სამართალი

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:53-ზე, მთვარე ქალწულშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. ნუ დალევთ ლუდს, ბევრ წყალს, რძეს. მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. არ არის რეკომენდებული ფულის გასესხება ან ვალის აღება. არ გადაიღალოთ, არ დარჩეთ სამსახურში გვიანობამდე. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
კონფლიქტები
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიგი წერეთელი - წინ უნდა აღვუდგეთ იმას, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა იყოს "ქართული ოცნების" ხელში
გიგი წერეთელი - წინ უნდა აღვუდგეთ იმას, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა იყოს "ქართული ოცნების" ხელში

წინ უნდა აღ­ვუდ­გეთ იმას, რომ სა­კონ­სტი­ტუ­ციო უმ­რავ­ლე­სო­ბა იყოს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ხელ­ში, - ამის შე­სა­ხებ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რმა, ქუ­თა­ი­სის მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­დატ­მა გიგი წე­რე­თელ­მა ტე­ლე­კომ­პა­ნია "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" ეთერ­ში, გა­და­ცე­მა "360 გრა­დუს­ში" გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც გიგი წე­რე­თელ­მა აღ­ნიშ­ნა, სა­კონ­სტი­ტუ­ციო უმ­რავ­ლე­სო­ის ქონა არ არის სა­სურ­ვე­ლი არას­დროს, რად­გან "ეს მა­ინც არის ძა­ლი­ან დიდი ბერ­კე­ტი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ხელ­ში".

"თუკი ამომ­რჩე­ვე­ლი იღებს ასეთ გა­და­წყვე­ტი­ლებს, ეს შე­საძ­ლე­ბე­ლია იყოს და არ­სე­ბო­ბენ ქვეყ­ნე­ბი და ჩვენს ქვე­ყა­ნა­შიც იყოს რამ­დენ­ჯერ­მე ამის მა­გა­ლი­თი, რომ სა­კონ­სტი­ტუ­ციო უმ­რავ­ლე­სო­ბა ჰქონ­და ერთ პო­ლი­ტი­კურ ჯგუფს. ეს შე­საძ­ლე­ბე­ლია, თუმ­ცა, ეს არ არის სა­სურ­ვე­ლი არას­დროს. იმი­ტომ, რომ ეს მა­ინც არის ძა­ლი­ან დიდი ბერ­კე­ტი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ხელ­ში და ან­გე­ლო­ზე­ბით, რო­გორც წესი, არც ერთი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ კომ­პლექტდე­ბა, რა თქმა უნდა, არც ჩვე­ნი. რო­გორ უნდა ვთქვა, რომ ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა იყო ყვე­ლა­ზე სა­უ­კე­თე­სო. უახ­ლეს ის­ტო­რი­ას რომ გა­დავ­ხე­დავ, ყვე­ლა­ზე სა­უ­კე­თე­სო კი იყო თა­ვი­სი შე­დე­გე­ბით, მაგ­რამ მა­საც ჰქონ­და ძა­ლი­ან ბევ­რი გა­დაც­დო­მა. სწო­რედ ერთ-ერთი წი­ნა­პი­რო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­შიც, ამე­რი­კა­შიც და ევ­რო­პა­შიც შე­იძ­ლე­ბა იყოს ის, რომ შენ არ გყავს შე­მომ­პა­სუ­ხე­ბე­ლი, არ გყავს ისე­თი ძალა, რო­მე­ლიც წინ აღუდ­გე­ბა შენს არას­წორ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას და შენ ყო­ველ­თვის იფიქ­რებ, რომ რა­ღა­ცა­ში ხარ მარ­თა­ლი და შე­გიძ­ლია ნე­ბის­მი­ე­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო", - გა­ნა­ცხა­და გიგი წე­რე­თელ­მა.

სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი მი­მარ­თვას ავ­რცე­ლებს, რომ­ლი­თაც პრო­და­სავ­ლურ პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ებს არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტურ­ში ოპო­ზი­ცი­ის კან­დი­და­ტე­ბის მხარ­და­ჭე­რის­კენ მო­უ­წო­დებს. გავ­რცე­ლე­ბულ მი­მარ­თვა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ არ­სე­ბობს სა­შიშ­რო­ე­ბა ქვე­ყა­ნა­ში ერ­თპარ­ტი­უ­ლი მმარ­თვე­ლო­ბა დამ­კვიდ­რდეს, ამის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად კი მათ მხა­რი უნდა და­უ­ჭი­რონ ოპო­ზი­ცი­ას. მი­მარ­თვის ავ­ტო­რე­ბის მო­საზ­რე­ბით, იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" სა­კონ­სტი­ტუ­ციო უმ­რავ­ლე­სო­ბას მო­ი­პო­ვებს, არ­სე­ბობს სა­შიშ­რო­ე­ბა, ქვე­ყა­ნამ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პრინ­ცი­პე­ბი­დან გა­და­უხ­ვი­ოს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გამარჯვება პირველივე წუთებზე - ილია თოფურიამ ოლივიერა ნოკაუტში ჩააგდო და ჩემპიონი გახდა

გიგი წერეთელი - წინ უნდა აღვუდგეთ იმას, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა იყოს "ქართული ოცნების" ხელში

გიგი წერეთელი - წინ უნდა აღვუდგეთ იმას, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა იყოს "ქართული ოცნების" ხელში

წინ უნდა აღვუდგეთ იმას, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა იყოს "ქართული ოცნების" ხელში, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატმა გიგი წერეთელმა ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" ეთერში, გადაცემა "360 გრადუსში" განაცხადა.

როგორც გიგი წერეთელმა აღნიშნა, საკონსტიტუციო უმრავლესოის ქონა არ არის სასურველი არასდროს, რადგან "ეს მაინც არის ძალიან დიდი ბერკეტი ხელისუფლების ხელში".

"თუკი ამომრჩეველი იღებს ასეთ გადაწყვეტილებს, ეს შესაძლებელია იყოს და არსებობენ ქვეყნები და ჩვენს ქვეყანაშიც იყოს რამდენჯერმე ამის მაგალითი, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰქონდა ერთ პოლიტიკურ ჯგუფს. ეს შესაძლებელია, თუმცა, ეს არ არის სასურველი არასდროს. იმიტომ, რომ ეს მაინც არის ძალიან დიდი ბერკეტი ხელისუფლების ხელში და ანგელოზებით, როგორც წესი, არც ერთი ხელისუფლება არ კომპლექტდება, რა თქმა უნდა, არც ჩვენი. როგორ უნდა ვთქვა, რომ ჩვენი ხელისუფლება იყო ყველაზე საუკეთესო. უახლეს ისტორიას რომ გადავხედავ, ყველაზე საუკეთესო კი იყო თავისი შედეგებით, მაგრამ მასაც ჰქონდა ძალიან ბევრი გადაცდომა. სწორედ ერთ-ერთი წინაპირობა საქართველოშიც, ამერიკაშიც და ევროპაშიც შეიძლება იყოს ის, რომ შენ არ გყავს შემომპასუხებელი, არ გყავს ისეთი ძალა, რომელიც წინ აღუდგება შენს არასწორ გადაწყვეტილებას და შენ ყოველთვის იფიქრებ, რომ რაღაცაში ხარ მართალი და შეგიძლია ნებისმიერი გადაწყვეტილება მიიღო", - განაცხადა გიგი წერეთელმა.

სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი მიმართვას ავრცელებს, რომლითაც პროდასავლურ პოლიტიკურ პარტიებს არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციის კანდიდატების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. გავრცელებულ მიმართვაში აღნიშნულია, რომ არსებობს საშიშროება ქვეყანაში ერთპარტიული მმართველობა დამკვიდრდეს, ამის თავიდან ასაცილებლად კი მათ მხარი უნდა დაუჭირონ ოპოზიციას. მიმართვის ავტორების მოსაზრებით, იმ შემთხვევაში, თუ ,,ქართული ოცნება" საკონსტიტუციო უმრავლესობას მოიპოვებს, არსებობს საშიშროება, ქვეყანამ დემოკრატიული პრინციპებიდან გადაუხვიოს.