მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პირველი სალონი თბილისში, სადაც მხოლოდ ბავშვებს ემსახურებიან
პირველი სალონი თბილისში, სადაც მხოლოდ ბავშვებს ემსახურებიან

რამ­დე­ნი­მე წლის წინ, 2 წლის ლუ­კას ჭირ­ვე­უ­ლო­ბა თმის შეჭ­რის დროს ერთ-ერთი მთა­ვა­რი მი­ზე­ზი აღ­მოჩ­ნდა, თბი­ლის­ში პირ­ვე­ლი სა­ბავ­შვო სა­ლო­ნის გა­სახ­სნე­ლად, სა­ლო­ნის, სა­დაც პა­ტა­რა სტუმ­რე­ბის­თვის თმის შეჭ­რი­სა თუ სხვა­დას­ხვა ვარ­ცხნი­ლო­ბის გა­კე­თე­ბის პრო­ცე­სი სა­სი­ა­მოვ­ნო და სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბო­და.

"გაჩ­ნდა იდეა, შექ­მნი­ლი­ყო ასე­თი სა­ლო­ნი, შეგ­ვექ­მნა ბავ­შვე­ბის­თვის სა­სურ­ვე­ლი გა­რე­მო, სა­დაც ყვე­ლა დე­ტა­ლი მათ­თვის იქ­ნე­ბო­და შექ­მნი­ლი და გათ­ვლი­ლი: მო­ი­ხა­ტე­ბო­და კედ­ლე­ბი, უამ­რავ სა­თა­მა­შოს­თან ერ­თად იქ­ნე­ბო­და გა­სარ­თო­ბი პროგ­რა­მა და თმის შეჭ­რის უსი­ა­მოვ­ნო პრო­ცე­სი სა­ხა­ლი­სო და და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი გახ­დე­ბო­და", - ამ­ბობს KIDS SALON-ის ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და­ვით ხა­რე­ბა­ვა და AMBEBI.GE-ს სა­ბავ­შვო სა­ლო­ნის და­არ­სე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ის­ტო­რი­ას უყ­ვე­ბა:

პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი და სა­წყი­სი კა­პი­ტა­ლი: "თბი­ლის­ში პირ­ვე­ლი სა­ბავ­შვო სა­ლო­ნის გახ­სნის იდეა სრუ­ლი­ად შემ­თხვე­ვით, მე­გობ­რის სტუმ­რო­ბის შემ­დეგ, 2011 წლის ნო­ემ­ბერ­ში გაჩ­ნდა. მე­გო­ბა­რი ყვე­ბო­და, რო­გორ ვერ მო­ა­ხერ­ხა ბავ­შვის­თვის თმის შეჭ­რა, რო­გორ ტი­რო­და პა­ტა­რა ლუკა და ერთ ად­გილ­ზე არ ჩერ­დე­ბო­და.

რო­გორც გა­ირ­კვა, სა­ბავ­შვო სა­ლო­ნე­ბის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა უკვე არ­სე­ბობ­და სხვა ქვეყ­ნებ­ში, რა­მაც კი­დევ უფრო მეტი თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბა შეგვმა­ტა. უცხო­ეთ­ში არ­სე­ბუ­ლი მო­დე­ლე­ბი­სა და ბაზ­რის შეს­წავ­ლით იდე­ამ ნელ-ნელა რე­ა­ლუ­რი სახე მი­ი­ღო. ექ­სკლუ­ზი­უ­რად, ჩვე­ნი მომ­ხმა­რებ­ლის­თვის სპე­ცი­ა­ლუ­რი მან­ქა­ნა-სკა­მე­ბი და­ვა­მა­ტეთ, რომ­ლებ­შიც ბავ­შვე­ბი სი­ხა­რუ­ლით ჩერ­დე­ბი­ან თმის შე­საჭ­რე­ლად; მო­ვი­ძი­ეთ კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი თა­მა­შე­ბი, რო­გორც ბავ­შვე­ბის­თვის, ასე­ვე მშობ­ლე­ბის­თვის. გა­მო­ვი­წე­რეთ სა­ბავ­შვო შამ­პუ­ნე­ბი და სხვა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი აქ­სე­სუ­ა­რე­ბი.

იმი­სათ­ვის, რომ იდეა რე­ა­ლო­ბად გვექ­ცია, საკ­მა­ოდ დიდი დრო დაგ­ვჭირ­და და ბევ­რი სირ­თუ­ლეც გა­მო­ვი­ა­რეთ. მი­უ­ხე­დავდ ამი­სა, ოთხმა მე­გო­ბარ­მა ერ­თმა­ნე­თის თა­ნად­გო­მი­თა და მხარ­და­ჭე­რით მი­ვაღ­წი­ეთ მთა­ვარ მი­ზანს: 2012 წლის მა­ის­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლი ბავ­შვთა სა­ლო­ნი გავ­ხსე­ნით".

სირ­თუ­ლე­ე­ბი: "პირ­ვე­ლი ორი წელი ბიზ­ნე­სის­თვის საკ­მა­ოდ რთუ­ლი აღ­მოჩ­ნდა. სირ­თუ­ლე ჯერ კი­დევ სა­ლო­ნის გახ­სნამ­დე წარ­მო­იშ­ვა, რო­დე­საც გა­მოც­დი­ლი სტი­ლის­ტის მო­ძებ­ნა გა­ჭირ­და: ბევ­რს არ სურ­და მხო­ლოდ ბავ­შვებ­თან მუ­შა­ო­ბა, რად­გან ეს გა­ცი­ლე­ბით მეტ ენერ­გი­ას მო­ი­თხოვ­და, ზო­გი­ერთს სა­ერ­თოდ არ სჯე­რო­და, რომ სა­ლო­ნი მხო­ლოდ ბავ­შვე­ბის­თვის იმუ­შა­ვებ­და და არ რის­კავ­დნენ, შე­ეც­ვა­ლათ სამ­სა­ხუ­რი.

ჩვე­ნი მხრივ, ჩვენც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნე­ბი გვქონ­და: სტი­ლის­ტი, რო­მე­ლიც ჩვენს სა­ლონ­ში იმუ­შა­ვებ­და, აუ­ცი­ლებ­ლად მხი­ა­რუ­ლი, ენერ­გი­უ­ლი უნდა ყო­ფი­ლი­ყო და უნდა ჰყვა­რე­ბო­და ბავ­შვე­ბი. სწო­რედ ასე­თი სტი­ლის­ტე­ბი გვყავს დღეს. თუმ­ცა, მათ მო­ძებ­ნა­სა და და­ინ­ტე­რე­სე­ბას დიდი დრო და ენერ­გია დას­ჭირ­და.

შე­ზღუ­დუ­ლი ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სე­ბის გამო ვერ მო­ვა­ხერ­ხეთ სა­ტე­ლე­ვი­ზიო თუ სხვა მას­შტა­ბუ­რი სა­რეკ­ლა­მო აქ­ტი­ვო­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, კლი­ენ­ტის მო­სა­ზი­დად, ძი­რი­თა­დად, Word of mouth advertising-ი მუ­შა­ობ­და, რაც უფრო დიდ დროს და ძა­ლის­ხმე­ვას მო­ი­თხოვს. ჩვე­ნი აქ­ცენ­ტი მუდ­მი­ვად იყო და რჩე­ბა ბავ­შვე­ბის­თვის მაქ­სი­მა­ლუ­რად მხი­ა­რუ­ლი და სა­სი­ა­მოვ­ნო გა­რე­მოს შექ­მნა და, რაც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ხა­რის­ხის კონ­ტრო­ლი სა­ლონ­ში, რო­გორც თმის შეჭ­რა­ზე, ასე­ვე სხვა მომ­სა­ხუ­რე­ბებ­ზე. ყო­ვე­ლი­ვე ამან ხელი შეგ­ვი­წყო ჩვენს პა­ტა­რა მომ­ხმა­რე­ბელ­ში მოგ­ვე­პო­ვე­ბი­ნა დიდი სიყ­ვა­რუ­ლი, მშობ­ლე­ბი­სა­გან დაგ­ვემ­სა­ხუ­რე­ბი­ნა ნდო­ბა და ჩვენ ეს შევ­ძე­ლით".

წარ­მა­ტე­ბა და რჩე­ვე­ბი წარ­მა­ტე­ბის მი­საღ­წე­ვად: "ჩვენ თა­მა­მად შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ KIDS SALON-ი დღეს წარ­მა­ტე­ბუ­ლია და გვჯე­რა, რომ წინ კი­დევ უფრო დიდი წარ­მა­ტე­ბა გვე­ლო­დე­ბა. ყვე­ლა­ზე ღი­რე­ბუ­ლი ის არის, რომ ამ 4 წლის მან­ძილ­ზე შევ­ძე­ლით მოგ­ვე­პო­ვე­ბი­ნა პა­ტა­რე­ბის და მათი მშობ­ლე­ბის სიყ­ვა­რუ­ლი. KIDS SALON-ი არის ად­გი­ლი, სა­დაც მათ მოს­ვლა უხა­რი­ათ. ეს კი აი­სა­ხე­ბა მათ გან­მე­ო­რე­ბით ვი­ზი­ტებ­სა და სხვე­ბის­თვის რე­კო­მენ­და­ცი­ის გა­წე­ვა­ში.

KIDS SALON-ის წარ­მა­ტე­ბა ბავ­შვე­ბის­თვის შექ­მნილ გან­სა­კუთ­რე­ბულ გა­რე­მოს­თან ერ­თად, სა­ლო­ნის არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ გუნდშია და ჩვენ ამით ვა­მა­ყობთ. აქ უყ­ვართ ბავ­შვე­ბი და მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბით ბედ­ნი­ე­რე­ბი არი­ან. ჩვენც ვიზ­რდე­ბით და ვიხ­ვე­წე­ბით, ვით­ვა­ლის­წი­ნებს მო­საზ­რე­ბებ­სა და შე­ნიშ­ვნებს.

წარ­მა­ტე­ბის მი­საღ­წე­ვად აუ­ცი­ლე­ბე­ლია გქონ­დეს რწმე­ნა, რომ თუ ბო­ლომ­დე და­ი­ხარ­ჯე­ბი, აუ­ცი­ლებ­ლად მი­აღ­წევ და­სა­ხულ მი­ზანს. არ უნდა გე­ში­ნო­დეს დაბ­რკო­ლე­ბე­ბის. რო­დე­საც ამ ბიზ­ნესს ვი­წყებ­დით, ხში­რად გვი­მე­ო­რებ­დნენ: "ბავ­შვთა სა­ლო­ნი რომ კარ­გი იდეა ყო­ფი­ლი­ყო, აქამ­დე ხომ უკვე იქ­ნე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლო­ში?" დიახ, ბევ­რს ქო­ნია კარ­გი ბიზ­ნეს იდეა, მაგ­რამ ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის გამო არც უც­დია რამე გა­ე­კე­თე­ბი­ნა, გარ­კვე­უ­ლი დრო­ის შემ­დეგ კი აღ­მო­უ­ჩე­ნია, რომ მსგავ­სი რამ სხვამ წარ­მა­ტე­ბით გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა. წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბის რის­კი და შიში ყო­ველ­თვის არ­სე­ბობს, მით უმე­ტეს - ბიზ­ნეს­ში. მთა­ვა­რია, რის­კე­ბი ლო­გი­კუ­რად შე­ის­წავ­ლო - სა­კუ­თარ შიშს კი გა­და­ა­ბი­ჯო.

ჩვენ ვურ­ჩევთ ყვე­ლას, ვი­საც აქვს ახა­ლი და გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იდეა, დღეს­ვე და­ი­წყოს მისი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა და აქ­ცი­ოს ის წარ­მა­ტე­ბულ ბიზ­ნე­სად."

#გა­ა­ზი­ა­რე­წარ­მა­ტე­ბა და #წარ­მა­ტე­ბა­გა­დამ­დე­ბია:"ამ პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ბის ჩვე­ნი ერ­თა­დერ­თი მი­ზა­ნი ძა­ლი­ან კარ­გად ემ­თხვე­ვა პრო­ექ­ტის მთა­ვა­რი მე­სიჯს #გა­ა­ზი­ა­რე­წარ­მა­ტე­ბა და #წარ­მა­ტე­ბა­გა­დამ­დე­ბია... გვინ­და, რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი ახა­ლი და კრე­ა­ტი­უ­ლი ბიზ­ნე­სი შე­იქ­მნას სა­ქარ­თვე­ლო­ში. ეს ყვე­ლა­ფე­რი ხელს შე­უ­წყობს ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კურ ზრდა­სა და გან­ვი­თა­რე­ბას".

სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი: "ჩვენ­თვის სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მომ­ხმა­რე­ბელ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა და მათი მო­საზ­რე­ბე­ბის შეს­წავ­ლა, ამი­ტომ მო­მა­ვა­ლი ად­გი­ლის შერ­ჩე­ვა­ში, სა­დაც ახალ ფი­ლი­ალს გავ­ხსნით, ისი­ნიც აქ­ტი­უ­რად არი­ან ჩარ­თუ­ლე­ბი. თუ სად იქ­ნე­ბა ახა­ლი ფი­ლი­ა­ლი, ამას სა­სი­ა­მოვ­ნო მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბად დავ­ტო­ვებთ, მაგ­რამ ერ­თმნიშ­ვნე­ლო­ვან სი­ახ­ლეს გა­გიმ­ხელთ - მალე ჩვე­ნი მომ­სა­ხუ­რე­ბის მი­ღე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა ქა­ლა­ქებ­შიც შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბა".

მთა­ვა­რი: "ყვე­ლა­ზე სა­სი­ა­მოვ­ნო მო­მენ­ტი პა­ტა­რა კლი­ენ­ტე­ბის­თვის ალ­ბათ ის არის, რო­დე­საც პირ­ვე­ლად გა­კე­თე­ბუ­ლი ვარ­ცხნი­ლო­ბის შემ­დეგ მათ სპე­ცი­ა­ლურ სი­გელს გა­დავ­ცემთ. დაგ­რო­ვე­ბით ბა­რა­თე­ბით ვა­სა­ჩუქ­რებთ მშობ­ლებ­საც. ვფიქ­რობთ, კლი­ენ­ტის სურ­ვი­ლებ­სა და გან­წყო­ბის შექ­მნა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი მიდ­გო­მა გა­ნა­პი­რო­ბებს ამ ბრენ­დის მი­მართ ლო­ი­ა­ლურ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა­სა და სიყ­ვა­რულს - ეს მი­მარ­თე­ბა ჩვენ­თვის ძა­ლი­ან ღი­რე­ბუ­ლია და ამას ყვე­ლა­ზე მე­ტად ვუფრ­თხილ­დე­ბით".

თა­მარ კორ­კო­ტაშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

Maia
0

Pirveli bavshvta saloni ,,higiena o c n e b i s ,, gayidvis shemdeg bavshvta zalian popularulma stilistma maia nozazem 2005 wels pushkinis quhaze tavis megobrebtan ertad gaxsna da zalian motxovnadi da popularuli iyo ,,tutiyush abustan,, ertad. 2011_12 wlebshi samwuxarod ugulavas vitom reabilitaciam pushkinis quchaze saloni gansadelshi chavarda . male ufro saintereso iqneba bavshvta saloni d/d mefe mirianis quchaze. Bavshvebis sayvarulit me. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

პირველი სალონი თბილისში, სადაც მხოლოდ ბავშვებს ემსახურებიან

პირველი სალონი თბილისში, სადაც მხოლოდ ბავშვებს ემსახურებიან

რამდენიმე წლის წინ, 2 წლის ლუკას ჭირვეულობა თმის შეჭრის დროს ერთ-ერთი მთავარი მიზეზი აღმოჩნდა, თბილისში პირველი საბავშვო სალონის გასახსნელად, სალონის, სადაც პატარა სტუმრებისთვის თმის შეჭრისა თუ სხვადასხვა ვარცხნილობის გაკეთების პროცესი სასიამოვნო და საინტერესო იქნებოდა.

"გაჩნდა იდეა, შექმნილიყო ასეთი სალონი, შეგვექმნა ბავშვებისთვის სასურველი გარემო, სადაც ყველა დეტალი მათთვის იქნებოდა შექმნილი და გათვლილი: მოიხატებოდა კედლები, უამრავ სათამაშოსთან ერთად იქნებოდა გასართობი პროგრამა და თმის შეჭრის უსიამოვნო პროცესი სახალისო და დასამახსოვრებელი გახდებოდა", - ამბობს KIDS SALON-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი დავით ხარებავა და AMBEBI.GE-ს საბავშვო სალონის დაარსებისა და განვითარების ისტორიას უყვება:

პირველი ნაბიჯები და საწყისი კაპიტალი: "თბილისში პირველი საბავშვო სალონის გახსნის იდეა სრულიად შემთხვევით, მეგობრის სტუმრობის შემდეგ, 2011 წლის ნოემბერში გაჩნდა. მეგობარი ყვებოდა, როგორ ვერ მოახერხა ბავშვისთვის თმის შეჭრა, როგორ ტიროდა პატარა ლუკა და ერთ ადგილზე არ ჩერდებოდა.

როგორც გაირკვა, საბავშვო სალონების ფუნქციონირების გამოცდილება უკვე არსებობდა სხვა ქვეყნებში, რამაც კიდევ უფრო მეტი თავდაჯერებულობა შეგვმატა. უცხოეთში არსებული მოდელებისა და ბაზრის შესწავლით იდეამ ნელ-ნელა რეალური სახე მიიღო. ექსკლუზიურად, ჩვენი მომხმარებლისთვის სპეციალური მანქანა-სკამები დავამატეთ, რომლებშიც ბავშვები სიხარულით ჩერდებიან თმის შესაჭრელად; მოვიძიეთ კომპიუტერული თამაშები, როგორც ბავშვებისთვის, ასევე მშობლებისთვის. გამოვიწერეთ საბავშვო შამპუნები და სხვა მნიშვნელოვანი აქსესუარები.

იმისათვის, რომ იდეა რეალობად გვექცია, საკმაოდ დიდი დრო დაგვჭირდა და ბევრი სირთულეც გამოვიარეთ. მიუხედავდ ამისა, ოთხმა მეგობარმა ერთმანეთის თანადგომითა და მხარდაჭერით მივაღწიეთ მთავარ მიზანს: 2012 წლის მაისში საქართველოში პირველი ბავშვთა სალონი გავხსენით".

სირთულეები: "პირველი ორი წელი ბიზნესისთვის საკმაოდ რთული აღმოჩნდა. სირთულე ჯერ კიდევ სალონის გახსნამდე წარმოიშვა, როდესაც გამოცდილი სტილისტის მოძებნა გაჭირდა: ბევრს არ სურდა მხოლოდ ბავშვებთან მუშაობა, რადგან ეს გაცილებით მეტ ენერგიას მოითხოვდა, ზოგიერთს საერთოდ არ სჯეროდა, რომ სალონი მხოლოდ ბავშვებისთვის იმუშავებდა და არ რისკავდნენ, შეეცვალათ სამსახური.

ჩვენი მხრივ, ჩვენც განსაკუთრებული მოთხოვნები გვქონდა: სტილისტი, რომელიც ჩვენს სალონში იმუშავებდა, აუცილებლად მხიარული, ენერგიული უნდა ყოფილიყო და უნდა ჰყვარებოდა ბავშვები. სწორედ ასეთი სტილისტები გვყავს დღეს. თუმცა, მათ მოძებნასა და დაინტერესებას დიდი დრო და ენერგია დასჭირდა.

შეზღუდული ფინანსური რესურსების გამო ვერ მოვახერხეთ სატელევიზიო თუ სხვა მასშტაბური სარეკლამო აქტივობების განხორციელება. შესაბამისად, კლიენტის მოსაზიდად, ძირითადად, Word of mouth advertising-ი მუშაობდა, რაც უფრო დიდ დროს და ძალისხმევას მოითხოვს. ჩვენი აქცენტი მუდმივად იყო და რჩება ბავშვებისთვის მაქსიმალურად მხიარული და სასიამოვნო გარემოს შექმნა და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ხარისხის კონტროლი სალონში, როგორც თმის შეჭრაზე, ასევე სხვა მომსახურებებზე. ყოველივე ამან ხელი შეგვიწყო ჩვენს პატარა მომხმარებელში მოგვეპოვებინა დიდი სიყვარული, მშობლებისაგან დაგვემსახურებინა ნდობა და ჩვენ ეს შევძელით".

წარმატება და რჩევები წარმატების მისაღწევად: "ჩვენ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ KIDS SALON-ი დღეს წარმატებულია და გვჯერა, რომ წინ კიდევ უფრო დიდი წარმატება გველოდება. ყველაზე ღირებული ის არის, რომ ამ 4 წლის მანძილზე შევძელით მოგვეპოვებინა პატარების და მათი მშობლების სიყვარული. KIDS SALON-ი არის ადგილი, სადაც მათ მოსვლა უხარიათ. ეს კი აისახება მათ განმეორებით ვიზიტებსა და სხვებისთვის რეკომენდაციის გაწევაში.

KIDS SALON-ის წარმატება ბავშვებისთვის შექმნილ განსაკუთრებულ გარემოსთან ერთად, სალონის არაჩვეულებრივ გუნდშია და ჩვენ ამით ვამაყობთ. აქ უყვართ ბავშვები და მათთან ურთიერთობით ბედნიერები არიან. ჩვენც ვიზრდებით და ვიხვეწებით, ვითვალისწინებს მოსაზრებებსა და შენიშვნებს.

წარმატების მისაღწევად აუცილებელია გქონდეს რწმენა, რომ თუ ბოლომდე დაიხარჯები, აუცილებლად მიაღწევ დასახულ მიზანს. არ უნდა გეშინოდეს დაბრკოლებების. როდესაც ამ ბიზნესს ვიწყებდით, ხშირად გვიმეორებდნენ: "ბავშვთა სალონი რომ კარგი იდეა ყოფილიყო, აქამდე ხომ უკვე იქნებოდა საქართველოში?" დიახ, ბევრს ქონია კარგი ბიზნეს იდეა, მაგრამ ასეთი დამოკიდებულების გამო არც უცდია რამე გაეკეთებინა, გარკვეული დროის შემდეგ კი აღმოუჩენია, რომ მსგავსი რამ სხვამ წარმატებით განახორციელა. წარუმატებლობის რისკი და შიში ყოველთვის არსებობს, მით უმეტეს - ბიზნესში. მთავარია, რისკები ლოგიკურად შეისწავლო - საკუთარ შიშს კი გადააბიჯო.

ჩვენ ვურჩევთ ყველას, ვისაც აქვს ახალი და განსხვავებული იდეა, დღესვე დაიწყოს მისი განხორციელება და აქციოს ის წარმატებულ ბიზნესად."

#გააზიარეწარმატება და #წარმატებაგადამდებია: "ამ პროექტში მონაწილების ჩვენი ერთადერთი მიზანი ძალიან კარგად ემთხვევა პროექტის მთავარი მესიჯს #გააზიარეწარმატება და #წარმატებაგადამდებია... გვინდა, რაც შეიძლება მეტი ახალი და კრეატიული ბიზნესი შეიქმნას საქართველოში. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასა და განვითარებას".

სამომავლო გეგმები: "ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მომხმარებელთან ურთიერთობა და მათი მოსაზრებების შესწავლა, ამიტომ მომავალი ადგილის შერჩევაში, სადაც ახალ ფილიალს გავხსნით, ისინიც აქტიურად არიან ჩართულები. თუ სად იქნება ახალი ფილიალი, ამას სასიამოვნო მოულოდნელობად დავტოვებთ, მაგრამ ერთმნიშვნელოვან სიახლეს გაგიმხელთ - მალე ჩვენი მომსახურების მიღება საქართველოს სხვადასხვა ქალაქებშიც შესაძლებელი გახდება".

მთავარი: "ყველაზე სასიამოვნო მომენტი პატარა კლიენტებისთვის ალბათ ის არის, როდესაც პირველად გაკეთებული ვარცხნილობის შემდეგ მათ სპეციალურ სიგელს გადავცემთ. დაგროვებით ბარათებით ვასაჩუქრებთ მშობლებსაც. ვფიქრობთ, კლიენტის სურვილებსა და განწყობის შექმნაზე ორიენტირებული მიდგომა განაპირობებს ამ ბრენდის მიმართ ლოიალურ დამოკიდებულებასა და სიყვარულს - ეს მიმართება ჩვენთვის ძალიან ღირებულია და ამას ყველაზე მეტად ვუფრთხილდებით".

თამარ კორკოტაშვილი

AMBEBI.GE