მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს არის "საჯიშე ბიჭების" მკვლელობა..." - მშენებლობაზე 26 წლის მუშის გარდაცვალებას "ფეისბუქით" ეხმაურებიან
"ეს არის "საჯიშე ბიჭების" მკვლელობა..." - მშენებლობაზე 26 წლის მუშის გარდაცვალებას "ფეისბუქით" ეხმაურებიან

რამ­დე­ნი­მე დღის წინ პო­ლიტ­კოვ­სკა­ი­ას N57-ში მშე­ნე­ბა­რე კორ­პუ­სი­დან მუშა ჩა­მო­ვარ­და და გარ­და­იც­ვა­ლა. რო­გორც "ლი­ბე­რა­ლი" წერს, გარ­დაც­ვლი­ლი 26 წლის თე­მურ გურ­გე­ნაშ­ვი­ლი აღ­მოჩ­ნდა. გა­მო­ცე­მის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სახ­ლს პო­ლიტ­კოვ­სკა­ი­ას 57-ში შპს "სოლო დე­ვე­ლოპ­მენ­ტი" აშე­ნებს, შპს-ს 100% წი­ლის მფლო­ბე­ლია კა­ხა­ბერ მან­ჯა­ვი­ძე. კომ­პა­ნია 2015 წლის 8 აგ­ვის­ტოს და­ფუძნ­და. მრა­ვალ­სარ­თუ­ლი­ან სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუსს ამ ეტაპ­ზე მხო­ლოდ პო­ლიტ­კოვ­სკა­ი­ას 57-ში აშე­ნებს.

"ლი­ბე­რა­ლი" კომ­პა­ნი­ის დი­რექ­ტორს, გი­ორ­გი აფ­ცი­ა­ურს ესა­უბ­რა. აფ­ცი­ა­უ­რი ამ­ბობს, რომ კომ­პა­ნია და­ღუ­პუ­ლი მუ­შის ოჯა­ხის მი­მართ ვალ­დე­ბუ­ლე­ბას გრძნობს, თუმ­ცა შე­კი­თხვებ­ზე - რა­ტომ მოხ­და შემ­თხვე­ვა, ჩა­მო­ვარ­დნის მი­ზე­ზი იყო თუ არა უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბის გა­უთ­ვა­ლის­წი­ნებ­ლო­ბა და ა.შ. - არ პა­სუ­ხობს.

სო­ცი­ლა­ურ ქსელ­ში და ინ­ტერ­ნეტ-სა­ი­ტებ­ზე უბე­დურ შემ­თხვე­ვას აქ­ტი­უ­რი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოყ­ვა:

გრი­გოლ გე­გე­ლია:

გა­ი­ცა­ნით, თე­მურ გურ­გე­ნიშ­ვი­ლი. 26 წლის. რამ­დე­ნი­მე დღის წინ ცოლი მო­იყ­ვა­ნა. გუ­შინ მშე­ნე­ბა­რე შე­ნო­ბი­დან ჩა­მო­ვარ­და და სი­ცო­ცხლე რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში და­ას­რუ­ლა. "არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ბიჭი, პა­ტი­ო­სა­ნი, არ სვამ­და, არ ეწე­ო­და, ზრდი­ლო­ბი­ა­ნი, მო­რი­დე­ბუ­ლი", - ამ­ბობს მისი კო­ლე­გა.

თე­მუ­რი შე­ე­წი­რა სა­ხელ­მწი­ფოს ტრა­დი­ცი­ულ გულ­გრი­ლო­ბას, რო­მე­ლიც მკვლე­ლი ენერ­გი­აა. თუმ­ცა, იგი არც პირ­ვე­ლია და არც ბოლო იქ­ნე­ბა. 2016 წელს, სა­წარ­მოო ტრამ­ვის შე­დე­გად უკვე 25 ადა­მი­ა­ნია გარ­დაც­ვლი­ლი. სა­ნამ უსაფრ­თხო­ე­ბის ზო­მე­ბი და შრო­მის პი­რო­ბე­ბი არ დად­გე­ნი­ლა კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით, კი­დევ ბევ­რი ადა­მი­ა­ნი და­ას­რუ­ლებს სი­ცო­ცხლეს ტრა­გი­კუ­ლად.

დამ­ნა­შა­ვეა სა­ხელ­მწი­ფო, მაგ­რამ დამ­ნა­შა­ვეა ასე­ვე ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი, ვინც არ იაზ­რებს ამ პრობ­ლე­მას. ფაქ­ტობ­რი­ვად არას­დროს, როცა მსგავს თე­მებ­ზე და­მი­პოს­ტავს, არა­ვი­თა­რი ცხო­ვე­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ყუ­რა­დღე­ბა არ და­მი­ნა­ხავს. სა­მა­გი­ე­როდ, ყვე­ლა სა­ხის სკან­დალ­ზე და უბე­დუ­რე­ბა­ზე და­მი­ნა­ხავს ან­თე­ბუ­ლი და აღ­ტკი­ნე­ბუ­ლი ერი.

ხოდა, სა­ხელ­მწი­ფოც ეგე­თი გვაქვს. სა­მარ­ცხვი­ნო და ტრა­გი­კუ­ლი. გა­მო­ფხიზ­ლდით! თქვენც მშრო­მე­ლე­ბი ხართ, ზოგი ოფის­ში, ზოგი ქარ­ხა­ნა­ში, ზო­გიც - მშე­ნებ­ლო­ბა­ზე. თქვე­ნი­ცაა ეს სა­ხელ­მწი­ფო!

[და­მა­ტე­ბა: სა­ნამ გუ­შინ­დელ ტრა­გე­დი­ა­ზე ვწერ­დით, მო­ლო­დი­ნი, რომ იქ­ნე­ბა მეტი ტრა­გე­დია სა­შინ­ლად ახდა - ბოლო სა­ა­თებ­ში, თბი­ლის­ში კი­დევ ერთი მუშა და­ი­ღუ­პა სხვა მშე­ნებ­ლო­ბა­ზე!]

***

სა­ხელ­მწი­ფომ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, უამ­რა­ვი მო­თხოვ­ნის მი­უ­ხე­და­ვად, არა­ფე­რი არ ქნა მშრო­მე­ლის უფ­ლე­ბე­ბის და­სა­ცა­ვად, უსაფრ­თხო­ე­ბის მკაც­რი მე­ქა­ნიზ­მე­ბის და­სა­ნერ­გა­ვად, ადა­მი­ა­ნის ღირ­სე­ბის, ჯან­მრთე­ლო­ბის, უსაფრ­თხო­ე­ბის და შრო­მის უფ­ლე­ბის და­სა­ცა­ვად.

ამას ყო­ველ­წლი­უ­რად ათო­ბით მო­ქა­ლა­ქე ეწი­რე­ბა, ასზე მეტი კი შავ­დე­ბა! ეს არის ოფი­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტის­ტი­კა და რაც უა­რე­სია, მის მიღ­მა ადა­მი­ა­ნე­ბია, ნამ­დვი­ლი, ცო­ცხა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი მე­გობ­რე­ბით, ოჯა­ხე­ბით, მე­უღ­ლე­ე­ბით, შვი­ლე­ბით, იმე­დე­ბით, სურ­ვი­ლე­ბით. ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ეწი­რე­ბი­ან პო­ლი­ტი­კურ გულ­გრი­ლო­ბას.

ამ ფონ­ზე, ზო­გი­ერ­თი ამო­რა­ლუ­რი პო­ლი­ტი­კუ­რი აზრი გვე­უბ­ნე­ბა, რომ თურ­მე შრო­მის რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის და­წე­სე­ბა ბიზ­ნე­სის ინ­ტე­რე­სებ­ში არ შე­დის, რის გა­მოც ეს სა­ქარ­თვე­ლოს აზი­ა­ნებს. ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე კი ინ­ტე­რე­სი არ ყო­ფი­ლა!

ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბაც და ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბაც (ორი­ვე მე­მარ­ჯვე­ნე!), ამ აზ­რზეა. არ­ცერ­თი და არც მე­ო­რე ადა­მი­ანს არ გა­ნი­ხი­ლავს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფოს ფუნ­და­მენ­ტად. სა­ქარ­თვე­ლოს კი ისე­თი ძალა ჭირ­დე­ბა, ვის­თვი­საც ადა­მი­ა­ნია სო­ცი­ა­ლუ­რი და პო­ლი­ტი­კუ­რი ცხოვ­რე­ბის ქვა­კუ­თხე­დი!

მარ­თლა: შსს-მ უკვე აღ­ძრა საქ­მე "240-ე მუხ­ლით, რაც სამ­თო, სამ­შე­ნებ­ლო ან სხვა სა­მუ­შა­ოს წარ­მო­ე­ბი­სას უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს". რა მა­გა­რია. ისე ჟღერს, წა­მით გე­გო­ნე­ბა, ნორ­მა­ლუ­რი და და­ცუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს სა­მი­ნის­ტრო გე­სა­უბ­რე­ბაო. მაგ­რამ არა, არ მო­ტყუვ­დეთ, ეს ჯერ კი­დევ ოც­ნე­ბაა.

ნა­თია ფან­ჯი­კი­ძე:

რო­დეს­მე ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე­ზე, სა­მუ­შაო უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მებ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას, რო­გორც ვალ­დე­ბუ­ლე­ბას და­ა­კის­რებს კა­ნო­ნი დამ­ქი­რა­ვე­ბელს თუ არა? თუ ეს არ არის "სა­ჯი­შე ბი­ჭე­ბის" მკვლე­ლო­ბა, მათი სი­ცო­ცხლის მი­მართ ასე­თი უდი­ე­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით?

ბიზ­ნეს-პარ­ლა­მენტს და ბიზ­ნე­სით და­კა­ვე­ბულ პარ­ლა­მენ­ტა­რებს, რო­მელ­საც ჟრი­ა­მუ­ლით მის­ცა ამომ­რჩე­ველ­მა სა­კუ­თა­რი მო­მავ­ლის გან­კარ­გვის ლე­გი­ტი­მა­ცია და ახლა სა­კონ­სტი­ტუ­ციო უმ­რავ­ლე­სო­ბა­საც მი­არ­თმევს, არ აწყობს "ძვი­რის" გა­დახ­და სა­მუ­შა­ოს შემ­სრუ­ლებ­ლის­თვის. მაგ­რამ ეს ჩვენ გვა­წყობს, ერს, ჩვენ უნდა მო­ვი­თხო­ვოთ, თუ მარ­თლა რა­მედ გვი­ღირს ერ­თმა­ნე­თი.

ლეო ნაფ­ტა:

დე­დას გე­ფი­ცე­ბი, მთე­ლი დღეა ძა­ლი­ან ცუ­დად ვარ. ჩა­ვუვ­ლი ამ ფო­ტოს, მერე ისევ დავკლი­კავ, გა­ვა­დი­დებ, მინ­და რამე დავ­წე­რო და ვე­რა­ფერს ვწერ და ვამ­ბობ. უბ­რა­ლოდ ცრემ­ლე­ბი მომ­დის. ეს სა­ხელ­მწი­ფო არ არის, აქ ადა­მი­ა­ნებს არა­ფე­რი ესაქ­მე­ბათ, ეს არის ბო­რო­ტი ჯუნ­გლე­ბის და გა­ზუ­ლუ­ქე­ბუ­ლი ჯი­პი­ა­ნე­ბის სამ­თავ­რო, არა­ფე­რი, სა­ერ­თოდ არა­ფე­რი არ­სე­ბობს აქ.

გია ეძგვე­რა­ძე:

უკო­მენ­ტა­როდ!

