დასავლეთ ციმბირში, იამალის ნახევარკუნძულზე ვერტმფრენის ავარიული დაშვების შემდეგ 19 ადამიანი დაიღუპა.
რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს ცნობით, ავარიის შედეგად გადარჩა 3 ადამიანი, ყველა მათგანი საავადმყოფოშია გადაყვანილი, მათი მდგომარეობა მძიმეა. ავარიის დროს მი-8-ს ბორტზე 22 ადამიანი იმყოფებოდა, აქედან 3 ეკიპაჟის წევრი და 19 მგზავრი.
მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. გამოძიება ავარიის სამ ძირითად ვერსიაზე მუშაობს. ესენია ფრენის უსაფრთხოების წესების დარღვევა, ტექნიკის გაუმართაობა და უამინდობა.
ადგილზე მუშაობენ მაშველები, ისინი ვერტმფრენის "შავ ყუთებს" ეძებენ.