სამართალი

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
კონფლიქტები
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეზე დაკავებული ბრალს აღიარებს - რა განაცხადა სასამართლო პროცესზე ბორის ჩაგუნავამ
გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეზე დაკავებული ბრალს აღიარებს - რა განაცხადა სასამართლო პროცესზე ბორის ჩაგუნავამ

გივი თარ­გა­მა­ძის მან­ქა­ნის აფეთ­ქე­ბის საქ­მე­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი სპე­ცო­პე­რა­ცი­ის შე­დე­გად და­კა­ვე­ბუ­ლი ბო­რის ჩა­გუ­ნა­ვა წა­ყე­ნე­ბულ ბრალს აღი­ა­რებს, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" საქ­მის ერთ-ერ­თმა პრო­კუ­რორ­მა ლია ჩა­დუ­ნელ­მა გა­ნუ­ცხა­და.

პრო­კუ­რო­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჩა­გუ­ნა­ვა აღი­ა­რებს, რომ ის ია­რაღს ინა­ხავ­და, თუმ­ცა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რის გივი თარ­გა­მა­ძის მან­ქა­ნის აფეთ­ქე­ბას­თან რა­ი­მე კავ­შირს გა­მო­რი­ცხავს.

ამას­თან, რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის­თვის" გახ­და ცნო­ბი­ლი, ბრალ­დე­ბულ­მა მის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბის სა­კი­თხზე გა­მარ­თულ სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე აღ­ნიშ­ნა, რომ ია­რა­ღი, საბ­რძო­ლო მა­სა­ლა და ნა­ხა­ზე­ბი შე­სა­ნა­ხად და­ვით ხე­ჩუ­აშ­ვილ­მა გა­დას­ცა, რო­მე­ლიც გა­მო­ძი­ე­ბის ვერ­სი­ით, თარ­გა­მა­ძის მან­ქა­ნის აფეთ­ქე­ბა­შია ბრალ­დე­ბუ­ლი. ჩა­გუ­ნა­ვამ პრო­ცეს­ზე ხაზი გა­უს­ვა, რომ მის­თვის ხე­ჩუ­აშ­ვი­ლის გეგ­მე­ბი უც­ნო­ბი იყო.

გარ­და ამი­სა, რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ბრალ­დე­ბულ ბო­რის ჩა­გუ­ნა­ვას ინ­ტე­რე­სე­ბის დამ­ცველ­მა ელი­ზა­ვე­ტა ჯა­ფა­რი­ძემ გა­ნუ­ცხა­და, მისი დაც­ვის ქვეშ მყოფს არ სურს მისი პო­ზი­ცი­ე­ბის სა­ჯა­როდ და­ფიქ­სი­რე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად, ის ვერ ისა­უბ­რებს იმა­ზე, აღი­ა­რებს თუ არა ჩა­გუ­ნა­ვა წარ­დგე­ნილ ბრალს ან რა გა­რე­მო­ე­ბებ­ზე ისა­უბ­რა მან სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ დე­პუ­ტატ გივი თარ­გა­მა­ძის მან­ქა­ნის აფეთ­ქე­ბის საქ­მე­ზე ერთი პირი და­ა­კა­ვა, ერთს კი და­უს­წრებ­ლად ბრა­ლი წა­რუდ­გი­ნა. უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 236-ე მუხ­ლით, რაც ია­რა­ღის, საბ­რძო­ლო მა­სა­ლი­სა და ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბას გუ­ლის­ხმობს, და­კა­ვე­ბუ­ლია 1976 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ბო­რის ჩა­გუ­ნა­ვა, 19/109 მუხ­ლით კი, რაც და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს, ბრა­ლი 1974 წელს და­ბა­დე­ბულ და­ვით ხე­ჩუ­აშ­ვილს წა­რედ­გი­ნა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გამარჯვება პირველივე წუთებზე - ილია თოფურიამ ოლივიერა ნოკაუტში ჩააგდო და ჩემპიონი გახდა

გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეზე დაკავებული ბრალს აღიარებს - რა განაცხადა სასამართლო პროცესზე ბორის ჩაგუნავამ

გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეზე დაკავებული ბრალს აღიარებს - რა განაცხადა სასამართლო პროცესზე ბორის ჩაგუნავამ

გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული ბორის ჩაგუნავა წაყენებულ ბრალს აღიარებს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქმის ერთ-ერთმა პროკურორმა ლია ჩადუნელმა განუცხადა.

პროკურორის ინფორმაციით, ჩაგუნავა აღიარებს, რომ ის იარაღს ინახავდა, თუმცა "ნაციონალური მოძრაობის" წევრის გივი თარგამაძის მანქანის აფეთქებასთან რაიმე კავშირს გამორიცხავს.

ამასთან, როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი, ბრალდებულმა მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე გამართულ სასამართლო სხდომაზე აღნიშნა, რომ იარაღი, საბრძოლო მასალა და ნახაზები შესანახად დავით ხეჩუაშვილმა გადასცა, რომელიც გამოძიების ვერსიით, თარგამაძის მანქანის აფეთქებაშია ბრალდებული. ჩაგუნავამ პროცესზე ხაზი გაუსვა, რომ მისთვის ხეჩუაშვილის გეგმები უცნობი იყო.

გარდა ამისა, როგორც "ინტერპრესნიუსს" ბრალდებულ ბორის ჩაგუნავას ინტერესების დამცველმა ელიზავეტა ჯაფარიძემ განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფს არ სურს მისი პოზიციების საჯაროდ დაფიქსირება და შესაბამისად, ის ვერ ისაუბრებს იმაზე, აღიარებს თუ არა ჩაგუნავა წარდგენილ ბრალს ან რა გარემოებებზე ისაუბრა მან სასამართლო პროცესზე.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დეპუტატ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეზე ერთი პირი დააკავა, ერთს კი დაუსწრებლად ბრალი წარუდგინა. უწყების ინფორმაციით, სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით, რაც იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს, დაკავებულია 1976 წელს დაბადებული ბორის ჩაგუნავა, 19/109 მუხლით კი, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს, ბრალი 1974 წელს დაბადებულ დავით ხეჩუაშვილს წარედგინა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