პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ტექნო ბუმის" მაცდური მესიჯი და აღშფოთებული ხალხი მაღაზიის ფილიალებთან - კომპანიის განმარტება შექმნილი აურზაურის შემდეგ
"ტექნო ბუმის" მაცდური მესიჯი და აღშფოთებული ხალხი მაღაზიის ფილიალებთან - კომპანიის განმარტება შექმნილი აურზაურის შემდეგ

"მად­ლო­ბა, რომ მთე­ლი წელი იყა­ვი ჩვე­ნი ერ­თგუ­ლი sms მომ­ხმა­რე­ბე­ლი. მად­ლი­ე­რე­ბის ნიშ­ნად, მობ­რძან­დით 21 ოქ­ტომ­ბერს, "ტექ­ნო ბუ­მის" მა­ღა­ზი­ებ­ში, წარ­მო­ად­გი­ნე sms და შე­ნა­ძე­ნის გა­რე­შე მი­ი­ღე შენი სა­ჩუ­ქა­რი. იჩ­ქა­რე! არ გა­მო­ტო­ვო "ტექ­ნო ბუ­მის" მად­ლი­ე­რე­ბის დღე!" - აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­რეკ­ლა­მო შე­თა­ვა­ზე­ბა, ბოლო დღე­ებ­ში მო­სახ­ლე­ო­ბის დიდ­მა ნა­წილ­მა მი­ი­ღო. ზოგ­მა მათ­გან­მა გა­და­წყვი­ტა, კუთ­ვნი­ლი სა­ჩუქ­რის მი­სა­ღე­ბად მი­თი­თე­ბულ მა­ღა­ზი­ა­ში მი­სუ­ლი­ყო.

თუმ­ცა ად­გილ­ზე მი­სუ­ლებს მა­ღა­ზი­ის კარი და­კე­ტი­ლი დახ­ვდათ და მთე­ლი დღის მან­ძილ­ზე გრძელ რიგ­ში დგო­მა მო­უ­წი­ათ.

ზოგს სა­სა­ჩუქ­რე ვა­უ­ჩე­რი გა­და­ე­ცა, ზო­გი­ერ­თი კი ვა­უ­ჩე­რის გა­რე­შეც დარ­ჩა. "ტექ­ნო ბუ­მის" ამ სა­რეკ­ლა­მო აქ­ცი­ას, სა­ზო­გა­დო­ე­ბის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა მოჰ­ყვა, მომ­ხმა­რებ­ლე­ბი აღ­შფო­თე­ბას "ფე­ის­ბუქ­ზე" გა­მო­ხა­ტავ­დნენ. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში შემ­დე­გი ში­ნა­არ­სის პოს­ტე­ბი იწე­რე­ბო­და:

"Techno Boom ტექ­ნო ბუმი თქვენ ხართ ყვე­ლა­ზე სა­მარ­ცხვი­ნო და მა­ტყუ­ა­რა კომ­პა­ნია თუ რაც ხართ... თუ ვინ­მე იჩივ­ლებს, აუ­ცი­ლებ­ლად შე­ვუ­ერ­თდე­ბი და ჩემს სარ­ჩელს გა­ვა­ერ­თი­ა­ნებ მათ­თან... თან სპე­ცი­ა­ლუ­რად იდგა ერთი და­უღ­ლე­ლი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ოპე­რა­ტო­რებ­თან, რო­მე­ლიც ყვე­ლას სთხოვ­და ტე­ლე­ფონს და "ტექ­ნო­ბუ­მის" გაგ­ზავ­ნილ მე­სიჯს უშ­ლი­და... ანუ ფაქ­ტებს არ ტო­ვებ­დნენ...".

"დღეს ტექ­ნო-ბუ­მის მა­ღა­ზი­ებს ხალ­ხი აწყდე­ბა ერ­თმა­ნეთს, ეს ყვე­ლა­ფე­რი არის აფი­ო­რა, ტყუ­ი­ლი არა­ნა­ი­რი სა­ჩუ­ქა­რი არ არ­სე­ბობს მე ის მშობ­ლე­ბი მე­ცო­დე­ბა დღეს რომ ვნა­ხე რიგ­ში პა­ტა­რა ბავ­შვებ­თან ერ­თად, რომ­ლებ­საც სა­ჩუქ­რის მო­ლო­დი­ნი აქვთ და რე­ა­ლუ­რად მი­ი­ღე­ბენ ფას­დაკ­ლე­ბის იდი­ო­ტურ 50-ლა­რი­ან ვა­უ­ჩერს, რის გა­მოც არ ღირს სა­ერ­თოდ გა­კა­რე­ბა მა­ღა­ზი­ებ­თან, ჩემი თვა­ლით ვუ­ყუ­რებ­დი უკა­ნა მხრი­დან გა­მო­სულ ხალ­ხის ნა­კადს, რომ­ლებ­საც სიბ­რა­ზის­გან და­კუ­ჭუ­ლი ვა­უ­ჩე­რი გა­მო­ქონ­და, რად­გან მიხ­ვდა რომ ამ­დე­ნი დრო ფუ­ჭად და­კარ­გა და ენერ­გია".

Ambebi.ge ვი­თა­რე­ბა­ში გა­სარ­კვე­ვად "ტექ­ნო ბუმს" და­უ­კავ­შირ­და. ჩვენს კი­თხვებს კომ­პა­ნი­ის მარ­კე­ტინ­გის მე­ნე­ჯერ­მა თა­მუ­ნა დუმ­ბა­ძემ უპა­სუ­ხა:

- რა სა­ხის აქ­ცია გქონ­დათ და­გეგ­მი­ლი და რა­ტომ გა­მო­იწ­ვია მომ­ხმა­რებ­ლის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა ამ აქ­ცი­ამ?

- 21 ოქ­ტომ­ბერს "ტექ­ნო ბუ­მის" მა­ღა­ზი­ა­თა ქსელ­ში ჩა­ტარ­და მად­ლი­ე­რე­ბის დღე სმს კლუ­ბის წევ­რე­ბის­თვის. "ტექ­ნო ბუმ­მა" მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და სმს კლუ­ბის წევ­რებს, მთე­ლი წელი ერ­თგუ­ლე­ბის­თვის და ყო­ველ­გვა­რი შე­ნა­ძე­ნის გა­რე­შე, დიდი სიყ­ვა­რუ­ლით და პა­ტი­ვის­ცე­მით გა­დას­ცემს სა­სა­ჩუქ­რე ბა­რა­თებს, რომ­ლებ­შიც მომ­ხმა­რებ­ლე­ბი აღ­მო­ა­ჩე­ნენ 50 ლა­რი­დან 200 ლა­რამ­დე ფას­დაკ­ლე­ბის ვა­უ­ჩე­რებს, ან სხვა სა­ჩუქ­რებს. აქ­ცი­ამ მომ­ხმა­რე­ბელ­თა მხრი­დან ძა­ლი­ან დიდი ინ­ტე­რე­სი გა­მო­იწ­ვია, შე­სა­ბა­მი­სად "ტექ­ნო ბუ­მის" მა­ღა­ზი­ებ­ში მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში რი­გე­ბი შე­იქ­მნა და ნა­წი­ლი მომ­ხმა­რებ­ლე­ბის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა გა­მო­იწ­ვია, რის გა­მოც "ტექ­ნო ბუმი" კი­დევ ერთხელ უხ­დის ბო­დიშს ამ დის­კომ­ფორ­ტის­თვის და მომ­ხმა­რე­ბელ­თა დიდი ინ­ტე­რე­სის გამო შექ­მნი­ლი რი­გე­ბის გან­ტვირ­თვის­თვის აქ­ცია გაგ­რძელ­და 31 ოქ­ტომ­ბრამ­დე.

- რა­ტომ დახ­ვდა სა­ზო­გა­დო­ე­ბას მა­ღა­ზი­ე­ბი და­კე­ტი­ლი?

- მა­ღა­ზი­ე­ბი არ და­კე­ტი­ლა, პი­რი­ქით უფრო ადრე გა­იხ­სნა და გვი­ან და­ი­კე­ტა, ვიდ­რე იყო სა­მუ­შაო გრა­ფი­კით გათ­ვლი­ლი. თუმ­ცა მომ­ხმა­რე­ბელ­თა ნა­კა­დი იმ­დე­ნად დიდი იყო, რომ მა­ღა­ზი­ა­ში არ ეტე­ო­და ხალ­ხი და სწო­რედ ამი­ტომ იყო რი­გე­ბი მა­ღა­ზი­ის გა­რე­თაც, რის გა­მოც კი­დევ ერთხელ ვუხ­დით ყვე­ლას ბო­დიშს, ვი­საც დიდ­ხანს მო­უ­წია რიგ­ში დგო­მა.

- სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მომ­ხმა­რებ­ლე­ბი წე­რენ, რომ მა­ღა­ზი­ებ­თან მდგო­მი კონ­სულ­ტან­ტი მათი ტე­ლე­ფო­ნი­დან შლი­და ტექ­ნო ბუ­მის მე­სი­ჯებს, არის თუ არა მარ­თა­ლი?

- ერთ ესე­მეს­ზე გა­ი­ცე­მა ერთი სა­სა­ჩუქ­რე ბა­რა­თი, სწო­რედ ამი­ტომ ხდე­ბა ესე­მე­სის წაშ­ლა, რომ არ მოხ­დეს ერთი და იგი­ვე ადა­მი­ან­ზე რამ­დენ­ჯერ­მე სა­სა­ჩუქ­რე ბა­რა­თის გა­ცე­მა.

- სულ რამ­დე­ნი სა­ჩუ­ქა­რი გა­ე­ცით?

- ამ დრო­ი­სათ­ვის სულ გა­ცე­მუ­ლია 7300 სა­სა­ჩუქ­რე ბა­რა­თი. სა­სა­ჩუქ­რე ბა­რა­თე­ბის გა­ცე­მა გრძელ­დე­ბა და 31 ოქ­ტომ­ბრამ­დე ესე­მეს კლუ­ბის წევ­რებს ექ­ნე­ბათ მისი აღე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. კი­დევ ერთხელ ვუხ­დით ბო­დიშს მომ­ხმა­რებ­ლებს შექ­მნი­ლი რი­გე­ბის გამო.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

Ambebi.ge

"ტექნო ბუმის" მაცდური მესიჯი და აღშფოთებული ხალხი მაღაზიის ფილიალებთან - კომპანიის განმარტება შექმნილი აურზაურის შემდეგ

"ტექნო ბუმის" მაცდური მესიჯი და აღშფოთებული ხალხი მაღაზიის ფილიალებთან - კომპანიის განმარტება შექმნილი აურზაურის შემდეგ

"მადლობა, რომ მთელი წელი იყავი ჩვენი ერთგული sms მომხმარებელი. მადლიერების ნიშნად, მობრძანდით 21 ოქტომბერს, "ტექნო ბუმის" მაღაზიებში, წარმოადგინე sms და შენაძენის გარეშე მიიღე შენი საჩუქარი. იჩქარე! არ გამოტოვო "ტექნო ბუმის" მადლიერების დღე!" - აღნიშნული სარეკლამო შეთავაზება, ბოლო დღეებში მოსახლეობის დიდმა ნაწილმა მიიღო. ზოგმა მათგანმა გადაწყვიტა, კუთვნილი საჩუქრის მისაღებად მითითებულ მაღაზიაში მისულიყო.

თუმცა ადგილზე მისულებს მაღაზიის კარი დაკეტილი დახვდათ და მთელი დღის მანძილზე გრძელ რიგში დგომა მოუწიათ.

ზოგს სასაჩუქრე ვაუჩერი გადაეცა, ზოგიერთი კი ვაუჩერის გარეშეც დარჩა. "ტექნო ბუმის" ამ სარეკლამო აქციას, საზოგადოების გაღიზიანება მოჰყვა, მომხმარებლები აღშფოთებას "ფეისბუქზე" გამოხატავდნენ. სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის პოსტები იწერებოდა:

"Techno Boom ტექნო ბუმი თქვენ ხართ ყველაზე სამარცხვინო და მატყუარა კომპანია თუ რაც ხართ... თუ ვინმე იჩივლებს, აუცილებლად შევუერთდები და ჩემს სარჩელს გავაერთიანებ მათთან... თან სპეციალურად იდგა ერთი დაუღლელი წარმომადგენელი ოპერატორებთან, რომელიც ყველას სთხოვდა ტელეფონს და "ტექნობუმის" გაგზავნილ მესიჯს უშლიდა... ანუ ფაქტებს არ ტოვებდნენ...".

"დღეს ტექნო-ბუმის მაღაზიებს ხალხი აწყდება ერთმანეთს, ეს ყველაფერი არის აფიორა, ტყუილი არანაირი საჩუქარი არ არსებობს მე ის მშობლები მეცოდება დღეს რომ ვნახე რიგში პატარა ბავშვებთან ერთად, რომლებსაც საჩუქრის მოლოდინი აქვთ და რეალურად მიიღებენ ფასდაკლების იდიოტურ 50-ლარიან ვაუჩერს, რის გამოც არ ღირს საერთოდ გაკარება მაღაზიებთან, ჩემი თვალით ვუყურებდი უკანა მხრიდან გამოსულ ხალხის ნაკადს, რომლებსაც სიბრაზისგან დაკუჭული ვაუჩერი გამოქონდა, რადგან მიხვდა რომ ამდენი დრო ფუჭად დაკარგა და ენერგია".

Ambebi.ge ვითარებაში გასარკვევად "ტექნო ბუმს" დაუკავშირდა. ჩვენს კითხვებს კომპანიის მარკეტინგის მენეჯერმა თამუნა დუმბაძემ უპასუხა:

- რა სახის აქცია გქონდათ დაგეგმილი და რატომ გამოიწვია მომხმარებლის გაღიზიანება ამ აქციამ?

- 21 ოქტომბერს "ტექნო ბუმის" მაღაზიათა ქსელში ჩატარდა მადლიერების დღე სმს კლუბის წევრებისთვის. "ტექნო ბუმმა" მადლობა გადაუხადა სმს კლუბის წევრებს, მთელი წელი ერთგულებისთვის და ყოველგვარი შენაძენის გარეშე, დიდი სიყვარულით და პატივისცემით გადასცემს სასაჩუქრე ბარათებს, რომლებშიც მომხმარებლები აღმოაჩენენ 50 ლარიდან 200 ლარამდე ფასდაკლების ვაუჩერებს, ან სხვა საჩუქრებს. აქციამ მომხმარებელთა მხრიდან ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია, შესაბამისად "ტექნო ბუმის" მაღაზიებში მთელი დღის განმავლობაში რიგები შეიქმნა და ნაწილი მომხმარებლების უკმაყოფილება გამოიწვია, რის გამოც "ტექნო ბუმი" კიდევ ერთხელ უხდის ბოდიშს ამ დისკომფორტისთვის და მომხმარებელთა დიდი ინტერესის გამო შექმნილი რიგების განტვირთვისთვის აქცია გაგრძელდა 31 ოქტომბრამდე.

- რატომ დახვდა საზოგადოებას მაღაზიები დაკეტილი?

- მაღაზიები არ დაკეტილა, პირიქით უფრო ადრე გაიხსნა და გვიან დაიკეტა, ვიდრე იყო სამუშაო გრაფიკით გათვლილი. თუმცა მომხმარებელთა ნაკადი იმდენად დიდი იყო, რომ მაღაზიაში არ ეტეოდა ხალხი და სწორედ ამიტომ იყო რიგები მაღაზიის გარეთაც, რის გამოც კიდევ ერთხელ ვუხდით ყველას ბოდიშს, ვისაც დიდხანს მოუწია რიგში დგომა.

- სოციალური ქსელის მომხმარებლები წერენ, რომ მაღაზიებთან მდგომი კონსულტანტი მათი ტელეფონიდან შლიდა ტექნო ბუმის მესიჯებს, არის თუ არა მართალი?

- ერთ ესემესზე გაიცემა ერთი სასაჩუქრე ბარათი, სწორედ ამიტომ ხდება ესემესის წაშლა, რომ არ მოხდეს ერთი და იგივე ადამიანზე რამდენჯერმე სასაჩუქრე ბარათის გაცემა.

- სულ რამდენი საჩუქარი გაეცით?

- ამ დროისათვის სულ გაცემულია 7300 სასაჩუქრე ბარათი. სასაჩუქრე ბარათების გაცემა გრძელდება და 31 ოქტომბრამდე ესემეს კლუბის წევრებს ექნებათ მისი აღების შესაძლებლობა. კიდევ ერთხელ ვუხდით ბოდიშს მომხმარებლებს შექმნილი რიგების გამო.

თამარ ბოჭორიშვილი

Ambebi.ge

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."