პოლიტიკა
მეცნიერება

25

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თელავის მერიის სამსახურის უფროსის "სადეკლარაციო" კურიოზები
თელავის მერიის სამსახურის უფროსის "სადეკლარაციო" კურიოზები

ქა­ლაქ თე­ლა­ვის მე­რი­ის კულ­ტუ­რის, ძეგლ­თა დაც­ვის, გა­ნათ­ლე­ბის, სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდულ საქ­მე­თა სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი ფიქ­რია ყუ­ში­ტაშ­ვი­ლი სა­ჯა­რო სამ­სა­ხურ­ში ინ­ტე­რეს­თა შე­უ­თავ­სებ­ლო­ბის შე­სა­ხებ კა­ნონ­მდებ­ლო­ბის მო­თხოვ­ნებს არ­ღვევს. იგი ქო­ნებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბის არ­ცერთ დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში სწო­რად არ უთი­თებს და­კა­ვე­ბულ თა­ნამ­დე­ბო­ბას და სა­ჯა­რო სამ­სა­ხუ­რი­დან წლი­უ­რად მი­ღე­ბულ შე­მო­სა­ვალს. ასე­ვე, მა­ლავს ოჯა­ხის წევ­რე­ბის სა­მე­წარ­მეო საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ჩარ­თუ­ლო­ბის ფაქ­ტებს.

2014-2016 წლებ­ში წარ­დგე­ნილ ქო­ნებ­რივ დეკ­ლა­რა­ცი­ებ­ში ფიქ­რია ყუ­ში­ტაშ­ვი­ლი და­ზუს­ტე­ბით ვერც იმ და­წე­სე­ბუ­ლე­ბის და­სა­ხე­ლე­ბას უთი­თებს, სა­დაც უკვე 3 წე­ლია მუ­შა­ობს და ვერც მის მიერ და­კა­ვე­ბულ თა­ნამ­დე­ბო­ბას. იგი სა­მი­ვე დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში ხაზ­გას­მით წერს, რომ მუ­შა­ობს ქა­ლაქ თე­ლა­ვის მე­რი­ის კულ­ტუ­რის, ძეგლ­თა დაც­ვის, გა­ნათ­ლე­ბის, სპორ­ტის და ახალ­გაზ­რდულ საქ­მე­თა სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე, თუმ­ცა, ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მუ­შა­ო­ბის 3 წლის მან­ძილ­ზე მისი შე­მო­სავ­ლის ოდე­ნო­ბაა 0 (ნული). ამა­ვე დროს, ყვე­ლა დეკ­ლა­რა­ცი­ა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ფიქ­რია ყუ­ში­ტაშ­ვი­ლი სხვა და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­შიც მუ­შა­ობს, კერ­ძოდ, იგი არის თე­ლა­ვის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის (თე­მის) გამ­გე­ო­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სიც, სა­დაც შრო­მის ანა­ზღა­უ­რე­ბის სა­ხით ყო­ველ­წლი­უ­რად 13 300 ლარს იღებს.

კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრმა გა­არ­კვია, რომ ფიქ­რია ყუ­ში­ტაშ­ვი­ლი უკვე სამი წე­ლია აღარ მუ­შა­ობს თე­ლა­ვის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გე­ო­ბა­ში და, შე­სა­ბა­მი­სად, ვერც შრო­მით გა­სამ­რჯე­ლოს მი­ი­ღებ­და. 2014 წლის აგ­ვის­ტო­დან ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე გი­ორ­გი კოჭ­ლოშ­ვი­ლი იყო და­ნიშ­ნუ­ლი, ხოლო 2015 წლის 12 იან­ვრი­დან სო­ფიო ახ­მე­ტე­ლი და­ი­ნიშ­ნა.

ფიქ­რია ყუ­ში­ტაშ­ვი­ლის დეკ­ლა­რა­ცი­ე­ბის თა­ნახ­მად, მისი ოჯა­ხის არ­ცერ­თი წევ­რი არა­ნა­ი­რი ფორ­მით არ მო­ნა­წი­ლე­ობს სა­მე­წარ­მეო საქ­მი­ა­ნო­ბა­ში. კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრმა გა­მო­არ­კვია, რომ ამ­გვა­რი ჩა­ნა­წე­რი სი­ნამ­დვი­ლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა. კერ­ძოდ, ფიქ­რია ყუ­ში­ტაშ­ვი­ლის მე­უღ­ლემ, თე­ლა­ვის სა­ხელ­მწი­ფო თე­ატ­რის მსა­ხი­ობ­მა ივა­ნე იანტბე­ლი­ძემ 2015 წლის 1 დე­კემ­ბერს და­ა­ფუძნა შპს "ჯორ­ჯი­ან სოულ თრე­ვე­ლი" (ს/კ - 431174891), სა­დაც დღემ­დე ფლობს კა­პი­ტა­ლის 51 %-ს.

ქო­ნებ­რივ დეკ­ლა­რა­ცი­ებ­ში ასე­ვე არ არის მი­თი­თე­ბუ­ლი, რომ ფიქ­რია ყუ­ში­ტაშ­ვი­ლის ოჯა­ხის კი­დევ ერთი წევ­რი - თამ­თა იანტბე­ლი­ძე 2010 წლის 29 იან­ვრი­დან დღემ­დე არის შპს "უიკ-ენდ ჯი"-ს (ს/კ - 406024626) დი­რექ­ტო­რი.

იხი­ლეთ ვრცლად

კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რატომ გაგიჟდა მსოფლიო labubu-ს თოჯინებზე?

თელავის მერიის სამსახურის უფროსის "სადეკლარაციო" კურიოზები

თელავის მერიის სამსახურის უფროსის "სადეკლარაციო" კურიოზები

ქალაქ თელავის მერიის კულტურის, ძეგლთა დაცვის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ფიქრია ყუშიტაშვილი საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობის შესახებ კანონმდებლობის მოთხოვნებს არღვევს. იგი ქონებრივი მდგომარეობის არცერთ დეკლარაციაში სწორად არ უთითებს დაკავებულ თანამდებობას და საჯარო სამსახურიდან წლიურად მიღებულ შემოსავალს. ასევე, მალავს ოჯახის წევრების სამეწარმეო საქმიანობაში ჩართულობის ფაქტებს.

2014-2016 წლებში წარდგენილ ქონებრივ დეკლარაციებში ფიქრია ყუშიტაშვილი დაზუსტებით ვერც იმ დაწესებულების დასახელებას უთითებს, სადაც უკვე 3 წელია მუშაობს და ვერც მის მიერ დაკავებულ თანამდებობას. იგი სამივე დეკლარაციაში ხაზგასმით წერს, რომ მუშაობს ქალაქ თელავის მერიის კულტურის, ძეგლთა დაცვის, განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის თანამდებობაზე, თუმცა, ამ თანამდებობაზე მუშაობის 3 წლის მანძილზე მისი შემოსავლის ოდენობაა 0 (ნული). ამავე დროს, ყველა დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ ფიქრია ყუშიტაშვილი სხვა დაწესებულებაშიც მუშაობს, კერძოდ, იგი არის თელავის მუნიციპალიტეტის (თემის) გამგეობის სამსახურის უფროსიც, სადაც შრომის ანაზღაურების სახით ყოველწლიურად 13 300 ლარს იღებს.

კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გაარკვია, რომ ფიქრია ყუშიტაშვილი უკვე სამი წელია აღარ მუშაობს თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობაში და, შესაბამისად, ვერც შრომით გასამრჯელოს მიიღებდა. 2014 წლის აგვისტოდან ამ თანამდებობაზე გიორგი კოჭლოშვილი იყო დანიშნული, ხოლო 2015 წლის 12 იანვრიდან სოფიო ახმეტელი დაინიშნა.

ფიქრია ყუშიტაშვილის დეკლარაციების თანახმად, მისი ოჯახის არცერთი წევრი არანაირი ფორმით არ მონაწილეობს სამეწარმეო საქმიანობაში. კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გამოარკვია, რომ ამგვარი ჩანაწერი სინამდვილეს არ შეესაბამება. კერძოდ, ფიქრია ყუშიტაშვილის მეუღლემ, თელავის სახელმწიფო თეატრის მსახიობმა ივანე იანტბელიძემ 2015 წლის 1 დეკემბერს დააფუძნა შპს "ჯორჯიან სოულ თრეველი" (ს/კ - 431174891), სადაც დღემდე ფლობს კაპიტალის 51 %-ს.

ქონებრივ დეკლარაციებში ასევე არ არის მითითებული, რომ ფიქრია ყუშიტაშვილის ოჯახის კიდევ ერთი წევრი - თამთა იანტბელიძე 2010 წლის 29 იანვრიდან დღემდე არის შპს "უიკ-ენდ ჯი"-ს (ს/კ - 406024626) დირექტორი.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა