Faceამბები
კონფლიქტები
პოლიტიკა

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
საზოგადოება
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ცერცვაძე, ნე დავერიაეშ?" - მკითხა ჩემმა აფხაზმა მეგობარმა, როდესაც ჩემს ბიჭებთან ერთად სანგარში მეპატიჟებოდა..."
"ცერცვაძე, ნე დავერიაეშ?" - მკითხა ჩემმა აფხაზმა მეგობარმა, როდესაც ჩემს ბიჭებთან ერთად სანგარში მეპატიჟებოდა..."

"...იმ წუთ­ში სა­ერ­თოდ არ მა­ინ­ტე­რე­სებ­და არა­ვი­თა­რი პო­ლი­ტი­კა - მე­გო­ბარ­თან მივ­დი­ო­დი, ვის­თან ერ­თა­დაც ორი წელი ჭირ­სა და ლხინს ვი­ზი­ა­რებ­დი"...

- ასე იხ­სე­ნებს ქარ­თვე­ლი გი­ორ­გი ცერ­ცვა­ძე 90-იანი წლე­ბის ომის დროს აფხაზ მე­გო­ბარ­თან ფრონ­ტის ხაზ­ზე შემ­თხვე­ვით შეხ­ვედ­რას, რო­მე­ლიც არც პირ­ვე­ლი იყო და არც უკა­ნას­კნე­ლი... ამ­ბე­ბი, რო­მე­ლიც ქარ­თულ-აფხა­ზუ­რი სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბის დროს ხდე­ბო­და, დღემ­დე ლე­გენ­დე­ბი­ვით ვრცელ­დე­ბა. ამის ერთი მა­გალ­თია, გი­ორ­გი ცერ­ცვა­ძე, რო­მე­ლიც საბ­ჭო­თა ჯარ­ში გაც­ნო­ბილ-და­მე­გობ­რე­ბულ აფხაზ ილო ლო­გუ­ას გუ­მის­თას­თან ბრძო­ლე­ბის დროს შემ­თხვე­ვით შეხ­ვდა. მათ უცებ გა­და­ა­ვი­წყდათ, ბა­რი­კა­დე­ბის სხვა­დას­ხვა მხა­რეს იდ­გნენ.

გი­ორ­გი ცერ­ცვა­ძე:

- საბ­ჭო­თა ჯარ­ში სამ­სა­ხურ­მა მო­უ­წია. გერ­მა­ნი­ა­ში (მა­შინ­დელ გერ­მა­ნი­ის დე­მოკ­რა­ტი­ულ რეს­პუბ­ლი­კა­ში. - ავტ.) გაგვგზავ­ნეს. ბევ­რი ქა­ლა­ქი შე­მო­ვი­ა­რეთ და ბო­ლოს ქა­ლაქ შვე­რინ­ში ჩაგ­ვიყ­ვა­ნეს. ჩვე­ნი ძი­რი­თა­დი ბაზა იქ იყო გან­თავ­სე­ბუ­ლი. ნა­წილ­ში 3500 ჯა­რის­კა­ცი იყო, მათ შო­რის - 350 ქარ­თვე­ლი და რამ­დე­ნი­მე აფხა­ზი ვი­ყა­ვით. ცნო­ბი­ლია, რომ რუ­სულ ჯარ­ში ე.წ. "დე­დოვშჩი­ნა", ჩხუ­ბი და გარ­ჩე­ვე­ბი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი რამ იყო. კვი­რა­ში ერთხელ მა­ინც დიდი "ჯახი" ატყდე­ბო­და ხოლ­მე და აფხა­ზე­ბი ყო­ველ­თვის ქარ­თვე­ლე­ბის მხა­რეს იყ­ვნენ. იქ და­ვუ­მეგბრდი სო­ხუ­მელ აფხაზს, ილო ლო­გუ­ას. ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ერ­თმა­ნეთს ჭირ­სა და ლხინს ვუ­ზი­ა­რებ­დით. მეტ­სა­ხე­ლად, "კორ­კო­რა" ერ­ქვა (ქარ­თუ­ლად ამაყს ნიშ­ნავს) და ჩვენც ასე ვე­ძახ­დით. შვე­ბუ­ლე­ბა­ში რომ გა­მიშ­ვეს, ილომ მთხო­ვა, - სო­ხუმ­ში ჩემი ოჯა­ხი მო­ი­ნა­ხუ­ლეო და მათ­თან ფო­ტო­ალ­ბო­მი გა­მა­ტა­ნა. რამ­დენ­ჯერ­მე ვეს­ტუმ­რე მის ოჯახს. ძა­ლი­ან თბი­ლად მი­მი­ღეს...

