მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ შეიცვლება გაზის და დენის ტარიფი, თუ ლარი-დოლარის კურსი 2,5 ნიშნულს მიაღწევს
როგორ შეიცვლება გაზის და დენის ტარიფი, თუ ლარი-დოლარის კურსი 2,5 ნიშნულს მიაღწევს

სა­ქარ­თვე­ლო­ში ვა­ლუ­ტის კურ­სის ცვლი­ლე­ბის ახა­ლი ტალ­ღა ტა­რი­ფე­ბის მა­ტე­ბას არ გა­მო­იწ­ვევს. "თე­ლა­სი" და "ენერ­გო-პრო ჯორ­ჯია" ამ ეტაპ­ზე ცვლი­ლე­ბას არ გა­ნი­ხი­ლა­ვენ. ელექტრო­ე­ნერ­გია და ბუ­ნებ­რი­ვი აირი შე­იძ­ლე­ბა გაძ­ვირ­დეს იმ შემ­თვე­ვა­ში, თუ ლა­რის კურ­სი აშშ დო­ლარ­თან მი­მარ­თე­ბა­ში 2,5 ნიშ­ნულს მი­აღ­წევს". ელექტრო­ე­ნერ­გი­ის სა­მომ­ხმა­რებ­ლო ტა­რი­ფი არ მო­ი­მა­ტებს", BPN-თან სა­უ­ბარ­ში აცხა­დებს "თე­ლა­სის" სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი ვა­ლე­რი ფან­ცუ­ლა­ია". ჯერ­ჯე­რო­ბით ტა­რი­ფე­ბის ცვლი­ლე­ბის სა­კი­თხი ჩვენ­თან არ გა­ნი­ხი­ლე­ბა", ამ­ბობს "ენერ­გო-პრო ჯორ­ჯი­ას" სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი ავთო დვა­ლიშ­ვი­ლი.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ეროვ­ნუ­ლი ვა­ლუ­ტის რყე­ვე­ბი ენერ­გი­ის და გა­ზის ტა­რიფ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან ზე­გავ­ლე­ნას ახ­დენს. წლი­ურ ენერ­გო­მო­მა­რა­გე­ბა­ში თბო­სად­გუ­რე­ბის (სა­დაც ელექტრო­ე­ნერ­გია იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი ბუ­ნებ­რი­ვი აი­რით იწარ­მო­ე­ბა) და იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი ელექტრო­ე­ნერ­გი­ის წილი მა­ღა­ლია. ბუ­ნებ­რი­ვი აი­რის და იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი ელექტრო­ე­ნერ­გი­ის შე­ძე­ნა კი უცხო­ურ ვა­ლუ­ტა­ში ხდე­ბა". თუ ლა­რის კურ­სმა დო­ლარ­თან მი­მარ­თე­ბა­ში 2,5 ნიშ­ნულს არ მი­აღ­წია, ენერ­გო-დის­ტრი­ბუ­ტო­რე­ბი ტა­რი­ფე­ბის მა­ტე­ბას არ მო­ი­თხო­ვენ", ამ­ბობს სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ენერ­გე­ტი­კი­სა და ტე­ლე­კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის ფა­კულ­ტე­ტის დე­კა­ნი გია არა­ბი­ძე. "ახლა ის 2,3-სა და 2,4-ს შო­რის მერ­ყე­ობს. მარ­თა­ლია, წინა წელს გაძ­ვი­რე­ბა ვა­ლუ­ტის კურ­სის ცვლი­ლე­ბით იყო გა­მოწ­ვე­უ­ლი, მაგ­რამ მა­შინ ცვლი­ლე­ბა იმ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო, რომ სხვა ვა­რი­ან­ტი უბ­რა­ლოდ არ არ­სე­ბობ­და".

"აღ­ნიშ­ნუ­ლის გარ­და, ტა­რი­ფე­ბის მა­ტე­ბა მომ­წო­დებ­ლებ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ამ კუ­თხით, გა­ზის შემ­თხვე­ვა­ში ობი­ექ­ტუ­რი პრობ­ლე­მე­ბი არ არ­სე­ბობს. აზერ­ბა­ი­ჯან­თან საკ­მა­ოდ სტა­ბი­ლუ­რი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გვაქვს. გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­აა ელექტრო­ე­ნერ­გი­ის შემ­თხვე­ვა­ში. აქ ძი­რი­თა­დი წყა­რო ენ­გურ­ჰე­სია, რო­მე­ლიც თე­ბერ­ვალ­ში გა­ჩერ­დე­ბა. მთავ­რო­ბას ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი ძა­ლის­ხმე­ვა დას­ჭირ­დე­ბა, რომ ადეკ­ვა­ტუ­რი რე­ზერ­ვე­ბი მო­ძებ­ნოს. ენ­გურ­ჰე­სი ძვე­ლი სად­გუ­რია და თა­ვი­სი თვით­ღი­რე­ბუ­ლე­ბა უკვე ამო­ღე­ბუ­ლი აქვს. შე­სა­ბა­მი­სად, მი­ღე­ბუ­ლი ენერ­გია ია­ფია. მისი გა­ჩე­რე­ბის შემ­დეგ ცვლი­ლე­ბე­ბი შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს, მაგ­რამ ეს სა­მომ­ხმა­რებ­ლო ტა­რიფს არ უნდა შე­ე­ხოს. სის­ტე­მამ ეს უნდა მო­ა­ხერ­ხოს", გან­მარ­ტავს არა­ბი­ძე.

გაგ­რძე­ლე­ბა

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

როგორ შეიცვლება გაზის და დენის ტარიფი, თუ ლარი-დოლარის კურსი 2,5 ნიშნულს მიაღწევს

როგორ შეიცვლება გაზის და დენის ტარიფი, თუ ლარი-დოლარის კურსი 2,5 ნიშნულს მიაღწევს

საქართველოში ვალუტის კურსის ცვლილების ახალი ტალღა ტარიფების მატებას არ გამოიწვევს. "თელასი" და "ენერგო-პრო ჯორჯია" ამ ეტაპზე ცვლილებას არ განიხილავენ. ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი შეიძლება გაძვირდეს იმ შემთვევაში, თუ ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებაში 2,5 ნიშნულს მიაღწევს". ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი არ მოიმატებს", BPN-თან საუბარში აცხადებს "თელასის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ვალერი ფანცულაია". ჯერჯერობით ტარიფების ცვლილების საკითხი ჩვენთან არ განიხილება", ამბობს "ენერგო-პრო ჯორჯიას" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ავთო დვალიშვილი.

საქართველოში ეროვნული ვალუტის რყევები ენერგიის და გაზის ტარიფზე მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს. წლიურ ენერგომომარაგებაში თბოსადგურების (სადაც ელექტროენერგია იმპორტირებული ბუნებრივი აირით იწარმოება) და იმპორტირებული ელექტროენერგიის წილი მაღალია. ბუნებრივი აირის და იმპორტირებული ელექტროენერგიის შეძენა კი უცხოურ ვალუტაში ხდება". თუ ლარის კურსმა დოლართან მიმართებაში 2,5 ნიშნულს არ მიაღწია, ენერგო-დისტრიბუტორები ტარიფების მატებას არ მოითხოვენ", ამბობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციების ფაკულტეტის დეკანი გია არაბიძე. "ახლა ის 2,3-სა და 2,4-ს შორის მერყეობს. მართალია, წინა წელს გაძვირება ვალუტის კურსის ცვლილებით იყო გამოწვეული, მაგრამ მაშინ ცვლილება იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ სხვა ვარიანტი უბრალოდ არ არსებობდა".

"აღნიშნულის გარდა, ტარიფების მატება მომწოდებლებზეა დამოკიდებული. ამ კუთხით, გაზის შემთხვევაში ობიექტური პრობლემები არ არსებობს. აზერბაიჯანთან საკმაოდ სტაბილური ხელშეკრულება გვაქვს. განსხვავებული სიტუაციაა ელექტროენერგიის შემთხვევაში. აქ ძირითადი წყარო ენგურჰესია, რომელიც თებერვალში გაჩერდება. მთავრობას ძალიან სერიოზული ძალისხმევა დასჭირდება, რომ ადეკვატური რეზერვები მოძებნოს. ენგურჰესი ძველი სადგურია და თავისი თვითღირებულება უკვე ამოღებული აქვს. შესაბამისად, მიღებული ენერგია იაფია. მისი გაჩერების შემდეგ ცვლილებები შეიძლება მოხდეს, მაგრამ ეს სამომხმარებლო ტარიფს არ უნდა შეეხოს. სისტემამ ეს უნდა მოახერხოს", განმარტავს არაბიძე.

გაგრძელება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი