Faceამბები
სამართალი
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
საზოგადოება
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამდენი სავალუტო ჯიხური საჭირო არ არის!" - როგორ გაკონტროლდება გარე სავალუტო ბაზარი ეროვნული ბანკის ახალი რეგულაციებით
"ამდენი სავალუტო ჯიხური საჭირო არ არის!" - როგორ გაკონტროლდება გარე სავალუტო ბაზარი ეროვნული ბანკის ახალი რეგულაციებით

ბოლო პე­რი­ოდ­ში სა­ვა­ლუ­ტო პუნ­ქტე­ბის მხრი­დან გახ­შირ­და გაც­ვლი­თი კურ­სით მა­ნი­პუ­ლი­რე­ბა და მო­ქა­ლა­ქე­თა შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნის ფაქ­ტე­ბი, კურ­სი, რო­მე­ლიც ბა­ზარ­ზე არ­სე­ბულ კურსს ძა­ლი­ან ჰგავს და სი­ნამ­დვი­ლე­ში ბევ­რად და­ბა­ლია. პრობ­ლე­მაა გა­დაც­ვლის ოპე­რა­ცი­ის დროს სა­კო­მი­სი­ოს და­წე­სე­ბაც. რო­გორც გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი" წერს, მომ­ხმა­რებ­ლე­ბი სა­ვა­ლუ­ტო ჯი­ხუ­რე­ბის კონ­ტროლს ითხო­ვენ, რა­საც ექ­სპერ­ტე­ბიც ეთან­ხმე­ბი­ან. შექ­მნი­ლი პრობ­ლე­მე­ბის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის მიზ­ნით, სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ­მა ბან­კმა შე­ი­მუ­შა­ვა რე­გუ­ლა­ცია, რომ­ლის სა­ფუძ­ველ­ზეც გარე სა­ვა­ლუ­ტო ბაზ­რის გა­კონ­ტრო­ლე­ბა მოხ­დე­ბა.

სებ-ის ცვლი­ლე­ბის მი­ხედ­ვით, ვა­ლუ­ტის გა­დამ­ცვლე­ლი პუნ­ქტი ვალ­დე­ბუ­ლია, მომ­ხმა­რე­ბელს მი­ა­წო­დოს სრუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია ვა­ლუ­ტის გაც­ვლის კურ­სის, მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­კო­მი­სი­ო­სა და სა­ყუ­რა­დღე­ბო კურ­სის (ასე­თის არ­სე­ბო­ბის შემ­თხვე­ვა­ში) შე­სა­ხებ. სა­ყუ­რა­დღე­ბო კურ­სი ვა­ლუ­ტის გა­დამ­ცვლე­ლი პუნ­ქტის მიერ გან­სა­ზღვრუ­ლი კურ­სია, რა დრო­საც ვა­ლუ­ტის ყიდ­ვა­სა და გა­ყიდ­ვას შო­რის სხვა­ო­ბა 3%-ს აღე­მა­ტე­ბა. სა­ვა­ლუ­ტო პუნ­ქტმა აგ­რეთ­ვე უნდა უზ­რუნ­ველ­ყოს მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­კო­მი­სი­ო­სა და სა­ყუ­რა­დღე­ბო კურ­სის შე­სა­ხებ კლი­ენ­ტი­სათ­ვის თვალ­სა­ჩი­ნო ად­გი­ლას (სა­ლა­როს­თან და ვა­ლუ­ტის ყიდ­ვა-გა­ყიდ­ვის და­ფა­ზე) გან­თავ­სე­ბა. ასე­ვე პუნ­ქტე­ბი ვალ­დე­ბულ­ნი არი­ან, მომ­ხმა­რე­ბე­ლი უზ­რუნ­ველ­ყოს ქვით­რით.

ასე რომ, ეროვ­ნუ­ლი ბან­კის მიერ მი­ღე­ბუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ით დღე­ი­დან სა­ვა­ლუ­ტო პუნ­ქტე­ბი დაკ­ვირ­ვე­ბის ქვეშ იქ­ნე­ბი­ან. სა­ბან­კო ექ­სპერტ ლია ელი­ა­ვას თქმით, მსგავ­სი რე­გუ­ლა­ცი­ის გა­ტა­რე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რად­გან ის იცავს მომ­ხმა­რებ­ლის უფ­ლე­ბებს.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ვა­ლუ­ტის გა­დამ­ცვლე­ლი პუნ­ქტე­ბი სრუ­ლი­ად თა­ვი­სუ­ფალ­ნი იყ­ვნენ და მათი საქ­მი­ა­ნო­ბა დღემ­დე არ რე­გუ­ლირ­დე­ბო­და. ამი­ე­რი­დან კი სებ-მა და­ი­წყო კონ­ტრო­ლი, რაც მომ­ხმა­რებ­ლის­თვის სა­სარ­გებ­ლო უნდა იყოს. თუმ­ცა, აქამ­დე იმ­დე­ნად ბევ­რი პრობ­ლე­მა დაგ­როვ­და, მის გა­მოს­წო­რე­ბას საკ­მაო დრო დას­ჭირ­დე­ბა. მა­გა­ლი­თად, ტუ­რის­ტულ უბ­ნებ­ში გა­ნუ­კი­თხა­ო­ბაა. იქ არ­სე­ბუ­ლი გაც­ვლი­თი კურ­სი ბა­ზარ­ზე არ­სე­ბულ რე­ა­ლურ კურსს მეტ-ნაკ­ლე­ბად ჰგავს, თუმ­ცა გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლე­ბია და მომ­ხმა­რე­ბე­ლიც შეც­დო­მა­ში შეჰ­ყავთ (მა­გა­ლი­თად, თუ ქა­ლა­ქის ცენ­ტრში დო­ლა­რი 2,3650 ლა­რად იყი­დე­ბა, იქ სა­ვა­ლუ­ტო და­ფა­ზე მი­თი­თე­ბუ­ლია 2,0365).

"მსგავ­სი ჯი­ხუ­რე­ბი ქა­ლაქ­ში თით­ქმის ყველ­გა­ნაა, მაგ­რამ გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბი­თაა ტუ­რის­ტულ უბ­ნებ­ში. არ ვიცი ეს ვის აწყობს, გარ­და სა­ვა­ლუ­ტო ჯი­ხუ­რე­ბის მე­პატ­რო­ნე­ე­ბი­სა, მაგ­რამ აშ­კა­რად არის სპე­კუ­ლა­ცი­უ­რი ელე­მენ­ტე­ბი, რის გა­მოც არა მარ­ტო ტუ­რის­ტე­ბი, არა­მედ ად­გი­ლობ­რი­ვე­ბიც ზა­რალ­დე­ბი­ან", - აღ­ნიშ­ნა "რე­ზო­ნანსთან" სა­უბ­რი­სას ელი­ა­ვამ და და­ა­მა­ტა, რომ, რო­გორც წესი, კო­მერ­ცი­უ­ლი ბან­კე­ბის მიერ დად­გე­ნი­ლი კურ­სიც არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა რე­ა­ლურს.

გაგ­რძე­ლე­ბა

"ამდენი სავალუტო ჯიხური საჭირო არ არის!" - როგორ გაკონტროლდება გარე სავალუტო ბაზარი ეროვნული ბანკის ახალი რეგულაციებით

"ამდენი სავალუტო ჯიხური საჭირო არ არის!" - როგორ გაკონტროლდება გარე სავალუტო ბაზარი ეროვნული ბანკის ახალი რეგულაციებით

ბოლო პერიოდში სავალუტო პუნქტების მხრიდან გახშირდა გაცვლითი კურსით მანიპულირება და მოქალაქეთა შეცდომაში შეყვანის ფაქტები, კურსი, რომელიც ბაზარზე არსებულ კურსს ძალიან ჰგავს და სინამდვილეში ბევრად დაბალია. პრობლემაა გადაცვლის ოპერაციის დროს საკომისიოს დაწესებაც. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, მომხმარებლები სავალუტო ჯიხურების კონტროლს ითხოვენ, რასაც ექსპერტებიც ეთანხმებიან. შექმნილი პრობლემების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა შეიმუშავა რეგულაცია, რომლის საფუძველზეც გარე სავალუტო ბაზრის გაკონტროლება მოხდება.

სებ-ის ცვლილების მიხედვით, ვალუტის გადამცვლელი პუნქტი ვალდებულია, მომხმარებელს მიაწოდოს სრული ინფორმაცია ვალუტის გაცვლის კურსის, მომსახურების საკომისიოსა და საყურადღებო კურსის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესახებ. საყურადღებო კურსი ვალუტის გადამცვლელი პუნქტის მიერ განსაზღვრული კურსია, რა დროსაც ვალუტის ყიდვასა და გაყიდვას შორის სხვაობა 3%-ს აღემატება. სავალუტო პუნქტმა აგრეთვე უნდა უზრუნველყოს მომსახურების საკომისიოსა და საყურადღებო კურსის შესახებ კლიენტისათვის თვალსაჩინო ადგილას (სალაროსთან და ვალუტის ყიდვა-გაყიდვის დაფაზე) განთავსება. ასევე პუნქტები ვალდებულნი არიან, მომხმარებელი უზრუნველყოს ქვითრით.

ასე რომ, ეროვნული ბანკის მიერ მიღებული რეგულაციით დღეიდან სავალუტო პუნქტები დაკვირვების ქვეშ იქნებიან. საბანკო ექსპერტ ლია ელიავას თქმით, მსგავსი რეგულაციის გატარება აუცილებელია, რადგან ის იცავს მომხმარებლის უფლებებს.

საქართველოში ვალუტის გადამცვლელი პუნქტები სრულიად თავისუფალნი იყვნენ და მათი საქმიანობა დღემდე არ რეგულირდებოდა. ამიერიდან კი სებ-მა დაიწყო კონტროლი, რაც მომხმარებლისთვის სასარგებლო უნდა იყოს. თუმცა, აქამდე იმდენად ბევრი პრობლემა დაგროვდა, მის გამოსწორებას საკმაო დრო დასჭირდება. მაგალითად, ტურისტულ უბნებში განუკითხაობაა. იქ არსებული გაცვლითი კურსი ბაზარზე არსებულ რეალურ კურსს მეტ-ნაკლებად ჰგავს, თუმცა გაცილებით ნაკლებია და მომხმარებელიც შეცდომაში შეჰყავთ (მაგალითად, თუ ქალაქის ცენტრში დოლარი 2,3650 ლარად იყიდება, იქ სავალუტო დაფაზე მითითებულია 2,0365).

"მსგავსი ჯიხურები ქალაქში თითქმის ყველგანაა, მაგრამ განსაკუთრებით დიდი ოდენობითაა ტურისტულ უბნებში. არ ვიცი ეს ვის აწყობს, გარდა სავალუტო ჯიხურების მეპატრონეებისა, მაგრამ აშკარად არის სპეკულაციური ელემენტები, რის გამოც არა მარტო ტურისტები, არამედ ადგილობრივებიც ზარალდებიან", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას ელიავამ და დაამატა, რომ, როგორც წესი, კომერციული ბანკების მიერ დადგენილი კურსიც არ შეესაბამება რეალურს.

გაგრძელება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"