მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მალე საქართველოში იაფი ირანული საწვავი გაიყიდება
მალე საქართველოში იაფი ირანული საწვავი გაიყიდება

უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში სა­ქარ­თვე­ლო საწ­ვა­ვის შე­მო­ტა­ნას ირა­ნი­და­ნაც და­ი­წყებს. აქამ­დე იმ­პორ­ტი­ო­რი კომ­პა­ნი­ე­ბის­თვის ერ­თა­დერ­თი ბა­რი­ე­რი პრო­დუქ­ტის ხა­რის­ხი იყო. რო­გორც გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი" წერს, ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტე­ბის იმ­პორ­ტი­ორ­თა კავ­ში­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ირა­ნი უკვე იწყებს ევ­როს­ტან­დარტთან შე­სა­ბა­მი­სი საწ­ვა­ვის წარ­მო­ე­ბას, რის შემ­დე­გაც იგი ქარ­თუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის­თვის ერთ-ერთი პერ­სპექ­ტი­უ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბა გახ­დე­ბა. მო­სა­ლოდ­ნე­ლია, რომ საწ­ვა­ვის იმ­პორ­ტში რუ­სუ­ლი, თურ­ქმე­ნუ­ლი და უკ­რა­ი­ნუ­ლი საწ­ვა­ვის წი­ლიც თვალ­ში­სა­ცე­მად მო­ი­მა­ტებს.

ამ­ჟა­მად საწ­ვა­ვის იმ­პორ­ტში რუ­სულ და თურ­ქმე­ნულ საწ­ვავს ერ­თობ­ლი­ვად 25% უჭი­რავს, 60% ევ­რო­პულ პრო­დუქტზე მო­დის. ეს-ეს არის იმ­პორ­ტი და­ი­წყო უკ­რა­ი­ნი­და­ნაც. ამ ქვეყ­ნი­დან იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი საწ­ვა­ვის წილი ჯერ 3%-ს არ აღე­მა­ტე­ბა.

სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის შე­ფა­სე­ბით, არე­ა­ლის გა­ფარ­თო­ე­ბა ნავ­თო­ბის ბა­ზარ­ზე კონ­კუ­რენ­ცი­ის ზრდამ გა­მო­იწ­ვია. ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მცი­რე და სა­შუ­ა­ლო კომ­პა­ნი­ებს აქამ­დე არ ჰქონ­დათ. ამ ქვეყ­ნე­ბი­დან იმ­პორ­ტის ზრდას საწ­ვა­ვის მი­სა­ღე­ბი ფასი გა­ნა­პი­რო­ბებს. ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტე­ბის იმ­პორ­ტი­ორ­თა კავ­შირ­ში, ფა­სის გარ­და, მი­ზე­ზად საწ­ვა­ვის ხა­რისხს მი­იჩ­ნე­ვენ. კავ­ში­რის ხელ­მძღვა­ნე­ლის ვანო მთვრა­ლაშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, რუ­სე­თი­დან და თურ­ქმე­ნე­თი­დან საწ­ვა­ვის იმ­პორ­ტი 2000 წლი­დან ხორ­ცი­ელ­დე­ბა, მაგ­რამ ბოლო წლებ­ში ეს პრო­ცე­სი მკვეთ­რად გა­აქ­ტი­ურ­და.

"თურ­ქმე­ნე­თი 2000-იანი წლე­ბი­დან ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტე­ბის ტრა­დი­ცი­უ­ლი სტა­ბი­ლუ­რი მომ­წო­დე­ბე­ლია. ბოლო დრომ­დე ამ ქვეყ­ნი­დან ბენ­ზი­ნი და დი­ზე­ლი შე­მო­დი­ო­და. შემ­დეგ ბენ­ზი­ნის შე­მოს­ვლა შე­წყდა, რად­გან იქ წარ­მო­ე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტი ჩვენ­თან არ­სე­ბულ სტან­დარტს არ აკ­მა­ყო­ფი­ლებ­და. ამ ეტაპ­ზე შე­მო­დის მხო­ლოდ დი­ზე­ლი, მათ შო­რის ევრო 5-ის სტან­დარ­ტის შე­სა­ბა­მი­სი. პა­რა­ლე­ლუ­რად შე­და­რე­ბით და­ბალ­ხა­რის­ხი­ა­ნი დი­ზე­ლის იმ­პორ­ტიც ხორ­ცი­ელ­დე­ბა. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ თურ­ქმე­ნე­თი სა­ქარ­თვე­ლოს სტა­ბი­ლუ­რი სა­ვაჭ­რო პარტნი­ო­რია", - გან­მარ­ტავს მთვრა­ლაშ­ვი­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა რუ­სეთს, ბოლო 4 წე­ლია, ამ ქვეყ­ნი­დან იმ­პორ­ტი სტა­ბი­ლუ­რად და­ი­წყო. რუ­სე­თიც, ძი­რი­თა­დად, დი­ზე­ლის მომ­წო­დე­ბე­ლია, მაგ­რამ უკვე ბენ­ზი­ნიც აქ­ტი­უ­რად შე­მო­დის. 2 წე­ლია, ბა­ზარ­ზე რუ­სუ­ლი საწ­ვა­ვის ხვედ­რი­თი წილი საკ­მა­ოდ გა­ი­ზარ­და. იმ­პორ­ტის სა­ერ­თო მო­ცუ­ლო­ბა­ში 12%-ს გა­და­ა­ბი­ჯეს, რაც საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია.

"ცხა­დია, საწ­ვა­ვის შე­მო­ტა­ნის მხრივ არა­ნა­ი­რი შემ­ზღუ­და­ვი მე­ქა­ნიზ­მი არ არ­სე­ბობს. მთა­ვა­რია, იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში მოქ­მედ სტან­დარტს აკ­მა­ყო­ფი­ლებ­დეს. შე­იძ­ლე­ბა, ეს არ არის უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის საწ­ვა­ვი, მაგ­რამ და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია და პრე­ტენ­ზია ამ დრო­ის­თვის არც კომ­პა­ნი­ე­ბის, არც მომ­ხმა­რებ­ლის მხრი­დან არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა.

რო­გორც წესი, კომ­პა­ნი­ე­ბი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ფა­სი­სა და ხა­რის­ხი­დან გა­მომ­დი­ნა­რე იღე­ბენ. ბა­ზარ­ზე ძა­ლი­ან ბევ­რი იმ­პორ­ტი­ო­რი ოპე­რი­რებს და შე­მო­ტა­ნი­ლი პრო­დუქ­ტი ფა­სი­თაც და ხა­რის­ხი­თაც უნდა იყოს მი­სა­ღე­ბი", - აცხა­დებს მთვრა­ლაშ­ვი­ლი.

გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თურქეთში ტყის ხანძარს ებრძვიან - ჰათაის პროვინციაში ხანძარი დასახლებულ პუნქტებს მიუახლოვდა, აღნიშნულის გამო კი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა

მალე საქართველოში იაფი ირანული საწვავი გაიყიდება

მალე საქართველოში იაფი ირანული საწვავი გაიყიდება

უახლოეს პერიოდში საქართველო საწვავის შემოტანას ირანიდანაც დაიწყებს. აქამდე იმპორტიორი კომპანიებისთვის ერთადერთი ბარიერი პროდუქტის ხარისხი იყო. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, ირანი უკვე იწყებს ევროსტანდარტთან შესაბამისი საწვავის წარმოებას, რის შემდეგაც იგი ქართული კომპანიებისთვის ერთ-ერთი პერსპექტიული მიმართულება გახდება. მოსალოდნელია, რომ საწვავის იმპორტში რუსული, თურქმენული და უკრაინული საწვავის წილიც თვალშისაცემად მოიმატებს.

ამჟამად საწვავის იმპორტში რუსულ და თურქმენულ საწვავს ერთობლივად 25% უჭირავს, 60% ევროპულ პროდუქტზე მოდის. ეს-ეს არის იმპორტი დაიწყო უკრაინიდანაც. ამ ქვეყნიდან იმპორტირებული საწვავის წილი ჯერ 3%-ს არ აღემატება.

სპეციალისტების შეფასებით, არეალის გაფართოება ნავთობის ბაზარზე კონკურენციის ზრდამ გამოიწვია. ამის შესაძლებლობა მცირე და საშუალო კომპანიებს აქამდე არ ჰქონდათ. ამ ქვეყნებიდან იმპორტის ზრდას საწვავის მისაღები ფასი განაპირობებს. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში, ფასის გარდა, მიზეზად საწვავის ხარისხს მიიჩნევენ. კავშირის ხელმძღვანელის ვანო მთვრალაშვილის ინფორმაციით, რუსეთიდან და თურქმენეთიდან საწვავის იმპორტი 2000 წლიდან ხორციელდება, მაგრამ ბოლო წლებში ეს პროცესი მკვეთრად გააქტიურდა.

"თურქმენეთი 2000-იანი წლებიდან ნავთობპროდუქტების ტრადიციული სტაბილური მომწოდებელია. ბოლო დრომდე ამ ქვეყნიდან ბენზინი და დიზელი შემოდიოდა. შემდეგ ბენზინის შემოსვლა შეწყდა, რადგან იქ წარმოებული პროდუქტი ჩვენთან არსებულ სტანდარტს არ აკმაყოფილებდა. ამ ეტაპზე შემოდის მხოლოდ დიზელი, მათ შორის ევრო 5-ის სტანდარტის შესაბამისი. პარალელურად შედარებით დაბალხარისხიანი დიზელის იმპორტიც ხორციელდება. შეიძლება ითქვას, რომ თურქმენეთი საქართველოს სტაბილური სავაჭრო პარტნიორია", - განმარტავს მთვრალაშვილი.

რაც შეეხება რუსეთს, ბოლო 4 წელია, ამ ქვეყნიდან იმპორტი სტაბილურად დაიწყო. რუსეთიც, ძირითადად, დიზელის მომწოდებელია, მაგრამ უკვე ბენზინიც აქტიურად შემოდის. 2 წელია, ბაზარზე რუსული საწვავის ხვედრითი წილი საკმაოდ გაიზარდა. იმპორტის საერთო მოცულობაში 12%-ს გადააბიჯეს, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.

"ცხადია, საწვავის შემოტანის მხრივ არანაირი შემზღუდავი მექანიზმი არ არსებობს. მთავარია, იმპორტირებული პროდუქტი საქართველოში მოქმედ სტანდარტს აკმაყოფილებდეს. შეიძლება, ეს არ არის უმაღლესი ხარისხის საწვავი, მაგრამ დამაკმაყოფილებელია და პრეტენზია ამ დროისთვის არც კომპანიების, არც მომხმარებლის მხრიდან არ დაფიქსირებულა.

როგორც წესი, კომპანიები გადაწყვეტილებას ფასისა და ხარისხიდან გამომდინარე იღებენ. ბაზარზე ძალიან ბევრი იმპორტიორი ოპერირებს და შემოტანილი პროდუქტი ფასითაც და ხარისხითაც უნდა იყოს მისაღები", - აცხადებს მთვრალაშვილი.

გაგრძელება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი