პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ამ ქალმა პირველად ნახა, როგორ ეხუტება მისი აუტისტი შვილი სხვას... - ემოციური ფოტო-ისტორია
ამ ქალმა პირველად ნახა, როგორ ეხუტება მისი აუტისტი შვილი სხვას... - ემოციური ფოტო-ისტორია

სა­ი­ტი Love What Matters, რო­მე­ლიც ემო­ცი­ურ და ინ­სპი­რა­ცი­ულ ცხოვ­რე­ბი­სე­ულ ამ­ბებს აქ­ვეყ­ნებს, ერთი ამე­რი­კუ­ლი ოჯა­ხის ფოტო-ის­ტო­რი­ას გვი­ამ­ბობს.

"ხე­დავთ ამ გუ­ლი­სა­მა­ჩუ­ყე­ბელ მო­მენტს? გუ­შინ ჩემი 5 წლის აუ­ტის­ტი შვი­ლი პირ­ვე­ლად შეხ­ვდა მის დამ­ხმა­რე ძაღლს, სა­ხე­ლად ტორ­ნა­დო. ჩვენ ამე­რი­კე­ლე­ბი ვართ და ია­პო­ნი­ა­ში ვცხოვ­რობთ. ტორ­ნა­დოს­თან შე­სახ­ვედ­რად ორი წელი ვემ­ზა­დე­ბო­დით" - ყვე­ბა ბი­ჭუ­ნას დედა.

ფო­ტო­ზე აღ­ბეჭ­დი­ლია აც­რემ­ლე­ბუ­ლი დედა და ის მო­მენ­ტი, როცა მან და­ი­ნა­ხა თა­ვი­სი შვი­ლი, რო­მელ­საც ვერ ეხუ­ტე­ბა, ვერ აც­მევს, ვერ აჭ­მევს და ვერ ეხე­ბა თა­ვი­სუფ­ლად, რო­გორ ჩა­ე­ხუ­ტა სა­კუ­თა­რი სურ­ვი­ლით, უსი­ტყვოდ თა­ვის დამ­ხმა­რე ძაღლს. ეს არის იმ დე­დის სახე, რო­მელ­საც უამ­რავ­ჯერ უნა­ხავს შვი­ლის წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი მცდე­ლო­ბე­ბი, ემე­გობ­რა ვინ­მეს­თან სა­თა­მა­შო მო­ე­დან­ზე. გა­ე­ჩი­ნა ნე­ბის­მი­ე­რი მე­გო­ბა­რი, ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის კონ­ტაქ­ტი ჰქო­ნო­და ვინ­მეს­თან... მას სა­ა­თე­ბი გა­უ­ტა­რე­ბია ატი­რე­ბულ შვილ­თან, რო­მელ­საც თე­რა­პი­ის კურ­სის ფარ­გლებ­ში, უამ­რა­ვი მცდე­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, სხვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა არ გა­მოს­დი­ო­და... ახლა ის ზის თა­ვი­სი შვი­ლის უკან და უსი­ტყვოდ უყუ­რებს ამ შე­სა­ნიშ­ნავ მო­მენტს... უსი­ტყვოდ, სუნ­თქვა­შეკ­რუ­ლი, ასეთ დროს ხომ სი­ტყვე­ბი ზედ­მე­ტია...

"ამ მო­მენ­ტად ღირს ყვე­ლა­ფე­რი რაც აქამ­დე გა­და­მი­ტა­ნია, ყვე­ლა ბრძო­ლა ჩემი შვი­ლის გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის­თვის, ყვე­ლა ახა­ლი დი­აგ­ნო­ზი, ყვე­ლა სას­კო­ლო შეხ­ვედ­რა, ყვე­ლა და­ხარ­ჯუ­ლი დო­ლა­რი, ყვე­ლა შევ­სე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცია, ყვე­ლა ცრემ­ლი, ყვე­ლა ნა­ბი­ჯი წინ, ყვე­ლა ნა­ბი­ჯი უკან და ყვე­ლა კი­თხვა უც­ნობ მო­მა­ვალ­ზე. იმი­ტომ რომ ახლა, ტორ­ნა­დოს გამო ვიცი, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა. მე, რო­გორც დე­დას უამ­რა­ვი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა და მტკივ­ნე­უ­ლი მო­მენ­ტი მი­ნა­ხავს ჩემი შვი­ლის ცხოვ­რე­ბა­ში და მას­თან ერ­თად მი­ტი­რია ამ ტკი­ვი­ლის გამო. გუ­შინ სხვა მი­ზე­ზის გამო ვტი­რო­დი და ეს არის გრძნო­ბა, რომ­ლის აღ­წე­რაც შე­უძ­ლე­ბე­ლია..."

აუ­ტის­ტი ბავ­შვე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა ძნე­ლად აკონ­ტრო­ლებს ემო­ცი­ებს, ისი­ნი ძნე­ლად ამ­ყა­რე­ბენ ურ­თი­ერ­თო­ბებს, შე­იძ­ლე­ბა შე­შინ­დნენ უბ­რა­ლო რა­მით და ვერ და­ი­ნა­ხონ რე­ა­ლუ­რი საფრ­თხე. ქუ­ჩა­ში ყოფ­ნის დროს, ბავ­შვი შე­იძ­ლე­ბა გა­იქ­ცეს გა­ურ­კვე­ვე­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით, გა­და­ვი­დეს გზის მოძ­რავ ნა­წილ­ზე და არ მი­აქ­ცი­ოს მშობ­ლე­ბის ძა­ხილს ყუ­რა­დღე­ბა. ცნო­ბი­ლია შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც მსგავს სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში ბავ­შვის სი­ცო­ცხლე გა­და­არ­ჩი­ნა დამ­ხმა­რე ძაღ­ლმა. კა­ნის­თე­რა­პია არის სპე­ცი­ა­ლუ­რად გაწ­ვრთნი­ლი ძაღ­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა ადა­მი­ა­ნე­ბის სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბე­ბის სამ­კურ­ნა­ლოდ და და­სახ­მა­რებ­ლად. მისი ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ეფექ­ტუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბა სწო­რედ ბავ­შვთა აუ­ტიზ­მის მკურ­ნა­ლო­ბა­ში ცხო­ვე­ლე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბაა.

ამ ქალმა პირველად ნახა, როგორ ეხუტება მისი აუტისტი შვილი სხვას... - ემოციური ფოტო-ისტორია

ამ ქალმა პირველად ნახა, როგორ ეხუტება მისი აუტისტი შვილი სხვას... - ემოციური ფოტო-ისტორია

საიტი Love What Matters, რომელიც ემოციურ და ინსპირაციულ ცხოვრებისეულ ამბებს აქვეყნებს, ერთი ამერიკული ოჯახის ფოტო-ისტორიას გვიამბობს.

"ხედავთ ამ გულისამაჩუყებელ მომენტს? გუშინ ჩემი 5 წლის აუტისტი შვილი პირველად შეხვდა მის დამხმარე ძაღლს, სახელად ტორნადო. ჩვენ ამერიკელები ვართ და იაპონიაში ვცხოვრობთ. ტორნადოსთან შესახვედრად ორი წელი ვემზადებოდით" - ყვება ბიჭუნას დედა.

ფოტოზე აღბეჭდილია აცრემლებული დედა და ის მომენტი, როცა მან დაინახა თავისი შვილი, რომელსაც ვერ ეხუტება, ვერ აცმევს, ვერ აჭმევს და ვერ ეხება თავისუფლად, როგორ ჩაეხუტა საკუთარი სურვილით, უსიტყვოდ თავის დამხმარე ძაღლს. ეს არის იმ დედის სახე, რომელსაც უამრავჯერ უნახავს შვილის წარუმატებელი მცდელობები, ემეგობრა ვინმესთან სათამაშო მოედანზე. გაეჩინა ნებისმიერი მეგობარი, ნებისმიერი სახის კონტაქტი ჰქონოდა ვინმესთან... მას საათები გაუტარებია ატირებულ შვილთან, რომელსაც თერაპიის კურსის ფარგლებში, უამრავი მცდელობის მიუხედავად, სხვებთან ურთიერთობა არ გამოსდიოდა... ახლა ის ზის თავისი შვილის უკან და უსიტყვოდ უყურებს ამ შესანიშნავ მომენტს... უსიტყვოდ, სუნთქვაშეკრული, ასეთ დროს ხომ სიტყვები ზედმეტია...

"ამ მომენტად ღირს ყველაფერი რაც აქამდე გადამიტანია, ყველა ბრძოლა ჩემი შვილის გამოჯანმრთელებისთვის, ყველა ახალი დიაგნოზი, ყველა სასკოლო შეხვედრა, ყველა დახარჯული დოლარი, ყველა შევსებული დოკუმენტაცია, ყველა ცრემლი, ყველა ნაბიჯი წინ, ყველა ნაბიჯი უკან და ყველა კითხვა უცნობ მომავალზე. იმიტომ რომ ახლა, ტორნადოს გამო ვიცი, ყველაფერი კარგად იქნება. მე, როგორც დედას უამრავი წინააღმდეგობა და მტკივნეული მომენტი მინახავს ჩემი შვილის ცხოვრებაში და მასთან ერთად მიტირია ამ ტკივილის გამო. გუშინ სხვა მიზეზის გამო ვტიროდი და ეს არის გრძნობა, რომლის აღწერაც შეუძლებელია..."

აუტისტი ბავშვების უმრავლესობა ძნელად აკონტროლებს ემოციებს, ისინი ძნელად ამყარებენ ურთიერთობებს, შეიძლება შეშინდნენ უბრალო რამით და ვერ დაინახონ რეალური საფრთხე. ქუჩაში ყოფნის დროს, ბავშვი შეიძლება გაიქცეს გაურკვეველი მიმართულებით, გადავიდეს გზის მოძრავ ნაწილზე და არ მიაქციოს მშობლების ძახილს ყურადღება. ცნობილია შემთხვევები, როდესაც მსგავს სიტუაციებში ბავშვის სიცოცხლე გადაარჩინა დამხმარე ძაღლმა. კანისთერაპია არის სპეციალურად გაწვრთნილი ძაღლების გამოყენება ადამიანების სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ და დასახმარებლად. მისი ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მიმართულება სწორედ ბავშვთა აუტიზმის მკურნალობაში ცხოველების ჩართულობაა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი