მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

17

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 23:58-ზე, მთვარე ვერძშია – რეკომენდებულია: მონანიება, მიტევება, მარხვა. სახლის განწმენდა და დალოცვა. კარგია ყველაფერი ზედმეტის მოშორება. არ არის რეკომენდებული: მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. გაუფრთხილდით ხერხემალს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს. ამ დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტრანსგენდერ ქალზე მომხდარი თავდასხმის ახალი დეტალები - პროკურორის კომენტარი
 ტრანსგენდერ ქალზე მომხდარი თავდასხმის ახალი დეტალები - პროკურორის კომენტარი

ტრანსგენ­დერ ქალ­ზე რამ­დე­ნი­მე დღის წინ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ძა­ლა­დო­ბის შე­სა­ხებ ახა­ლი დე­ტა­ლე­ბი ხდე­ბა ცნო­ბი­ლი. და­ზა­რა­ლე­ბულ ტრანსგენ­დერ­ზე, სა­ხე­ლად ზიზი, მომ­ხდა­რი თავ­დას­ხმის დე­ტა­ლებ­ზე სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცეს­ზე პრო­კუ­რორ­მა ანა სი­გუ­ამ ისა­უბ­რა.

პრო­კუ­რო­რის გან­მარ­ტე­ბით, ბრალ­დე­ბულ­მა გი­ორ­გი მურ­ჯიკ­ნელ­მა და და­ზა­რა­ლე­ბულ­მა ზუ­რაბ შე­ყი­ლა­ძემ ერ­თმა­ნე­თი სა­პა­ტიმ­რო­ში გა­იც­ნეს და ამ უკა­ნას­კნელ­ზე თავ­დას­ხმა შე­ლა­პა­რა­კე­ბის შემ­დეგ მოხ­და:

"ბრალ­დე­ბუ­ლი გი­ორ­გი მურ­ჯიკ­ნე­ლი და­ზა­რა­ლე­ბულ ზუ­რაბ შე­ყი­ლა­ძეს­თან, რო­მელ­საც იც­ნობ­და პე­ნი­ტენ­ცი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბი­დან, ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მი­ვი­და. მის­ვლის მი­ზა­ნი იყო ზუ­რაბ შე­ყი­ლა­ძის ერთ-ერთ მე­გო­ბარ გო­გოს­თან არ­სე­ბუ­ლი უთან­ხმო­ე­ბის გარ­კვე­ვა, რო­მე­ლიც ორ­სუ­ლა­დაა ბრალ­დე­ბუ­ლის­გან. მურ­ჯიკ­ნელ­მა შე­ყი­ლა­ძეს­თან ერ­თა­დაც მი­ი­ღო ალ­კოჰო­ლი. სა­უ­ბარ­ში შე­ყი­ლა­ძემ მურ­ჯიკ­ნელს უთხრა, რომ თავი და­ე­ნე­ბე­ბი­ნა ამ გო­გოს­თვის, რომ მას ემუ­შა­ვა სექსმუ­შა­კად, რა­საც მურ­ჯიკ­ნე­ლის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა მოჰ­ყვა. შე­ყი­ლა­ძემ მურ­ჯიკ­ნელს შე­უ­რა­ცხო­ფა მი­ა­ყე­ნა, რა­საც სა­პა­სუ­ხო აგ­რე­სია მოჰ­ყვა ბრალ­დე­ბუ­ლის­გან. კერ­ძოდ, მურ­ჯიკ­ნელ­მა ბე­ტო­ნის ფილა ჩა­არ­ტყა ჯერ თავ­ში და შემ­დეგ და­ნით რამ­დე­ნი­მე ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა ყე­ლის არე­ში. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ჯერ კი­დევ სუნ­თქავ­და, გან­ზრახ­ვის სის­რუ­ლე­ში მოყ­ვა­ნის მიზ­ნით, ბრალ­დე­ბულ­მა დაჭ­რილს ბე­ტო­ნის ფილა ჩა­არ­ტყა თავ­ში და მი­ი­მა­ლა", - გა­ნა­ცხა­და პრო­ცეს­ზე პრო­კუ­რორ­მა.

წა­ი­კი­თხეთ: შსს ტრანსგენ­დე­რი ქა­ლის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის­თვის ბრალ­დე­ბუ­ლის და­ა­კა­ვე­ბა­ზე გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები

ტრანსგენდერ ქალზე მომხდარი თავდასხმის ახალი დეტალები - პროკურორის კომენტარი

 ტრანსგენდერ ქალზე მომხდარი თავდასხმის ახალი დეტალები - პროკურორის კომენტარი

ტრანსგენდერ ქალზე რამდენიმე დღის წინ განხორციელებული ძალადობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. დაზარალებულ ტრანსგენდერზე, სახელად ზიზი, მომხდარი თავდასხმის დეტალებზე საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე პროკურორმა ანა სიგუამ ისაუბრა.

პროკურორის განმარტებით, ბრალდებულმა გიორგი მურჯიკნელმა და დაზარალებულმა ზურაბ შეყილაძემ ერთმანეთი საპატიმროში გაიცნეს და ამ უკანასკნელზე თავდასხმა შელაპარაკების შემდეგ მოხდა:

"ბრალდებული გიორგი მურჯიკნელი დაზარალებულ ზურაბ შეყილაძესთან, რომელსაც იცნობდა პენიტენციური დაწესებულებიდან, ნასვამ მდგომარეობაში მივიდა. მისვლის მიზანი იყო ზურაბ შეყილაძის ერთ-ერთ მეგობარ გოგოსთან არსებული უთანხმოების გარკვევა, რომელიც ორსულადაა ბრალდებულისგან. მურჯიკნელმა შეყილაძესთან ერთადაც მიიღო ალკოჰოლი. საუბარში შეყილაძემ მურჯიკნელს უთხრა, რომ თავი დაენებებინა ამ გოგოსთვის, რომ მას ემუშავა სექსმუშაკად, რასაც მურჯიკნელის გაღიზიანება მოჰყვა. შეყილაძემ მურჯიკნელს შეურაცხოფა მიაყენა, რასაც საპასუხო აგრესია მოჰყვა ბრალდებულისგან. კერძოდ, მურჯიკნელმა ბეტონის ფილა ჩაარტყა ჯერ თავში და შემდეგ დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა ყელის არეში. მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებული ჯერ კიდევ სუნთქავდა, განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, ბრალდებულმა დაჭრილს ბეტონის ფილა ჩაარტყა თავში და მიიმალა", - განაცხადა პროცესზე პროკურორმა.

წაიკითხეთ: შსს ტრანსგენდერი ქალის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულის დააკავებაზე განცხადებას ავრცელებს

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