2016 წლის, 21 ივლისს, სამტრედია-ქუთაისის გზაზე მომხდარმა ავტოსაგზაო შემთხვევამ მთელი საქართველო შეძრა. ერთმანეთს დიდი სიჩქარით მოძრავი ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ერთ-ერთ მანქანას მორაგბე მერაბ კვირიკაშვილი მართავდა.
მძიმე ავარიის დროს ახალგაზრდა ცოლ-ქმარი, გიორგი პაპასკირი და ნუცა კალანდარია, ასევე მათი მეგობარი ანი ჩხაიძე გარდაიცვალნენ. მორაგბე მერაბ კვირიკაშვილი და გიორგი ლომინაძე მეუღლეებთან ერთად მძიმედ დაშავდნენ. რამდენიმედღიანი მკურნალობის შემდეგ გარდაიცვალა მერაბ კვირიკაშვილის მეუღლე ანანო ბუაძე.
ტრაგედიიდან დაახლოებით სამ თვეში მერაბ კვირიკაშვილი მოედანს დაუბრუნდა, რასაც საზოგადოების მხრიდან "ფეისბუქზე" მწვავე გამოხმაურებები მოჰყვა.
იხილეთ ვიდეო| მებო კვირიკაშვილის პირველი თამაში დიდი ტრაგედიის შემდეგ
სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტებს ვხვდებით:
გუბაზ კობერიძე: აი ესეც ვიცოდი... ძალიან ვაფასებ კვირიკაშვილს, მაგრამ: 220 კმ/სთ-ით მიდიოდა, დაეჯახა სხვა მანქანას, გარდაიცვალა სამი ადამიანი და თამაშობს ახლა? აბა ვინმე რიგით მოქალაქეს მოსვლოდა ამოალპობდნენ ციხეში საშვილიშვილოდ! მერე უკვირთ იმ ხალხის - რომ იძახიან ნებიემიერ ადგილას ვიცხოვრებდი ოღონდ საქართველოში არაო! სირცხვილია!
მიხეილ კაპანაძე: "რაგბი ჩვენი თამაშიაო", პოლიციას უთქვამს. ქვეყნის გინება არ მიყვარს და არც შევიგინები, მაგრამ საკმარისზე მეტი საფუძველი გვაქვს ვიფიქროთ, რომ ეს ტიპი არის მკვლელი, მან მოკლა საკუთარი ცოლი და წყვილი მეორე მანქანაში. კიდევ ორისთვის კი ჯერაც გროვდება ფული. და გარეთ მხოლოდ იმიტომ არის, რომ ოვალურ ბურთს კარგად ურტყამს. ის, თუ რა მაგალითს აძლევს ის სხვებს - ყველას ფეხებზე ჰკიდია.
ჰოდა ბოდიში დანარჩენ მორაგბეებთან, მაგრამ მე მკვლელებს არ ვგულშემატკივრობ. სანამ ეს ნაკრებში ითამაშებს, სულ მკიდია მსოფლიო რეიტინგში ნაკრების პოზიცია და ექვს ერში თამაშის პერსპექტივები. და კიდევ რუსეთთან რამდენს მოიგებთ. როცა აღარ ითამაშებს - კიდევ დავფიქრდები.
ისე, რუსეთთან ერთი-ორჯერ რომ წაგვეგო, იქნებ ამას უფრო მოკრძალებული მანქანით და უფრო წყნარად ევლო? P.S. შესწორება: მეორე მანქანაში ორი კი არა, სამი ადამიანი დაიღუპა.
დათო კოხრეიძე: კვირიკაშვილის საწინააღმდეგო პირადად არაფერი მაქვს, მაგრამ მე იმ ქვეყნის დედა ვატირე, სადაც 4 კაცს მოკლავ და ორ თვეში მოედანზე გადიხარ სათამაშოდ
ლიანა ვეფხვაძე: დაუსჯელობის სინდრომი გადამდებია. მაშინ სხვისი დასჯაც არ უნდა მოხდეს ანალოგიური ფაქტისას. სანამ პრეცედენტული სამართალი არ შემოვა, სადაც მაგალითს კანონის ძალა აქვს, მანამდე შერჩევითი სამართალი იმეფებს ისეც გაუკუღმართებულ ქვეყანაში.