Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მწერალი, რომლის წიგნებიც მსოფლიოში ყოველ 1 წუთში იყიდება
მწერალი, რომლის წიგნებიც მსოფლიოში ყოველ 1 წუთში იყიდება

"...შელ­ბი ენ ფომ­როი-ფოქსვორ­თი დაქვრივ­და. ილუ­ზი­ე­ბი გაქ­რა. კაცი, რო­მე­ლიც თავ­და­ვი­წყე­ბით უყ­ვარ­და, არა მხო­ლოდ მა­ტყუ­ა­რა აღ­მოჩ­ნდა, თურ­მე არც არ­სე­ბობ­და...

შელ­ბის სიმ­შვი­დე და ახა­ლი ცხოვ­რე­ბის და­წყე­ბა სურს. ამი­ტო­მაც თა­ვის გო­გო­ნას­თან ერ­თად შინ, სამ­ხრეთ­ში ბრუნ­დე­ბა... მაგ­რამ შეძ­ლებს კი და­ი­ვი­წყოს ტკი­ვი­ლი, იმედ­გაც­რუ­ე­ბა და სიც­რუე? გა­აგ­რძე­ლებს ცხოვ­რე­ბას ისე, რომ არ გა­არ­კვი­ოს სი­მარ­თლე? მისი წარ­სუ­ლი ხომ არ გამ­ქრა­ლა. ქმრის სა­ი­დუმ­ლო უთუ­ოდ უნდა ამო­იხ­სნას. შელ­ბი მზად არის, და­წყე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბა და­ას­რუ­ლოს. თუმ­ცა მშობ­ლი­ურ ქა­ლაქ რან­დე­ვუ-რი­ჯში კვლავ საფრ­თხე ემუქ­რე­ბა. საფრ­თხე ემუქ­რე­ბა მის საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­საც... მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა მხო­ლოდ და­სა­წყი­სია!"

ეს ნორა რო­ბერტსია, წიგ­ნი "მა­ტყუ­ა­რა". ამა­ღელ­ვე­ბე­ლი ში­ნა­არ­სი და მო­მა­ჯა­დო­ვე­ბე­ლი წე­რის მა­ნე­რა. წიგ­ნის პირ­ვე­ლი­ვე გვერდს მი­ე­ჯაჭ­ვე­ბით და გა­გი­ჭირ­დე­ბათ მის დას­რუ­ლე­ბამ­დე სხვა რა­მე­ზე გა­და­ი­ტა­ნოთ ყუ­რა­დღე­ბა. მისი წიგ­ნე­ბი გა­მორ­ჩე­უ­ლია, მსოფ­ლი­ოს 34 ქვე­ყა­ნა­ში იბეჭ­დე­ბა და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს.

"შთამ­ბეჭ­და­ვი წიგ­ნია, სა­ო­ცა­რი ში­ნა­არ­სით. რა ძნე­ლია, გიყ­ვარ­დეს ადა­მი­ა­ნი და მხო­ლოდ მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ შე­ი­ტყო, რომ თურ­მე ის არც კი არ­სე­ბობ­და... ახა­ლი ცხოვ­რე­ბა, ახა­ლი შტა­ტი, ახა­ლი სიყ­ვა­რუ­ლი, მაგ­რამ წარ­სუ­ლი არ ქრე­ბა. "მა­ტყუ­ა­რას" პირ­ვე­ლი გვერ­დის წა­კი­თხვის­თა­ნა­ვე სა­ო­ცა­რი ინ­ტე­რე­სი გა­გიჩ­ნდე­ბათ, ხოლო წიგ­ნის და­სას­რუ­ლი გა­გა­ო­ცებთ", - წერს The Wall Street Journal-ი.

ნორა რო­ბერტსი პირ­ვე­ლი მწე­რა­ლია, რო­მელ­საც აქვს თით­ქმის ყვე­ლა არ­სე­ბუ­ლი ჯილ­დო რო­მან­ტი­კუ­ლი ჟან­რის რო­მა­ნე­ბის­თვის. მას და­წე­რი­ლი აქვს 200-ზე მეტი რო­მა­ნი. ამას­თან ერ­თად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ისიც, რომ მის­მა ყვე­ლა რო­მან­მა და­იმ­კვიდ­რა ად­გი­ლი მკი­თხვე­ლის წიგ­ნის თა­რო­ზე. რო­ბერტსის რამ­დე­ნი­მე წიგ­ნი "ნიუ-იორკ თა­იმ­სის" ბესტსე­ლე­რე­ბის სი­ა­ში 1991 წელს შე­ვი­და, ხოლო 1999 წლი­დან ამ სი­ა­ში მისი ყვე­ლა წიგ­ნი ფი­გუ­რი­რებს. ეს 900 კვი­რა­ზე მეტ­ხანს მო­ი­ცავს, რაც და­ახ­ლო­ე­ბით 17 წე­ლია.

სხვა­დას­ხვა დროს მი­ღე­ბუ­ლი აქვს პრე­მი­ე­ბი: Quill Award ნო­მი­ნა­ცი­ა­ში "წლის წიგ­ნი" და RITA Award ნო­მი­ნა­ცი­ა­ში "სა­უ­კე­თე­სო სა­სიყ­ვა­რუ­ლო რო­მა­ნი". ასე­ვე არის Golden Medallion პრე­მი­ის მფლო­ბე­ლი. ნორა რო­ბერტსის 34 სხვა­დას­ხვა წიგ­ნი ყო­ველ 1 წუთ­ში იყი­დე­ბა. მის ყვე­ლა წიგნს თუ და­ა­წყობთ თა­ვი­დან ბო­ლომ­დე, ის გა­ი­ჭი­მე­ბა ამე­რი­კის მან­ძილ­ზე, ნიუ იორ­კი­დან ლოს ან­ჯე­ლე­სამ­დე 18-ჯერ. ეს წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი ციფ­რია!

ნორა ერთ-ერთი პირ­ვე­ლი იყო, ვინც თა­ვის მკი­თხველს ინ­ტერ­ნე­ტით და­უ­კავ­შირ­და. მის სა­იტს Noraroberts.com 140.000 სტუ­მა­რი ჰყავს თვე­ში, რაც ნა­ხე­ვარ მი­ლი­ონ გვერ­დის მნახ­ველს შე­ად­გენს. ყვე­ლა მწერ­ლის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, როცა მის შე­მოქ­მე­დე­ბას აფა­სე­ბენ, აინ­ტე­რე­სებთ და ფილ­მებ­საც კი იღე­ბენ. ნორა რო­ბერტსის 9 წიგ­ნი აქ­ცი­ეს ფილ­მად. "ნორა რო­ბერტსი ამე­რი­კელ­თა ერთ-ერთი საყ­ვა­რე­ლი და გა­მორ­ჩე­უ­ლი მწე­რა­ლია. თა­ვი­სი ზუს­ტი და მკა­ფიო წე­რის მა­ნე­რით ყვე­ლას შე­აყ­ვა­რა თავი. მას მხო­ლოდ 45 დღე სჭირ­დე­ბა ახა­ლი წიგ­ნის და­სა­წე­რად. ნორა რო­ბერტსი მარ­თლაც ოს­ტა­ტია" - წერს The New Yorker.

"ნორა რო­ბერტსის წე­რის სტი­ლი სა­უ­ცხოო, ახა­ლი და თა­ნა­მედ­რო­ვეა. მწე­რალს ხში­რად ადა­რე­ბენ ცნო­ბილ მწერ­ლებს, შელ­დონ­სა და ბრის­კინს. მარ­თლაც, ნორა რო­ბერტსი სიდ­ნი შელ­დო­ნის გამ­გრძე­ლე­ბე­ლია - იგი ხომ რო­მან­ტი­კუ­ლი დე­ტექ­ტი­ვის ოს­ტა­ტია" - ვკი­თხუ­ლობთ Kirkus Reviews-ის სტა­ტი­ა­ში.

რო­მა­ნი "მა­ტყუ­ა­რა", რო­მე­ლიც 2015 წლის აპ­რილ­ში გა­მოქ­ვეყ­ნდა, მისი 214-ე წიგ­ნია. ის ძა­ლი­ან დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლოს და გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L"-მა გა­და­წყვი­ტა ის ქარ­თუ­ლად ეთარ­გმნა ქარ­თვე­ლი მკი­თხვე­ლის­თვის. ინ­გლი­სუ­რი­დან წიგ­ნი თარ­გმნა ია ქვა­ჩა­ხი­ამ და ქარ­თველ მკი­თხველ­საც მი­ე­ცა ამე­რი­კე­ლი მწერ­ლის შე­მოქ­მე­დე­ბის გაც­ნო­ბის შან­სი. წიგ­ნი "პა­ლიტ­რა L"-ის ერთ-ერთ სე­რი­ა­ში - წლის ბესტსე­ლერ­ში გა­მო­ვი­და. ამ სე­რი­ა­ში გა­მო­ი­ცე­მა მხო­ლოდ ის წიგ­ნე­ბი, რომ­ლებ­საც სხვა­დას­ხვა ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი პრე­მია აქვთ აღე­ბუ­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

მწერალი, რომლის წიგნებიც მსოფლიოში ყოველ 1 წუთში იყიდება

მწერალი, რომლის წიგნებიც მსოფლიოში ყოველ 1 წუთში იყიდება

"...შელბი ენ ფომროი-ფოქსვორთი დაქვრივდა. ილუზიები გაქრა. კაცი, რომელიც თავდავიწყებით უყვარდა, არა მხოლოდ მატყუარა აღმოჩნდა, თურმე არც არსებობდა...

შელბის სიმშვიდე და ახალი ცხოვრების დაწყება სურს. ამიტომაც თავის გოგონასთან ერთად შინ, სამხრეთში ბრუნდება... მაგრამ შეძლებს კი დაივიწყოს ტკივილი, იმედგაცრუება და სიცრუე? გააგრძელებს ცხოვრებას ისე, რომ არ გაარკვიოს სიმართლე? მისი წარსული ხომ არ გამქრალა. ქმრის საიდუმლო უთუოდ უნდა ამოიხსნას. შელბი მზად არის, დაწყებული გამოძიება დაასრულოს. თუმცა მშობლიურ ქალაქ რანდევუ-რიჯში კვლავ საფრთხე ემუქრება. საფრთხე ემუქრება მის საყვარელ ადამიანსაც... მკვლელობის მცდელობა მხოლოდ დასაწყისია!"

ეს ნორა რობერტსია, წიგნი "მატყუარა". ამაღელვებელი შინაარსი და მომაჯადოვებელი წერის მანერა. წიგნის პირველივე გვერდს მიეჯაჭვებით და გაგიჭირდებათ მის დასრულებამდე სხვა რამეზე გადაიტანოთ ყურადღება. მისი წიგნები გამორჩეულია, მსოფლიოს 34 ქვეყანაში იბეჭდება და საზოგადოებაში დიდი პოპულარობით სარგებლობს.

"შთამბეჭდავი წიგნია, საოცარი შინაარსით. რა ძნელია, გიყვარდეს ადამიანი და მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ შეიტყო, რომ თურმე ის არც კი არსებობდა... ახალი ცხოვრება, ახალი შტატი, ახალი სიყვარული, მაგრამ წარსული არ ქრება. "მატყუარას" პირველი გვერდის წაკითხვისთანავე საოცარი ინტერესი გაგიჩნდებათ, ხოლო წიგნის დასასრული გაგაოცებთ", - წერს The Wall Street Journal-ი.

ნორა რობერტსი პირველი მწერალია, რომელსაც აქვს თითქმის ყველა არსებული ჯილდო რომანტიკული ჟანრის რომანებისთვის. მას დაწერილი აქვს 200-ზე მეტი რომანი. ამასთან ერთად მნიშვნელოვანია ისიც, რომ მისმა ყველა რომანმა დაიმკვიდრა ადგილი მკითხველის წიგნის თაროზე. რობერტსის რამდენიმე წიგნი "ნიუ-იორკ თაიმსის" ბესტსელერების სიაში 1991 წელს შევიდა, ხოლო 1999 წლიდან ამ სიაში მისი ყველა წიგნი ფიგურირებს. ეს 900 კვირაზე მეტხანს მოიცავს, რაც დაახლოებით 17 წელია.

სხვადასხვა დროს მიღებული აქვს პრემიები: Quill Award ნომინაციაში "წლის წიგნი" და RITA Award ნომინაციაში "საუკეთესო სასიყვარულო რომანი". ასევე არის Golden Medallion პრემიის მფლობელი. ნორა რობერტსის 34 სხვადასხვა წიგნი ყოველ 1 წუთში იყიდება. მის ყველა წიგნს თუ დააწყობთ თავიდან ბოლომდე, ის გაიჭიმება ამერიკის მანძილზე, ნიუ იორკიდან ლოს ანჯელესამდე 18-ჯერ. ეს წარმოუდგენელი ციფრია!

ნორა ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც თავის მკითხველს ინტერნეტით დაუკავშირდა. მის საიტს Noraroberts.com 140.000 სტუმარი ჰყავს თვეში, რაც ნახევარ მილიონ გვერდის მნახველს შეადგენს. ყველა მწერლისთვის მნიშვნელოვანია, როცა მის შემოქმედებას აფასებენ, აინტერესებთ და ფილმებსაც კი იღებენ. ნორა რობერტსის 9 წიგნი აქციეს ფილმად. "ნორა რობერტსი ამერიკელთა ერთ-ერთი საყვარელი და გამორჩეული მწერალია. თავისი ზუსტი და მკაფიო წერის მანერით ყველას შეაყვარა თავი. მას მხოლოდ 45 დღე სჭირდება ახალი წიგნის დასაწერად. ნორა რობერტსი მართლაც ოსტატია" - წერს The New Yorker.

"ნორა რობერტსის წერის სტილი საუცხოო, ახალი და თანამედროვეა. მწერალს ხშირად ადარებენ ცნობილ მწერლებს, შელდონსა და ბრისკინს. მართლაც, ნორა რობერტსი სიდნი შელდონის გამგრძელებელია - იგი ხომ რომანტიკული დეტექტივის ოსტატია" - ვკითხულობთ Kirkus Reviews-ის სტატიაში.

რომანი "მატყუარა", რომელიც 2015 წლის აპრილში გამოქვეყნდა, მისი 214-ე წიგნია. ის ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლოს და გამომცემლობა "პალიტრა L"-მა გადაწყვიტა ის ქართულად ეთარგმნა ქართველი მკითხველისთვის. ინგლისურიდან წიგნი თარგმნა ია ქვაჩახიამ და ქართველ მკითხველსაც მიეცა ამერიკელი მწერლის შემოქმედების გაცნობის შანსი. წიგნი "პალიტრა L"-ის ერთ-ერთ სერიაში - წლის ბესტსელერში გამოვიდა. ამ სერიაში გამოიცემა მხოლოდ ის წიგნები, რომლებსაც სხვადასხვა ლიტერატურული პრემია აქვთ აღებული.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი