სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არ მესმის რაზე ვლაპარაკობთ?!" - რას პასუხობს "თბილისობის" კონცერტის მთავარი რეჟისორი ბასა ფოცხიშვილი კრიტიკოსებს
"არ მესმის რაზე ვლაპარაკობთ?!" - რას პასუხობს "თბილისობის" კონცერტის მთავარი რეჟისორი ბასა ფოცხიშვილი კრიტიკოსებს

თბი­ლი­სო­ბის ორ­დღი­ა­ნი დღე­სას­წა­უ­ლი 16 ოქ­ტომ­ბერს მე­ი­დან­ზე გა­მარ­თუ­ლი გალა-კონ­ცერ­ტით დას­რულ­და. კონ­ცერ­ტზე, სა­ხელ­წო­დე­ბით - "ჩემო თბი­ლის ქა­ლა­ქო" ლე­გენ­და­რუ­ლი ქარ­თვე­ლი კომ­პო­ზი­ტო­რე­ბის სიმ­ღე­რე­ბი ახ­ლე­ბუ­რი ინ­ტერპრე­ტა­ცი­ით შეს­რულ­და. რამ­დე­ნი­მე სიმ­ღე­რამ მსმე­ნელ­თა ნა­წი­ლის აღ­შფო­თე­ბა გა­მო­იწ­ვია. ცნო­ბი­ლი მე­ლო­დი­ე­ბის ახ­ლე­ბურ ვერ­სი­ებს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში უგე­მოვ­ნო უწო­დეს.

თე­მას უამ­რა­ვი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, მათ შო­რის ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი­სა და მუ­სი­კო­სე­ბის:

"ეს იყო სრუ­ლი მა­რაზ­მი, ვინ იყო მუ­სი­კა­ლუ­რი პრო­დი­უ­სე­რი სა­ინ­ტე­რე­სოა, იქ­ნებ გაგ­ვცეს პა­სუ­ხი. ეს ხომ ხალ­ხის და­ცინ­ვაა და ქარ­თვე­ლი კლას­კო­სე­ბის შე­უ­რა­ცხყო­ფა".

"ეს არის სიმ­ღე­რის გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა"

"ეს სიმ­ღე­რის ის ვერ­სი­აა, სული ჯო­ჯო­ხეთ­ში რომ მოხ­ვდე­ბა... იქ ასე მღე­რი­ან ალ­ბათ უს­მე­ნოდ, უგე­მოვ­ნოდ და ტან­ჯვით. სხვა და­ნარ­ჩენს, ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი სა­მარ­თა­ლი აწეს­რი­გებს!..."

"ამ კონ­ცერ­ტზე შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ყვე­ლა სიმ­ღე­რა სა­ში­ნე­ლი მო­სას­მე­ნი იყო. ვინ დაგ­ვწყევ­ლა ასე?"

წა­ი­კი­თხეთ: "ცხო­ნე­ბუ­ლი ბი­ძი­ნა წა­მო­ა­ყე­ნა, რას გა­გი­ნებ­დათ?!" - "თბი­ლი­სო­ბა­ზე" შეს­რუ­ლე­ბუ­ლი "ვარ­დე­ბი არ არი­ან" ფე­ის­ბუქ­ზე კრი­ტი­კის ქარ­ცე­ცხლში გა­ა­ტა­რეს

კომ­პო­ზი­ტო­რი ოთარ ტა­ტიშ­ვი­ლი ბი­ძი­ნა კვერ­ნა­ძის "შე­მოდ­გო­მის ყვა­ვი­ლე­ბის" ახ­ლე­ბურ ვერ­სი­ა­ზე, რო­მე­ლიც ჯგუფ­მა "ნი­უ­ტონ­მა" შე­ას­რუ­ლა, წერს: "ავ­ტო­რის ჩა­ნა­ფიქ­რის ასე­თი ფორ­მით მი­წო­დე­ბა ჩემ­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია და კა­რი­კა­ტუ­რის ტოლ­ფა­სია, რა­საც ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნა კვერ­ნა­ძე არ იმ­სა­ხუ­რებს ნამ­დვი­ლად. შე­საძ­ლოა, ახ­ლე­ბუ­რად სა­ინ­ტე­რე­სოდ გა­აჟ­ღე­რო, ეს უნდა გა­კეთ­დეს ძა­ლი­ან ფრთხი­ლად და მო­წი­წე­ბით ისე, რომ ავ­ტო­რის ჩა­ნა­ფიქ­რი და სიმ­ღე­რის დრა­მა­ტურ­გია არ შე­ი­ლა­ხოს. არ ვიცი, აბა თქვენ გან­სა­ჯეთ, იქ­ნებ მე სულ გა­მოვშტერ­დი? დროს ჩა­მოვ­რჩი და აღა­რა­ფე­რი მეს­მის ქვე­ყა­ნა­ზე. რაც მთა­ვა­რია წამ­ყვა­ნებს ძა­ლი­ან მოს­წონთ და­წე­რი­ლი სცე­ნა­რის მი­ხედ­ვით".

კომ­პო­ზი­ტო­რი ნატო გე­ლაშ­ვი­ლი: "გრცხვე­ნო­დეთ... გრცხვე­ნო­დეთ!!! მე ამ კონ­ცერტს და­ვარ­ქმევ­დი "უნი­ჭო პა­ნაშ­ვი­დი თბი­ლისს". ხელ­შე­უ­ხე­ბელს არ უნდა შე­ე­ხო... ან თუ შე­ე­ხე­ბი, დიდი სიფრ­თხი­ლით!!! ასე შე­გიძ­ლი­ათ სა­კუ­თარ შე­მოქ­მე­დე­ბას მო­ექ­ცეთ მხო­ლოდ და მხო­ლოდ.... პ.ს. ფე­ი­ერ­ვერ­კებს არა­უ­შავ­და"...

და­ვინ­ტე­რეს­დით, ვინ იყო კონ­ცერ­ტის უშუ­ა­ლო ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი და რა­ტომ აირ­ჩი­ეს მსგავ­სი თე­მა­ტი­კა თბი­ლი­სო­ბის დღე­სას­წა­უ­ლის დას­კვნი­თი ღო­ნის­ძი­ე­ბის­თვის. AMBEBI.GE-მ კო­მენ­ტა­რის­თვის კონ­ცერ­ტის მთა­ვარ რე­ჟი­სორს ბასა ფო­ცხიშ­ვილს მი­მარ­თა:

- ღო­ნის­ძი­ე­ბის შემ­კვე­თი არის მე­რია. კონ­ცეფ­ცია იყო ასე­თი: კონ­ცერ­ტი უნდა მიგ­ვე­ძღვნა 50-60-იანი წლე­ბის ქარ­თვე­ლი კომ­პო­ზი­ტო­რე­ბის­თვის. იდეა იყო ჩვე­ნი. ამ შე­მოქ­მე­დე­ბის მუ­სი­კა ისე­თი მა­ღა­ლი რან­გი­საა, რომ წლე­ბის შემ­დეგ, კლა­სი­კად იქცა და მათ სიმ­ღე­რებს ჩვე­ნი ახალ­გაზ­რდე­ბი დღემ­დე ას­რუ­ლე­ბენ, რი­თაც მათ მი­მართ პა­ტი­ვის­ცე­მას, აღ­ფრთო­ვა­ნე­ბას და სიყ­ვა­რულს გა­მო­ხა­ტა­ვენ. კონ­ცერ­ტში შეს­რულ­და ბევ­რი კლა­სი­კუ­რი ვერ­სია...

- არა­ერ­თი ქარ­თვე­ლი მუ­სი­კო­სი საყ­ვე­დურს გა­მოთ­ქვამს იმის გამო, რომ ბი­ძი­ნა კვერ­ნა­ძის მუ­სი­კის ისე აჟ­ღე­რე­ბა არ შე­იძ­ლე­ბო­და...

- ბა­ტონ ბი­ძი­ნას ბავ­შვო­ბი­დან ვიც­ნობ­დი. ის ერთ-ერთი უდი­დე­სი ადა­მი­ა­ნია, ვინც ცხოვ­რე­ბა­ში შემ­ხვედ­რია, რა თქმა უნდა, უდი­დე­სი კომ­პო­ზი­ტო­რი. დიახ, რო­გო­რი დიდი კომ­პო­ზი­ტო­რიც იყო, ისე­თი­ვე დიდი ადა­მი­ა­ნი გახ­ლდათ. ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ მას­თან მქონ­და შე­ხე­ბა... კონ­ცერ­ტზე აჟ­ღერ­და მისი "ელე­გია" (კლა­სი­კუ­რი ვა­რი­ან­ტი), რო­მელ­საც გოგი ჭი­ჭი­ნა­ძემ შე­სა­ნიშ­ნა­ვად უდი­რი­ჟო­რა, დათო ნო­ზა­ძის მიერ შეს­რულ­და ასე­ვე "თბი­ლი­სის ღამე" ისე, რო­გორც ეს ავ­ტორ­მა შექ­მნა. ჩემ­თვის აღ­მო­ჩე­ნა იყო არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ახალ­გაზ­რდე­ბი, ჯგუ­ფი "ნი­უ­ტო­ნი", მათ­თან მუ­შა­ო­ბა დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბა იყო. შე­სა­ნიშ­ნა­ვი მუ­სი­კო­სე­ბი არი­ან. მა­ღა­ლი რან­გის მუ­სი­კას უკ­რა­ვენ. მათი მი­ძღვნა ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნა­სად­მი სიმ­ღე­რა - "შე­მოდ­გო­მის ყვა­ვი­ლებს" გახ­ლდათ, რის­თვი­საც მათ მე სრუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა მი­ვე­ცი...

მთელს მსოფ­ლი­ო­ში ასეა, რო­დე­საც კეთ­დე­ბა კონ­ცერ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ამა თუ იმ პი­როვ­ნე­ბას ეძღვნე­ბა, იქ გა­მომ­სვლე­ლე­ბი (მომ­ღერ­ლე­ბი, შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი) თა­ვის სტილ­ში მღე­რი­ან. ასეთ დროს მეც არ მი­მაჩ­ნია სწო­რად სიმ­ღე­რა ზუს­ტად ისე შეს­რულ­დეს და ჟღერ­დეს რო­გორც ორი­გი­ნალ­ში. ჯერ ერთი იც­ვლე­ბა დრო და სა­ერ­თოდ, ბევ­რი რამ... ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნას "შე­მოდ­გო­მის ყვა­ვი­ლებს" თა­ვი­სი სა­ო­ცა­რი ლექ­სით, გე­ნი­ა­ლუ­რია, კლა­სი­კაა, მაგ­რამ ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ ახალ­გაზ­რდა შემ­სრუ­ლებ­ლებ­მა არა­სო­დეს იმ­ღე­რონ. ჯო­კონ­დაც კი, რო­მე­ლიც შე­დევ­რია, მსოფ­ლი­ოს არა­ერთ ცნო­ბილ მხატ­ვარს - ფერ­ნან ლეჟეს, სალ­ვა­დორ და­ლის, ჟან-მი­შელ ბას­კი­ას, ენდი უორ­ჰოლს სა­კუ­თა­რი ინ­ტერპრე­ტა­ცი­ით აქვს გა­და­კე­თე­ბუ­ლი. მთა­ვა­რია, ორი­გი­ნალ­ზე არ მი­ა­ხა­ტო რა­ი­მე და ვთქვათ, კო­ლი­ზე­უ­მი არ გა­და­ხუ­რო და და­ნარ­ჩე­ნი, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მოვ­ლე­ნაა, - რა­ტომ არ შე­იძ­ლე­ბა კლა­სი­კის­თვის ხე­ლის შე­ხე­ბა?!

ვი­მე­ო­რებ, ბა­ტონ ბი­ძი­ნას ძა­ლი­ან კარ­გად ვიც­ნობ­დი. დიდი ადა­მი­ა­ნი იყო და სუ­ლაც არ იყო ჩარ­ჩო­ებ­ში მოქ­ცე­უ­ლი პი­როვ­ნე­ბა. პი­რი­ქით, მისი მუ­სი­კის ახ­ლე­ბუ­რი ჟღე­რა­დო­ბა ვფიქ­რობ, მო­ე­წო­ნე­ბო­და და გა­უ­ხარ­დე­ბო­და. თან, ის, რომ ამ­დე­ნი წლის შემ­დეგ, აბ­სო­ლუ­ტუ­რად ახალ­გაზ­რდა მუ­სი­კო­სე­ბი სა­კუ­თა­რი ინ­ტერპრე­ტა­ცი­ით კომ­პო­ზი­ცი­ას ას­რუ­ლე­ბენ და მას უძღვნიდ­ნენ.

- არან­ჟი­რე­ბის ავ­ტო­რი ვინ არის?

- სხვა­დას­ხვა ავ­ტო­რი ჰყავს. რაც შე­ე­ხე­ბა "ნი­უ­ტო­ნის" არან­ჟი­რე­ბას, ის თა­ვად ჯგუფ­მა გა­ა­კე­თა, გი­თხა­რით, რომ მე მი­ვე­ცი სრუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა, რად­გა­ნაც ჩარ­ჩო­ებ­ში ჩას­მის წი­ნა­აღ­მდე­გი ვარ...

- პრო­ექ­ტის მუ­სი­კა­ლუ­რად ვინ ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და?

- მუ­სი­კა­ლუ­რი პრო­დი­უ­სე­რი დათო ევ­გე­ნი­ძე გახ­ლდათ და მუ­სი­კა­ლუ­რი ხელ­მძღვა­ნე­ლი - რუ­სი­კო ბახ­ტა­ძე.

- ერთ-ერთ კო­მენ­ტარ­ში ასე­თი რამ ამო­ვი­კი­თხე: "ნე­ტავ, ოდეს­მე თუ გვე­ყო­ლე­ბა ნორ­მა­ლუ­რი ხმის რე­ჟი­სო­რი, რომ მსგავ­სი ტი­პის კონ­ცერ­ტე­ბი მა­ღალ ხა­რისხში წა­რი­მარ­თოს?!"

- მა­პა­ტი­ეთ, მაგ­რამ პა­სუ­ხი ყვე­ლა­ფერ­ზე არ არის სე­რი­ო­ზუ­ლი. XXI სა­უ­კუ­ნეა და ასე­თი კონ­სერ­ვა­ტო­რუ­ლი მიდ­გო­მა აღარ შე­იძ­ლე­ბა. თუმ­ცა 50-60-იანი წლე­ბის კომ­პო­ზი­ტო­რე­ბი რო­დე­საც თავს იმ­კვიდ­რებ­დნენ, ალ­ბათ მა­ში­ნაც ამ­ბობ­დნენ, რომ ესე­ნი რა­ღა­ცას არ­ღვევ­დნენ... მოკ­ლედ, ტემ­პი აჩ­ქარ­და, ვი­თა­დე­ბა მე­დი­ცი­ნა, მეც­ნი­ე­რე­ბა, ადა­მი­ა­ნი სწრა­ფად მოძ­რა­ობს და სა­ერ­თოდ, არ მეს­მის რაზე ვლა­პა­რა­კობთ?!

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ: "ამ ვერ­სი­ა­ში ბი­ძი­ნა კვერ­ნა­ძის შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი არა­ფე­რია" - რას ამ­ბო­ბენ ჯგუ­ფის წევ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც "თბი­ლი­სო­ბა­ზე" შეს­რუ­ლე­ბუ­ლი სიმ­ღე­რის­თვის გა­აკ­რი­ტი­კეს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

"არ მესმის რაზე ვლაპარაკობთ?!" - რას პასუხობს "თბილისობის" კონცერტის მთავარი რეჟისორი ბასა ფოცხიშვილი კრიტიკოსებს

"არ მესმის რაზე ვლაპარაკობთ?!" - რას პასუხობს "თბილისობის" კონცერტის მთავარი რეჟისორი ბასა ფოცხიშვილი კრიტიკოსებს

თბილისობის ორდღიანი დღესასწაული 16 ოქტომბერს მეიდანზე გამართული გალა-კონცერტით დასრულდა. კონცერტზე, სახელწოდებით - "ჩემო თბილის ქალაქო" ლეგენდარული ქართველი კომპოზიტორების სიმღერები ახლებური ინტერპრეტაციით შესრულდა. რამდენიმე სიმღერამ მსმენელთა ნაწილის აღშფოთება გამოიწვია. ცნობილი მელოდიების ახლებურ ვერსიებს სოციალურ ქსელში უგემოვნო უწოდეს.

თემას უამრავი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში, მათ შორის ცნობილი ადამიანებისა და მუსიკოსების:

"ეს იყო სრული მარაზმი, ვინ იყო მუსიკალური პროდიუსერი საინტერესოა, იქნებ გაგვცეს პასუხი. ეს ხომ ხალხის დაცინვაა და ქართველი კლასკოსების შეურაცხყოფა".

"ეს არის სიმღერის გაუპატიურება"

"ეს სიმღერის ის ვერსიაა, სული ჯოჯოხეთში რომ მოხვდება... იქ ასე მღერიან ალბათ უსმენოდ, უგემოვნოდ და ტანჯვით. სხვა დანარჩენს, ინტელექტუალური სამართალი აწესრიგებს!..."

"ამ კონცერტზე შესრულებული ყველა სიმღერა საშინელი მოსასმენი იყო. ვინ დაგვწყევლა ასე?"

წაიკითხეთ: "ცხონებული ბიძინა წამოაყენა, რას გაგინებდათ?!" - "თბილისობაზე" შესრულებული "ვარდები არ არიან" ფეისბუქზე კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს

კომპოზიტორი ოთარ ტატიშვილი ბიძინა კვერნაძის "შემოდგომის ყვავილების" ახლებურ ვერსიაზე, რომელიც ჯგუფმა "ნიუტონმა" შეასრულა, წერს: "ავტორის ჩანაფიქრის ასეთი ფორმით მიწოდება ჩემთვის მიუღებელია და კარიკატურის ტოლფასია, რასაც ბატონი ბიძინა კვერნაძე არ იმსახურებს ნამდვილად. შესაძლოა, ახლებურად საინტერესოდ გააჟღერო, ეს უნდა გაკეთდეს ძალიან ფრთხილად და მოწიწებით ისე, რომ ავტორის ჩანაფიქრი და სიმღერის დრამატურგია არ შეილახოს. არ ვიცი, აბა თქვენ განსაჯეთ, იქნებ მე სულ გამოვშტერდი? დროს ჩამოვრჩი და აღარაფერი მესმის ქვეყანაზე. რაც მთავარია წამყვანებს ძალიან მოსწონთ დაწერილი სცენარის მიხედვით".

კომპოზიტორი ნატო გელაშვილი: "გრცხვენოდეთ... გრცხვენოდეთ!!! მე ამ კონცერტს დავარქმევდი "უნიჭო პანაშვიდი თბილისს". ხელშეუხებელს არ უნდა შეეხო... ან თუ შეეხები, დიდი სიფრთხილით!!! ასე შეგიძლიათ საკუთარ შემოქმედებას მოექცეთ მხოლოდ და მხოლოდ.... პ.ს. ფეიერვერკებს არაუშავდა"...

დავინტერესდით, ვინ იყო კონცერტის უშუალო ორგანიზატორი და რატომ აირჩიეს მსგავსი თემატიკა თბილისობის დღესასწაულის დასკვნითი ღონისძიებისთვის. AMBEBI.GE-მ კომენტარისთვის კონცერტის მთავარ რეჟისორს ბასა ფოცხიშვილს მიმართა:

- ღონისძიების შემკვეთი არის მერია. კონცეფცია იყო ასეთი: კონცერტი უნდა მიგვეძღვნა 50-60-იანი წლების ქართველი კომპოზიტორებისთვის. იდეა იყო ჩვენი. ამ შემოქმედების მუსიკა ისეთი მაღალი რანგისაა, რომ წლების შემდეგ, კლასიკად იქცა და მათ სიმღერებს ჩვენი ახალგაზრდები დღემდე ასრულებენ, რითაც მათ მიმართ პატივისცემას, აღფრთოვანებას და სიყვარულს გამოხატავენ. კონცერტში შესრულდა ბევრი კლასიკური ვერსია...

- არაერთი ქართველი მუსიკოსი საყვედურს გამოთქვამს იმის გამო, რომ ბიძინა კვერნაძის მუსიკის ისე აჟღერება არ შეიძლებოდა...

- ბატონ ბიძინას ბავშვობიდან ვიცნობდი. ის ერთ-ერთი უდიდესი ადამიანია, ვინც ცხოვრებაში შემხვედრია, რა თქმა უნდა, უდიდესი კომპოზიტორი. დიახ, როგორი დიდი კომპოზიტორიც იყო, ისეთივე დიდი ადამიანი გახლდათ. ბედნიერი ვარ, რომ მასთან მქონდა შეხება... კონცერტზე აჟღერდა მისი "ელეგია" (კლასიკური ვარიანტი), რომელსაც გოგი ჭიჭინაძემ შესანიშნავად უდირიჟორა, დათო ნოზაძის მიერ შესრულდა ასევე "თბილისის ღამე" ისე, როგორც ეს ავტორმა შექმნა. ჩემთვის აღმოჩენა იყო არაჩვეულებრივი ახალგაზრდები, ჯგუფი "ნიუტონი", მათთან მუშაობა დიდი სიამოვნება იყო. შესანიშნავი მუსიკოსები არიან. მაღალი რანგის მუსიკას უკრავენ. მათი მიძღვნა ბატონი ბიძინასადმი სიმღერა - "შემოდგომის ყვავილებს" გახლდათ, რისთვისაც მათ მე სრული თავისუფლება მივეცი...

მთელს მსოფლიოში ასეა, როდესაც კეთდება კონცერტები, რომლებიც ამა თუ იმ პიროვნებას ეძღვნება, იქ გამომსვლელები (მომღერლები, შემსრულებლები) თავის სტილში მღერიან. ასეთ დროს მეც არ მიმაჩნია სწორად სიმღერა ზუსტად ისე შესრულდეს და ჟღერდეს როგორც ორიგინალში. ჯერ ერთი იცვლება დრო და საერთოდ, ბევრი რამ... ბატონი ბიძინას "შემოდგომის ყვავილებს" თავისი საოცარი ლექსით, გენიალურია, კლასიკაა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ახალგაზრდა შემსრულებლებმა არასოდეს იმღერონ. ჯოკონდაც კი, რომელიც შედევრია, მსოფლიოს არაერთ ცნობილ მხატვარს - ფერნან ლეჟეს, სალვადორ დალის, ჟან-მიშელ ბასკიას, ენდი უორჰოლს საკუთარი ინტერპრეტაციით აქვს გადაკეთებული. მთავარია, ორიგინალზე არ მიახატო რაიმე და ვთქვათ, კოლიზეუმი არ გადახურო და დანარჩენი, ჩვეულებრივი მოვლენაა, - რატომ არ შეიძლება კლასიკისთვის ხელის შეხება?!

ვიმეორებ, ბატონ ბიძინას ძალიან კარგად ვიცნობდი. დიდი ადამიანი იყო და სულაც არ იყო ჩარჩოებში მოქცეული პიროვნება. პირიქით, მისი მუსიკის ახლებური ჟღერადობა ვფიქრობ, მოეწონებოდა და გაუხარდებოდა. თან, ის, რომ ამდენი წლის შემდეგ, აბსოლუტურად ახალგაზრდა მუსიკოსები საკუთარი ინტერპრეტაციით კომპოზიციას ასრულებენ და მას უძღვნიდნენ.

- არანჟირების ავტორი ვინ არის?

- სხვადასხვა ავტორი ჰყავს. რაც შეეხება "ნიუტონის" არანჟირებას, ის თავად ჯგუფმა გააკეთა, გითხარით, რომ მე მივეცი სრული თავისუფლება, რადგანაც ჩარჩოებში ჩასმის წინააღმდეგი ვარ...  

- პროექტის მუსიკალურად ვინ ხელმძღვანელობდა?

- მუსიკალური პროდიუსერი დათო ევგენიძე გახლდათ და მუსიკალური ხელმძღვანელი - რუსიკო ბახტაძე.

- ერთ-ერთ კომენტარში ასეთი რამ ამოვიკითხე: "ნეტავ, ოდესმე თუ გვეყოლება ნორმალური ხმის რეჟისორი, რომ მსგავსი ტიპის კონცერტები მაღალ ხარისხში წარიმართოს?!"

- მაპატიეთ, მაგრამ პასუხი ყველაფერზე არ არის სერიოზული. XXI საუკუნეა და ასეთი კონსერვატორული მიდგომა აღარ შეიძლება. თუმცა 50-60-იანი წლების კომპოზიტორები როდესაც თავს იმკვიდრებდნენ, ალბათ მაშინაც ამბობდნენ, რომ ესენი რაღაცას არღვევდნენ... მოკლედ, ტემპი აჩქარდა, ვითადება მედიცინა, მეცნიერება, ადამიანი სწრაფად მოძრაობს და საერთოდ, არ მესმის რაზე ვლაპარაკობთ?!

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

ასევე წაიკითხეთ: "ამ ვერსიაში ბიძინა კვერნაძის შეურაცხმყოფელი არაფერია" - რას ამბობენ ჯგუფის წევრები, რომლებიც "თბილისობაზე" შესრულებული სიმღერისთვის გააკრიტიკეს

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება