პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირაკლი კობახიძე - საკანონმდებლო პროცესში პრეზიდენტის ჩართულობის ერთადერთი ფორმა არის ვეტოს დადება
ირაკლი კობახიძე - საკანონმდებლო პროცესში პრეზიდენტის ჩართულობის ერთადერთი ფორმა არის ვეტოს დადება

პარ­ლა­მენ­ტი უნდა იყოს წამ­ყვა­ნი ორ­გა­ნო, რო­მე­ლიც გა­უ­ძღვე­ბა სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბის მომ­ზა­დე­ბის პრო­ცესს, - ამის შე­სა­ხებ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა მდი­ვან­მა ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, კონ­სტი­ტუ­ცი­ის ლო­გი­კა მო­ი­თხოვს იმას, რომ პარ­ლა­მენტს უნდა და­ე­კის­როს წამ­ყვა­ნი როლი ამ ყვე­ლა­ფერ­ში. რაც შე­ე­ხე­ბა პრე­ზი­დენ­ტის როლს, კო­ბა­ხი­ძის თქმით, პრე­ზი­დენ­ტის რო­ლიც არის კონ­სტი­ტუ­ცი­ით გან­სა­ზღვრუ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტებ­თან და კონ­კრე­ტუ­ლად, სა­კონ­სტი­ტუ­ციო კა­ნონპ­რო­ექ­ტებ­თან მი­მარ­თე­ბი­თაც.

"კერ­ძოდ, 2013 წლამ­დე, ვიდ­რე სა­ა­კაშ­ვი­ლი შე­ი­ტან­და კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში ცვლი­ლე­ბებს, პრე­ზი­დენტს ჰქონ­და კა­ნონპ­რო­ექ­ტის ინი­ცი­რე­ბის უფ­ლე­ბა და ეს უფ­ლე­ბა მას აღარ აქვს მოქ­მე­დი კონ­სტი­ტუ­ცი­ით. "ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ" ეს ცვლი­ლე­ბა შე­ი­ტა­ნა თა­ვის დრო­ზე კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში. სა­კა­ნონ­მდებ­ლო პრო­ცეს­ში პრე­ზი­დენ­ტის ჩარ­თუ­ლო­ბის ერ­თა­დერ­თი ფორ­მა არის ვე­ტოს და­დე­ბა. ანუ, ლო­გი­კა არის მთლი­ა­ნად ასე­თი აგე­ბუ­ლი ჩვენს კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში, პრე­ზი­დენ­ტი წი­ნას­წარ არ ერ­თვე­ბა კა­ნონპ­რო­ექ­ტის შე­მუ­შა­ვე­ბის პრო­ცეს­ში. ის ერ­თვე­ბა მხო­ლოდ ბო­ლოს. პარ­ლა­მენ­ტი არის უმაღ­ლე­სი სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო, ეს არის წამ­ყვა­ნი ორ­გა­ნო, რო­მე­ლიც გან­სა­ზღვრავს ქვეყ­ნის სა­ში­ნაო და სა­გა­რო პო­ლი­ტი­კის ძი­რი­თად მი­მარ­თუ­ლე­ბებს. ეს არის უმაღ­ლე­სი ლე­გი­ტი­მა­ცი­ის მქო­ნე ორ­გა­ნო, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, არა­ნა­ი­რი ეჭვი არ შე­იძ­ლე­ბა გაჩ­ნდეს პარ­ლა­მენ­ტის მიერ და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ფორ­მა­ტის ლე­გი­ტი­მა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით", - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა არის, რა­ზეც ისა­უბ­რა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, რომ უნდა ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს ისე­თი ფორ­მა­ტი, რო­მე­ლიც ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბულ სუ­ბი­ექტს მის­ცემს მას­ში ჩარ­თუ­ლო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას.

"ეს მოგ­ვცემს ჩვენ ყვე­ლას კონ­სენ­სუ­სის სა­ფუძ­ველ­ზე ახა­ლი დო­კუ­მენ­ტის - გა­და­სინ­ჯუ­ლი კონ­სტი­ტუ­ცი­ის მომ­ზა­დე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას. ეს არის მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა, მთა­ვა­რი მი­ზა­ნი და ამა­ზე ისა­უბ­რა სწო­რედ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა. მას არ და­უ­კონ­კრე­ტე­ბია ზუს­ტად ში­ნა­არ­სი ამ ფორ­მა­ტის, თუმ­ცა, რაც შე­ე­ხე­ბა პრინ­ცი­პებს, პრინ­ცი­პი ნამ­დვი­ლად ასე­თია, პარ­ლა­მენ­ტი უნდა იყოს წამ­ყვა­ნი ორ­გა­ნო, რო­მე­ლიც გა­უ­ძღვე­ბა ამ პრო­ცესს და ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­მომ­დი­ნა­რე­ობს მოქ­მე­დი კონ­სტი­ტუ­ცი­ის ლო­გი­კი­დან.

ჩვენ ვი­ცით, ვის აქვს სა­კონ­სტი­ტუ­ციო კა­ნონპ­რო­ექტთან და­კავ­ში­რე­ბით ინი­ცი­ა­ტი­ვის წარ­დგე­ნის უფ­ლე­ბა და ეს ლო­გი­კა, რო­მე­ლიც ჩა­დე­ბუ­ლია კონ­სტი­ტუ­ცი­ის შე­სა­ბა­მის ნორ­მებ­ში, მო­ი­თხოვს სწო­რედ პარ­ლა­მენ­ტის მიერ ინი­ცი­ა­ტი­ვის აღე­ბას. თქვენ გახ­სოვთ, რომ 2014 წელს, რო­დე­საც შე­იქ­მნა სა­ხელ­მწი­ფო სა­კონ­სტი­ტუ­ციო კო­მი­სია, სწო­რედ ამ ლო­გი­კით ჩა­მო­ყა­ლიბ­და ეს კო­მი­სია და მა­შინ ამ ფორ­მატ­თან და­კავ­ში­რე­ბით ეჭ­ვე­ბი არა­ვის შე­უ­ტა­ნია, გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ ერ­თა­დერ­თი ლო­გი­კუ­რი გა­და­წყვე­ტა ამ სა­კი­თხის იყო სწო­რედ პარ­ლა­მენ­ტის მიერ ასე­თი ფორ­მა­ტის შექ­მნა. მა­შინ ეს ფორ­მა­ტი იყო სა­ხელ­მწი­ფო სა­კონ­სტი­ტუ­ციო კო­მი­სია", -გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში ცვლი­ლე­ბე­ბის შე­ტა­ნის მიზ­ნით ჯგუ­ფის შექ­მნის ინი­ცი­ა­ტი­ვით გა­მო­ვი­და. გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლის თქმით, "აუ­ცი­ლებ­ლად შე­საქ­მნე­ლია ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ე­ბის თი­თო­ე­უ­ლი წევ­რის ფარ­თო ჩარ­თუ­ლო­ბით კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში ცვლი­ლე­ბებს გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს".

ირაკლი კობახიძე - საკანონმდებლო პროცესში პრეზიდენტის ჩართულობის ერთადერთი ფორმა არის ვეტოს დადება

ირაკლი კობახიძე - საკანონმდებლო პროცესში პრეზიდენტის ჩართულობის ერთადერთი ფორმა არის ვეტოს დადება

პარლამენტი უნდა იყოს წამყვანი ორგანო, რომელიც გაუძღვება საკონსტიტუციო ცვლილებების მომზადების პროცესს, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა.

მისივე განმარტებით, კონსტიტუციის ლოგიკა მოითხოვს იმას, რომ პარლამენტს უნდა დაეკისროს წამყვანი როლი ამ ყველაფერში. რაც შეეხება პრეზიდენტის როლს, კობახიძის თქმით, პრეზიდენტის როლიც არის კონსტიტუციით განსაზღვრული კანონპროექტებთან და კონკრეტულად, საკონსტიტუციო კანონპროექტებთან მიმართებითაც.

"კერძოდ, 2013 წლამდე, ვიდრე სააკაშვილი შეიტანდა კონსტიტუციაში ცვლილებებს, პრეზიდენტს ჰქონდა კანონპროექტის ინიცირების უფლება და ეს უფლება მას აღარ აქვს მოქმედი კონსტიტუციით. "ნაციონალურმა მოძრაობამ" ეს ცვლილება შეიტანა თავის დროზე კონსტიტუციაში. საკანონმდებლო პროცესში პრეზიდენტის ჩართულობის ერთადერთი ფორმა არის ვეტოს დადება. ანუ, ლოგიკა არის მთლიანად ასეთი აგებული ჩვენს კონსტიტუციაში, პრეზიდენტი წინასწარ არ ერთვება კანონპროექტის შემუშავების პროცესში. ის ერთვება მხოლოდ ბოლოს. პარლამენტი არის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო, ეს არის წამყვანი ორგანო, რომელიც განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს. ეს არის უმაღლესი ლეგიტიმაციის მქონე ორგანო, აქედან გამომდინარე, არანაირი ეჭვი არ შეიძლება გაჩნდეს პარლამენტის მიერ დაფუძნებული ფორმატის ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, მთავარი ამოცანა არის, რაზეც ისაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, რომ უნდა ჩამოყალიბდეს ისეთი ფორმატი, რომელიც ყველა დაინტერესებულ სუბიექტს მისცემს მასში ჩართულობის შესაძლებლობას.

"ეს მოგვცემს ჩვენ ყველას კონსენსუსის საფუძველზე ახალი დოკუმენტის - გადასინჯული კონსტიტუციის მომზადების შესაძლებლობას. ეს არის მთავარი ამოცანა, მთავარი მიზანი და ამაზე ისაუბრა სწორედ პრემიერ-მინისტრმა. მას არ დაუკონკრეტებია ზუსტად შინაარსი ამ ფორმატის, თუმცა, რაც შეეხება პრინციპებს, პრინციპი ნამდვილად ასეთია, პარლამენტი უნდა იყოს წამყვანი ორგანო, რომელიც გაუძღვება ამ პროცესს და ეს ყველაფერი გამომდინარეობს მოქმედი კონსტიტუციის ლოგიკიდან.

ჩვენ ვიცით, ვის აქვს საკონსტიტუციო კანონპროექტთან დაკავშირებით ინიციატივის წარდგენის უფლება და ეს ლოგიკა, რომელიც ჩადებულია კონსტიტუციის შესაბამის ნორმებში, მოითხოვს სწორედ პარლამენტის მიერ ინიციატივის აღებას. თქვენ გახსოვთ, რომ 2014 წელს, როდესაც შეიქმნა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია, სწორედ ამ ლოგიკით ჩამოყალიბდა ეს კომისია და მაშინ ამ ფორმატთან დაკავშირებით ეჭვები არავის შეუტანია, გამომდინარე იქიდან, რომ ერთადერთი ლოგიკური გადაწყვეტა ამ საკითხის იყო სწორედ პარლამენტის მიერ ასეთი ფორმატის შექმნა. მაშინ ეს ფორმატი იყო სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია", -განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერ-მინისტრი საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის მიზნით ჯგუფის შექმნის ინიციატივით გამოვიდა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, „აუცილებლად შესაქმნელია ჯგუფი, რომელიც საზოგადოების თითოეული წევრის ფართო ჩართულობით კონსტიტუციაში ცვლილებებს განახორციელებს".

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."