სა­ვალ­დე­ბუ­ლო სამ­სა­ხუ­რის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, სამ­ხედ­რო სამ­სა­ხურ­ში სა­მო­ქა­ლა­ქო პი­რის სტა­ტუ­სით გა­ვაგ­რძე­ლე მუ­შა­ო­ბა. იმე­რე­თის რე­გი­ო­ნუ­ლი სატ­რან­სპორ­ტო პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა.

- აფხა­ზე­თის ომში რო­გორ აღ­მოჩ­ნდით?

- მა­ნამ­დე ცხინ­ვა­ლის კონ­ფლიქ­ტის დროს, იქ რამ­დენ­ჯერ­მე წას­ვლამ მო­მი­წია; ლო­კა­ლურ ბრძო­ლებ­ში, პო­ლი­ცი­ის ხა­ზით ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დით. სა­მა­ჩაბ­ლოს ომი დას­რუ­ლე­ბუ­ლი იყო, მაგ­რამ აფხა­ზეთ­ში უმ­ძი­მე­სი დღე­ე­ბი იდგა. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მე­ომ­რე­ბი ყვე­ლაფ­რის დე­ფი­ციტს გა­ნიც­დიდ­ნენ - ია­რა­ღიც აკ­ლდათ და საბ­რძო­ლო ტექ­ნი­კაც. სატ­რან­სპორ­ტო პო­ლი­ცი­ის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის, მე­რაბ შენ­გე­ლი­ას თხოვ­ნით, აფხა­ზეთ­ში ჩვე­ნი გან­ყო­ფი­ლე­ბი­დან 8 კაცი წა­ვე­დით. გარ­კვე­უ­ლი ობი­ექ­ტე­ბის დაც­ვა და სატ­რან­სპორ­ტო გა­და­ზიდ­ვე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა გვე­ვა­ლე­ბო­და, თუმ­ცა სი­ნამ­დვი­ლე­ში რე­ა­ლურ ომში ჩაბ­მამ მოგ­ვი­წია.

...აფხა­ზე­თის ბრძო­ლის ბოლო დღე­ე­ბი იდგა. გუ­მის­თას­თან პო­ზი­ცი­ა­ზე ვიმ­ყო­ფე­ბო­დით. იქ რომ ჩა­ვე­დით, უმ­ძი­მე­სი სი­ტუ­ა­ცია დაგ­ვხვდა. მე­ომ­რე­ბი გაძ­ლე­ბა­ზე იყ­ვნენ. აღარც ტყვია-წა­მა­ლი ჰქონ­დათ და არც საკ­ვე­ბი. ბი­ჭე­ბი პა­ნი­კა­ში იყ­ვნენ. იმ­დე­ნად ვი­ყა­ვით შე­ში­ნე­ბუ­ლი, რომ ერთ ღა­მეს სან­გარ­თან ძაღლს გა­და­ურ­ბე­ნია (მა­შინ უცებ ვერ მივ­ხვდით, თუ რა იყო), დიდი საბ­რძო­ლო გა­მოც­დი­ლე­ბის მქო­ნე ერთ-ერთ მე­ო­მარს კი, ავ­ტო­მა­ტის ჯერი მი­უშ­ვია. ამას აფხა­ზუ­რი მხრი­დან სა­პა­სუ­ხო ცე­ცხლი მოჰ­ყვა... ღამე სამ-სამი კაცი ვმო­რი­გე­ობ­დით, ერ­თმა­ნეთს ვცვლი­დით. ერთხე­ლაც, ღა­მით, ძა­ლი­ან მოგ­ვინ­და სი­გა­რე­ტი. სან­გრი­დან თავი ამოვ­ყა­ვი, იქა­უ­რო­ბა შე­ვათ­ვა­ლი­ე­რე, რათა დავ­რწმუ­ნე­ბუ­ლი­ყა­ვი - სი­გა­რე­ტის სა­შოვ­ნე­ლად გა­და­ად­გი­ლე­ბას თუ შევ­ძლებ­დი. ჩვენს სი­ახ­ლო­ვეს, ქუ­თა­ი­სის სამ­მარ­თვე­ლოს ბი­ჭე­ბი იყ­ვნენ გან­ლა­გე­ბუ­ლი და მათ­თან წას­ვლა და­ვა­პი­რე. უეც­რად სიბ­ნე­ლე­ში ადა­მი­ა­ნის სი­ლუ­ეტს მოვ­კა­რი თვა­ლი. მივ­ხვდი, იმა­ნაც და­მი­ნა­ხა და ინ­სტინ­ქტუ­რად და­იყ­ვი­რა, - "პა­ჟა­ლუ­ის­ტა, ნე სტრე­ლი­ა­ტე! ია კორ­კო­რა!.. იმ­წამ­სვე თვალ­წინ და­მიდ­გა ის "კად­რი", როცა გერ­მა­ნი­ი­დან ილო ლო­გუ­ამ მის ოჯახ­ში მი­სა­ტა­ნად ფო­ტო­ალ­ბო­მი გა­მო­მა­ტა­ნა, რო­მელ­საც ასე­თი წარ­წე­რა ჰქონ­და: "ოტეც! ტვოი სინ კორ­კო­რა ვერ­ნი­ოტ­სია!.."მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბის­გან წა­მო­ვიყ­ვი­რე: "ლო­გუა, ეტო ტი?!" ეტყო­ბა, ისიც ჩემ­სა­ვით, რა­ღა­ცის სა­შოვ­ნე­ლად გა­მო­სუ­ლი­ყო სან­გრი­დან.

- ლო­გუ­ა­მაც გიც­ნოთ?

- დიახ, სი­ტყვა დამ­თავ­რე­ბუ­ლიც არ მქონ­და, ხმით მიც­ნო, - "ცერ­ცვა­ძე, ეტო ტი?!." - და არც კი შე­ყოვ­ნე­ბუ­ლა, ისე გა­მო­ე­მარ­თა ჩემ­კენ. ვიგ­რძე­ნი, რო­გორ ამი­კან­კალ­და მუხ­ლე­ბი. შე­მე­შინ­და - ჩემს პო­ზი­ცი­ა­ზე გად­მო­სუ­ლი მე­გობ­რის­თვის ვინ­მეს არ ეს­რო­ლა - და ჩე­მებს ხე­ლით ვა­ნიშ­ნე, არა­ვინ გა­ის­რო­ლოთ-მეთ­ქი. ამა­სო­ბა­ში ილო მომ­ვარ­და და გა­და­მეხ­ვია. მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბის­გან ენა ჩა­მი­ვარ­და. - "მოი დრუგ!" - სი­ხა­რულს ვერ მა­ლავ­და ჩემი აფხა­ზი მე­გო­ბა­რი და ღო­ნივ­რად მან­ჯღ­რევ­და. მო­კი­თხვის შემ­დეგ მი­თხრა, - შენი ბი­ჭე­ბი წა­მო­იყ­ვა­ნე და წა­მო­დი ჩემ­თან; გე­პა­ტი­ჟე­ბით, პური ვჭა­მო­თო...

- რა უპა­სუ­ხეთ?

- რა უნდა მეთ­ქვა?!. დავ­თან­ხმდი... კარ­გად ვი­ცო­დი, რისი გამ­კე­თე­ბე­ლი იყო: ადა­მი­ანს ძმად და მე­გობ­რად თუ მი­ი­ღებ­და, მის გამო თავს გა­წი­რავ­და. იმ წუ­თას სა­ერ­თოდ არ მა­ინ­ტე­რე­სებ­და არა­ვი­თა­რი პო­ლი­ტი­კა - იმ მე­გო­ბარ­თან მივ­დი­ო­დი, ვის­თან ერ­თა­დაც ორი წელი ჭირ­სა და ლხინს ვი­ზი­ა­რებ­დი. როცა ჩემი აფხა­ზი მე­გობ­რის მი­პა­ტი­ჟე­ბა ქარ­თველ ბი­ჭებს გა­და­ვე­ცი, შე­ყოყ­მან­დნენ; ზოგ­მა პირ­და­პირ მი­თხრა, - ყვე­ლა­ნი რომ ჩაგ­ვხო­ცო­ნო?!. - მე მივ­დი­ვარ და ვინც მენ­დო­ბა, გა­მომ­ყვეს-მეთ­ქი. კორ­კო­რას­გან ღა­ლა­ტი გა­მო­რი­ცხუ­ლი იყო. აფხა­ზი თუ თა­ვი­სი­ა­ნად მი­გი­ღებს, თავ­საც გა­წი­რავს და არ და­უშ­ვებს, მის სტუ­მარს რამე და­ე­მარ­თოს. ბი­ჭე­ბის პა­სუხზე უხერ­ხუ­ლო­ბა იგ­რძნო და ჩა­მე­ძია: "ცერ­ცვა­ძე, ნე და­ვე­რი­ა­ეშ?.." - უპა­სუ­ხოდ გავ­ყე­ვი. გზა­ში ისი­ნიც დაგ­ვე­წივ­ნენ, ვინც თა­ვი­დან უარს ამ­ბობ­და. აფხა­ზე­ბის სან­გარ­ში ერ­თად ჩა­ვე­დით.

- რა ხდე­ბო­და აფხა­ზურ სან­გარ­ში?

- იგი­ვე, რაც ჩვენ­თან... სხვა­დას­ხვა ასა­კის მებ­რძო­ლე­ბი იყ­ვნენ, ჩემი თა­ნა­ტო­ლე­ბიც და შუ­ახ­ნის კა­ცე­ბიც. ტყვია-წა­მა­ლი მა­თაც ძა­ლი­ან უჭირ­დათ, მაგ­რამ საჭ­მე­ლი ჩვენ­ზე უკე­თე­სი ჰქონ­დათ; ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი იყ­ვნენ და ეტყო­ბა, მო­სახ­ლე­ო­ბაც ეხ­მა­რე­ბო­და. შე­ში­ნე­ბუ­ლი ჩან­დნენ. თა­ვი­დან ყვე­ლა­ნი ვდუმ­დით, მერე კი ნელ-ნელა ერ­თმა­ნეთს გა­ვუ­ში­ნა­ურ­დით. და­ძა­ბუ­ლო­ბა მო­იხ­სნა და ქე­ი­ფი და­ვი­წყეთ. სა­დღეგ­რძე­ლო­ე­ბიც ვთქვით, - პო­ლი­ტი­კო­სე­ბის გამო, რა­ტომ ვხო­ცავთ ერ­თმა­ნე­თო...

- სამ­ხედ­რო ნა­წი­ლის ჯა­რის­კა­ცე­ბი თუ მო­ხა­ლი­სე­ე­ბი?

- და­ახ­ლო­ე­ბით 30-კა­ცი­ა­ნი მო­ხა­ლი­სე­თა ჯგუ­ფი იყო. დი­ლის 4 სა­ა­თის­თვის ავი­შა­ლეთ. შეგ­ვე­შინ­და, სხვა აფხა­ზუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბა არ წა­მოგ­ვდგო­მო­და თავს: ყვე­ლას ერ­თად ჩაგ­ვცხრი­ლავ­დნენ... მას­პინ­ძლებ­მა თავი და­ი­ზღვი­ეს და რამ­დე­ნი­მე კაც­მა ჩვენს პო­ზი­ცი­ამ­დე მიგ­ვა­ცი­ლა. შემ­დეგ კი, სა­ნამ თვალს მი­ე­ფარ­ნენ, მე ვი­დე­ქი გუ­შა­გად, - ვინ­მემ არ გა­ის­რო­ლოს-მეთ­ქი...რო­გორც კი გა­თენ­და, ბრძო­ლა გა­ნახ­ლდა. იქ უკვე ვე­რა­ვინ გა­არ­ჩევ­და, ლო­გუა მეს­რო­და თუ სხვა...

- ომის შემ­დეგ თქვენს აფხაზ მე­გო­ბარ­თან და­კავ­ში­რე­ბა არ გიც­დი­ათ?

- ინ­ტერ­ნე­ტით ვცდი­ლობ­დი მის პოვ­ნას. რამ­დე­ნი­მე რუსი ვი­პო­ვე, ვინც ჩვენს ნა­წილ­ში მსა­ხუ­რობ­და... "ძებ­ნა­ში" მისი მი­სა­მარ­თი ჩავ­წე­რე - სო­ხუმ­ში, ლე­ნი­ნის ქუ­ჩის #23-ში ცხოვ­რობ­და. შემ­დეგ, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მისი და ვი­პო­ვე, - მი­თხრა, კორ­კო­რა რამ­დე­ნო­მე წლის წინ და­ი­ღუ­პაო... სა­ვა­რა­უ­დოდ, ომში მი­ღე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბის გამო. ცო­ცხა­ლი რომ ყო­ფი­ლი­ყო, აუ­ცი­ლებ­ლად გან­ვი­ხი­ლავ­დით ამ ომს, მე კი, ამ­დე­ნი წლის შემ­დე­გაც შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ეს იყო აბ­სურ­დუ­ლი ომი.

ავტორი:

"ცერცვაძე, ნე დავერიაეშ?" - მკითხა ჩემმა აფხაზმა მეგობარმა, როდესაც ჩემს ბიჭებთან ერთად სანგარში მეპატიჟებოდა..."

"ცერცვაძე, ნე დავერიაეშ?" - მკითხა ჩემმა აფხაზმა მეგობარმა, როდესაც ჩემს ბიჭებთან ერთად სანგარში მეპატიჟებოდა..."

"...იმ წუთში საერთოდ არ მაინტერესებდა არავითარი პოლიტიკა - მეგობართან მივდიოდი, ვისთან ერთადაც ორი წელი ჭირსა და ლხინს ვიზიარებდი"...

- ასე იხსენებს ქართველი გიორგი ცერცვაძე 90-იანი წლების ომის დროს აფხაზ მეგობართან ფრონტის ხაზზე შემთხვევით შეხვედრას, რომელიც არც პირველი იყო და არც უკანასკნელი... ამბები, რომელიც ქართულ-აფხაზური საომარი მოქმედებების დროს ხდებოდა, დღემდე ლეგენდებივით ვრცელდება. ამის ერთი მაგალთია, გიორგი ცერცვაძე, რომელიც საბჭოთა ჯარში გაცნობილ-დამეგობრებულ აფხაზ ილო ლოგუას გუმისთასთან ბრძოლების დროს შემთხვევით შეხვდა. მათ უცებ გადაავიწყდათ, ბარიკადების სხვადასხვა მხარეს იდგნენ.

გიორგი ცერცვაძე:

- საბჭოთა ჯარში სამსახურმა მოუწია. გერმანიაში (მაშინდელ გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში. - ავტ.) გაგვგზავნეს. ბევრი ქალაქი შემოვიარეთ და ბოლოს ქალაქ შვერინში ჩაგვიყვანეს. ჩვენი ძირითადი ბაზა იქ იყო განთავსებული. ნაწილში 3500 ჯარისკაცი იყო, მათ შორის - 350 ქართველი და რამდენიმე აფხაზი ვიყავით. ცნობილია, რომ რუსულ ჯარში ე.წ. "დედოვშჩინა", ჩხუბი და გარჩევები ჩვეულებრივი რამ იყო. კვირაში ერთხელ მაინც დიდი "ჯახი" ატყდებოდა ხოლმე და აფხაზები ყოველთვის ქართველების მხარეს იყვნენ. იქ დავუმეგბრდი სოხუმელ აფხაზს, ილო ლოგუას. ორი წლის განმავლობაში ერთმანეთს ჭირსა და ლხინს ვუზიარებდით. მეტსახელად, "კორკორა" ერქვა (ქართულად ამაყს ნიშნავს) და ჩვენც ასე ვეძახდით. შვებულებაში რომ გამიშვეს, ილომ მთხოვა, - სოხუმში ჩემი ოჯახი მოინახულეო და მათთან ფოტოალბომი გამატანა. რამდენჯერმე ვესტუმრე მის ოჯახს. ძალიან თბილად მიმიღეს...

სავალდებულო სამსახურის დამთავრების შემდეგ, სამხედრო სამსახურში სამოქალაქო პირის სტატუსით გავაგრძელე მუშაობა. იმერეთის რეგიონული სატრანსპორტო პოლიციის განყოფილებაში დავიწყე მუშაობა.

- აფხაზეთის ომში როგორ აღმოჩნდით?

- მანამდე ცხინვალის კონფლიქტის დროს, იქ რამდენჯერმე წასვლამ მომიწია; ლოკალურ ბრძოლებში, პოლიციის ხაზით ვმონაწილეობდით. სამაჩაბლოს ომი დასრულებული იყო, მაგრამ აფხაზეთში უმძიმესი დღეები იდგა. გავრცელებული ინფორმაციით, მეომრები ყველაფრის დეფიციტს განიცდიდნენ - იარაღიც აკლდათ და საბრძოლო ტექნიკაც. სატრანსპორტო პოლიციის სამმართველოს უფროსის, მერაბ შენგელიას თხოვნით, აფხაზეთში ჩვენი განყოფილებიდან 8 კაცი წავედით. გარკვეული ობიექტების დაცვა და სატრანსპორტო გადაზიდვების უზრუნველყოფა გვევალებოდა, თუმცა სინამდვილეში რეალურ ომში ჩაბმამ მოგვიწია.

...აფხაზეთის ბრძოლის ბოლო დღეები იდგა. გუმისთასთან პოზიციაზე ვიმყოფებოდით. იქ რომ ჩავედით, უმძიმესი სიტუაცია დაგვხვდა. მეომრები გაძლებაზე იყვნენ. აღარც ტყვია-წამალი ჰქონდათ და არც საკვები. ბიჭები პანიკაში იყვნენ. იმდენად ვიყავით შეშინებული, რომ ერთ ღამეს სანგართან ძაღლს გადაურბენია (მაშინ უცებ ვერ მივხვდით, თუ რა იყო), დიდი საბრძოლო გამოცდილების მქონე ერთ-ერთ მეომარს კი, ავტომატის ჯერი მიუშვია. ამას აფხაზური მხრიდან საპასუხო ცეცხლი მოჰყვა... ღამე სამ-სამი კაცი ვმორიგეობდით, ერთმანეთს ვცვლიდით. ერთხელაც, ღამით, ძალიან მოგვინდა სიგარეტი. სანგრიდან თავი ამოვყავი, იქაურობა შევათვალიერე, რათა დავრწმუნებულიყავი - სიგარეტის საშოვნელად გადაადგილებას თუ შევძლებდი. ჩვენს სიახლოვეს, ქუთაისის სამმართველოს ბიჭები იყვნენ განლაგებული და მათთან წასვლა დავაპირე. უეცრად სიბნელეში ადამიანის სილუეტს მოვკარი თვალი. მივხვდი, იმანაც დამინახა და ინსტინქტურად დაიყვირა, - "პაჟალუისტა, ნე სტრელიატე! ია კორკორა!.. იმწამსვე თვალწინ დამიდგა ის "კადრი", როცა გერმანიიდან ილო ლოგუამ მის ოჯახში მისატანად ფოტოალბომი გამომატანა, რომელსაც ასეთი წარწერა ჰქონდა: "ოტეც! ტვოი სინ კორკორა ვერნიოტსია!.."მოულოდნელობისგან წამოვიყვირე: "ლოგუა, ეტო ტი?!" ეტყობა, ისიც ჩემსავით, რაღაცის საშოვნელად გამოსულიყო სანგრიდან.

- ლოგუამაც გიცნოთ?

- დიახ, სიტყვა დამთავრებულიც არ მქონდა, ხმით მიცნო, - "ცერცვაძე, ეტო ტი?!." - და არც კი შეყოვნებულა, ისე გამოემართა ჩემკენ. ვიგრძენი, როგორ ამიკანკალდა მუხლები. შემეშინდა - ჩემს პოზიციაზე გადმოსული მეგობრისთვის ვინმეს არ ესროლა - და ჩემებს ხელით ვანიშნე, არავინ გაისროლოთ-მეთქი. ამასობაში ილო მომვარდა და გადამეხვია. მოულოდნელობისგან ენა ჩამივარდა. - "მოი დრუგ!" - სიხარულს ვერ მალავდა ჩემი აფხაზი მეგობარი და ღონივრად მანჯღრევდა. მოკითხვის შემდეგ მითხრა, - შენი ბიჭები წამოიყვანე და წამოდი ჩემთან; გეპატიჟებით, პური ვჭამოთო...

- რა უპასუხეთ?

- რა უნდა მეთქვა?!. დავთანხმდი... კარგად ვიცოდი, რისი გამკეთებელი იყო: ადამიანს ძმად და მეგობრად თუ მიიღებდა, მის გამო თავს გაწირავდა. იმ წუთას საერთოდ არ მაინტერესებდა არავითარი პოლიტიკა - იმ მეგობართან მივდიოდი, ვისთან ერთადაც ორი წელი ჭირსა და ლხინს ვიზიარებდი. როცა ჩემი აფხაზი მეგობრის მიპატიჟება ქართველ ბიჭებს გადავეცი, შეყოყმანდნენ; ზოგმა პირდაპირ მითხრა, - ყველანი რომ ჩაგვხოცონო?!. - მე მივდივარ და ვინც მენდობა, გამომყვეს-მეთქი. კორკორასგან ღალატი გამორიცხული იყო. აფხაზი თუ თავისიანად მიგიღებს, თავსაც გაწირავს და არ დაუშვებს, მის სტუმარს რამე დაემართოს. ბიჭების პასუხზე უხერხულობა იგრძნო და ჩამეძია: "ცერცვაძე, ნე დავერიაეშ?.." - უპასუხოდ გავყევი. გზაში ისინიც დაგვეწივნენ, ვინც თავიდან უარს ამბობდა. აფხაზების სანგარში ერთად ჩავედით.

- რა ხდებოდა აფხაზურ სანგარში?

- იგივე, რაც ჩვენთან... სხვადასხვა ასაკის მებრძოლები იყვნენ, ჩემი თანატოლებიც და შუახნის კაცებიც. ტყვია-წამალი მათაც ძალიან უჭირდათ, მაგრამ საჭმელი ჩვენზე უკეთესი ჰქონდათ; ადგილობრივები იყვნენ და ეტყობა, მოსახლეობაც ეხმარებოდა. შეშინებული ჩანდნენ. თავიდან ყველანი ვდუმდით, მერე კი ნელ-ნელა ერთმანეთს გავუშინაურდით. დაძაბულობა მოიხსნა და ქეიფი დავიწყეთ. სადღეგრძელოებიც ვთქვით, - პოლიტიკოსების გამო, რატომ ვხოცავთ ერთმანეთო...

- სამხედრო ნაწილის ჯარისკაცები თუ მოხალისეები?

- დაახლოებით 30-კაციანი მოხალისეთა ჯგუფი იყო. დილის 4 საათისთვის ავიშალეთ. შეგვეშინდა, სხვა აფხაზური დაჯგუფება არ წამოგვდგომოდა თავს: ყველას ერთად ჩაგვცხრილავდნენ... მასპინძლებმა თავი დაიზღვიეს და რამდენიმე კაცმა ჩვენს პოზიციამდე მიგვაცილა. შემდეგ კი, სანამ თვალს მიეფარნენ, მე ვიდექი გუშაგად, - ვინმემ არ გაისროლოს-მეთქი...როგორც კი გათენდა, ბრძოლა განახლდა. იქ უკვე ვერავინ გაარჩევდა, ლოგუა მესროდა თუ სხვა...

- ომის შემდეგ თქვენს აფხაზ მეგობართან დაკავშირება არ გიცდიათ?

- ინტერნეტით ვცდილობდი მის პოვნას. რამდენიმე რუსი ვიპოვე, ვინც ჩვენს ნაწილში მსახურობდა... "ძებნაში" მისი მისამართი ჩავწერე - სოხუმში, ლენინის ქუჩის #23-ში ცხოვრობდა. შემდეგ, სოციალურ ქსელში მისი და ვიპოვე, - მითხრა, კორკორა რამდენომე წლის წინ დაიღუპაო... სავარაუდოდ, ომში მიღებული ჭრილობების გამო. ცოცხალი რომ ყოფილიყო, აუცილებლად განვიხილავდით ამ ომს, მე კი, ამდენი წლის შემდეგაც შემიძლია ვთქვა, რომ ეს იყო აბსურდული ომი.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე