საზოგადოება
მსოფლიო

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"...თუ არ გამოსდის, მასზე წარმოდგენა მეკარგება" - რატომ არ სურს გიგი გაჩეჩილაძეს მეუღლის ცეკვის ხილვა?
"...თუ არ გამოსდის, მასზე წარმოდგენა მეკარგება" - რატომ არ სურს გიგი გაჩეჩილაძეს მეუღლის ცეკვის ხილვა?

მას შემ­დეგ, რაც გიგი გა­ჩე­ჩე­ლა­ძე პრო­ექ­ტში - "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბი" გა­მოჩ­ნდა, სა­სურ­ველ სა­სი­ძოდ მი­იჩ­ნე­ო­და და მუდ­მი­ვად მან­დი­ლოს­ნე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში იყო... გიგი 14 ივ­ლისს, 2-წლი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბის შემ­დეგ, იუ­რისტ ანა­ნო ჯო­ხა­ძე­ზე და­ქორ­წინ­და და რო­გორც ამ­ბობს, ანა­ნო სწო­რად ის ადა­მი­ა­ნია, ვინც სჭირ­დე­ბო­და. ჟურ­ნალ "გზას­თან" გიგი გა­ჩე­ჩი­ლა­ძე სა­უბ­რობს. გთა­ვა­ზობთ ამო­ნარ­დებს ინ­ტერ­ვი­უ­დან:

- ერთი შე­ხედ­ვით, ერ­თმა­ნე­თი რით მო­ხიბ­ლეთ?

- პირ­ვე­ლად, რა თქმა უნდა, რო­გორც ხდე­ბა ხოლ­მე, ერ­თმა­ნე­თის გა­რეგ­ნო­ბით მო­ვი­ხიბ­ლეთ, შემ­დგომ უკვე მისი პო­ზი­ტი­უ­რი ხა­სი­ა­თი მო­მე­წო­ნა. ანა­ნო სა­ო­ცა­რი თვი­სე­ბე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნია. მთე­ლი დღე რთულ პი­რო­ბებ­ში მი­წევს მუ­შა­ო­ბა, შინ დაბ­რუ­ნე­ბულს კი ანა­ნო ისე მხვდე­ბა, რომ ეგ­რე­ვე კარგ გან­წყო­ბას მიქ­მნის.

- რო­გორ ფიქ­რობ, ანა­ნო რით მო­ხიბ­ლე?

- ანა­ნო ალ­ბათ, ჩემი უხა­სი­ა­თო­ბით მო­ი­ხიბ­ლა (იცი­ნის). ანა­ნოს­თან შე­და­რე­ბით, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ უხა­სი­ა­თო ვარ. ჩემი მე­უღ­ლე და­დე­ბით ემო­ცი­ებს აფ­რქვევს.

- ქორ­წი­ლი სად გა­და­ი­ხა­დეთ და ვინ იყ­ვნენ თქვე­ნი მეჯ­ვა­რე­ე­ბი?

- ქორ­წი­ლი 14 ივ­ლისს, ქა­ლაქ მცხე­თა­ში აღ­ვნიშ­ნეთ. ცე­რე­მო­ნი­ამ ძა­ლი­ან ლა­მა­ზად ჩა­ი­ა­რა, რის­თვი­საც დიდ მად­ლო­ბას ვუხ­დი ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, ვინც მხარ­ში გვედ­გა და ეს დღე გაგ­ვი­ლა­მა­ზა. მეჯ­ვა­რე­ე­ბი იყ­ვნენ ჩვე­ნი უახ­ლო­ე­სი მე­გობ­რე­ბი. ტრა­დი­ცია და­ვარ­ღვი­ეთ და ერთ-ერთ მეჯ­ვა­რედ სა­უ­კე­თე­სო მე­გო­ბა­რი გოგო მყავ­და, ანა­ნოს კი მე­გო­ბა­რი ბიჭი.

- თაფ­ლო­ბის თვე სად გა­ა­ტა­რეთ?

- თაფ­ლო­ბის თვის გა­ტა­რე­ბა ტა­ი­ლან­დში გვინ­დო­და, მაგ­რამ გარ­კვე­უ­ლი მი­ზე­ზე­ბის გამო, ეს ამ­ბა­ვი მო­მა­ვა­ლი წლის­თვის გა­დავ­დეთ. წელს კი თაფ­ლო­ბის თვე რა­ჭა­სა და სა­მეგ­რე­ლო­ში გა­ვა­ტა­რეთ, იქა­უ­რი ბუ­ნე­ბით დავ­ტკბით".

- და­ქორ­წი­ნე­ბის შემ­დეგ, რა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი თვი­სე­ბე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნეთ ერ­თმა­ნეთ­ში?

- მე და ანა­ნომ ერ­თმა­ნეთ­ში ძა­ლი­ან ბევ­რი თვი­სე­ბა აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ. მე­უღ­ლეს­თან ურ­თი­ერ­თო­ბამ სა­ოც­რად შემ­ცვა­ლა. ჩვენ სე­რი­ო­ზულ და მნიშ­ვნე­ლო­ვან საქ­მე­ებს ერ­თად ვწყვეტთ. ის ძა­ლი­ან გო­ნი­ე­რი ადა­მი­ა­ნია.

- ცეკ­ვა თუ იცის?

- 8 წელი და­დი­ო­და ქარ­თულ ცეკ­ვებ­ზე და შე­სა­ბა­მი­სად, იცის. ამ­ბო­ბენ, რომ სა­მე­ჯლი­სო ცეკ­ვებ­საც კარ­გად არ­თმევს თავს, მაგ­რამ მე სურ­ვი­ლი არ მაქვს, მისი ცეკ­ვა ვნა­ხო.

- რა­ტომ?

- გო­გო­ნა სა­მე­ჯლი­სო ცეკ­ვებს თუ ას­რუ­ლებს, ეს აუ­ცი­ლებ­ლად, ძა­ლი­ან კარ­გად უნდა გა­მოს­დი­ო­დეს. თუ არ გა­მოს­დის, მას­ზე წარ­მოდ­გე­ნა მე­კარ­გე­ბა.

იხი­ლეთ სრუ­ლად ჟურ­ნალ "გზის" 20 ოქ­ტომ­ბრის ნო­მერ­ში

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები

"...თუ არ გამოსდის, მასზე წარმოდგენა მეკარგება" - რატომ არ სურს გიგი გაჩეჩილაძეს მეუღლის ცეკვის ხილვა?

"...თუ არ გამოსდის, მასზე წარმოდგენა მეკარგება" - რატომ არ სურს გიგი გაჩეჩილაძეს მეუღლის ცეკვის ხილვა?

მას შემდეგ, რაც გიგი გაჩეჩელაძე პროექტში - "ცეკვავენ ვარსკვლავები" გამოჩნდა, სასურველ სასიძოდ მიიჩნეოდა და მუდმივად მანდილოსნების ყურადღების ცენტრში იყო... გიგი 14 ივლისს, 2-წლიანი ურთიერთობის შემდეგ, იურისტ ანანო ჯოხაძეზე დაქორწინდა და როგორც ამბობს, ანანო სწორად ის ადამიანია, ვინც სჭირდებოდა. ჟურნალ "გზასთან" გიგი გაჩეჩილაძე საუბრობს. გთავაზობთ ამონარდებს ინტერვიუდან:

- ერთი შეხედვით, ერთმანეთი რით მოხიბლეთ?

- პირველად, რა თქმა უნდა, როგორც ხდება ხოლმე, ერთმანეთის გარეგნობით მოვიხიბლეთ, შემდგომ უკვე მისი პოზიტიური ხასიათი მომეწონა. ანანო საოცარი თვისებების მქონე ადამიანია. მთელი დღე რთულ პირობებში მიწევს მუშაობა, შინ დაბრუნებულს კი ანანო ისე მხვდება, რომ ეგრევე კარგ განწყობას მიქმნის.

- როგორ ფიქრობ, ანანო რით მოხიბლე?

- ანანო ალბათ, ჩემი უხასიათობით მოიხიბლა (იცინის). ანანოსთან შედარებით, შეიძლება ითქვას, რომ უხასიათო ვარ. ჩემი მეუღლე დადებით ემოციებს აფრქვევს.

- ქორწილი სად გადაიხადეთ და ვინ იყვნენ თქვენი მეჯვარეები?

- ქორწილი 14 ივლისს, ქალაქ მცხეთაში აღვნიშნეთ. ცერემონიამ ძალიან ლამაზად ჩაიარა, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც მხარში გვედგა და ეს დღე გაგვილამაზა. მეჯვარეები იყვნენ ჩვენი უახლოესი მეგობრები. ტრადიცია დავარღვიეთ და ერთ-ერთ მეჯვარედ საუკეთესო მეგობარი გოგო მყავდა, ანანოს კი მეგობარი ბიჭი.

- თაფლობის თვე სად გაატარეთ?

- თაფლობის თვის გატარება ტაილანდში გვინდოდა, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო, ეს ამბავი მომავალი წლისთვის გადავდეთ. წელს კი თაფლობის თვე რაჭასა და სამეგრელოში გავატარეთ, იქაური ბუნებით დავტკბით".

- დაქორწინების შემდეგ, რა განსხვავებული თვისებები აღმოაჩინეთ ერთმანეთში?

- მე და ანანომ ერთმანეთში ძალიან ბევრი თვისება აღმოვაჩინეთ. მეუღლესთან ურთიერთობამ საოცრად შემცვალა. ჩვენ სერიოზულ და მნიშვნელოვან საქმეებს ერთად ვწყვეტთ. ის ძალიან გონიერი ადამიანია.

- ცეკვა თუ იცის?

- 8 წელი დადიოდა ქართულ ცეკვებზე და შესაბამისად, იცის. ამბობენ, რომ სამეჯლისო ცეკვებსაც კარგად ართმევს თავს, მაგრამ მე სურვილი არ მაქვს, მისი ცეკვა ვნახო.

- რატომ?

- გოგონა სამეჯლისო ცეკვებს თუ ასრულებს, ეს აუცილებლად, ძალიან კარგად უნდა გამოსდიოდეს. თუ არ გამოსდის, მასზე წარმოდგენა მეკარგება.

იხილეთ სრულად ჟურნალ "გზის" 20 ოქტომბრის ნომერში

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი