სამართალი
Faceამბები
პოლიტიკა

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ევროკავშირი მზად არის, დემოკრატიული გზით არჩეულ საქართველოს ახალ პარლამენტთან იმუშავოს
ევროკავშირი მზად არის, დემოკრატიული გზით არჩეულ საქართველოს ახალ პარლამენტთან იმუშავოს

ევ­რო­კავ­ში­რი მზად არის, იმუ­შა­ვოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გზით არ­ჩე­ულ სა­ქარ­თვე­ლოს ახალ პარ­ლა­მენ­ტთან და მთავ­რო­ბას­თან სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ და მო­უ­წო­დებს ახალ პარ­ლა­მენ­ტში არ­ჩე­ულ ყვე­ლა წარ­მო­მად­გე­ნელს, იმუ­შა­ონ ერ­თად სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტე­რე­სე­ბის­თვის. ამის შე­სა­ხებ სა­უ­ბა­რია ევ­რო­კავ­ში­რის საბ­ჭოს 2016 წლის სა­გა­რეო და უსაფრ­თხო­ე­ბის პო­ლი­ტი­კის ან­გა­რიშ­ში.

დო­კუ­მენ­ტში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში, სა­ერ­თო ჯამ­ში, მშვი­დო­ბი­ა­ნად და ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლად ჩა­ტარ­და.

"მი­უ­ხე­და­ვად ძა­ლა­დო­ბის ზო­გი­ერ­თი ინ­ცი­დენ­ტი­სა სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნებ­თან და უბ­ნებ­ზე, OSCE/ODIHR-ის სა­არ­ჩევ­ნო სა­დამ­კვირ­ვებ­ლო მი­სი­ის წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო შე­ფა­სე­ბით, არ­ჩევ­ნე­ბი იყო კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნი, კარ­გად ად­მი­ნის­ტრი­რე­ბუ­ლი და ჩა­ტარ­და ფუნ­და­მენ­ტუ­რი თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ბის დაც­ვით", - ნათ­ქვა­მია ევ­რო­კავ­ში­რის საბ­ჭოს ან­გა­რიშ­ში.

დო­კუ­მენ­ტში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ ევ­რო­კავ­ში­რი გა­აგ­რძე­ლებს სა­ქარ­თვე­ლოს ძა­ლის­ხმე­ვის მხარ­და­ჭე­რას, რო­მე­ლიც მი­მარ­თუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს "სე­პა­რა­ტის­ტულ რე­გი­ო­ნებ­ში, აფხა­ზეთ­სა და სამ­ხრეთ ოსეთ­ში" მომ­ხდა­რი კონ­ფლიქ­ტე­ბის შე­დე­გე­ბის დაძ­ლე­ვის­კენ, მათ შო­რის ევ­რო­კავ­ში­რის სა­მო­ნი­ტო­რინ­გო მი­სი­ი­სა და სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­ში ევ­რო­კავ­ში­რის სპე­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გენ­ლის აქ­ტი­ვო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით.

"ევ­რო­კავ­ში­რი სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აღი­ა­რე­ბუ­ლი სა­ზღვრე­ბის ფარ­გლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნი­ტე­ტი­სა და ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის მხარ­და­ჭე­რის პო­ლი­ტი­კის ერ­თგუ­ლი კვლავ იქ­ნე­ბა", - ნათ­ქვა­მია ევ­რო­კავ­ში­რის საბ­ჭოს ან­გა­რიშ­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

ევროკავშირი მზად არის, დემოკრატიული გზით არჩეულ საქართველოს ახალ პარლამენტთან იმუშავოს

ევროკავშირი მზად არის, დემოკრატიული გზით არჩეულ საქართველოს ახალ პარლამენტთან იმუშავოს

ევროკავშირი მზად არის, იმუშავოს დემოკრატიული გზით არჩეულ საქართველოს ახალ პარლამენტთან და მთავრობასთან საარჩევნო პროცესის დასრულების შემდეგ და მოუწოდებს ახალ პარლამენტში არჩეულ ყველა წარმომადგენელს, იმუშაონ ერთად საქართველოს ინტერესებისთვის. ამის შესახებ საუბარია ევროკავშირის საბჭოს 2016 წლის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ანგარიშში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, საერთო ჯამში, მშვიდობიანად და ორგანიზებულად ჩატარდა.

"მიუხედავად ძალადობის ზოგიერთი ინციდენტისა საარჩევნო უბნებთან და უბნებზე, OSCE/ODIHR-ის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის წინასაარჩევნო შეფასებით, არჩევნები იყო კონკურენტუნარიანი, კარგად ადმინისტრირებული და ჩატარდა ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვით", - ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს ანგარიშში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს ძალისხმევის მხარდაჭერას, რომელიც მიმართულია საქართველოს "სეპარატისტულ რეგიონებში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში" მომხდარი კონფლიქტების შედეგების დაძლევისკენ, მათ შორის ევროკავშირის სამონიტორინგო მისიისა და სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის აქტივობის საშუალებით.

"ევროკავშირი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის პოლიტიკის ერთგული კვლავ იქნება", - ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს ანგარიშში.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."