ყიზილაჯლოს #48 საარჩევნო უბანზე 12.00 საათის მონაცემებით, 1436 ამომრჩევლიდან 306 ამომრჩეველია მისული. ამის შესახებ მარნეულის #22-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ იაკობ ასანიძემ განაცხადა. მისივე თქმით, არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, რაიმე სახის მნიშვნელოვან დარღვევებს ადგილი არ ჰქონია.
"მე პირადად 48-ე საარჩევნო უბანზე დილის 5:00 საათიდან ვიმყოფები, რაიმე სახის მნიშვნელოვან დარღვევებს უბანზე ადგილი არ ჰქონია. ამ დროისათვის უბანზე დაწერილია 5 საჩივარი, რომლებსაც საოლქო კომისია განიხილავს", - განაცხადა მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისის თავმჯდომარე იაკობ ასანიძემ.
მარნეულის 48-ე უბანზე რეგისტრირებულია 1436 ამომრჩეველი.