"ნაციონალური მოძრაობის" წევრები მარნეულის 48-ე საარჩევნო უბანზე დარღვევებზე საუბრობენ. როგორც დეპუტატმა კობა სუბელიანმა აღნიშნა, საარჩევნო უბანი დილიდან დარღვევებით გაიხსნა. კობა სუბელიანის თქმით, ოთახი, სადაც საარჩევნო უბანია განთავსებული, პატარაა და ამომრჩეველი თავისუფლად გადაადგილებას ვერ ახერხებს, რის გამოც ოთახში ხალხმრავლობაა.
რაც შეეხება კონკრეტულ დარღვევებს, როგორც კობა სუბელისნმა აღნიშნა, უკვე დაიწერა რამდენიმე საჩივარი და ასევე შეიმჩნევა კომისიის წევრებში კომპეტენციის ნაკლებობა.
როგორც სუბელიანმა აღნიშნა, მან იკითხა შესაძლებელი იყო თუ არა საარჩევნო უბნის სხვა უფრო ფართო ოთახში გადატანა, თუმცა ამ საკითხზე ჯერჯერობით არანაირი რეაგირება არ მომხდარა.