების უფლებამოსილების შეზღუდვის კუთხით, ასევე ფუნდამენტალური უფლებების დაცვისა და სამოქალაქო მართლმსაჯულების კუთხით.

რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, თურქეთი 99-ე ადგილზე, მოლდოვა 77-ზე, უკრაინა 78-ზე, ბელორუსი 57-ზე, რუსეთი კი 113 ქვეყანას შორის 92-ე ადგილზე მოხვდა.

პირველ ადგილს იკავებს დანია, მეორეს ნორვეგია, მესამეს კი ფინეთი. რეიტინგის ბოლო სამეულში მოხვდნენ ავღანეთი, კამბოჯა და ვენესუელა.

ანგარიშის მომზადება ყოველწლიურად ბილ და მელინდა გეითსების ფონდიდან ფინანსდება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."