საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საშემოდგომო გაწვევა - პასუხები წვევამდელებისთვის აქტუალურ კითხვებზე
საშემოდგომო გაწვევა - პასუხები წვევამდელებისთვის აქტუალურ კითხვებზე

ქარ­თუ­ლი ჯარი წვე­ვამ­დე­ლებს აღარ მი­ი­ღებს, მაგ­რამ ეს არ ნიშ­ნავს, რომ სა­ვალ­დე­ბუ­ლო სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რი გა­უქ­მდა. სა­შე­მოდ­გო­მო გაწ­ვე­ვა და­ი­წყო. რო­გორც მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, პრო­ცე­სი წვე­ვამ­დე­ლე­ბის შე­კი­თხვე­ბის ფონ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს. ჩვენ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნეთ თე­მის აქ­ტუ­ა­ლო­ბა და სა­ქარ­თვე­ლოს რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს მო­ბი­ლი­ზა­ცი­ი­სა და სამ­ხედ­რო სამ­სა­ხურ­ში გაწ­ვე­ვის კო­ორ­დი­ნი­რე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი გოჩა ხარ­ში­ლა­ძე, ვე­სა­უბ­რეთ.

- რო­დის და­ი­წყო სა­შე­მოდ­გო­მო გაწ­ვე­ვა?

- პირ­ვე­ლი აგ­ვის­ტო­დან და 31 დე­კემ­ბრამ­დე გაგ­რძელ­დე­ბა.

- რამ­დე­ნი წვე­ვამ­დე­ლის გაწ­ვე­ვა მოხ­დე­ბა და რო­გორ გა­და­ნა­წილ­დე­ბა ეს კონ­ტი­გენ­ტი (შსს, სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო) და თუ არის წვე­ვამ­დე­ლის სურ­ვილ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი?

- 2016 წლის სა­შე­მოდ­გო­მო გაწ­ვე­ვა­ზე მთავ­რო­ბის დად­გე­ნი­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, სა­ერ­თო ჯამ­ში მოხ­დე­ბა არა­უ­მე­ტეს 2353 წვე­ვამ­დე­ლის გაწ­ვე­ვა, ამ რა­ო­დე­ნო­ბი­დან 1250 წვე­ვამ­დე­ლის გაწ­ვე­ვა იგეგ­მე­ბა შს სა­მი­ნის­ტრო­ში, 1103 წვე­ვამ­დე­ლი კი, სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში. 2016 წლის სა­შე­მოდ­გო­მო გაწ­ვე­ვის მიმ­დი­ნა­რე ეტაპ­ზე, თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს­გან არ არის მო­თხოვ­ნი­ლი წვე­ვამ­დე­ლე­ბი. წვე­ვამ­დელ­თა აზრი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია მათი გა­ნა­წი­ლე­ბის დროს ჩა­რი­ცხვე­ბის სპე­ცი­ფი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე.

- რა ეტა­პე­ბის გავ­ლა უწევს წვე­ვამ­დელს?

- გამ­წვე­ვის კო­მი­სი­ის მიერ გაწ­ვე­ვის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის შემ­დეგ, მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის შე­სა­ბა­მი­სი სტრუქ­ტუ­რუ­ლი ერ­თე­უ­ლი, წვე­ვამ­დელს წა­რად­გენს შემ­კრებ გა­მა­ნა­წი­ლე­ბელ ცენ­ტრში, სა­დაც ის სა­მე­დი­ცი­ნო-სა­ექ­სპერ­ტო კო­მი­სი­ას გა­ივ­ლის. შემ­დეგ კი, წვე­ვამ­დე­ლის აზ­რი­სა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბი­თა, ასე­ვე ჩა­რი­ცხვე­ბის სპე­ცი­ფი­კი­დან ხდე­ბა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა.

გა­მო­ძა­ხე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, თუ წვე­ვამ­დე­ლი არ გა­მო­ცხად­დე­ბა კო­მი­სა­რი­ატ­ში, რა სა­ხის სას­ჯე­ლი ელის მას?

- გამ­წვევ კო­მი­სი­ა­ზე წვე­ვამ­დე­ლის გა­მო­უ­ცხა­დებ­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, დგე­ბა შე­სა­ბა­მი­სი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის ოქმი და გა­და­ე­ცე­მა სა­სა­მარ­თლოს, რის შემ­დე­გაც მოხ­დე­ბა მისი გაფრ­თხი­ლე­ბა ან და­ჯა­რი­მე­ბა სა­სა­მარ­თლოს მიერ.

ამ­ჟა­მინ­დე­ლი კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით, რამ­დენ თვეს მო­ი­ცავს სამ­ხედ­რო-სა­ვალ­დე­ბუ­ლო სამ­სა­ხუ­რი?

- მიმ­დი­ნა­რე ეტაპ­ზე სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რის ვა­დაა 12 თვე.

– რაც შე­ე­ხე­ბა, სა­მე­დი­ცი­ნო შე­მოწ­მე­ბას, რა სა­ხის გა­მოკ­ვლე­ვე­ბი უტარ­დე­ბათ წვე­ვამ­დე­ლებს?

- წვე­ვამ­დე­ლი გა­ივ­ლის ქი­რურ­გის, ოფ­თალ­მო­ლო­გის, ოტო­ლა­რინ­გო­ლო­გის, ორ­თო­პედ-თე­რა­პევ­ტის, ფთი­ზი­ატ­რის, დერ­მო-ვე­ნე­რო­ლო­გის, ფსი­ქი­ატ­რის, ნევ­რო­ლო­გის, რა­დი­ო­ლო­გის, სტო­მა­ტო­ლო­გის მიერ შე­მოწ­მე­ბას.

– რა შემ­თხვე­ვა­ში ხდე­ბა წვე­ვამ­დე­ლის და­წუ­ნე­ბა, ე.წ. "დაბ­რაკ­ვა?" და თუ ხომ არ შე­უქ­მნის მას პრობ­ლე­მებს შემ­დგომ სამ­სა­ხუ­რე­ობ­რივ წინსვლა­ში?

- წვე­ვამ­დე­ლის შე­ზღუ­ლად ვარ­გი­სად ცნო­ბა ხდე­ბა თუ ის ვერ აკ­მა­ყო­ფი­ლებს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ სა­მე­დი­ცი­ნო მო­თხოვ­ნე­ბის მი­ნი­მუმს. წვე­ვამ­დელს ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ძი­რი­თად შემ­თხვე­ვა­ში, არ უქ­მნის არა­ნა­ირ პრობ­ლე­მას შემ­დგომ­ში სამ­სა­ხუ­რებ­რივ წინსვლა­ში, გარ­და, ძა­ლო­ვან სტრუქ­ტუ­რებ­ში შემ­დგო­მი და­საქ­მე­ბი­სა.

– რა შემ­თხვე­ვა­ში ხდე­ბა გა­და­ვა­დე­ბა და რა თან­ხას­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი?.. ეს გან­სა­კუთ­რე­ბით აინ­ტე­რე­სებთ იმ ახალ­გაზ­რებს, რომ­ლე­ბიც უცხო­ეთ­ში სწავ­ლო­ბენ ან მუ­შა­ო­ბენ და სამ­შობ­ლო­ში ჩა­მოს­ვლას ვერ ახერ­ხე­ბენ... გთხოვთ, დე­ტა­ლუ­რად გან­გვი­მარ­ტოთ, რო­გორ და რო­დემ­დე შე­უძ­ლი­ათ მათ სა­ვალ­დე­ბუ­ლო სამ­სა­ხუ­რის თვის თა­ვის არი­დე­ბა?

- სამ­ხედ­რო სა­ვალ­დე­ბუ­ლო სამ­სა­ხუ­რის გა­და­ვა­დე­ბის მო­საკ­რე­ბე­ლი, სამ­ხედ­რო სა­ვალ­დე­ბუ­ლო სამ­სა­ხურ­ში გაწ­ვე­ვას დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბუ­ლი პი­რის­თვის, 18 თვით გა­და­ვა­დე­ბის­თვის შე­ად­გენს 2000 ლარს და ორ­ჯერ შე­უძ­ლი­ათ გა­და­ვა­დე­ბა, ოღონდ არა­უ­მე­ტეს 25 წლი­სა.

– რო­გორ ხდე­ბა კა­რან­ტი­ნის გავ­ლა, რამ­დენ ხანს გრძელ­დე­ბა იგი?

- კა­რან­ტი­ნის გავ­ლა და­მო­კი­დე­ბუ­ლია, უშუ­ა­ლოდ იმ სტრუქ­ტუ­რა­ზე, რომ­ლის რი­გებ­შიც ირი­ცხე­ბა წვე­ვამ­დე­ლი.

– რო­გორც ვი­ცით, წვე­ვამ­დელს შე­უძ­ლია სამ­ხედ­რო ვალ­დე­ბუ­ლე­ბა მო­ი­ხა­დოს არა­სამ­ხედ­რო ალ­ტერ­ნა­ტი­ულ სამ­სა­ხურ­ში. რო­გორ ხდე­ბა ალ­ტერ­ნა­ტი­ულ სამ­ხედ­რო სამ­სა­ხურ­ში მოხ­ვედ­რა?

- წვე­ვამ­დელს შე­უძ­ლია, გა­ი­ა­როს არა­სამ­ხედ­რო ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რი. ამის­თვის წე­რი­ლო­ბით უნდა მი­მარ­თოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის შე­სა­ბა­მის სტრუქ­ტუ­რულ ერ­თე­ულს, რა­საც სა­ჭი­რო მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი უნდა და­ურ­თოს. შემ­დეგ, შე­სა­ბა­მი­სი სტრუქ­ტუ­რუ­ლი ერ­თე­უ­ლი, აღ­ნიშ­ნულ საქ­მეს გან­სა­ხილ­ვე­ვად, არა­სამ­ხედ­რო ალ­ტერ­ნა­ტი­ულ სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რის გაწ­ვე­ვის კო­მი­სი­ა­ში გა­და­აგ­ზავ­ნის, სა­დაც კო­მი­სი­უ­რი წე­სით გან­ხილ­ვის შემ­დეგ მი­ი­ღე­ბენ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას.

- ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი, არა­სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რის ვადა შე­ე­სა­ბა­მე­ბა თუ არა ჩვე­უ­ლებ­რივ სამ­ხედ­რო სამ­სა­ხურს?

- არა­სამ­ხედ­რო ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რის ვადა არის 18 თვე.

- გა­დი­ან თუ არა კა­რან­ტინს არა­სამ­ხედ­რო ალ­ტერ­ნა­ტი­ულ შრო­მით სამ­სა­ხურ­ში მი­ღე­ბუ­ლი წვე­ვამ­დე­ლე­ბი?

- ამ კა­ტე­გო­რი­ის წვე­ვამ­დე­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რის სპე­ცი­ფი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, კა­რან­ტინს არ გა­ივ­ლი­ან.

– ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი სამ­სა­ხუ­რის გავ­ლის შემ­დეგ, რა სა­ბუთს იღებს მო­ქა­ლა­ქე და აქვს თუ არა შე­ზღუდ­ვა სამ­სა­ხუ­რე­ობ­რი­ვი თვალ­საზ­რი­სით?

- ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რის გავ­ლის შემ­დეგ, წვე­ვამ­დელ­ზე გა­ი­ცე­მა სამ­ხედ­რო ნამ­სა­ხუ­რე­ბის ბა­რა­თი და სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი თვალ­საზ­რი­სით, შე­ზღუდ­ვა არ უწეს­დე­ბა. შე­საძ­ლია, მხო­ლოდ ძა­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რე­ბი იყო გა­მო­ნაკ­ლი­სი.

პ.ს. თქვენ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო კი­თხვე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, შე­გიძ­ლი­ათ მოგ­ვმარ­თოთ კო­მენ­ტა­რებ­ში

ლალი პა­პას­კი­რი

"არ­სე­ნა­ლი"

საშემოდგომო გაწვევა - პასუხები წვევამდელებისთვის აქტუალურ კითხვებზე

საშემოდგომო გაწვევა - პასუხები წვევამდელებისთვის აქტუალურ კითხვებზე

ქართული ჯარი წვევამდელებს აღარ მიიღებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახური გაუქმდა. საშემოდგომო გაწვევა დაიწყო. როგორც მოსალოდნელი იყო, პროცესი წვევამდელების შეკითხვების ფონზე მიმდინარეობს. ჩვენ გავითვალისწინეთ თემის აქტუალობა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მობილიზაციისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის კოორდინირების დეპარტამენტის უფროსი გოჩა ხარშილაძე, ვესაუბრეთ.

- როდის დაიწყო საშემოდგომო გაწვევა?

- პირველი აგვისტოდან და 31 დეკემბრამდე გაგრძელდება.

- რამდენი წვევამდელის გაწვევა მოხდება და როგორ გადანაწილდება ეს კონტიგენტი (შსს, სასჯელაღსრულების სამინისტრო) და თუ არის წვევამდელის სურვილზე დამოკიდებული?

- 2016 წლის საშემოდგომო გაწვევაზე მთავრობის დადგენილების შესაბამისად, საერთო ჯამში მოხდება არაუმეტეს 2353 წვევამდელის გაწვევა, ამ რაოდენობიდან 1250 წვევამდელის გაწვევა იგეგმება შს სამინისტროში, 1103 წვევამდელი კი, სასჯელაღსრულების სამინისტროში. 2016 წლის საშემოდგომო გაწვევის მიმდინარე ეტაპზე, თავდაცვის სამინისტროსგან არ არის მოთხოვნილი წვევამდელები. წვევამდელთა აზრი გათვალისწინებულია მათი განაწილების დროს ჩარიცხვების სპეციფიკიდან გამომდინარე.

- რა ეტაპების გავლა უწევს წვევამდელს?

- გამწვევის კომისიის მიერ გაწვევის გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, მუნიციპალიტეტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული, წვევამდელს წარადგენს შემკრებ გამანაწილებელ ცენტრში, სადაც ის სამედიცინო-საექსპერტო კომისიას გაივლის. შემდეგ კი, წვევამდელის აზრისა გათვალისწინებითა, ასევე ჩარიცხვების სპეციფიკიდან ხდება გადაწყვეტილების მიღება.

გამოძახების შემთხვევაში, თუ წვევამდელი არ გამოცხადდება კომისარიატში, რა სახის სასჯელი ელის მას?

- გამწვევ კომისიაზე წვევამდელის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, დგება შესაბამისი სამართალდარღვევის ოქმი და გადაეცემა სასამართლოს, რის შემდეგაც მოხდება მისი გაფრთხილება ან დაჯარიმება სასამართლოს მიერ.

ამჟამინდელი კანონის მიხედვით, რამდენ თვეს მოიცავს სამხედრო-სავალდებულო სამსახური?

- მიმდინარე ეტაპზე სამხედრო სამსახურის ვადაა 12 თვე.

– რაც შეეხება, სამედიცინო შემოწმებას, რა სახის გამოკვლევები უტარდებათ წვევამდელებს?

- წვევამდელი გაივლის ქირურგის, ოფთალმოლოგის, ოტოლარინგოლოგის, ორთოპედ-თერაპევტის, ფთიზიატრის, დერმო-ვენეროლოგის, ფსიქიატრის, ნევროლოგის, რადიოლოგის, სტომატოლოგის მიერ შემოწმებას.

– რა შემთხვევაში ხდება წვევამდელის დაწუნება, ე.წ. "დაბრაკვა?" და თუ ხომ არ შეუქმნის მას პრობლემებს შემდგომ სამსახურეობრივ წინსვლაში?

- წვევამდელის შეზღულად ვარგისად ცნობა ხდება თუ ის ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სამედიცინო მოთხოვნების მინიმუმს. წვევამდელს ეს გადაწყვეტილება ძირითად შემთხვევაში, არ უქმნის არანაირ პრობლემას შემდგომში სამსახურებრივ წინსვლაში, გარდა, ძალოვან სტრუქტურებში შემდგომი დასაქმებისა.

– რა შემთხვევაში ხდება გადავადება და რა თანხასთან არის დაკავშირებული?.. ეს განსაკუთრებით აინტერესებთ იმ ახალგაზრებს, რომლებიც უცხოეთში სწავლობენ ან მუშაობენ და სამშობლოში ჩამოსვლას ვერ ახერხებენ... გთხოვთ, დეტალურად განგვიმარტოთ, როგორ და როდემდე შეუძლიათ მათ სავალდებულო სამსახურის თვის თავის არიდება?

- სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებელი, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევას დაქვემდებარებული პირისთვის, 18 თვით გადავადებისთვის შეადგენს 2000 ლარს და ორჯერ შეუძლიათ გადავადება, ოღონდ არაუმეტეს 25 წლისა.

– როგორ ხდება კარანტინის გავლა, რამდენ ხანს გრძელდება იგი?

- კარანტინის გავლა დამოკიდებულია, უშუალოდ იმ სტრუქტურაზე, რომლის რიგებშიც ირიცხება წვევამდელი.

– როგორც ვიცით, წვევამდელს შეუძლია სამხედრო ვალდებულება მოიხადოს არასამხედრო ალტერნატიულ სამსახურში. როგორ ხდება ალტერნატიულ სამხედრო სამსახურში მოხვედრა?

- წვევამდელს შეუძლია, გაიაროს არასამხედრო ალტერნატიული სამხედრო სამსახური. ამისთვის წერილობით უნდა მიმართოს მუნიციპალიტეტის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს, რასაც საჭირო მტკიცებულებები უნდა დაურთოს. შემდეგ, შესაბამისი სტრუქტურული ერთეული, აღნიშნულ საქმეს განსახილვევად, არასამხედრო ალტერნატიულ სამხედრო სამსახურის გაწვევის კომისიაში გადააგზავნის, სადაც კომისიური წესით განხილვის შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას.

- ალტერნატიული, არასამხედრო სამსახურის ვადა შეესაბამება თუ არა ჩვეულებრივ სამხედრო სამსახურს?

- არასამხედრო ალტერნატიული სამხედრო სამსახურის ვადა არის 18 თვე.

- გადიან თუ არა კარანტინს არასამხედრო ალტერნატიულ შრომით სამსახურში მიღებული წვევამდელები?

- ამ კატეგორიის წვევამდელების სამსახურის სპეციფიკიდან გამომდინარე, კარანტინს არ გაივლიან.

– ალტერნატიული სამსახურის გავლის შემდეგ, რა საბუთს იღებს მოქალაქე და აქვს თუ არა შეზღუდვა სამსახურეობრივი თვალსაზრისით?

- ალტერნატიული სამხედრო სამსახურის გავლის შემდეგ, წვევამდელზე გაიცემა სამხედრო ნამსახურების ბარათი და სამსახურებრივი თვალსაზრისით, შეზღუდვა არ უწესდება. შესაძლია, მხოლოდ ძალოვანი სტრუქტურები იყო გამონაკლისი.

პ.ს. თქვენთვის საინტერესო კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ  კომენტარებში

ლალი პაპასკირი

"არსენალი"

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე