ზუგდიდის რაიონის სოფელ ჯიხაშკარში და განმუხურში განმეორებითი კენჭისყრის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
როგორც ჯიხაშკარის 79-ე და 108-ე უბნებზე, ისე განმუხურის 38-ე საარჩევნო უბანზე არანაირ დარღვევებს უბნის გახსნის დროს ადგილი არ ჰქონია. სამივე უბანზე პირველმა ამომრჩეველმა ხმის მიცემის უფლებით უკვე ისარგებლა.
განმუხურისა და ჯიხაშკარის უბნებზე 2400-ზე მეტი ამომრჩეველია, რაც შეეხება კანიდიდატებს ამომრჩეველმა არჩევანი 6 კანდიდატს შორის უნდა გააკეთოს, ხოლო გამგებლის შემთხვევაში 4 კანდიდატს შორის.
8 ოქტომბერს, ჯიხაშკარში ორივე საარჩევნო უბანზე არჩევნების ღამეს უბნის დარბევა მოხდა და ამის გამო არჩევნები ჩაიშალა. განმუხურის 38-ე საარჩევნო უბანზე კი, უბნის თავმჯდომარემ ხმების დათვლის დროს უბანი დატოვა, შემდეგ დაბრუნდა და ხმები დაითვალეს, თუმცა საბოლოოდ, 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ აღნიშნული უბნის შედეგები ბათილად ცნო. სწორედ ამ გარემოებების გამო გახდა საჭირო ორივე სოფელში განმეორებითი არჩევნების ჩატარება.