სპორტი
პოლიტიკა
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რამდენს ითხოვს ცესკო არჩევნების მეორე ტურის ჩასატარებლად ფინანსთა სამინისტროსგან
 რამდენს ითხოვს ცესკო არჩევნების მეორე ტურის ჩასატარებლად ფინანსთა სამინისტროსგან

ცეს­კოს წევ­რებ­მა დღეს გა­მარ­თულ სხდო­მა­ზე 8 ოქ­ტომ­ბრის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი­სა და ზო­გი­ერ­თი მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გებ­ლის, მე­რის რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტუ­რის­თვის სა­ხელ­მწი­ფოს მიერ გა­მო­ყო­ფი­ლი თან­ხის გა­ნა­წი­ლე­ბი­სა და გა­მო­ყე­ნე­ბის წე­სის გან­სა­ზღვრის შე­სა­ხებ იმ­სჯე­ლეს.

არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტუ­რი­სა და გან­მე­ო­რე­ბი­თი კენ­ჭისყ­რე­ბის­თვის ცეს­კოს და­ახ­ლო­ე­ბით 6 მი­ლი­ონ 54 000 ლარი ესა­ჭი­რო­ე­ბა, თუმ­ცა არ­სე­ბუ­ლი რე­ზერ­ვე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს­თვის და­მა­ტე­ბით მო­თხოვ­ნი­ლი თან­ხა 4 მი­ლი­ონ 700 000 ლარს შე­ად­გენს.

"ცენ­ტრა­ლურ­მა სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ამ სხდო­მა­ზე მი­ი­ღო სა­მარ­თლებ­რი­ვი აქტი, რომ­ლის მი­ხედ­ვით, გა­ნი­სა­ზღვრა მე­ო­რე ტუ­რე­ბის­თვის, ასე­ვე გან­მე­ო­რე­ბი­თი კენ­ჭისყ­რის­თვის სა­ჭი­რო ფუ­ლა­დი სახ­სრე­ბის ოდე­ნო­ბა. სა­უ­ბა­რია და­ახ­ლო­ე­ბით 6 მი­ლი­ონ ლარ­ზე", - გა­ნა­ცხა­და ცეს­კოს სპი­კერ­მა ანა მი­ქე­ლა­ძემ.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით გან­მარ­ტე­ბა გა­ა­კე­თა ცეს­კოს სა­ფი­ნან­სო დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­როს­მა ოთარ ბუს­კი­ვა­ძე­მაც.

მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის და­ზუს­ტე­ბუ­ლი ბი­უ­ჯე­ტი 38 მი­ლი­ონ ლარს შე­ად­გენს. სა­ფი­ნან­სო დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის გან­მარ­ტე­ბით, ჯერ ნა­ად­რე­ვია სა­უ­ბა­რი, თუ რა რა­ო­დე­ნო­ბის არის პირ­ვე­ლი ტუ­რის ხარ­ჯი, ვი­ნა­ი­დან კონ­ტრა­გენ­ტებ­თან ან­გა­რიშს­წო­რე­ბა დას­რუ­ლე­ბუ­ლი არ არის.

"რაც შე­ე­ხე­ბა არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტურს, ცეს­კოს დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე დამ­ტკიც­და სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის არ­ჩევ­ნე­ბის, ასე­ვე მე­რის, გამ­გებ­ლის არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტუ­რის ბი­უ­ჯე­ტი - ხარჯთაღ­რი­ცხვის ჯა­მუ­რი ოდე­ნო­ბა მე­ო­რე ტუ­რის­თვის 6 მი­ლი­ონ ლარს შე­ად­გენს. ცეს­კოს სხვა­დას­ხვა სა­ბი­უ­ჯე­ტო პროგ­რა­მულ კო­დებ­ზე არ­სა­ბუ­ლი ეკო­ნო­მი­ე­ბი ჯა­მუ­რად და­ახ­ლო­ე­ბით 1 300000 ლა­რია, ხოლო სხვა­ო­ბა 4 მი­ლი­ონ 700 000 ლარი მო­თხოვ­ნი­ლი იქ­ნე­ბა ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს­თვის", - გან­მარ­ტა ოთარ ბუს­კი­ვა­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

რამდენს ითხოვს ცესკო არჩევნების მეორე ტურის ჩასატარებლად ფინანსთა სამინისტროსგან

 რამდენს ითხოვს ცესკო არჩევნების მეორე ტურის ჩასატარებლად ფინანსთა სამინისტროსგან

ცესკოს წევრებმა დღეს გამართულ სხდომაზე 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისა და ზოგიერთი მუნიციპალიტეტის გამგებლის, მერის რიგგარეშე არჩევნების მეორე ტურისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესის განსაზღვრის შესახებ იმსჯელეს.

არჩევნების მეორე ტურისა და განმეორებითი კენჭისყრებისთვის ცესკოს დაახლოებით 6 მილიონ 54 000 ლარი ესაჭიროება, თუმცა არსებული რეზერვების გათვალისწინებით, ფინანსთა სამინისტროსთვის დამატებით მოთხოვნილი თანხა 4 მილიონ 700 000 ლარს შეადგენს.

"ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სხდომაზე მიიღო სამართლებრივი აქტი, რომლის მიხედვით, განისაზღვრა მეორე ტურებისთვის, ასევე განმეორებითი კენჭისყრისთვის საჭირო ფულადი სახსრების ოდენობა. საუბარია დაახლოებით 6 მილიონ ლარზე", - განაცხადა ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ.

მოგვიანებით საკითხთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა ცესკოს საფინანსო დეპარტამენტის უფროსმა ოთარ ბუსკივაძემაც.

მისი ინფორმაციით, საპარლამენტო არჩევნების დაზუსტებული ბიუჯეტი 38 მილიონ ლარს შეადგენს. საფინანსო დეპარტამენტის უფროსის განმარტებით, ჯერ ნაადრევია საუბარი, თუ რა რაოდენობის არის პირველი ტურის ხარჯი, ვინაიდან კონტრაგენტებთან ანგარიშსწორება დასრულებული არ არის.

"რაც შეეხება არჩევნების მეორე ტურს, ცესკოს დღევანდელ სხდომაზე დამტკიცდა საქართველოს პარლამენტის არჩევნების, ასევე მერის, გამგებლის არჩევნების მეორე ტურის ბიუჯეტი - ხარჯთაღრიცხვის ჯამური ოდენობა მეორე ტურისთვის 6 მილიონ ლარს შეადგენს. ცესკოს სხვადასხვა საბიუჯეტო პროგრამულ კოდებზე არსაბული ეკონომიები ჯამურად დაახლოებით 1 300000 ლარია, ხოლო სხვაობა 4 მილიონ 700 000 ლარი მოთხოვნილი იქნება ფინანსთა სამინისტროსთვის", - განმარტა ოთარ ბუსკივაძემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."