მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამ ძალაუფლებას რეალურად ვერაფერი შეაკავებს" - სალომე ასათიანი "ოცნების" საკონსტიტუციო უმრავლესობაზე
"ამ ძალაუფლებას რეალურად ვერაფერი შეაკავებს" - სალომე ასათიანი "ოცნების" საკონსტიტუციო უმრავლესობაზე

ჟურ­ნა­ლის­ტი სა­ლო­მე ასა­თი­ა­ნი "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მიერ სა­კონ­სტი­ტუ­ციო უმ­რავ­ლე­სო­ბის მო­პო­ვე­ბის თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით პოსტს აქ­ვეყ­ნებს. ჟურ­ნა­ლის­ტი ამომ­რჩე­ველს გა­აზ­რე­ბუ­ლი არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბის­კენ მო­უ­წო­დებს და უახ­ლო­ე­სი ის­ტო­რი­ი­დან რამ­დე­ნი­მე ფაქტს იხ­სე­ნებს:

"მე მეს­მის იმ ხალ­ხის, ვინც ხე­დავს საფრ­თხეს ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის მიერ სა­კონ­სტი­ტუ­ციო უმ­რავ­ლე­სო­ბის მო­პო­ვე­ბის პერ­სპექ­ტი­ვა­ში, მაგ­რამ მა­ინც თავს იკა­ვებს მე­ო­რე ტურ­ში ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის მხარ­და­ჭე­რის­გან და გაძ­ლი­ე­რე­ბის­გან. კარ­გად მეს­მის და არ მი­მაჩ­ნია, რომ მათ რა­ღაც ირა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ში­შე­ბი ან ზი­ზღი ამოძ­რა­ვებს. ამომ­რჩევ­ლის ბრა­ლი არ არის ის, რომ ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ნაც­მოს­გან პრაქ­ტი­კუ­ლად ვერც ერთ კი­თხვა­ზე ვერ მო­ის­მი­ნა მკა­ფიო პა­სუ­ხი. პირ­ველ რიგ­ში კი კი­თხვებ­ზე, ვინ არის - ან ვინ რჩე­ბა - პარ­ტი­ის წარმ­მარ­თველ ძა­ლად და ლი­დე­რად; მა­ინც რა თვი­სებ­რი­ვი გან­სხვა­ვე­ბაა "ძველ", ძა­ლა­დობ­რივ და ძა­ლის­მი­ერ და "ახალ" ნაც­მოძ­რა­ო­ბას შო­რის; რო­მე­ლი იდე­ო­ლო­გი­უ­რი კონ­ფი­გუ­რა­ცი­ე­ბია უარ­ყო­ფი­ლი ან გა­და­ფა­სე­ბუ­ლი, ასე შემ­დეგ და ასე შემ­დეგ. ისიც მეს­მის, რომ ბოლო ოთხი წლის გა­მოც­დი­ლე­ბის შემ­ხედ­ვა­რე ბევ­რს შე­საძ­ლოა ნაც­მოძ­რა­ო­ბა არც ახალ პარ­ლა­მენ­ტში ესა­ხე­ბო­დეს ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის და­მა­ბა­ლან­სე­ბელ ძა­ლად, მი­თუ­მე­ტეს ვერ ხე­დავ­დეს "კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი ოპო­ნი­რე­ბის რე­ჟი­მად" წო­დე­ბუ­ლი დი­ნა­მი­კის ვე­რა­ნა­ირ პერ­სპექ­ტი­ვას. ან უბ­რა­ლოდ მის რა­ი­ონ­ში მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კონ­კრე­ტუ­ლი კან­დი­და­ტი იყოს პრინ­ცი­პუ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლი ფი­გუ­რა, მისი წარ­სუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩემ­თვის გა­სა­გე­ბია, ლე­გი­ტი­მუ­რია და მთრგუ­ნავს და მა­ღი­ზი­ა­ნებს ამ პო­ზი­ცი­ა­ზე მყო­ფი ხალ­ხის ჯგუ­ფუ­რად "ქო­ცის­ტა­ნად" და მსგავ­სე­ბად მოხ­სე­ნი­ე­ბა.

აი რაც არ მეს­მის არის ოპ­ტი­მის­ტუ­რი შე­ძა­ხი­ლე­ბი - რომ ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის ხელ­ში სა­კონ­სტი­ტუ­ციო უმ­რავ­ლე­სო­ბა შე­საძ­ლოა ძა­ლი­ა­ნაც კარ­გი რამ იყოს, რად­გან ასეთ პი­რო­ბებ­ში ეს ძალა თურ­მე "პროგ­რე­სულ რე­ფორ­მებს" მი­იყ­ვანს ბო­ლომ­დე. რა პროგ­რეს­ზეა ლა­პა­რა­კი, როცა მივ­დი­ვართ სის­ტე­მის­კენ, რო­მელ­შიც ძა­ლა­უფ­ლე­ბის ცენ­ტრი იქ­ნე­ბა ერთი ამორ­ფუ­ლი, ეკ­ლექ­ტუ­რი, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი პარ­ტი­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის არმ­ქო­ნე, ფაქ­ტობ­რი­ვად სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რებ­თან შეზ­რდი­ლი და თა­ვად გა­უმჭვირ­ვა­ლედ მარ­თუ­ლი პარ­ტია, რომ­ლის გა­მოც­დი­ლი წევ­რე­ბიც ამ მმარ­თველს "ილია ჭავ­ჭა­ვა­ძეს" ადა­რე­ბენ - და ამ ძა­ლა­უფ­ლე­ბას რე­ა­ლუ­რად ვე­რა­ფე­რი შე­ა­კა­ვებს.

მიკ­ვირს, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ასე მარ­ტი­ვად ვი­ვი­წყებ­დეთ უახ­ლეს წარ­სულს - მა­გა­ლი­თად იმას, რო­გორ იქ­ცე­ო­და თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლო 2014 წლის დე­კემ­ბერ­ში, როცა ივა­ნიშ­ვი­ლის საყ­ვა­რე­ლი პრო­ექ­ტის, "პა­ნო­რა­მის" გამო თბი­ლი­სის ტე­რი­ტო­რი­ას ჩქარ-ჩქა­რა მო­უხ­სნა სა­რეკ­რე­ა­ციო სტა­ტუ­სი; რა მო­ი­მოქ­მე­და ამა­ვე პე­რი­ოდ­ში კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრომ - როცა სა­სა­მარ­თლოს გან­ჩი­ნე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ (!!) ერთ დღე­ში, 17 მოქ­მე­დე­ბის და 4 გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­დე­გად არემ­ჯის გზა გა­უხ­სნა შე­საძ­ლოა მსოფ­ლი­ო­ში უძ­ვე­ლე­სი ოქ­როს მა­ღა­როს, საყ­დრი­სის აფეთ­ქე­ბის­კენ; ან რა "მოს­მე­ნე­ბის კა­ნო­ნი" მი­ი­ღეს ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვით, კო­ა­ლი­ცი­ა­ში წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის მი­უ­ხე­და­ვად. არ ვიმ­ჩნევ­დეთ ბოლო პე­რი­ოდ­ში მოს­მე­ნილ ფაქ­ტებს - მაგ. კუ­ლი­სებ­ში, არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი მმარ­თვე­ლის, ივა­ნიშ­ვი­ლის და კი­დევ "რამ­დე­ნი­მე კა­ცის" მიერ რო­გორ წყდე­ბო­და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის შეც­ვლის სა­კი­თხი; არ გვახ­სოვ­დეს რო­გო­რი სის­წრა­ფით აით­ვალ­წუ­ნა მთელ­მა მმარ­თველ­მა პარ­ტი­ამ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი, მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ ის რა­ღა­ცა­ში ივა­ნიშ­ვი­ლის ნე­ბას არ და­მორ­ჩილ­და.

ამ­გვა­რი ნა­ბი­ჯე­ბი რომ აქვს უახ­ლეს წარ­სულ­ში გა­დად­გმუ­ლი, ის ძალა სა­კონ­სტი­ტუ­ციო უმ­რავ­ლე­სო­ბის პი­რო­ბებ­ში რას იზამს, არ უნდა იყოს ძნე­ლი წარ­მო­სად­გე­ნი. სიმპტო­მებს უკვე ვხე­დავთ - რაც უნდა უარ­ყონ, შემ­თხვე­ვი­თი არ იყო ის, რომ არ­ჩევ­ნე­ბი­დან მე­ო­რე დღეს­ვე და­ი­წყეს ლა­პა­რა­კი პრე­ზი­დენ­ტის არ­ჩე­ვის წე­სის შეც­ვლა­ზე. წინ მთე­ლი ოთხი წე­ლია. წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია ამ ძა­ლამ ასე­თი მას­შტა­ბის ძა­ლა­უფ­ლე­ბის ფლო­ბას გა­უძ­ლოს ისე, რომ მი­სით ბო­რო­ტად არ ისარ­გებ­ლოს.

გან­სა­კუთ­რე­ბით მე­მარ­ცხე­ნე ფრენ­დე­ბის ნა­წი­ლის გამ­კვირ­ვე­ბია - რომ­ლებ­მაც ჩემ­ზე კარ­გად იცი­ან რე­ა­ლუ­რი სუ­რა­თი და მა­ინც პროგ­რე­სუ­ლი რე­ფორ­მე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა­ზე ლა­პა­რა­კო­ბენ. რას ელი­ან, მა­გა­ლი­თად, გა­და­სა­ხა­დე­ბის პო­ლი­ტი­კა­ში - როცა სწო­რედ ამ მთავ­რო­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვით ბი­უ­ჯეტს მო­მა­ვა­ლი წლი­დან 600 მი­ლი­ო­ნი აკ­ლდე­ბა, ბიზ­ნე­სე­ბის­თვის და აშ. მო­გე­ბის გა­და­სა­ხა­დის გა­უქ­მე­ბის შე­დე­გად? შრო­მის პი­რო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის პო­ლი­ტი­კა­ში - როცა 2011-2015 წლებ­ში სა­მუ­შაო ად­გი­ლებ­ზე 200-ზე მეტი და­ღუ­პუ­ლი და 700-მდე და­სა­ხიჩ­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის შემ­ხედ­ვა­რე ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მშრა­ლად ამ­ბო­ბენ, რომ ინ­სპექ­ცი­ის შე­მო­ღე­ბა საფრ­თხი­ლო სა­კი­თხია, რად­გან ერთ მხა­რეს დამ­ქი­რა­ვებ­ლის, მე­ო­რე მხა­რეს კი და­ქი­რა­ვე­ბუ­ლის "ინ­ტე­რე­სებ­თან" გვაქვს საქ­მე? (სი­ცო­ცხლე და ჯან­მრთე­ლო­ბა "ინ­ტე­რე­სია" თურ­მე). ზო­გა­დად ხარ­ჯვით პო­ლი­ტი­კა­ში - როცა შო­უ­ბიზ­ნე­სის პრო­ექ­ტი "ჩე­ქინ ჯორ­ჯია" 29 მი­ლი­ო­ნი ლარი ჯდე­ბა ბი­უ­ჯე­ტი­დან, სა­ხელ­მწი­ფო 2013-2015 წლებ­ში 147 მი­ლი­ონ ლარს მარ­ტო ავ­ტო­მო­ბი­ლებ­ზე ხარ­ჯავს - მა­შინ, როცა 50 ათა­სი ბავ­შვი უკი­დუ­რეს სი­ღა­რი­ბე­ში აგ­რძე­ლებს ცხოვ­რე­ბას (დღე­ში 2 ლარ­ზე ნაკ­ლებ თან­ხა­ზე), 225 ათა­სი ბავ­შვი - სი­ღა­რი­ბის ზღვარს მიღ­მა (4,5 ლარ­ზე დღე­ში)?

არ­ჩევ­ნებ­ზე, ზო­გა­დად, ყვე­ლამ თა­ვად უნდა გა­და­წყვი­ტოს რას იზამს და ვის და­უ­ჭერს მხარს. სი­ტუ­ა­ცია ნამ­დვი­ლად მძი­მეა, ყვე­ლა შე­საძ­ლო ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი სცე­ნა­რით. "სწო­რი" და მარ­ტი­ვი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი არ არ­სე­ბობს, თუმ­ცა გა­აზ­რე­ბუ­ლი და პრობ­ლე­მუ­რი არ­ჩე­ვა­ნი მა­ინც გა­სა­კე­თე­ბე­ლია. პი­რა­დად მე ვე­რა­ნა­ირ მო­წო­დე­ბა­ში ვერ ვხე­დავ პრაგ­მა­ტულ და მი­თუ­მე­ტეს მო­რა­ლურ სა­ფუძ­ველს. მაგ­რამ რე­ა­ლო­ბას და სი­მარ­თლეს თვა­ლი ახლა მა­ინც რომ გა­ვუს­წო­როთ, ყვე­ლამ ერ­თად, და მეტი დის­ტან­ცი­ით თუ სკეფ­სი­სით მო­ვე­კი­დოთ ყვე­ლა - ყვე­ლა ! - პო­ლი­ტი­კურ ძა­ლას თუ ძა­ლა­უფ­ლე­ბის ცენ­ტრის ახალ პერ­სპექ­ტი­ვას - ჩემი აზ­რით, ნამ­დვი­ლად არ იქ­ნე­ბო­და ცუდი ამ­ბა­ვი".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

"ამ ძალაუფლებას რეალურად ვერაფერი შეაკავებს" - სალომე ასათიანი "ოცნების" საკონსტიტუციო უმრავლესობაზე

"ამ ძალაუფლებას რეალურად ვერაფერი შეაკავებს" - სალომე ასათიანი "ოცნების" საკონსტიტუციო უმრავლესობაზე

ჟურნალისტი სალომე ასათიანი "ფეისბუქის" პირად გვერდზე "ქართული ოცნების" მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების თემასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს. ჟურნალისტი ამომრჩეველს გააზრებული არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდებს და უახლოესი ისტორიიდან რამდენიმე ფაქტს იხსენებს:

"მე მესმის იმ ხალხის, ვინც ხედავს საფრთხეს ქართული ოცნების მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების პერსპექტივაში, მაგრამ მაინც თავს იკავებს მეორე ტურში ნაციონალური მოძრაობის მხარდაჭერისგან და გაძლიერებისგან. კარგად მესმის და არ მიმაჩნია, რომ მათ რაღაც ირაციონალური შიშები ან ზიზღი ამოძრავებს. ამომრჩევლის ბრალი არ არის ის, რომ ამ წლების განმავლობაში ნაცმოსგან პრაქტიკულად ვერც ერთ კითხვაზე ვერ მოისმინა მკაფიო პასუხი. პირველ რიგში კი კითხვებზე, ვინ არის - ან ვინ რჩება - პარტიის წარმმართველ ძალად და ლიდერად; მაინც რა თვისებრივი განსხვავებაა "ძველ", ძალადობრივ და ძალისმიერ და "ახალ" ნაცმოძრაობას შორის; რომელი იდეოლოგიური კონფიგურაციებია უარყოფილი ან გადაფასებული, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ისიც მესმის, რომ ბოლო ოთხი წლის გამოცდილების შემხედვარე ბევრს შესაძლოა ნაცმოძრაობა არც ახალ პარლამენტში ესახებოდეს ქართული ოცნების დამაბალანსებელ ძალად, მითუმეტეს ვერ ხედავდეს "კონსტრუქციული ოპონირების რეჟიმად" წოდებული დინამიკის ვერანაირ პერსპექტივას. ან უბრალოდ მის რაიონში მაჟორიტარობის კონკრეტული კანდიდატი იყოს პრინციპულად მიუღებელი ფიგურა, მისი წარსულიდან გამომდინარე. ეს ყველაფერი ჩემთვის გასაგებია, ლეგიტიმურია და მთრგუნავს და მაღიზიანებს ამ პოზიციაზე მყოფი ხალხის ჯგუფურად "ქოცისტანად" და მსგავსებად მოხსენიება.

აი რაც არ მესმის არის ოპტიმისტური შეძახილები - რომ ქართული ოცნების ხელში საკონსტიტუციო უმრავლესობა შესაძლოა ძალიანაც კარგი რამ იყოს, რადგან ასეთ პირობებში ეს ძალა თურმე "პროგრესულ რეფორმებს" მიიყვანს ბოლომდე. რა პროგრესზეა ლაპარაკი, როცა მივდივართ სისტემისკენ, რომელშიც ძალაუფლების ცენტრი იქნება ერთი ამორფული, ეკლექტური, დამოუკიდებელი პარტიული გამოცდილების არმქონე, ფაქტობრივად სახელმწიფო სტრუქტურებთან შეზრდილი და თავად გაუმჭვირვალედ მართული პარტია, რომლის გამოცდილი წევრებიც ამ მმართველს "ილია ჭავჭავაძეს" ადარებენ - და ამ ძალაუფლებას რეალურად ვერაფერი შეაკავებს.

