საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემს აღკვეცას არ ესწრებოდა არც ერთი ქართველი" - პატრიარქის სამი მოგონება პირადი არქივიდან
"ჩემს აღკვეცას არ ესწრებოდა არც ერთი ქართველი" - პატრიარქის სამი მოგონება პირადი არქივიდან

ილია მე­ო­რის მო­გო­ნე­ბე­ბი ცხოვ­რე­ბის სამ ეტაპ­ზე: ბავ­შვო­ბა, ბე­რად აღ­კვე­ცა და პატ­რი­არ­ქო­ბა. გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რი­დებს პატ­რი­არ­ქის არ­ქი­ვი­დან:

ბავ­შვო­ბა

"...მა­მას და ბი­ძას პუ­რის სა­ცხო­ბი ჰქონ­დათ. პურს აცხობ­დნენ და იქ ცხოვ­რობ­დნენ. ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ა­ში გა­და­დი­ოდ­ნენ და იქი­დან ჩა­მოჰ­ქონ­დათ ხორ­ბა­ლი, სი­მინ­დი… ერთხელ, ღა­მით, მა­მა­ჩე­მის ერთი ნაც­ნო­ბი მო­ვი­და და გვი­თხრა: "მოს­კო­ვი­დან მათი სია გა­მოგ­ზავ­ნეს, ვინც უნდა გა­ვა­კუ­ლა­კოთ. თქვენც ამ სი­ა­ში ხარ­თო". მშობ­ლებ­მა დრო­ე­ბით და­ტო­ვეს სა­ქარ­თვე­ლო და ვლა­დი­კავ­კაზ­ში გა­და­ვიდ­ნენ სა­ცხოვ­რებ­ლად, იქ სახ­ლი იყი­დეს. აი, ასე გა­და­ვე­დით ოსეთ­ში...

მოგ­ვი­ა­ნე­ბით მა­მა­ჩემ­მა შე­ი­ძი­ნა მი­წის ორი ნაკ­ვე­თი ჩვენს ქუ­ჩა­ზე, ვლა­დი­კავ­კაზ­ში და იქ მო­ა­წყო ყოვ­ლად­წ­მინ­და ღვთის­მშობ­ლის სა­ფარ­ვე­ლის სა­ხე­ლო­ბის სამ­ლოც­ვე­ლო (ეს იყო მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დამ­თავ­რე­ბის­თა­ნა­ვე ან მის უკა­ნას­კნელ წელს). ამ სამ­ლოც­ვე­ლო­ში კარ­გი მო­ძღვრე­ბი მსა­ხუ­რობ­დნენ. მე ისი­ნი ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და; რო­დე­საც ჩვენ­თან სტუმ­რად მო­დი­ოდ­ნენ და სა­კიდ­ზე შე­სა­მო­სელს ტო­ვებ­დნენ, ჩუ­მად შე­ვი­პა­რე­ბო­დი ხოლ­მე იმ ოთახ­ში და ანა­ფო­რას ვიც­ვამ­დი. ღვთის­მსა­ხუ­რე­ბა­ზე მუ­დამ ამ­ბი­ონ­თან ძა­ლი­ან ახ­ლოს ვდგე­ბო­დი ხოლ­მე, რად­გან დი­ა­კო­ნი აღ­სავ­ლის კარ­ში როცა შე­ვი­დო­და, მის შე­სა­მო­სელს შევ­ხე­ბო­დი. მა­შინ 10-12 წლი­სა ვი­ყა­ვი. აი, რო­გორ ოჯახ­ში ვიზ­რდე­ბო­დი. ამან გა­ნა­პი­რო­ბა ჩემი ცხოვ­რე­ბის გზა..."

ბე­რად აღ­კვე­ცა

"მე აღ­ვიკ­ვე­ცე მა­შინ, რო­დე­საც ბე­რო­ბა ილე­ო­და სა­ქარ­თვე­ლო­ში. მახ­სენ­დე­ბა ის დღე, როცა წმინ­და ილია წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლის სა­ხე­ლი მე­წო­და. სა­ქარ­თვე­ლოს

ეკ­ლე­სი­ის სა­ჭეთმპყრო­ბე­ლი მა­შინ უწ­მინ­დე­სი და უნე­ტა­რე­სი მელ­ქი­სე­დე­კი ბრძან­დე­ბო­და. მან მე­უ­ფე ზი­ნობს და­უ­რე­კა და უთხრა: "დღეს თქვენ­თან სტუ­დენ­ტი მოვა და აღ­კვე­ცეთ ბე­რად". სხვა არა­ფე­რი უთ­ქვამს. ჩემი აღ­კვე­ცა წმინ­და ალექ­სან­დრე ნე­ვე­ლის ეკ­ლე­სი­ა­ში შედ­გა. დიდი მარ­ხვის ბოლო კვი­რა, ვნე­ბის შვი­დე­უ­ლის სამ­შა­ბა­თი იყო. ჩემს აღ­კვე­ცას არ ეს­წრე­ბო­და არც ერთი ქარ­თვე­ლი. აი, ასეთ უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და იმ დროს სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სია. ერთ-ერ­თმა სა­სუ­ლი­ე­რო პირ­მაც იგი­ვე მი­თხრა: თქვენ რომ ჩა­ი­ბა­რეთ სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სია, მას სუ­და­რა ჰქონ­და გა­და­ფა­რე­ბუ­ლიო. გა­რეგ­ნუ­ლად თით­ქოს მარ­თლაც ასე იყო, მაგ­რამ ზე­ცი­უ­რი სა­ქარ­თვე­ლოს შემ­წე­ო­ბა ცხოვ­ლად იგ­რძნო­ბო­და, ყო­ველ­თვის ასე იყო, ასეა დღეს და ასე იქ­ნე­ბა კვლა­ვაც. ზე­ცი­უ­რი სა­ქარ­თვე­ლოს, ჩვე­ნი დიდი წი­ნაპ­რე­ბის, ზე­ცი­უ­რი მხედ­რი­ო­ნის ლოც­ვა-ვედ­რე­ბა ჩვე­ნი ეკ­ლე­სი­ის ძლი­ე­რე­ბის აღ­სად­გე­ნად ღმერ­თმა შე­ის­მი­ნა..."

პატ­რი­არ­ქად მოღ­ვა­წე­ო­ბა

უწ­მი­დე­სის სა­გან­გე­ბო წე­რი­ლი აფხა­ზე­ბი­სად­მი, 1992 წლის აგ­ვის­ტო:

"სა­ქარ­თვე­ლოს სა­მო­ცი­ქუ­ლო ეკ­ლე­სი­ის სა­ხე­ლით, კი­დევ ერთხელ გა­მოვ­თქვამ დიდ გუ­ლის­ტკი­ვილს იმის გამო, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში, კერ­ძოდ - აფხა­ზეთ­ში, კვლავ იღ­ვრე­ბა სის­ხლი გა­რე­შე ძა­ლე­ბის ჩა­რე­ვით. ეს ის ძა­ლე­ბი არი­ან, რო­მელ­ნიც ასაზ­რდო­ე­ბენ ცენ­ტრი­და­ნულ ელე­მენ­ტებს, ისი­ნი კი, უტო­პი­უ­რი იდე­ე­ბით შე­პყრო­ბილ­ნი, მიზ­ნად ისა­ხა­ვენ ჩვე­ნი ქვეყ­ნის და­ყო­ფას; მაგ­რამ ეს ცდე­ბი ამა­ოა. აფხა­ზე­თი ისე­თი­ვე გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია სა­ქარ­თვე­ლო­სი, რო­გორც ქარ­თლი, იმე­რე­თი, სა­მეგ­რე­ლო... სა­უ­კუ­ნე­თა მან­ძილ­ზე ჩვენ და აფხა­ზი ხალ­ხი ვცხოვ­რობ­დით ერ­თად და კვლა­ვაც ვი­ცხოვ­რებთ, ჩვენ გვა­კავ­ში­რებს არა მარ­ტო ერთი მიწა-წყა­ლი, არა­მედ - ნა­თე­სა­უ­რი კავ­ში­რი და ურ­თი­ერ­თპა­ტი­ვის­ცე­მა.

... მა­მაშ­ვი­ლუ­რი სიყ­ვა­რუ­ლით მივ­მარ­თავ ყვე­ლას: ნუ ჩა­ი­დენთ და­ნა­შა­ულს, რომ­ლი­საც მერე შეგრცხვე­ბათ, ვი­ცხოვ­როთ და­ლოც­ვილ სა­ქარ­თვე­ლო­ში ერ­თად, მშვი­დო­ბი­თა და თან­ხმო­ბით... მივ­მარ­თავ მთავ­რო­ბას და ყვე­ლას, ვი­საც კი ეხე­ბა: გა­ა­კე­თეთ ყვე­ლა­ფე­რი, რათა შე­წყდეს სის­ხლისღვრა და მო­ლა­პა­რა­კე­ბის მა­გი­დას­თან, სა­მარ­თლი­ა­ნად გა­და­წყდეს პრობ­ლე­მე­ბი. სიყ­ვა­რულ­მა, სი­მარ­თლემ და კე­თილ­გო­ნი­ე­რე­ბამ უნდა გა­ი­მარ­ჯვოს და მწამს, ასეც იქ­ნე­ბა..."

პატ­რი­არ­ქის მო­გო­ნე­ბებს ჟურ­ნალ­მა "კა­რიბ­ჭემ" ფე­ის­ბუ­ქის გვერ­დზე მო­უ­ყა­რა თავი და მათი გაც­ნო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლებ­საც აძ­ლევს. "კა­რიბ­ჭის" ფე­ის­ბუ­ქის გვერ­დზე პატ­რი­არ­ქის ცხოვ­რე­ბი­დან სა­ინ­ტე­რე­სო დო­კუ­მენ­ტუ­რი მა­სა­ლე­ბი და უნი­კა­ლუ­რი ფო­ტო­არ­ქი­ვიც ქვეყ­ნდე­ბა, რო­მელ­საც ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლებ­ში დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა აქვს.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"ჩემს აღკვეცას არ ესწრებოდა არც ერთი ქართველი" - პატრიარქის სამი მოგონება პირადი არქივიდან

"ჩემს აღკვეცას არ ესწრებოდა არც ერთი ქართველი" - პატრიარქის სამი მოგონება პირადი არქივიდან

ილია მეორის მოგონებები ცხოვრების სამ ეტაპზე: ბავშვობა, ბერად აღკვეცა და პატრიარქობა. გთავაზობთ ამონარიდებს პატრიარქის არქივიდან:

ბავშვობა

"...მამას და ბიძას პურის საცხობი ჰქონდათ. პურს აცხობდნენ და იქ ცხოვრობდნენ. ჩრდილოეთ კავკასიაში გადადიოდნენ და იქიდან ჩამოჰქონდათ ხორბალი, სიმინდი… ერთხელ, ღამით, მამაჩემის ერთი ნაცნობი მოვიდა და გვითხრა: "მოსკოვიდან მათი სია გამოგზავნეს, ვინც უნდა გავაკულაკოთ. თქვენც ამ სიაში ხართო". მშობლებმა დროებით დატოვეს საქართველო და ვლადიკავკაზში გადავიდნენ საცხოვრებლად, იქ სახლი იყიდეს. აი, ასე გადავედით ოსეთში...

მოგვიანებით მამაჩემმა შეიძინა მიწის ორი ნაკვეთი ჩვენს ქუჩაზე, ვლადიკავკაზში და იქ მოაწყო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საფარველის სახელობის სამლოცველო (ეს იყო მეორე მსოფლიო ომის დამთავრებისთანავე ან მის უკანასკნელ წელს). ამ სამლოცველოში კარგი მოძღვრები მსახურობდნენ. მე ისინი ძალიან მიყვარდა; როდესაც ჩვენთან სტუმრად მოდიოდნენ და საკიდზე შესამოსელს ტოვებდნენ, ჩუმად შევიპარებოდი ხოლმე იმ ოთახში და ანაფორას ვიცვამდი. ღვთისმსახურებაზე მუდამ ამბიონთან ძალიან ახლოს ვდგებოდი ხოლმე, რადგან დიაკონი აღსავლის კარში როცა შევიდოდა, მის შესამოსელს შევხებოდი. მაშინ 10-12 წლისა ვიყავი. აი, როგორ ოჯახში ვიზრდებოდი. ამან განაპირობა ჩემი ცხოვრების გზა..."

ბერად აღკვეცა

"მე აღვიკვეცე მაშინ, როდესაც ბერობა ილეოდა საქართველოში. მახსენდება ის დღე, როცა წმინდა ილია წინასწარმეტყველის სახელი მეწოდა. საქართველოს

ეკლესიის საჭეთმპყრობელი მაშინ უწმინდესი და უნეტარესი მელქისედეკი ბრძანდებოდა. მან მეუფე ზინობს დაურეკა და უთხრა: "დღეს თქვენთან სტუდენტი მოვა და აღკვეცეთ ბერად". სხვა არაფერი უთქვამს. ჩემი აღკვეცა წმინდა ალექსანდრე ნეველის ეკლესიაში შედგა. დიდი მარხვის ბოლო კვირა, ვნების შვიდეულის სამშაბათი იყო. ჩემს აღკვეცას არ ესწრებოდა არც ერთი ქართველი. აი, ასეთ უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფებოდა იმ დროს საქართველოს ეკლესია. ერთ-ერთმა სასულიერო პირმაც იგივე მითხრა: თქვენ რომ ჩაიბარეთ საქართველოს ეკლესია, მას სუდარა ჰქონდა გადაფარებულიო. გარეგნულად თითქოს მართლაც ასე იყო, მაგრამ ზეციური საქართველოს შემწეობა ცხოვლად იგრძნობოდა, ყოველთვის ასე იყო, ასეა დღეს და ასე იქნება კვლავაც. ზეციური საქართველოს, ჩვენი დიდი წინაპრების, ზეციური მხედრიონის ლოცვა-ვედრება ჩვენი ეკლესიის ძლიერების აღსადგენად ღმერთმა შეისმინა..."

პატრიარქად მოღვაწეობა

უწმიდესის საგანგებო წერილი აფხაზებისადმი, 1992 წლის აგვისტო:

"საქართველოს სამოციქულო ეკლესიის სახელით, კიდევ ერთხელ გამოვთქვამ დიდ გულისტკივილს იმის გამო, რომ საქართველოში, კერძოდ - აფხაზეთში, კვლავ იღვრება სისხლი გარეშე ძალების ჩარევით. ეს ის ძალები არიან, რომელნიც ასაზრდოებენ ცენტრიდანულ ელემენტებს, ისინი კი, უტოპიური იდეებით შეპყრობილნი, მიზნად ისახავენ ჩვენი ქვეყნის დაყოფას; მაგრამ ეს ცდები ამაოა. აფხაზეთი ისეთივე განუყოფელი ნაწილია საქართველოსი, როგორც ქართლი, იმერეთი, სამეგრელო... საუკუნეთა მანძილზე ჩვენ და აფხაზი ხალხი ვცხოვრობდით ერთად და კვლავაც ვიცხოვრებთ, ჩვენ გვაკავშირებს არა მარტო ერთი მიწა-წყალი, არამედ - ნათესაური კავშირი და ურთიერთპატივისცემა.

... მამაშვილური სიყვარულით მივმართავ ყველას: ნუ ჩაიდენთ დანაშაულს, რომლისაც მერე შეგრცხვებათ, ვიცხოვროთ დალოცვილ საქართველოში ერთად, მშვიდობითა და თანხმობით... მივმართავ მთავრობას და ყველას, ვისაც კი ეხება: გააკეთეთ ყველაფერი, რათა შეწყდეს სისხლისღვრა და მოლაპარაკების მაგიდასთან, სამართლიანად გადაწყდეს პრობლემები. სიყვარულმა, სიმართლემ და კეთილგონიერებამ უნდა გაიმარჯვოს და მწამს, ასეც იქნება..."

პატრიარქის მოგონებებს ჟურნალმა "კარიბჭემ" ფეისბუქის გვერდზე მოუყარა თავი და მათი გაცნობის საშუალებას ინტერნეტმომხმარებლებსაც აძლევს. "კარიბჭის" ფეისბუქის გვერდზე პატრიარქის ცხოვრებიდან საინტერესო დოკუმენტური მასალები და უნიკალური ფოტოარქივიც ქვეყნდება, რომელსაც ინტერნეტმომხმარებლებში დიდი გამოხმაურება აქვს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი