პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პარტიული სიით არჩეულმა დეპუტატობის 77-ვე კანდიდატმა ნარკოლოგიური შემოწმება გაიარა
პარტიული სიით არჩეულმა დეპუტატობის 77-ვე კანდიდატმა ნარკოლოგიური შემოწმება გაიარა

პარ­ტი­უ­ლი სიით არ­ჩე­ულ­მა დე­პუ­ტა­ტო­ბის 77-მა კან­დი­დატ­მა ნარ­კო­ლო­გი­უ­რი შე­მოწ­მე­ბა უკვე გა­ი­ა­რა. რო­გორც ცეს­კო-ს სპი­კერ­მა ანა მი­ქე­ლა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გან­მარ­ტა, თი­თო­ე­ულ ცნო­ბა­ში მი­თი­თე­ბუ­ლია, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი პი­რე­ბი არ წარ­მო­ად­გე­ნენ ნარ­კო­ტი­კე­ბის მომ­ხმა­რებ­ლებს.

"კა­ნონ­მდებ­ლო­ბის თა­ნახ­მად, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის პრო­პორ­ცი­უ­ლი სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მით სა­ვა­რა­უ­დოდ არ­ჩე­ულ თი­თო­ე­ულ წევ­რს, კენ­ჭისყ­რის დღი­დან 7 დღის ვა­და­ში ნარ­კო­ლო­გი­უ­რი შე­მოწ­მე­ბა უნდა გა­ევ­ლო. ნარ­კო­ლო­გი­უ­რი შე­მოწ­მე­ბის შე­სა­ხებ კენ­ჭისყ­რი­დან ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­სა­ბა­მის სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბას ჩვენ­თვის ინ­ფორ­მა­ცია უნდა მო­ე­წო­დე­ბი­ნა, თუმ­ცა ამავდრო­უ­ლად, პარ­ტი­ას ჰქონ­და შე­საძ­ლებ­ლო­ბა აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია მო­ე­წო­დე­ბი­ნა სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ი­სათ­ვის. ამ ეტაპ­ზე თი­თო­ე­უ­ლი სა­არ­ჩევ­ნო სუ­ბი­ექ­ტის მიერ წარ­მოდ­გე­ნი­ლია ინ­ფორ­მა­ცია სა­ვა­რა­უ­დოდ არ­ჩე­უ­ლი წევ­რე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის შე­სა­ხებ. თი­თო­ე­ულ ამ ცნო­ბა­ში მი­თი­თე­ბუ­ლია, რომ ისი­ნი არ წარ­მო­ად­გე­ნენ ნარ­კო­ტი­კე­ბის მომ­ხმა­რებ­ლებს", - გან­მარ­ტა ანა მი­ქე­ლა­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­და­ტებს, კა­ნონ­მდებ­ლო­ბის თა­ნახ­მად, მათ შე­სა­ბა­მი­სი შე­მოწ­მე­ბა მა­ჟო­რი­ტარ კან­დი­და­ტად რე­გის­ტრა­ცი­ი­სას უნდა გა­ევ­ლოთ.

პარ­ლა­მენ­ტის წევ­რად არ­ჩე­ულ პირ­თა ნარ­კო­ლო­გი­ურ შე­მოწ­მე­ბას "სა­არ­ჩევ­ნო კო­დექ­სი" ით­ვა­ლის­წი­ნებს, რომ­ლის მი­ხედ­ვით, კენ­ჭისყ­რის დღი­დან არა­უგ­ვი­ა­ნეს მე-7 დღი­სა, წი­ნას­წა­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, სა­არ­ჩევ­ნო ზღურ­ბლგა­და­ლა­ხუ­ლი პარ­ტი­ე­ბი­სა და სა­არ­ჩევ­ნო ბლო­კე­ბის პარ­ტი­უ­ლი სი­ი­დან არ­ჩე­ულ­მა პარ­ლა­მენ­ტის წევ­რო­ბის ყვე­ლა კან­დი­დატ­მა ნარ­კო­ლო­გი­უ­რი შე­მოწ­მე­ბა უნდა გა­ი­ა­როს. მათ­ზე უნდა შედ­გეს შე­სა­ბა­მი­სი ცნო­ბა, რო­მელ­შიც აღი­ნიშ­ნე­ბა, რომ პარ­ლა­მენ­ტის წევ­რო­ბის კან­დი­და­ტი ჯან­მრთე­ლია ან ნარ­კო­ტი­კე­ბის მომ­ხმა­რე­ბე­ლია.

სა­არ­ჩევ­ნო კა­ნონ­მდებ­ლო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, თუკი პარ­ლა­მენ­ტის წევ­რად არ­ჩე­უ­ლი პირი კა­ნო­ნით დად­გე­ნილ ვა­და­ში ნარ­კო­ლო­გი­ურ შე­მოწ­მე­ბას არ გა­ივ­ლის და ნარ­კო­ლო­გი­ურ შე­მოწ­მე­ბა­ზე უარს გა­ნა­ცხა­დებს, პარ­ლა­მენ­ტი ვალ­დე­ბუ­ლია მი­ი­ღოს დად­გე­ნი­ლე­ბა, პარ­ლა­მენ­ტის წევ­რის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის არცნო­ბის შე­სა­ხებ.

"სა­არ­ჩევ­ნო კო­დექსში" პირ­და­პირ წე­რია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წევ­რად არ შე­იძ­ლე­ბა აირ­ჩეს ნარ­კო­მა­ნი ან ნარ­კო­ტი­კე­ბის მომ­ხმა­რე­ბე­ლი, ხოლო თუ ეს პირი შე­სა­ბა­მის­მა სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ამ არ­ჩე­უ­ლად გა­მო­ა­ცხა­და, პარ­ლა­მენტს უფ­ლე­ბა არა აქვს, ცნოს მისი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

პარტიული სიით არჩეულმა დეპუტატობის 77-ვე კანდიდატმა ნარკოლოგიური შემოწმება გაიარა

პარტიული სიით არჩეულმა დეპუტატობის 77-ვე კანდიდატმა ნარკოლოგიური შემოწმება გაიარა

პარტიული სიით არჩეულმა დეპუტატობის 77-მა კანდიდატმა ნარკოლოგიური შემოწმება უკვე გაიარა. როგორც ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ ჟურნალისტებთან განმარტა, თითოეულ ცნობაში მითითებულია, რომ აღნიშნული პირები არ წარმოადგენენ ნარკოტიკების მომხმარებლებს.

"კანონმდებლობის თანახმად, საქართველოს პარლამენტის პროპორციული საარჩევნო სისტემით სავარაუდოდ არჩეულ თითოეულ წევრს, კენჭისყრის დღიდან 7 დღის ვადაში ნარკოლოგიური შემოწმება უნდა გაევლო. ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ კენჭისყრიდან ორი კვირის განმავლობაში შესაბამის სამედიცინო დაწესებულებას ჩვენთვის ინფორმაცია უნდა მოეწოდებინა, თუმცა ამავდროულად, პარტიას ჰქონდა შესაძლებლობა აღნიშნული ინფორმაცია მოეწოდებინა საარჩევნო ადმინისტრაციისათვის. ამ ეტაპზე თითოეული საარჩევნო სუბიექტის მიერ წარმოდგენილია ინფორმაცია სავარაუდოდ არჩეული წევრების ჯანმრთელობის შესახებ. თითოეულ ამ ცნობაში მითითებულია, რომ ისინი არ წარმოადგენენ ნარკოტიკების მომხმარებლებს", - განმარტა ანა მიქელაძემ.

რაც შეეხება მაჟორიტარობის კანდიდატებს, კანონმდებლობის თანახმად, მათ შესაბამისი შემოწმება მაჟორიტარ კანდიდატად რეგისტრაციისას უნდა გაევლოთ.

პარლამენტის წევრად არჩეულ პირთა ნარკოლოგიურ შემოწმებას "საარჩევნო კოდექსი" ითვალისწინებს, რომლის მიხედვით, კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-7 დღისა, წინასწარი მონაცემებით, საარჩევნო ზღურბლგადალახული პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების პარტიული სიიდან არჩეულმა პარლამენტის წევრობის ყველა კანდიდატმა ნარკოლოგიური შემოწმება უნდა გაიაროს. მათზე უნდა შედგეს შესაბამისი ცნობა, რომელშიც აღინიშნება, რომ პარლამენტის წევრობის კანდიდატი ჯანმრთელია ან ნარკოტიკების მომხმარებელია.

საარჩევნო კანონმდებლობის გათვალისწინებით, თუკი პარლამენტის წევრად არჩეული პირი კანონით დადგენილ ვადაში ნარკოლოგიურ შემოწმებას არ გაივლის და ნარკოლოგიურ შემოწმებაზე უარს განაცხადებს, პარლამენტი ვალდებულია მიიღოს დადგენილება, პარლამენტის წევრის უფლებამოსილების არცნობის შესახებ.

"საარჩევნო კოდექსში" პირდაპირ წერია, რომ საქართველოს პარლამენტის წევრად არ შეიძლება აირჩეს ნარკომანი ან ნარკოტიკების მომხმარებელი, ხოლო თუ ეს პირი შესაბამისმა საარჩევნო კომისიამ არჩეულად გამოაცხადა, პარლამენტს უფლება არა აქვს, ცნოს მისი უფლებამოსილება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."