მიკვირს, როგორ შეიძლება ასე მარტივად ვივიწყებდეთ უახლეს წარსულს - მაგალითად იმას, როგორ იქცეოდა თბილისის საკრებულო 2014 წლის დეკემბერში, როცა ივანიშვილის საყვარელი პროექტის, "პანორამის" გამო თბილისის ტერიტორიას ჩქარ-ჩქარა მოუხსნა სარეკრეაციო სტატუსი; რა მოიმოქმედა ამავე პერიოდში კულტურის სამინისტრომ - როცა სასამართლოს განჩინების საწინააღმდეგოდ (!!) ერთ დღეში, 17 მოქმედების და 4 გადაწყვეტილების შედეგად არემჯის გზა გაუხსნა შესაძლოა მსოფლიოში უძველესი ოქროს მაღაროს, საყდრისის აფეთქებისკენ; ან რა "მოსმენების კანონი" მიიღეს ქართული ოცნების ინიციატივით, კოალიციაში წინააღმდეგობის მიუხედავად. არ ვიმჩნევდეთ ბოლო პერიოდში მოსმენილ ფაქტებს - მაგ. კულისებში, არაოფიციალური მმართველის, ივანიშვილის და კიდევ "რამდენიმე კაცის" მიერ როგორ წყდებოდა პრემიერ-მინისტრის შეცვლის საკითხი; არ გვახსოვდეს როგორი სისწრაფით აითვალწუნა მთელმა მმართველმა პარტიამ საქართველოს პრეზიდენტი, მხოლოდ იმიტომ, რომ ის რაღაცაში ივანიშვილის ნებას არ დამორჩილდა.

ამგვარი ნაბიჯები რომ აქვს უახლეს წარსულში გადადგმული, ის ძალა საკონსტიტუციო უმრავლესობის პირობებში რას იზამს, არ უნდა იყოს ძნელი წარმოსადგენი. სიმპტომებს უკვე ვხედავთ - რაც უნდა უარყონ, შემთხვევითი არ იყო ის, რომ არჩევნებიდან მეორე დღესვე დაიწყეს ლაპარაკი პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლაზე. წინ მთელი ოთხი წელია. წარმოუდგენელია ამ ძალამ ასეთი მასშტაბის ძალაუფლების ფლობას გაუძლოს ისე, რომ მისით ბოროტად არ ისარგებლოს.

განსაკუთრებით მემარცხენე ფრენდების ნაწილის გამკვირვებია - რომლებმაც ჩემზე კარგად იციან რეალური სურათი და მაინც პროგრესული რეფორმების შესაძლებლობაზე ლაპარაკობენ. რას ელიან, მაგალითად, გადასახადების პოლიტიკაში - როცა სწორედ ამ მთავრობის ინიციატივით ბიუჯეტს მომავალი წლიდან 600 მილიონი აკლდება, ბიზნესებისთვის და აშ. მოგების გადასახადის გაუქმების შედეგად? შრომის პირობების გაუმჯობესების პოლიტიკაში - როცა 2011-2015 წლებში სამუშაო ადგილებზე 200-ზე მეტი დაღუპული და 700-მდე დასახიჩრებული ადამიანის შემხედვარე ქართული ოცნების წარმომადგენლები მშრალად ამბობენ, რომ ინსპექციის შემოღება საფრთხილო საკითხია, რადგან ერთ მხარეს დამქირავებლის, მეორე მხარეს კი დაქირავებულის "ინტერესებთან" გვაქვს საქმე? (სიცოცხლე და ჯანმრთელობა "ინტერესია" თურმე). ზოგადად ხარჯვით პოლიტიკაში - როცა შოუბიზნესის პროექტი "ჩექინ ჯორჯია" 29 მილიონი ლარი ჯდება ბიუჯეტიდან, სახელმწიფო 2013-2015 წლებში 147 მილიონ ლარს მარტო ავტომობილებზე ხარჯავს - მაშინ, როცა 50 ათასი ბავშვი უკიდურეს სიღარიბეში აგრძელებს ცხოვრებას (დღეში 2 ლარზე ნაკლებ თანხაზე), 225 ათასი ბავშვი - სიღარიბის ზღვარს მიღმა (4,5 ლარზე დღეში)?

არჩევნებზე, ზოგადად, ყველამ თავად უნდა გადაწყვიტოს რას იზამს და ვის დაუჭერს მხარს. სიტუაცია ნამდვილად მძიმეა, ყველა შესაძლო ალტერნატიული სცენარით. "სწორი" და მარტივი გადაწყვეტილებები არ არსებობს, თუმცა გააზრებული და პრობლემური არჩევანი მაინც გასაკეთებელია. პირადად მე ვერანაირ მოწოდებაში ვერ ვხედავ პრაგმატულ და მითუმეტეს მორალურ საფუძველს. მაგრამ რეალობას და სიმართლეს თვალი ახლა მაინც რომ გავუსწოროთ, ყველამ ერთად, და მეტი დისტანციით თუ სკეფსისით მოვეკიდოთ ყველა - ყველა ! - პოლიტიკურ ძალას თუ ძალაუფლების ცენტრის ახალ პერსპექტივას - ჩემი აზრით, ნამდვილად არ იქნებოდა ცუდი ამბავი".

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს