პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ გახდა გინება მოდური - "უწმაწურობს ის, ვისაც უნდა, ყურადღება მიიქციოს"
რატომ გახდა გინება მოდური - "უწმაწურობს ის, ვისაც უნდა, ყურადღება მიიქციოს"

გი­ნე­ბას ძვე­ლად ასე გან­მარ­ტავ­დნენ: "ესე არს ბილ­წად ხსე­ნე­ბა, გინა შე­უ­რა­ცხე­ბა, გინა წა­ბილწვა, ავად ხსე­ნე­ბა". ეს სი­ტყვა დღე­საც ასე გა­ნი­მარ­ტე­ბა, არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა, გარ­და ერ­თი­სა - უბ­რა­ლოდ, თა­ნა­მედ­რო­ვე ადა­მი­ა­ნი, მე­ტად აგ­რე­სი­უ­ლი გახ­და და მო­უ­თო­კა­ვი ემო­ცი­ე­ბის გამო ხში­რად ბილ­წსი­ტყვა­ობს და სხვა­საც შე­უ­რა­ცხყოფს...

გი­ნე­ბა, ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში, და­საგ­მო­ბია, მით უფრო, როცა ეს სა­ჯა­როდ, თუნ­დაც, ტე­ლე­ე­თერ­ში ხდე­ბა და მას მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნი ის­მენს და უყუ­რებს...

სა­ქარ­თვე­ლო რომ მო­ი­ა­რო და აქ არ­სე­ბუ­ლი ბილ­წი ფრა­ზე­ბის ყვე­ლა­ნა­ი­რი ნი­მუ­ში შე­აგ­რო­ვო, სქელ­ტა­ნი­ა­ნი "ნაშ­რო­მი" გა­მო­ვა, რაც იმა­ზე მე­ტყვე­ლებს, რომ ქარ­თვე­ლე­ბი მდი­დარ ლექ­სი­კას ბო­რო­ტად ვი­ყე­ნებთ... ისე, ამ "მარ­გა­ლი­ტე­ბის" შეგ­რო­ვე­ბის მცდე­ლო­ბა ერთხელ ეთ­ნოგ­რაფს, თედო სა­ხო­კი­ას ჰქონ­და და შემ­დეგ მის ნაკ­ვა­ლევს ვა­ხუშ­ტი კო­ტე­ტიშ­ვი­ლიც გაჰ­ყვა, რო­დე­საც სკაბ­რე­ზუ­ლი ფოლკ­ლო­რის ნი­მუ­შე­ბი სა­ხე­ლად "მო­უკ­რე­ფავ­ნი" გა­მოს­ცა. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ფოლკ­ლო­რის­ტე­ბი გი­ნე­ბას ჟან­რობ­რივ სტა­ტუსს მა­ინც ვერ ანი­ჭე­ბენ, რად­გა­ნაც მათი თქმით, ის ვე­რა­ნა­ირ კლა­სი­ფი­კა­ცი­ას ვერ აკ­მა­ყო­ფი­ლებს...

სა­ქარ­თვე­ლო­ში ბილ­წსი­ტყვა­ო­ბის ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ნაც­ვალ­სა­ხე­ლია "შენი" და "მა­გის", თუმ­ცა ბოლო დროს მათ ყვე­ლა­ზე ცუდი ვა­რი­ან­ტი "ჩე­მიც" შე­ე­მა­ტა... ქარ­თვე­ლე­ბი სა­კუ­თარ დე­დას ისე აგი­ნე­ბენ, თვალ­საც არ ახამ­ხა­მე­ბენ...

ახლა რას ამ­ბობ­და და ამ­ბობს ამ ყვე­ლა­ფერ­ზე რე­ლი­გია: (ნა­წყვე­ტი წე­რი­ლი­დან - სი­ო­ნის ყოვ­ლად­წ­მი­და ღვთის­მშობ­ლის ძმო­ბა, 1913 წ.)

