პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როცა სიმართლის დამტკიცება დამჭირდა, ვიდეო არ მოიძებნა..."ნაციონალების" დროში ვბრუნდებით?!" - ვინ და რატომ ედავება პატრულს
"როცა სიმართლის დამტკიცება დამჭირდა, ვიდეო არ მოიძებნა..."ნაციონალების" დროში ვბრუნდებით?!" - ვინ და რატომ ედავება პატრულს

სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის მიერ გა­მო­წე­რილ ჯა­რი­მებს მძღო­ლე­ბი უმე­ტე­სად აპ­რო­ტეს­ტე­ბენ. ხში­რად პრო­ტეს­ტი და უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა მხო­ლოდ ად­გილ­ზე, წუ­თი­ე­რად გა­მო­ი­ხა­ტე­ბა, თუმ­ცა არი­ან ისე­თე­ბი, რომ­ლე­ბიც ფიქ­რო­ბენ, რომ კა­ნო­ნი არ და­ურ­ღვე­ვი­ათ, ჯა­რი­მა და­უმ­სა­ხუ­რებ­ლად გა­მო­უ­წე­რეს და ჯა­რი­მას სა­სა­მარ­თლო­შიც ასა­ჩივ­რებს. ასე შე­ემ­თხვა ჩვენს რეს­პონ­დენ­ტსაც, რო­მელ­მაც სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის მიერ გა­მო­წე­რი­ლი ჯა­რი­მა სა­სა­მარ­თლო­ში გა­ა­სა­ჩივ­რა.

ლაშა შე­ლე­გია AMBEBI.GE-ს რე­დაქ­ცი­ას დახ­მა­რე­ბის­თვის და­უ­კავ­შირ­და და აი, რა გვი­ამ­ბო:

"და­მა­ჯა­რი­მეს რამ­დე­ნი­მე თვის წინ, თუმ­ცა სა­სა­მარ­თლო­ში გა­სა­ჩივ­რე­ბას დრო დას­ჭირ­და და საქ­მე ახ­ლაც კი არ და­მის­რუ­ლე­ბია, ბო­ლომ­დე ვიბ­რძო­ლებ. ამ წლის 23 აპ­რილს ელი­ა­ვას ბაზ­რო­ბას­თან პატ­რულ-ინ­სპექ­ტორ­მა და­მა­ჯა­რი­მა 200 ლა­რი­ა­ნი ჯა­რი­მით. კერ­ძოდ, მან­ქა­ნა ცუ­დად იყო გა­ჩე­რე­ბუ­ლი და ამან გა­მო­იწ­ვია მოძ­რა­ო­ბის შე­ფერ­ხე­ბა და შექ­მნა სა­ა­ვა­რიო სი­ტუ­ა­ცია. თუმ­ცა, სა­ა­ვა­რიო სი­ტუ­ა­ცია არ შექ­მნი­ლა, ჯა­რი­მის გა­მო­წე­რი­დან 4 დღე­ში ჯერ სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ვა­სა­ჩივ­რე, შემ­დეგ კი სა­სა­მარ­თლო­ში და მო­ვი­თხო­ვე გა­დაკ­ვა­ლი­ფი­ცი­რე­ბა.

სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე პატ­რულ-ინ­სპექ­ტორს ვკი­თხე, არ­სე­ბობ­და თუ არა ჩა­ნა­წე­რი, სა­დაც ჩან­და, რომ მე და­ვარ­ღვიე კა­ნო­ნი, მათ მი­თხრეს, რომ არ­სე­ბობ­და, მო­ვი­თხო­ვე ამ ვი­დე­ომ­ტკი­ცე­ბუ­ლე­ბის ჩვე­ნე­ბა, რად­გან ამით დამ­ტკიც­დე­ბო­და ჩემი სი­მარ­თლე, სამ­წუ­ხა­როდ მო­სა­მარ­თლემ სა­ჭი­როდ არ ჩათ­ვა­ლა ჩა­ნა­წე­რე­ბი და მხო­ლოდ პატ­რულ-ინ­სპექ­ტო­რის ჩვე­ნე­ბას და­ეყ­რდნო. მერე ისე მოხ­და, რომ სა­სა­მარ­თლოს ბოლო სხდო­მა­ზე არ ვი­ყა­ვი, გავ­გზავ­ნე წე­რი­ლი, რომ სა­პა­ტიო მი­ზე­ზით ვერ ვეს­წრე­ბი და იქ­ნებ პრო­ცე­სი გა­და­დოთ­მეთ­ქი. მო­სა­მარ­თლემ პრო­ცე­სი არ გა­და­დო და გა­ნა­ჩე­ნი გა­სა­ჩივ­რე­ბის უფ­ლე­ბის გა­რე­შე გა­მო­ი­ტა­ნა.

ცუდი ის არის, რომ როცა ეკა ყურ­ში­ტაშ­ვილს და სხვებს ვი­დე­ო­ებს უვრცე­ლე­ბენ, მა­შინ როცა პა­ტი­ო­სან მო­ქა­ლა­ქეს სი­მარ­თლის დამ­ტკი­ცე­ბა დას­ჭირ­და, ვი­დეო არ მო­ი­ძებ­ნა. ისევ "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" დრო­ში ვბრუნ­დე­ბით?! ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს რა­მე­ში რომ ედა­ვე­ბი, ამის დამ­ტკი­ცე­ბა გა­მო­რი­ცხუ­ლია. მძღო­ლი ერ­თია და პატ­რულ-ინ­სპექ­ტო­რი ორი, ყვე­ლა­ფერ­ში თა­ვი­ანთ სი­მარ­თლეს და­გიმ­ტკი­ცე­ბენ" - ამ­ბობს და­ჯა­რი­მე­ბუ­ლი მძღო­ლი ლაშა შე­ლე­გია.

საქ­მის გა­სარ­კვე­ვად ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს და­ვუ­კავ­შირ­დით. რო­გორც უწყე­ბის პრეს­სამ­სა­ხურ­ში გან­გვი­მარ­ტეს, მო­სა­მარ­თლემ გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­ი­ტა­ნა და საქ­მე და­ი­ხუ­რა, რაც შე­ე­ხე­ბა ვი­დე­ომ­ტკი­ცე­ბუ­ლე­ბას, უწყე­ბა­ში გა­ნა­ცხა­დეს, რომ ეს არის პერ­სო­ნა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია და ასე­თი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი ჩა­წე­რის დღი­დან ერთი თვის ვა­და­ში ნად­გურ­დე­ბა.

"აღ­ნიშ­ნულ მო­ქა­ლა­ქეს პატ­რულ-ინ­სპექ­ტორ­მა და­უ­წე­რა ჯა­რი­მა, ის ამას არ და­ე­თან­ხა, მო­ვი­და სა­პატ­რუ­ლო­ში მო­ნი­ტო­რინ­გის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში და გა­ა­სა­ჩივ­რა. ჩვენ­მა გა­მომ­ძი­ე­ბელ­მა გა­მო­კი­თხვის ჩა­ტა­რე­ბის შემ­დეგ, სა­ჭი­როდ არ ჩათ­ვა­ლა და­მა­ტე­ბით მო­ე­თხო­ვა კა­მე­რე­ბის ჩა­ნა­წე­რე­ბი და ძა­ლა­ში და­ტო­ვა პატ­რულ-ინ­სპექ­ტო­რის მიერ გა­მო­წე­რი­ლი ჯა­რი­მა. ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მო­ქა­ლა­ქე არ და­ე­თან­ხმა და გა­ა­სა­ჩივ­რა სა­სა­მარ­თლო­ში. პრო­ცეს­ზე სა­პატ­რუ­ლომ ამ საქ­მის ყვე­ლა დო­კუ­მენ­ტი წა­რად­გი­ნა, მო­სა­მარ­თლეს სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის­თვის არ და­უ­ვა­ლე­ბია წარ­მო­ედ­გი­ნათ კონ­კრე­ტუ­ლი კა­ნონ­დარ­ღვე­ვის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი, შე­სა­ბა­მი­სად, ვე­რა­ვინ მოგვ­თხოვს წარ­მო­ვად­გი­ნოთ აღ­ნიშ­ნუ­ლი კა­ნონ­დარ­ღვე­ვის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი.

ეს არის პერ­სო­ნა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია და სა­ჯა­როდ ვერ გავ­ცემთ, მაგ­რამ ამ­ბა­ვი მოხ­და აპ­რილ­ში, ხოლო პერ­სო­ნა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია ერთი თვის ვა­და­ში ნად­გურ­დე­ბა, მისი შე­ნახ­ვა კა­ნონ­დარ­ღვე­ვაა. ალ­ბათ იყო ამ ფაქ­ტის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლა, თუმ­ცა უკვე გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა. ბრძა­ნე­ბა­ში წე­რია, რომ პატ­რულს აქვს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა ჩარ­თოს სამ­ხრე კა­მე­რა და არა ვალ­დე­ბუ­ლე­ბა. ამი­ტომ ზოგი რთავს, ზოგი არა, თუმ­ცა უმე­ტეს შემ­თხვე­ვა­ში პატ­რულ-ინ­სპექ­ტორს ჩარ­თუ­ლი აქვს სამ­ხრე კა­მე­რა", - გან­გვი­მარ­ტეს შს სა­მი­ნის­ტროს პრეს­სამ­სა­ხურ­ში.

"სა­ქარ­თვე­ლოს ტრან­სპორ­ტი­სა და გზე­ბის" ასო­ცი­ა­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლის, ვასო ურუ­შა­ძის თქმით, ხარ­ვე­ზი კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­შია, რო­მელ­საც "ბო­რო­ტად იყე­ნე­ბენ პატ­რულ-ინ­სპექ­ტო­რე­ბი".

"თუ მძღო­ლი აჩე­რებს ისეთ ად­გი­ლას, სა­დაც არ შე­იძ­ლე­ბა გა­ჩე­რე­ბა, ის ჯა­რიმ­დე­ბა 200 ლა­რით. სამ­წუ­ხა­როდ, ხში­რად სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცია ამ დარ­ღვე­ვას ბო­რო­ტად იყე­ნებს და მძღოლს ბრალს დებს სა­ცო­ბის წარ­მოქ­ნა­ში, რაც მი­უ­ღე­ბე­ლია. არას­წო­რი პარ­კი­რე­ბა ჯა­რიმ­დე­ბა 10 ლა­რით, მაგ­რამ ოქმი გა­მო­ი­წე­რე­ბო­და სა­ცო­ბის წარ­მოქ­მნა­ზე და რამ­დენ­ჯე­რაც ასე­თი ფაქ­ტე­ბი სა­სა­მარ­თლო­ში გა­სა­ჩივ­რდა, იმ­დენ­ჯერ სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ამ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი ვერ წა­რად­გი­ნა, იმი­ტომ რომ, რე­ა­ლუ­რად არ აქვთ ასე­თი კად­რე­ბი. სამ­წუ­ხა­როდ, ამ შემ­თხვე­ვა­შიც სა­კა­ნონ­მდებ­ლო ხარ­ვე­ზი ბო­რო­ტა­დაა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი", - ამ­ბობს ვასო ურუ­შა­ძე.

თეა ბე­ჟი­ტაშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

"როცა სიმართლის დამტკიცება დამჭირდა, ვიდეო არ მოიძებნა..."ნაციონალების" დროში ვბრუნდებით?!" - ვინ და რატომ ედავება პატრულს

"როცა სიმართლის დამტკიცება დამჭირდა, ვიდეო არ მოიძებნა..."ნაციონალების" დროში ვბრუნდებით?!" - ვინ და რატომ ედავება პატრულს

საპატრულო პოლიციის მიერ გამოწერილ ჯარიმებს მძღოლები უმეტესად აპროტესტებენ. ხშირად პროტესტი და უკმაყოფილება მხოლოდ ადგილზე, წუთიერად გამოიხატება, თუმცა არიან ისეთები, რომლებიც ფიქრობენ, რომ კანონი არ დაურღვევიათ, ჯარიმა დაუმსახურებლად გამოუწერეს და ჯარიმას სასამართლოშიც ასაჩივრებს. ასე შეემთხვა ჩვენს რესპონდენტსაც, რომელმაც საპატრულო პოლიციის მიერ გამოწერილი ჯარიმა სასამართლოში გაასაჩივრა.

ლაშა შელეგია AMBEBI.GE-ს რედაქციას დახმარებისთვის დაუკავშირდა და აი, რა გვიამბო:

"დამაჯარიმეს რამდენიმე თვის წინ, თუმცა სასამართლოში გასაჩივრებას დრო დასჭირდა და საქმე ახლაც კი არ დამისრულებია, ბოლომდე ვიბრძოლებ. ამ წლის 23 აპრილს ელიავას ბაზრობასთან პატრულ-ინსპექტორმა დამაჯარიმა 200 ლარიანი ჯარიმით. კერძოდ, მანქანა ცუდად იყო გაჩერებული და ამან გამოიწვია მოძრაობის შეფერხება და შექმნა საავარიო სიტუაცია. თუმცა, საავარიო სიტუაცია არ შექმნილა, ჯარიმის გამოწერიდან 4 დღეში ჯერ სამინისტროში გავასაჩივრე, შემდეგ კი სასამართლოში და მოვითხოვე გადაკვალიფიცირება.

სასამართლო პროცესზე პატრულ-ინსპექტორს ვკითხე, არსებობდა თუ არა ჩანაწერი, სადაც ჩანდა, რომ მე დავარღვიე კანონი, მათ მითხრეს, რომ არსებობდა, მოვითხოვე ამ ვიდეომტკიცებულების ჩვენება, რადგან ამით დამტკიცდებოდა ჩემი სიმართლე, სამწუხაროდ მოსამართლემ საჭიროდ არ ჩათვალა ჩანაწერები და მხოლოდ პატრულ-ინსპექტორის ჩვენებას დაეყრდნო. მერე ისე მოხდა, რომ სასამართლოს ბოლო სხდომაზე არ ვიყავი, გავგზავნე წერილი, რომ საპატიო მიზეზით ვერ ვესწრები და იქნებ პროცესი გადადოთმეთქი. მოსამართლემ პროცესი არ გადადო და განაჩენი გასაჩივრების უფლების გარეშე გამოიტანა.

ცუდი ის არის, რომ როცა ეკა ყურშიტაშვილს და სხვებს ვიდეოებს უვრცელებენ, მაშინ როცა პატიოსან მოქალაქეს სიმართლის დამტკიცება დასჭირდა, ვიდეო არ მოიძებნა. ისევ "ნაციონალების" დროში ვბრუნდებით?! შინაგან საქმეთა სამინისტროს რამეში რომ ედავები, ამის დამტკიცება გამორიცხულია. მძღოლი ერთია და პატრულ-ინსპექტორი ორი, ყველაფერში თავიანთ სიმართლეს დაგიმტკიცებენ" - ამბობს დაჯარიმებული  მძღოლი ლაშა შელეგია.

საქმის გასარკვევად შინაგან საქმეთა სამინისტროს დავუკავშირდით. როგორც უწყების პრესსამსახურში განგვიმარტეს, მოსამართლემ განაჩენი გამოიტანა და საქმე დაიხურა, რაც შეეხება ვიდეომტკიცებულებას, უწყებაში განაცხადეს, რომ ეს არის პერსონალური ინფორმაცია და ასეთი ინფორმაციები ჩაწერის დღიდან ერთი თვის ვადაში ნადგურდება.

"აღნიშნულ მოქალაქეს პატრულ-ინსპექტორმა დაუწერა ჯარიმა, ის ამას არ დაეთანხა, მოვიდა საპატრულოში მონიტორინგის განყოფილებაში და გაასაჩივრა. ჩვენმა გამომძიებელმა გამოკითხვის ჩატარების შემდეგ, საჭიროდ არ ჩათვალა დამატებით მოეთხოვა კამერების ჩანაწერები და ძალაში დატოვა პატრულ-ინსპექტორის მიერ გამოწერილი ჯარიმა. ამ გადაწყვეტილებას მოქალაქე არ დაეთანხმა და გაასაჩივრა სასამართლოში. პროცესზე საპატრულომ ამ საქმის ყველა დოკუმენტი წარადგინა, მოსამართლეს საპატრულო პოლიციისთვის არ დაუვალებია წარმოედგინათ კონკრეტული კანონდარღვევის ამსახველი ვიდეოჩანაწერი, შესაბამისად, ვერავინ მოგვთხოვს წარმოვადგინოთ აღნიშნული კანონდარღვევის ამსახველი ვიდეოჩანაწერი.

ეს არის პერსონალური ინფორმაცია და საჯაროდ ვერ გავცემთ, მაგრამ ამბავი მოხდა აპრილში, ხოლო პერსონალური ინფორმაცია ერთი თვის ვადაში ნადგურდება, მისი შენახვა კანონდარღვევაა. ალბათ იყო ამ ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა, თუმცა უკვე განადგურებული იქნება. ბრძანებაში წერია, რომ პატრულს აქვს უფლებამოსილება ჩართოს სამხრე კამერა და არა ვალდებულება. ამიტომ ზოგი რთავს, ზოგი არა, თუმცა უმეტეს შემთხვევაში პატრულ-ინსპექტორს ჩართული აქვს სამხრე კამერა", - განგვიმარტეს შს სამინისტროს პრესსამსახურში.

"საქართველოს ტრანსპორტისა და გზების" ასოციაციის წარმომადგენლის, ვასო ურუშაძის თქმით, ხარვეზი კანონმდებლობაშია, რომელსაც "ბოროტად იყენებენ პატრულ-ინსპექტორები".

"თუ მძღოლი აჩერებს ისეთ ადგილას, სადაც არ შეიძლება გაჩერება, ის ჯარიმდება 200 ლარით. სამწუხაროდ, ხშირად საპატრულო პოლიცია ამ დარღვევას ბოროტად იყენებს და მძღოლს ბრალს დებს საცობის წარმოქნაში, რაც მიუღებელია. არასწორი პარკირება ჯარიმდება 10 ლარით, მაგრამ ოქმი გამოიწერებოდა საცობის წარმოქმნაზე და რამდენჯერაც ასეთი ფაქტები სასამართლოში გასაჩივრდა, იმდენჯერ საპატრულო პოლიციამ მტკიცებულებები ვერ წარადგინა, იმიტომ რომ, რეალურად არ აქვთ ასეთი კადრები. სამწუხაროდ, ამ შემთხვევაშიც საკანონმდებლო ხარვეზი ბოროტადაა გამოყენებული", - ამბობს ვასო ურუშაძე.

თეა ბეჟიტაშვილი

AMBEBI.GE

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