ინგა გრი­გო­ლია:

ხვალ ერთ-ერთ გა­და­ცე­მას აუ­ცი­ლებ­ლად და­ვუთ­მობ მუ­შე­ბის პრობ­ლე­მას, ტრა­გი­კუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი, რო­მელ­საც ორ თეთ­რად მო­მუ­შა­ვე ადა­მი­ა­ნე­ბი ეწი­რე­ბი­ან. სტა­ტის­ტი­კა უკვე სა­გან­გა­შოა

ლაშა ჩხარ­ტიშ­ვი­ლი:

ლაშა ჩხარ­ტიშ­ვი­ლი ყო­ველ­წლი­უ­რად სა­შუ­ა­ლოდ 40 ადა­მი­ა­ნი იღუ­პე­ბა! ახ­ლა­დაღ­დგე­ნი­ლი შრო­მის ინ­სპექ­ცია კი შეგ­ნე­ბუ­ლად იმ­თა­ვით­ვეს სრუ­ლი­ად იმ­პო­ტენ­ცი­ურ ორ­გა­ნოდ ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბეს, ისე­ვე რო­გორც ან­ტი­მო­ნო­პო­ლი­უ­რი სამ­სა­ხუ­რი! და ეს ყო­ვე­ლი­ვე მხო­ლოდ ევ­რო­კავ­შირ­თან ასო­ცი­რე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით ნა­კის­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის იმი­ტი­რე­ბი­სა და მეტი არაფ­რი­სათ­ვის!

მე­რაბ მეტ­რე­ვე­ლი:

არა­და, მშე­ნებ­ლო­ბა­ზე უსაფრ­თხო­ე­ბის და­რე­გუ­ლი­რე­ბა უმარ­ტი­ვე­სი საქ­მეა. თურ­ქეთ­ში ვნა­ხე ადრე: იმ სარ­თუ­ლის ქვეშ, გვერ­დებ­ზე, რო­მელ­საც აშე­ნე­ბენ, ბა­დე­ე­ბი მაგრდე­ბა. არა მგო­ნია ძა­ლი­ან ძვი­რი ღირ­დეს. რა გახ­და, რომ ეს რე­გუ­ლა­ცია სა­ვალ­დე­ბუ­ლო გახ­დეს? თუ სხვა ქვეყ­ნე­ბი უფრთხილ­დე­ბი­ან მუ­შე­ბის სი­ცო­ცხლეს, ჩვენ რა­ტომ ვართ ასე­თი გულ­გრი­ლე­ბი?

თი­ნი­კო თევ­დო­რა­ძე:

აუ­ცი­ლე­ბე­ლი მო­თხოვ­ნა უნდა იყოს და უნდა ჯა­რიმ­დე­ბო­დეს კომ­პა­ნია, რო­მე­ლიც არ იცავს უსაფრ­თხო­ე­ბის ელე­მენ­ტა­რულ ზო­მებ­საც კი... მე­რამ­დე­ნე უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვაა ასე­თი გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბის ფონ­ზე... რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ, გლ­და­ნის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მიმ­დი­ნა­რე მშე­ნებ­ლო­ბას­თან მან­ქა­ნი­დან და­ვი­ნა­ხე ბევ­რი ხალ­ხი და სას­წრა­ფო და სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის მან­ქა­ნე­ბი... მა­შინ­ვე ცუ­დად მე­ნიშ­ნა და აღარც დავკვირ­ვე­ბი­ვარ, რომ სა­ში­ნე­ლი სუ­რა­თის მოწ­მე არ გავმხდა­რი­ყა­ვი, მაგ­რამ მივ­ხვდი კარ­გი არა­ფე­რი ხდე­ბო­და.

ნანი ჩე­მია:

სა­ცო­და­ვი! აცხო­ნოს ღმერ­თმა! ყო­ველ ასეთ შემ­თხვე­ვა­ზე მშე­ნე­ბელ კომ­პა­ნი­ას უნდა ეკის­რე­ბო­დეს სა­მუ­დამ ალი­მენ­ტი ოჯა­ხის წი­ნა­შე, მა­შინ ის­წავ­ლი­ან უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბის შე­მო­ღე­ბა­საც და მუ­შე­ბის მკაცრ კონ­ტროლ­საც, რომ ნას­ვა­მებ­მა და ავად­მყო­ფებ­მა არ იმუ­შა­ონ! ჩემი ბი­ძაშ­ვი­ლიც ჩა­მო­ვარ­და შარ­შან მშე­ნებ­ლო­ბი­დან, სას­წა­უ­ლით გა­დარ­ჩა, მაგ­რამ რა ვე­რა­სო­დეს იმუ­შა­ვებს ფი­ზი­კუ­რად ცალი თირკმე­ლი აღარ აქვს მხედ­ვე­ლო­ბაც და­უ­ზი­ან­და. კომ­პა­ნი­ამ მი­ხე­და სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, მაგ­რამ მერე ვი­თომც არა­ფე­რი, დარ­ჩა ახალ­გაზ­რდა ბიჭი ინ­ვა­ლი­დად. არც ოჯა­ხი აქვს შექ­მნი­ლი. რით უნდა იარ­სე­ბოს?

არ ვიცი რა ჰქვია მათ კომ­პა­ნი­ას, ვიცი რომ კო­დუ­ა­სი იყო.

Kniaz Grand Duke:

არ­სად არა­ვინ და­გი­ცავს სა­კუ­თარ თავს თუ არ გა­უფრ­თხილ­დი, საქ­მე იმა­შია, რომ მუ­შაა თუ ბრი­გა­დი­რი, გაფრ­თხი­ლე­ბუ­ლი და და­ჯა­რი­მე­ბუ­ლი უნდა იყოს თუ თვი­თონ არ­ღვევს ნორ­მებს! ცი­ვილ სამ­ყა­რო­ში ესეა! ვერ და­გი­წყებს ყო­ველ­წა­მი­ერ დევ­ნას სამ­სა­ხუ­რის მომ­ცე­მი! ასე­ვე ყვე­ლა მომ­სა­ხუ­რე პერ­სო­ნა­ლი უნდა გა­დი­ო­დეს (ტრე­ი­ნინგს) ბიჭი კი და­სა­ნა­ნია ნამ­დვი­ლად აცხო­ნოს უფალ­მა, მაგ­რამ რე­ა­ლო­ბას შე­ხე­დეთ, ხში­რად შეს­ვე­ნე­ბის დროს სვა­მენ და მერე ისე მუ­შა­ო­ბენ! ინ­სპექ­ტი­რე­ბაა სა­ჭი­რო და არახ სა­მუ­შა­ოს მიმ­ცე­მის ტე­რო­რი­ზი­რე­ბა!

შე­გახ­სე­ნებთ, პრო­ფე­სი­უ­ლი კავ­ში­რე­ბის მო­ნა­ცე­მე­ბით, 2016 წელს 9 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში 25 ადა­მი­ა­ნი სა­წარ­მო ტრავ­მის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა. ბოლო ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ეს რი­ცხვი წინა წლებ­თან შე­და­რე­ბით არ შემ­ცი­რე­ბუ­ლა.

ფოტო: "ლი­ბე­რა­ლი"

მანანა
0

უფალმა ნათელში ამყოფოს. ვფიქრობ, რომ არ არის პროფესიული სასწავლებლები სადაც ახალგაზრდებს შეასწავლიან მუშაობის კულტურას უსაფრთხოების დაცვას ნორმებს და ა.შ. ოთხი წელი იყო სწავლა სრული კურსი. ეხლა სწავლაზე დროს არც არავინ დაკარგავს ისედაც მუშახელის ნაკლებობაა. ძვირიც იქნება თუ ასეთი სასწავლებელი რაღაც სახით მაინც არსებობს-- და თუ ვინმეს ლურსმანი მიუჭედებია სახლში, ყველა მშენებლობაზეა დასაქმებული აქ თუ არა უცხოეთში. არანაირი შრომის ინსპექცია და შრომის დამცველი ვერ უშველის უცოდინარი ყოველთვის დაიზიანებს თავს ან სხვას. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

"ეს არის "საჯიშე ბიჭების" მკვლელობა..." - მშენებლობაზე 26 წლის მუშის გარდაცვალებას "ფეისბუქით" ეხმაურებიან

"ეს არის "საჯიშე ბიჭების" მკვლელობა..." - მშენებლობაზე 26 წლის მუშის გარდაცვალებას "ფეისბუქით" ეხმაურებიან

რამდენიმე დღის წინ პოლიტკოვსკაიას N57-ში მშენებარე კორპუსიდან მუშა ჩამოვარდა და გარდაიცვალა.  როგორც "ლიბერალი" წერს, გარდაცვლილი 26 წლის თემურ გურგენაშვილი აღმოჩნდა. გამოცემის ინფორმაციით, სახლს პოლიტკოვსკაიას 57-ში შპს "სოლო დეველოპმენტი" აშენებს, შპს-ს 100% წილის მფლობელია კახაბერ მანჯავიძე. კომპანია 2015 წლის 8 აგვისტოს დაფუძნდა. მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსს ამ ეტაპზე მხოლოდ პოლიტკოვსკაიას 57-ში აშენებს.

"ლიბერალი" კომპანიის დირექტორს, გიორგი აფციაურს ესაუბრა. აფციაური ამბობს, რომ კომპანია დაღუპული მუშის ოჯახის მიმართ ვალდებულებას გრძნობს, თუმცა შეკითხვებზე - რატომ მოხდა შემთხვევა, ჩამოვარდნის მიზეზი იყო თუ არა უსაფრთხოების ნორმების გაუთვალისწინებლობა და ა.შ. - არ პასუხობს.

სოცილაურ ქსელში და ინტერნეტ-საიტებზე უბედურ შემთხვევას აქტიური გამოხმაურება მოყვა:

გრიგოლ გეგელია:

გაიცანით, თემურ გურგენიშვილი. 26 წლის. რამდენიმე დღის წინ ცოლი მოიყვანა. გუშინ მშენებარე შენობიდან ჩამოვარდა და სიცოცხლე რეანიმაციაში დაასრულა. "არაჩვეულებრივი ბიჭი, პატიოსანი, არ სვამდა, არ ეწეოდა, ზრდილობიანი, მორიდებული", - ამბობს მისი კოლეგა.

თემური შეეწირა სახელმწიფოს ტრადიციულ გულგრილობას, რომელიც მკვლელი ენერგიაა. თუმცა, იგი არც პირველია და არც ბოლო იქნება. 2016 წელს, საწარმოო ტრამვის შედეგად უკვე 25 ადამიანია გარდაცვლილი. სანამ უსაფრთხოების ზომები და შრომის პირობები არ დადგენილა კანონის მიხედვით, კიდევ ბევრი ადამიანი დაასრულებს სიცოცხლეს ტრაგიკულად.

დამნაშავეა სახელმწიფო, მაგრამ დამნაშავეა ასევე ყველა ადამიანი, ვინც არ იაზრებს ამ პრობლემას. ფაქტობრივად არასდროს, როცა მსგავს თემებზე დამიპოსტავს, არავითარი ცხოველი საზოგადოებრივი ყურადღება არ დამინახავს. სამაგიეროდ, ყველა სახის სკანდალზე და უბედურებაზე დამინახავს ანთებული და აღტკინებული ერი.

ხოდა, სახელმწიფოც ეგეთი გვაქვს. სამარცხვინო და ტრაგიკული. გამოფხიზლდით! თქვენც მშრომელები ხართ, ზოგი ოფისში, ზოგი ქარხანაში, ზოგიც - მშენებლობაზე. თქვენიცაა ეს სახელმწიფო!

[დამატება: სანამ გუშინდელ ტრაგედიაზე ვწერდით, მოლოდინი, რომ იქნება მეტი ტრაგედია საშინლად ახდა - ბოლო საათებში, თბილისში კიდევ ერთი მუშა დაიღუპა სხვა მშენებლობაზე!]

***

სახელმწიფომ წლების განმავლობაში, უამრავი მოთხოვნის მიუხედავად, არაფერი არ ქნა მშრომელის უფლებების დასაცავად, უსაფრთხოების მკაცრი მექანიზმების დასანერგავად, ადამიანის ღირსების, ჯანმრთელობის, უსაფრთხოების და შრომის უფლების დასაცავად.

ამას ყოველწლიურად ათობით მოქალაქე ეწირება, ასზე მეტი კი შავდება! ეს არის ოფიციალური სტატისტიკა და რაც უარესია, მის მიღმა ადამიანებია, ნამდვილი, ცოცხალი ადამიანები მეგობრებით, ოჯახებით, მეუღლეებით, შვილებით, იმედებით, სურვილებით. ადამიანები, რომლებიც ეწირებიან პოლიტიკურ გულგრილობას.

ამ ფონზე, ზოგიერთი ამორალური პოლიტიკური აზრი გვეუბნება, რომ თურმე შრომის რეგულაციების დაწესება ბიზნესის ინტერესებში არ შედის, რის გამოც ეს საქართველოს აზიანებს. ადამიანის სიცოცხლე კი ინტერესი არ ყოფილა!

ნაციონალური მოძრაობაც და ქართული ოცნებაც (ორივე მემარჯვენე!), ამ აზრზეა. არცერთი და არც მეორე ადამიანს არ განიხილავს საქართველოს სახელმწიფოს ფუნდამენტად. საქართველოს კი ისეთი ძალა ჭირდება, ვისთვისაც ადამიანია სოციალური და პოლიტიკური ცხოვრების ქვაკუთხედი!

მართლა: შსს-მ უკვე აღძრა საქმე "240-ე მუხლით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს". რა მაგარია. ისე ჟღერს, წამით გეგონება, ნორმალური და დაცული სახელმწიფოს სამინისტრო გესაუბრებაო. მაგრამ არა, არ მოტყუვდეთ, ეს ჯერ კიდევ ოცნებაა.

ნათია ფანჯიკიძე:

როდესმე ადამიანის სიცოცხლეზე, სამუშაო უსაფრთხოების ნორმებზე პასუხისმგებლობას, როგორც ვალდებულებას დააკისრებს კანონი დამქირავებელს თუ არა? თუ ეს არ არის "საჯიშე ბიჭების" მკვლელობა, მათი სიცოცხლის მიმართ ასეთი უდიერი დამოკიდებულებით?

ბიზნეს-პარლამენტს და ბიზნესით დაკავებულ პარლამენტარებს, რომელსაც ჟრიამულით მისცა ამომრჩეველმა საკუთარი მომავლის განკარგვის ლეგიტიმაცია და ახლა საკონსტიტუციო უმრავლესობასაც მიართმევს, არ აწყობს "ძვირის" გადახდა სამუშაოს შემსრულებლისთვის. მაგრამ ეს ჩვენ გვაწყობს, ერს, ჩვენ უნდა მოვითხოვოთ, თუ მართლა რამედ გვიღირს ერთმანეთი.

ლეო ნაფტა:

დედას გეფიცები, მთელი დღეა ძალიან ცუდად ვარ. ჩავუვლი ამ ფოტოს, მერე ისევ დავკლიკავ, გავადიდებ, მინდა რამე დავწერო და ვერაფერს ვწერ და ვამბობ. უბრალოდ ცრემლები მომდის. ეს სახელმწიფო არ არის, აქ ადამიანებს არაფერი ესაქმებათ, ეს არის ბოროტი ჯუნგლების და გაზულუქებული ჯიპიანების სამთავრო, არაფერი, საერთოდ არაფერი არსებობს აქ.

გია ეძგვერაძე:

უკომენტაროდ!

ინგა გრიგოლია:

ხვალ ერთ-ერთ გადაცემას აუცილებლად დავუთმობ მუშების პრობლემას, ტრაგიკული შემთხვევები, რომელსაც ორ თეთრად მომუშავე ადამიანები ეწირებიან. სტატისტიკა უკვე საგანგაშოა

ლაშა ჩხარტიშვილი:

ლაშა ჩხარტიშვილი ყოველწლიურად საშუალოდ 40 ადამიანი იღუპება! ახლადაღდგენილი შრომის ინსპექცია კი შეგნებულად იმთავითვეს სრულიად იმპოტენციურ ორგანოდ ჩამოაყალიბეს, ისევე როგორც ანტიმონოპოლიური სამსახური! და ეს ყოველივე მხოლოდ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების იმიტირებისა და მეტი არაფრისათვის!

მერაბ მეტრეველი:

არადა, მშენებლობაზე უსაფრთხოების დარეგულირება უმარტივესი საქმეა. თურქეთში ვნახე ადრე: იმ სართულის ქვეშ, გვერდებზე, რომელსაც აშენებენ, ბადეები მაგრდება. არა მგონია ძალიან ძვირი ღირდეს. რა გახდა, რომ ეს რეგულაცია სავალდებულო გახდეს? თუ სხვა ქვეყნები უფრთხილდებიან მუშების სიცოცხლეს, ჩვენ რატომ ვართ ასეთი გულგრილები?

თინიკო თევდორაძე:

აუცილებელი მოთხოვნა უნდა იყოს და უნდა ჯარიმდებოდეს კომპანია, რომელიც არ იცავს უსაფრთხოების ელემენტარულ ზომებსაც კი... მერამდენე უბედური შემთხვევაა ასეთი გაუფრთხილებლობის ფონზე... რამდენიმე საათის წინ, გლდანის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე მშენებლობასთან მანქანიდან დავინახე ბევრი ხალხი და სასწრაფო და საპატრულო პოლიციის მანქანები... მაშინვე ცუდად მენიშნა და აღარც დავკვირვებივარ, რომ საშინელი სურათის მოწმე არ გავმხდარიყავი, მაგრამ მივხვდი კარგი არაფერი ხდებოდა.

ნანი ჩემია:

საცოდავი! აცხონოს ღმერთმა! ყოველ ასეთ შემთხვევაზე მშენებელ კომპანიას უნდა ეკისრებოდეს სამუდამ ალიმენტი ოჯახის წინაშე, მაშინ ისწავლიან უსაფრთხოების ნორმების შემოღებასაც და მუშების მკაცრ კონტროლსაც, რომ ნასვამებმა და ავადმყოფებმა არ იმუშაონ! ჩემი ბიძაშვილიც ჩამოვარდა შარშან მშენებლობიდან, სასწაულით გადარჩა, მაგრამ რა ვერასოდეს იმუშავებს ფიზიკურად ცალი თირკმელი აღარ აქვს მხედველობაც დაუზიანდა. კომპანიამ მიხედა საავადმყოფოში, მაგრამ მერე ვითომც არაფერი, დარჩა ახალგაზრდა ბიჭი ინვალიდად. არც ოჯახი აქვს შექმნილი. რით უნდა იარსებოს?

არ ვიცი რა ჰქვია მათ კომპანიას, ვიცი რომ კოდუასი იყო.

Kniaz Grand Duke:

არსად არავინ დაგიცავს საკუთარ თავს თუ არ გაუფრთხილდი, საქმე იმაშია, რომ მუშაა თუ ბრიგადირი, გაფრთხილებული და დაჯარიმებული უნდა იყოს თუ თვითონ არღვევს ნორმებს! ცივილ სამყაროში ესეა! ვერ დაგიწყებს ყოველწამიერ დევნას სამსახურის მომცემი! ასევე ყველა მომსახურე პერსონალი უნდა გადიოდეს (ტრეინინგს) ბიჭი კი დასანანია ნამდვილად აცხონოს უფალმა, მაგრამ რეალობას შეხედეთ, ხშირად შესვენების დროს სვამენ და მერე ისე მუშაობენ! ინსპექტირებაა საჭირო და არახ სამუშაოს მიმცემის ტერორიზირება!

შეგახსენებთ, პროფესიული კავშირების მონაცემებით, 2016 წელს 9 თვის განმავლობაში 25 ადამიანი საწარმო ტრავმის შედეგად გარდაიცვალა. ბოლო ორი წლის განმავლობაში ეს რიცხვი წინა წლებთან შედარებით არ შემცირებულა.

ფოტო: "ლიბერალი"