მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
წიგნები
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცესკო არჩევნების მეორე ტურს ხვალ ოფიციალურად დანიშნავს
ცესკო არჩევნების მეორე ტურს ხვალ ოფიციალურად დანიშნავს

ცეს­კო პარ­ლა­მენ­ტის მა­ჟო­რი­ტა­რუ­ლი სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მით არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტურს ხვალ ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­ნიშ­ნავს.

ცენ­ტრა­ლუ­რი სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის სხდო­მის დღის წეს­რი­გით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია 8 სა­კი­თხი, მათ შო­რის, ასე­ვე თვით­მმარ­თვე­ლი თე­მე­ბის გამ­გებ­ლე­ბის მე­ო­რე ტუ­რი­სა და პარ­ლა­მენ­ტის 2016 წლის 8 ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბი­სათ­ვის გან­მე­ო­რე­ბი­თი კენ­ჭისყ­რის და­ნიშ­ვნის სა­კი­თხე­ბი.

გარ­და ამი­სა, ხვა­ლინ­დელ სხდო­მა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის 2016 წლის 8 ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბი­სათ­ვის სხვა სა­ხელ­მწი­ფო­ში შექ­მნილ სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნებ­ში გა­მარ­თუ­ლი კენ­ჭისყ­რის შე­დე­გე­ბის შე­ჯა­მე­ბის თა­ო­ბა­ზეც იმ­სჯე­ლე­ბენ. ცენ­ტრა­ლურ სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ა­ში სხდო­მა ხვალ 11:00 სა­ათ­ზე და­ი­წყე­ბა.

ცენ­ტრა­ლურ­მა სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ამ მე­ო­რე ტუ­რე­ბის და გან­მე­ო­რე­ბი­თი კენ­ჭისყ­რის შე­საძ­ლო თა­რი­ღე­ბი რამ­დე­ნი­მე დღის წინ გან­სა­ზღვრა. 8 ოქ­ტომ­ბრის პარ­ლა­მენ­ტის არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე ტუ­რე­ბი 50 მა­ჟო­რი­ტა­რულ სა­არ­ჩევ­ნო ოლ­ქში სა­ვა­რა­უ­დოდ 30 ოქ­ტომ­ბერს გა­ი­მარ­თე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა გან­მე­ო­რე­ბით კენ­ჭისყრას, ის 22 ოქ­ტომ­ბერს იგეგ­მე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ცესკო არჩევნების მეორე ტურს ხვალ ოფიციალურად დანიშნავს

ცესკო არჩევნების მეორე ტურს ხვალ ოფიციალურად დანიშნავს

ცესკო პარლამენტის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩევნების მეორე ტურს ხვალ ოფიციალურად დანიშნავს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულია 8 საკითხი, მათ შორის, ასევე თვითმმართველი თემების გამგებლების მეორე ტურისა და პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისათვის განმეორებითი კენჭისყრის დანიშვნის საკითხები.

გარდა ამისა, ხვალინდელ სხდომაზე საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებისათვის სხვა სახელმწიფოში შექმნილ საარჩევნო უბნებში გამართული კენჭისყრის შედეგების შეჯამების თაობაზეც იმსჯელებენ. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სხდომა ხვალ 11:00 საათზე დაიწყება.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მეორე ტურების და განმეორებითი კენჭისყრის შესაძლო თარიღები რამდენიმე დღის წინ განსაზღვრა. 8 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნების მეორე ტურები 50 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში სავარაუდოდ 30 ოქტომბერს გაიმართება. რაც შეეხება განმეორებით კენჭისყრას, ის 22 ოქტომბერს იგეგმება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."