"...სა­გი­ნე­ბე­ლი სი­ტყვე­ბი ხალ­ხს, მი­აჩ­ნია აუ­ცი­ლე­ბე­ლად სა­ჭი­როდ ყო­ველ-გვარს ლა­პა­რა­კის დროს, ხუმ­რო­ბა­შიც და დარ­ბა­ის­ლურ სა­უ­ბარ­შიც, მე­გობ­რებ­შიც, სიმ­თვრა­ლე­შიც და სი­ფხიზ­ლე­შიც. რა არის ამი­სი მი­ზე­ზი? მი­ზე­ზი არის უწ­მი­დუ­რო­ბა გუ­ლი­სა, რო­მე­ლიც სავ­სეა არაწ­მი­და ზრახ­ვით და სწო­რედ ამი­ტომ ბო­რო­ტი სი­ტყვა ამ კა­ცის პი­რი­დან ამო­დის თა­ვის თა­ვად, ხან­და­ხან უნებ­ლი­ეთ... საყ­ვა­რელ­ნო, სი­ტყვის ნიჭი მოგ­ვცა ღმერ­თმა, გვას­წავ­ლა მხო­ლოდ კე­თი­ლი. მაშ, სა­ი­დან არის სა­სირ­ცხვი­ლო და ცუდი სი­ტყვა? ეშ­მა­კი­სა­გან! აი, ვის სი­ტყვებს იმე­ო­რებ შენ ლან­ძღვა-გი­ნე­ბის დროს.

ისიც იცო­დე, ძმაო, ღმერ­თი ყველ­გან მყო­ფი, ყოვ­ლის­მცოდ­ნე, ხე­დავს რა­საც ჩვენ ვიქმთ. ამი­ტომ, როცა იგი­ნე­ბი და ილან­ძღე­ბი, ნუ გვარ­წმუ­ნებ, რომ გრწამს ღმერ­თი; შენ რომ ღმერ­თი გრწამ­დეს, არ იკად­რებ­დი ლან­ძღვა-გი­ნე­ბას. ჭეშ­მა­რი­ტად, მა­გი­ნე­ბელ­ნი უგუ­ნუ­რი მცოდ­ვე­ლე­ბი არი­ან... გვახ­სოვ­დეს, საყ­ვა­რელ­ნო, რომ ყო­ვე­ლი­ვე ჩვე­ნის სი­ტყვე­ბი­სათ­ვის უნდა პა­სუ­ხი ვა­გოთ ღვთის წი­ნა­შე და ამი­ტომ სიფრ­თხი­ლით მო­ვექ­ცეთ ჩვენს სი­ტყვებს"

* * *

და­ვუბ­რუნ­დეთ იმას, რო­დე­საც არა­ნორ­მა­ტი­უ­ლი ლექ­სი­კა სა­ჯა­რო სივ­რცე­ში, ტე­ლე­ე­თე­რით ის­მის. ამ შემ­თხვე­ვა­ში რას­თან გვაქვს საქ­მე, ვინ არის ამა­ში დამ­ნა­შა­ვე და რა­ტომ გახ­და გი­ნე­ბა მო­დუ­რი? - ამ თე­მა­ზე ფსი­ქო­ლოგ გი­ორ­გი ყი­ფი­ანს (თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ასო­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სო­რი) ვე­სა­უბ­რეთ:

"თა­ვი­დან­ვე ერ­თმა­ნე­თის­გან უნდა გან­ვას­ხვა­ვოთ, გი­ნე­ბა ფილმში, პო­ლი­ტი­კურ შო­უ­ში და ამა თუ იმ პი­რის სა­ტე­ლე­ფო­ნო ჩა­ნა­წერ­ში... ფაქ­ტი ის არის, რომ დღეს­დღე­ო­ბით ჩვენ­ში არ არ­სე­ბობს მე­ქა­ნიზ­მი, რო­მე­ლიც ბილ­წსი­ტყვა­ო­ბას ტე­ლე­ე­თერ­ში შე­ზღუ­დავს, არა­და, პრაქ­ტი­კუ­ლად, ასე­თი მე­ქა­ნიზ­მი ცი­ვი­ლი­ზე­ბულ მსოფ­ლი­ო­ში მი­ღე­ბუ­ლია, რომ ბილ­წსი­ტყვა­ო­ბა დღის ეთერ­ში, ახალ ამ­ბებ­ში არ უნდა გა­ვი­დეს, რომ ტე­ლე­ლექ­სი­კა შე­მა­წუ­ხე­ბე­ლი, კონ­ტექ­სტი­დან ამო­ვარ­დნი­ლი არ უნდა იყოს. მოკ­ლედ, ამას ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბა არე­გუ­ლი­რებს და დამ­რღვევს სო­ლი­დუ­რად აჯა­რი­მებს", - ამ­ბობს ბა­ტო­ნი გი­ორ­გი.

მისი თქმით, ჯა­რი­მა ეკის­რე­ბა იმ ტე­ლე­კომ­პა­ნი­ას, რომ­ლის ეთერ­შიც ის­მის არა­ნორ­მა­ტი­უ­ლი ლექ­სი­კა. რაც შე­ე­ხე­ბა ფილ­მს, თუკი მას­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია ბილ­წსი­ტყვა­ო­ბა, ის უნდა გა­მომ­დი­ნა­რე­ობ­დეს ნა­წარ­მო­ე­ბის მხატ­ვრუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბი­დან, კომ­პო­ზი­ცი­ი­დან და არ უნდა იყოს უად­გი­ლო.

"სა­ქარ­თვე­ლო­ში ეს კა­ნო­ნი სპე­ცი­ა­ლუ­რად გა­ა­უქ­მეს იმის­თვის, რომ ტე­ლე­კომ­პა­ნი­ებს ნე­ბის­მი­ერ დროს და­უბ­რკო­ლებ­ლად შეძ­ლე­ბო­დათ ბილ­წსი­ტყვა­ო­ბის ეთერ­ში გაშ­ვე­ბა იმის გამო, რომ გა­და­ცე­მის რე­ი­ტინ­გი გა­ე­კე­თე­ბი­ნათ და დღეს­დღე­ო­ბით ვხე­დავთ ამა თუ იმ ტე­ლე­არხზე იმას, რომ კონ­ფლიქ­ტი უმე­ტე­სად გი­ნე­ბით სრულ­დე­ბა. მარ­თლაც მძი­მე ფაქ­ტე­ბის მომსწრე ვხდე­ბით იმის გამო, რომ ეს კა­ნომ­დებ­ლო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­ი­შა­ლა, რო­მე­ლიც ბილ­წსი­ტყვა­ო­ბის გავ­რცე­ლე­ბას კრძა­ლავ­და, ამის შე­დე­გად ჩა­მო­ყა­ლიბ­და აზრი, რომ უწ­მა­წუ­რო­ბა და­საშ­ვე­ბია და ამის­თვის არა­ვინ ის­ჯე­ბა, მით უფრო, ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი... ამი­ტო­მაც არის, რომ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­შიც მოხ­შირ­და ეს ყვე­ლა­ფე­რი, არა თუ ახალ­გაზ­რდებ­ში, უფ­რო­სი თა­ო­ბის ადა­მი­ა­ნებ­შიც", - გვე­უბ­ნე­ბა რეს­პონ­დენ­ტი.

- დღეს მგო­ნი, უკვე ისეა, რომ თუ სტუ­მა­რი ტე­ლე­შო­უ­ში ბილ­წსი­ტყვა­ობს, თით­ქოს კარგ ტო­ნა­დაც მი­იჩ­ნე­ვა...

- ზო­გი­ერ­თი ადა­მი­ა­ნი ამ სი­ტყვე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით ხაზს უს­ვამს თა­ვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლო­ბას და ამ დროს შე­იძ­ლე­ბა, მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რიც კი იყოს. სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ამ თვალ­საზ­რი­სით ეთი­კურ­მა სტან­დარ­ტმაც დაბ­ლა და­ი­წია და გი­ნე­ბას აღარ ერი­დე­ბი­ან. ახლა რაც შე­ე­ხე­ბა ბილ­წსი­ტყვა­ო­ბას და ტე­ლე­შო­უ­ში კონ­ფლიქ­ტის გამ­წვა­ვე­ბას, ხელს უწყო­ბენ თა­ვად გა­და­ცე­მის წამ­ყვა­ნე­ბი. მა­გა­ლი­თად, სტუ­დი­ა­ში მოწ­ვე­უ­ლია ორი ადა­მი­ნი, დის­კუ­სია კონ­ფლიქ­ტში გა­და­დის და წამ­ყვა­ნი იმ დის­კუ­სი­ას არ აჩე­რებს. ასე­თი მიდ­გო­მა აყა­ლი­ბებს რო­გორც გა­და­ცე­მის, ასე­ვე დის­კუ­სი­ის და­ბალ კულ­ტუ­რას და ამ ყვე­ლა­ფერს კი­დევ უფრო მძი­მე შე­სა­ხედს ქმნის, რო­დე­საც ტე­ლე­ვი­ზია და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია კონ­ფლიქ­ტის გამ­წვა­ვე­ბით იმის­თვის, რომ გა­და­ცე­მა მე­ტად ყუ­რე­ბა­დი გა­ხა­დოს. მი­აჩ­ნი­ათ, რომ თუ შოუ ჩხუბ­ში გა­და­იზ­რდე­ბა, ყუ­რა­დღე­ბას უფრო მი­იქ­ცევს. მოკ­ლედ, ია­ფ­ფა­სი­ან სენ­სა­ცი­ებ­ზეა აქ­ცენ­ტი გა­კე­თე­ბუ­ლი.

- გა­მო­დის, ეს ფაქ­ტე­ბი ერ­თმა­ნეთს ავ­სებს.

- დიახ, ერთი მხრივ კა­ნონ­მდებ­ლო­ბა არ ზღუ­დავს ეთერ­ში არა­ნორ­მა­ტი­ულ ლექ­სი­კას, რა­მაც ფაქ­ტობ­რი­ვად ეთი­კუ­რი სტან­დარ­ტის შეც­ვლა, დაბ­ლა და­წე­ვა გა­მო­იწ­ვია, გი­ნე­ბა უზ­ნე­ო­ბად აღარ ით­ვლე­ბა. ამი­ტომ უწ­მა­წუ­რობს ის, ვი­საც უნდა, ყუ­რა­დღე­ბა მი­იქ­ცი­ოს. ვი­მე­ო­რებ, ფაქ­ტია, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ეთი­კუ­რი და ზნე­ობ­რი­ვი ნორ­მე­ბის ნგრე­ვა მიმ­დი­ნა­რე­ობს და ეს ყვე­ლა­ფე­რი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­შიც ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვია. კა­ნო­ნი ბილ­წსი­ტყვა­ო­ბის რე­გუ­ლა­ცი­ის შე­სა­ხებ სა­ბო­ლო­ოდ, 2009 წელს პარ­ლა­მენ­ტმა გა­ა­უქ­მა, რის­კე­ნაც სვლაც 2004 წლი­დან ნელ-ნელა და­ი­წყო. ამის გამო არა­ვინ არა­ვის აჯა­რი­მებ­და. არა­და, ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი მსოფ­ლიო ამ ყვე­ლა­ფერს, რო­გორც უკვე ვთქვი, სე­რი­ო­ზუ­ლად ებ­რძვის.

- თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თულ სე­რი­ა­ლებ­შიც ის­მის მუდ­მი­ვად გი­ნე­ბა, რა­ზეც მა­ყუ­რე­ბე­ლი ხში­რად წუ­წუ­ნებს. მე კი მგო­ნია, რომ სე­რი­ა­ლი რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბას ასა­ხავს. რას იტყვით?

- ბილ­წსი­ტყვა­ო­ბა იქ სპე­ცი­ა­ლუ­რად არის ხაზ­გას­მუ­ლი. კონ­ტექ­სტი­დან არის ამოგ­ლე­ჯი­ლი და გმი­რი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად იგი­ნე­ბა ისეთ ად­გი­ლას, სა­დაც ის სა­ერ­თოდ არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი. თუ სა­უ­ბა­რია "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­ზე" მი­მაჩ­ნია, რომ ის პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი სე­რი­ა­ლია, რო­მე­ლიც რა­ღაც თე­მე­ბის და­სა­ნერ­გად და და­სამ­კვიდ­რებდ­ლად არის შექ­მნი­ლი...

მოკ­ლედ, ყვე­ლა­ფე­რი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ხდე­ბა, კონ­ტრო­ლი არა­ფერ­ზეა და შე­დე­გიც სა­ხე­ზეა. ცი­ვი­ლი­ზე­ბურ სამ­ყა­რო­ში ასეთ სა­კი­თხებ­ზე სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი აზრი იქ­მნე­ბა, სა­სა­მარ­თლო­ში გა­ნი­ხი­ლე­ბა, მე­დია დის­კუ­სი­ას მარ­თავს. ამი­ტომ იქ კო­მერ­ცი­უ­ლი არ­ხე­ბიც კი ზრუ­ნა­ვენ თა­ვი­ანთ პრეს­ტიჟ­ზე. კი­დევ ერთი მა­გა­ლი­თი, იცით, რო­გორ აქვთ ეს ყვე­ლა­ფე­რი რე­გუ­ლი­რე­ბუ­ლი? პირ­და­პი­რი რე­პორ­ტა­ჟი 5 წა­მის დაგ­ვი­ა­ნე­ბით გა­დის, რამე რომ მოხ­დეს, უცებ და­ა­მუ­შა­ვონ და ფრა­ზა ამოჭ­რან. ეს კი იმის­თვის, რომ მი­ლი­ო­ნო­ბით დო­ლა­რის გა­დახ­და არ მო­უხ­დეთ ჯა­რი­მის სა­ხით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

რატომ გახდა გინება მოდური - "უწმაწურობს ის, ვისაც უნდა, ყურადღება მიიქციოს"

რატომ გახდა გინება მოდური - "უწმაწურობს ის, ვისაც უნდა, ყურადღება მიიქციოს"

გინებას ძველად ასე განმარტავდნენ: "ესე არს ბილწად ხსენება, გინა შეურაცხება, გინა წაბილწვა, ავად ხსენება". ეს სიტყვა დღესაც ასე განიმარტება, არაფერი შეცვლილა, გარდა ერთისა - უბრალოდ, თანამედროვე ადამიანი, მეტად აგრესიული გახდა და მოუთოკავი ემოციების გამო ხშირად ბილწსიტყვაობს და სხვასაც შეურაცხყოფს...

გინება, ნებისმიერ შემთხვევაში, დასაგმობია, მით უფრო, როცა ეს საჯაროდ, თუნდაც, ტელეეთერში ხდება და მას მილიონობით ადამიანი ისმენს და უყურებს...

საქართველო რომ მოიარო და აქ არსებული ბილწი ფრაზების ყველანაირი ნიმუში შეაგროვო, სქელტანიანი "ნაშრომი" გამოვა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ქართველები მდიდარ ლექსიკას ბოროტად ვიყენებთ... ისე, ამ "მარგალიტების" შეგროვების მცდელობა ერთხელ ეთნოგრაფს, თედო სახოკიას ჰქონდა და შემდეგ მის ნაკვალევს ვახუშტი კოტეტიშვილიც გაჰყვა, როდესაც სკაბრეზული ფოლკლორის ნიმუშები სახელად "მოუკრეფავნი" გამოსცა. მიუხედავად ამისა, ფოლკლორისტები გინებას ჟანრობრივ სტატუსს მაინც ვერ ანიჭებენ, რადგანაც მათი თქმით, ის ვერანაირ კლასიფიკაციას ვერ აკმაყოფილებს...

საქართველოში ბილწსიტყვაობის ყველაზე გავრცელებული ნაცვალსახელია "შენი" და "მაგის", თუმცა ბოლო დროს მათ ყველაზე ცუდი ვარიანტი "ჩემიც" შეემატა... ქართველები საკუთარ დედას ისე აგინებენ, თვალსაც არ ახამხამებენ...

ახლა რას ამბობდა და ამბობს ამ ყველაფერზე რელიგია: (ნაწყვეტი წერილიდან - სიონის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ძმობა, 1913 წ.)

"...საგინებელი სიტყვები ხალხს, მიაჩნია აუცილებელად საჭიროდ ყოველ-გვარს ლაპარაკის დროს, ხუმრობაშიც და დარბაისლურ საუბარშიც, მეგობრებშიც, სიმთვრალეშიც და სიფხიზლეშიც. რა არის ამისი მიზეზი? მიზეზი არის უწმიდურობა გულისა, რომელიც სავსეა არაწმიდა ზრახვით და სწორედ ამიტომ ბოროტი სიტყვა ამ კაცის პირიდან ამოდის თავის თავად, ხანდახან უნებლიეთ... საყვარელნო, სიტყვის ნიჭი მოგვცა ღმერთმა, გვასწავლა მხოლოდ კეთილი. მაშ, საიდან არის სასირცხვილო და ცუდი სიტყვა? ეშმაკისაგან! აი, ვის სიტყვებს იმეორებ შენ ლანძღვა-გინების დროს.

ისიც იცოდე, ძმაო, ღმერთი ყველგან მყოფი, ყოვლისმცოდნე, ხედავს რასაც ჩვენ ვიქმთ. ამიტომ, როცა იგინები და ილანძღები, ნუ გვარწმუნებ, რომ გრწამს ღმერთი; შენ რომ ღმერთი გრწამდეს, არ იკადრებდი ლანძღვა-გინებას. ჭეშმარიტად, მაგინებელნი უგუნური მცოდველები არიან... გვახსოვდეს, საყვარელნო, რომ ყოველივე ჩვენის სიტყვებისათვის უნდა პასუხი ვაგოთ ღვთის წინაშე და ამიტომ სიფრთხილით მოვექცეთ ჩვენს სიტყვებს"

* * *

დავუბრუნდეთ იმას, როდესაც არანორმატიული ლექსიკა საჯარო სივრცეში, ტელეეთერით ისმის. ამ შემთხვევაში რასთან გვაქვს საქმე, ვინ არის ამაში დამნაშავე და რატომ გახდა გინება მოდური? - ამ თემაზე ფსიქოლოგ გიორგი ყიფიანს (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი) ვესაუბრეთ:

"თავიდანვე ერთმანეთისგან უნდა განვასხვავოთ, გინება ფილმში, პოლიტიკურ შოუში და ამა თუ იმ პირის სატელეფონო ჩანაწერში... ფაქტი ის არის, რომ დღესდღეობით ჩვენში არ არსებობს მექანიზმი, რომელიც ბილწსიტყვაობას ტელეეთერში შეზღუდავს, არადა, პრაქტიკულად, ასეთი მექანიზმი ცივილიზებულ მსოფლიოში მიღებულია, რომ ბილწსიტყვაობა დღის ეთერში, ახალ ამბებში არ უნდა გავიდეს, რომ ტელელექსიკა შემაწუხებელი, კონტექსტიდან ამოვარდნილი არ უნდა იყოს. მოკლედ, ამას ყველა ქვეყანაში არსებული კანონმდებლობა არეგულირებს და დამრღვევს სოლიდურად აჯარიმებს", - ამბობს ბატონი გიორგი.

მისი თქმით, ჯარიმა ეკისრება იმ ტელეკომპანიას, რომლის ეთერშიც ისმის არანორმატიული ლექსიკა. რაც შეეხება ფილმს, თუკი მასში გამოყენებულია ბილწსიტყვაობა, ის უნდა გამომდინარეობდეს ნაწარმოების მხატვრული ღირებულებიდან, კომპოზიციიდან და არ უნდა იყოს უადგილო.

"საქართველოში ეს კანონი სპეციალურად გააუქმეს იმისთვის, რომ ტელეკომპანიებს ნებისმიერ დროს დაუბრკოლებლად შეძლებოდათ ბილწსიტყვაობის ეთერში გაშვება იმის გამო, რომ გადაცემის რეიტინგი გაეკეთებინათ და დღესდღეობით ვხედავთ ამა თუ იმ ტელეარხზე იმას, რომ კონფლიქტი უმეტესად გინებით სრულდება. მართლაც მძიმე ფაქტების მომსწრე ვხდებით იმის გამო, რომ ეს კანომდებლობა საქართველოში მოიშალა, რომელიც ბილწსიტყვაობის გავრცელებას კრძალავდა, ამის შედეგად ჩამოყალიბდა აზრი, რომ უწმაწურობა დასაშვებია და ამისთვის არავინ ისჯება, მით უფრო, ტელევიზიები... ამიტომაც არის, რომ სოციალურ ქსელშიც მოხშირდა ეს ყველაფერი, არა თუ ახალგაზრდებში, უფროსი თაობის ადამიანებშიც", - გვეუბნება რესპონდენტი.

- დღეს მგონი, უკვე ისეა, რომ თუ სტუმარი ტელეშოუში ბილწსიტყვაობს, თითქოს კარგ ტონადაც მიიჩნევა...

- ზოგიერთი ადამიანი ამ სიტყვების გამოყენებით ხაზს უსვამს თავის განსაკუთრებულობას და ამ დროს შეიძლება, მაღალი თანამდებობის პირიც კი იყოს. საზოგადოებაში ამ თვალსაზრისით ეთიკურმა სტანდარტმაც დაბლა დაიწია და გინებას აღარ ერიდებიან. ახლა რაც შეეხება ბილწსიტყვაობას და ტელეშოუში კონფლიქტის გამწვავებას, ხელს უწყობენ თავად გადაცემის წამყვანები. მაგალითად, სტუდიაში მოწვეულია ორი ადამინი, დისკუსია კონფლიქტში გადადის და წამყვანი იმ დისკუსიას არ აჩერებს. ასეთი მიდგომა აყალიბებს როგორც გადაცემის, ასევე დისკუსიის დაბალ კულტურას და ამ ყველაფერს კიდევ უფრო მძიმე შესახედს ქმნის, როდესაც ტელევიზია დაინტერესებულია კონფლიქტის გამწვავებით იმისთვის, რომ გადაცემა მეტად ყურებადი გახადოს. მიაჩნიათ, რომ თუ შოუ ჩხუბში გადაიზრდება, ყურადღებას უფრო მიიქცევს. მოკლედ, იაფფასიან სენსაციებზეა აქცენტი გაკეთებული.

- გამოდის, ეს ფაქტები ერთმანეთს ავსებს.

- დიახ, ერთი მხრივ კანონმდებლობა არ ზღუდავს ეთერში არანორმატიულ ლექსიკას, რამაც ფაქტობრივად ეთიკური სტანდარტის შეცვლა, დაბლა დაწევა გამოიწვია, გინება უზნეობად აღარ ითვლება. ამიტომ უწმაწურობს ის, ვისაც უნდა, ყურადღება მიიქციოს. ვიმეორებ, ფაქტია, რომ საზოგადოებაში ეთიკური და ზნეობრივი ნორმების ნგრევა მიმდინარეობს და ეს ყველაფერი სოციალურ ქსელშიც ჩვეულებრივი ამბავია. კანონი ბილწსიტყვაობის რეგულაციის შესახებ საბოლოოდ, 2009 წელს პარლამენტმა გააუქმა, რისკენაც სვლაც 2004 წლიდან ნელ-ნელა დაიწყო. ამის გამო არავინ არავის აჯარიმებდა. არადა, ცივილიზებული მსოფლიო ამ ყველაფერს, როგორც უკვე ვთქვი, სერიოზულად ებრძვის.

- თანამედროვე ქართულ სერიალებშიც ისმის მუდმივად გინება, რაზეც მაყურებელი ხშირად წუწუნებს. მე კი მგონია, რომ სერიალი რეალურ ცხოვრებას ასახავს. რას იტყვით?

- ბილწსიტყვაობა იქ სპეციალურად არის ხაზგასმული. კონტექსტიდან არის ამოგლეჯილი და გმირი განსაკუთრებულად იგინება ისეთ ადგილას, სადაც ის საერთოდ არ არის აუცილებელი. თუ საუბარია "ჩემი ცოლის დაქალებზე" მიმაჩნია, რომ ის პროპაგანდისტული სერიალია, რომელიც რაღაც თემების დასანერგად და დასამკვიდრებდლად არის შექმნილი...

მოკლედ, ყველაფერი წლების განმავლობაში ხდება, კონტროლი არაფერზეა და შედეგიც სახეზეა. ცივილიზებურ სამყაროში ასეთ საკითხებზე საზოგადოებრივი აზრი იქმნება, სასამართლოში განიხილება, მედია დისკუსიას მართავს. ამიტომ იქ კომერციული არხებიც კი ზრუნავენ თავიანთ პრესტიჟზე. კიდევ ერთი მაგალითი, იცით, როგორ აქვთ ეს ყველაფერი რეგულირებული? პირდაპირი რეპორტაჟი 5 წამის დაგვიანებით გადის, რამე რომ მოხდეს, უცებ დაამუშავონ და ფრაზა ამოჭრან. ეს კი იმისთვის, რომ მილიონობით დოლარის გადახდა არ მოუხდეთ ჯარიმის სახით.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