მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მეღვინეთუხუცესი ცოდოა, რომ თან ამხელა ცოდვა წაიღო" - რას ყვება ასმათ ტყაბლაძე მისი და ქეთი დოლიძის დაპირისპირებაზე
"მეღვინეთუხუცესი ცოდოა, რომ თან ამხელა ცოდვა წაიღო" - რას ყვება ასმათ ტყაბლაძე მისი და ქეთი დოლიძის დაპირისპირებაზე

ცოტა ხნის წინ, ტე­ლე­კომ­პა­ნია "იბე­რი­ის" ეთერ­ში ერ­თმა­ნეთს მსა­ხი­ო­ბი ას­მათ ტყაბ­ლა­ძე და რე­ჟი­სო­რი ქეთი დო­ლი­ძე და­უ­პი­რის­პირ­დნენ. ერ­თმა­ნეთს ბევ­რი მძი­მე ბრალ­დე­ბა წა­უ­ყე­ნეს და ბევ­რი შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი სი­ტყვაც უთხრეს. ცხა­დია, მათი და­პი­რის­პი­რე­ბა ამ ეთე­რი­დან არ და­წყე­ბუ­ლა - რო­დის და რის გამო და­უ­პი­რის­პირ­და ორი ხე­ლო­ვა­ნი ერ­თმა­ნეთს, ამ და სხვა თე­მებ­ზე ას­მათ ტყაბ­ლა­ძემ ჟურ­ნალ "თბი­ლი­სე­ლებ­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში ისა­უბ­რა. გთა­ვა­ზობთ ნა­წყვე­ტებს ინ­ტერ­ვი­უ­დან:

"ჩემი და ქეთი დო­ლი­ძის და­პი­რის­პი­რე­ბა დიდი ხნის წინ და­ი­წყო. მან კი მი­თხრა, ოთარ მეღ­ვი­ნე­თუ­ხუ­ცესს სის­ხლი გა­უშ­რეო, მაგ­რამ კი­დევ სა­კი­თხა­ვია, ვინ ვის გა­უშ­რო სის­ხლი. გარ­დაც­ვლილ­ზე ცუდს არ ამ­ბო­ბენ და ღმერ­თმა ნა­თე­ლი და­უმ­კვიდ­როს ოთარს, მაგ­რამ ფაქ­ტი ფაქ­ტად რჩე­ბა - მან 35 კაცი გა­მო­უშ­ვა მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რი­დან და თა­ვი­სი მე­უღ­ლე აბა­ი­რა­მა. გუ­რან­დამ კარ­გად მო­ირ­გო ეს სი­ტუ­ა­ცია, ეგო­ნა, ვე­რი­კო­სა და სე­სი­ლი­ას ად­გი­ლი და­ი­კა­ვა, მაგ­რამ ხალ­ხი კარ­გად ხე­დავს, ვინ ვი­ნაა.

ასე­ვე იხი­ლეთ: "უსინ­დი­სო, არა­რა­ო­ბა ... აფე­რის­ტკა" - მწვა­ვე და­პი­რის­პი­რე­ბა ქეთი დო­ლი­ძე­სა და ას­მათ ტყაბ­ლა­ძეს შო­რის პირ­და­პირ ეთერ­ში

გა­მოშ­ვე­ბუ­ლი 35 კა­ცი­დან, 15 გულ­გა­ხეთ­ქი­ლი და და­ა­ვა­დე­ბუ­ლი გარ­და­იც­ვა­ლა, 14 - ჩემი ბრძო­ლის შე­დე­გად უკან დაბ­რუნ­და. ბუ­ნებ­რი­ვია, თე­ატ­რში მას­ზე ბევ­რი იყო გა­ნა­წყე­ნე­ბუ­ლი, მაგ­რამ ისი­ნი ღიად ვერ დად­გნენ ჩემ გვერ­დით, რად­გან იმ­წუ­თას გა­მო­აგ­დებ­დნენ თე­ატ­რი­დან. მაგ­რამ, მო­მა­წო­დეს დო­კუ­მენ­ტა­ცია, რო­მე­ლიც კონ­ტრო­ლის პა­ლა­ტა­შიც გა­და­ვა­მოწ­მე და ვნა­ხე, რომ მეღ­ვი­ნე­თუ­ხუ­ცეს­მა მა­შინ გა­მო­უშ­ვა ხალ­ხი, როცა ხელ­ფა­სე­ბი შვი­დი ლა­რი­დან სა­მო­ცამ­დე გა­ი­ზარ­და. ამ­დენ ხალ­ხს ვერ შე­ი­ნა­ხავს თე­ატ­რიო. პი­რა­დად მე მი­თხრა: კარ­გად თა­მა­შობ, მაგ­რამ გრძე­ლი ენა გაქვს და ურჩი ხარო. იცით, რა­ტომ? - როცა მას ხელ­მძღვა­ნე­ლად ირ­ჩევ­დნენ, მე ვთვქი, რომ არ შე­იძ­ლე­ბო­და მისი ხა­სი­ა­თის ადა­მი­ა­ნი თე­ატ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი ყო­ფი­ლი­ყო. ამი­ტო­მაც, მოვ­ხვდი გა­შა­ვე­ბულ­თა სი­ა­ში. არა­და ჩემი გა­მოშ­ვე­ბის უფ­ლე­ბა არ ჰქონ­და. მარ­ტო­ხე­ლა დედა და სამი ადა­მი­ა­ნის მარ­ჩე­ნა­ლი ვი­ყა­ვი, თან ორ მთა­ვარ და ერთ-ერთ კარგ როლს ვთა­მა­შობ­დი. მაგ­რამ, სპექ­ტაკ­ლე­ბი მოხ­სნა რე­პერ­ტუ­ა­რი­დან და სახ­ლში გა­მოგ­ვიშ­ვა. იმ დო­კუ­მენ­ტა­ცი­ა­ში ისიც ვნა­ხე, რომ ჩვენ შემ­დეგ თე­ატრმა, და­ახ­ლო­ე­ბით, 950 ათა­სის და­ფი­ნან­სე­ბა მი­ი­ღო. აქე­დან 500 ათა­სი ლარი ფეს­ტი­ვალ­ზე წა­ვი­და, როცა მსა­ხი­ო­ბებს ექ­ვსი თვე ხელ­ფა­სე­ბი სა­ერ­თოდ არ აუ­ღი­ათ. ბი­უ­ჯეტ­ში ფული არაა და ხელ­ფა­სე­ბი გა­ი­ყი­ნაო, გა­მო­უ­ცხა­დეს მარ­თლა გა­ყი­ნულ ხალ­ხს. ამი­ტო­მაც ვუ­თხა­რი ქეთი დო­ლი­ძეს, რომ ბი­უ­ჯე­ტი­დან ფული აქვს აღე­ბუ­ლი. იმა­ვე დო­კუ­მენ­ტში წე­რია, რომ მას 500 ათა­სი არა, მაგ­რამ 50 ათა­სი მის­ცეს. თა­ვად კი ამ­ბობ­და, არა­ფერ შუ­ა­ში ვარო, მაგ­რამ იქ გარ­კვე­ვით წე­რია, რომ მარ­ტო მო­ბი­ლე­ბის­თვის 1800 ლარი გა­და­ე­ცა ქეთი დო­ლი­ძეს თე­ატ­რის ბი­უ­ჯე­ტი­დან.

ქეთი დო­ლი­ძის წყა­ლო­ბით დაჯ­და 40 ათა­სი ის, რომ გუ­რან­და გა­ბუ­ნი­ას ერთხელ კლე­ო­პატ­რა ეთა­მა­შა და სნო­ბი რო­მაა, ჩა­მო­იყ­ვა­ნა ვი­ღაც, რომ ეჩ­ვე­ნე­ბი­ნა, თით­ქოს რა­ღაც იყო. ვის ახ­სოვს გუ­რან­დას კლე­ო­პატ­რა? რო­გორ უნდა ათა­მა­შო მას კლე­ო­პატ­რა? მოკ­ლედ, ჩვე­ნი და­პი­რის­პი­რე­ბა იმ დრო­ი­დან იწყე­ბა. მე ამ ყვე­ლა­ფერს ვერ შე­ვე­გუე, თო­რემ ქეთი დო­ლი­ძეს­თან არც შეყ­ვა­რე­ბუ­ლი მყო­ლია გა­სა­ყო­ფი და არც როლი. ყო­ველ წე­ლი­წადს იძა­ხის - მა­მა­ჩე­მის, სიკო დო­ლი­ძის ბინა ბან­კში ჩავ­დე ფეს­ტი­ვა­ლის­თვი­სო. ვინ გთხო­ვა, ბა­ტო­ნო?! მა­შინ, როცა თე­ატ­რის ბი­უ­ჯე­ტი­დან ამ­ხე­ლა თან­ხაა წა­ღე­ბუ­ლი... შარ­შან კი­დევ მე­რი­ი­დან დიდი თან­ხა მი­ი­ღო, რის­თვის დას­ჭირ­და ბი­ნის ჩა­დე­ბა? - თუნ­დაც ჩა­ე­დო, ყვე­ლა მთავ­რო­ბას რა­ტომ სთხოვს, სიკო დო­ლი­ძის ბინა გა­მო­მას­ყი­დი­ნე­თო?! ბი­ნას თუ ჩავ­დებ, პა­სუხ­საც თა­ვად ვა­გებ. მე მა­და­ნა­შა­უ­ლებს, სამი რეს­ტო­რა­ნი გაქ­ვსო. სამი არა - ორი მაქვს. თუმ­ცა, ღმერ­თმა ქნას, ენამ უყივ­ლოს. მაგ­რამ, ეს რა, და­ნა­შა­უ­ლია? თე­ატ­რი­დან გა­მოშ­ვე­ბულ­მა მსა­ხი­ობ­მა ხალ­ხი და­ვა­საქ­მე. თე­ატ­რში დაბ­რუ­ნე­ბაც ვცა­დე, მაგ­რამ ხან შე­ვარ­დნა­ძე ჩა­რი­ეს და ხან ვინ. ამი­ტო­მაც ვთქვი, სა­კი­თხა­ვია, სის­ხლი ვინ ვის გა­უშ­რო-მეთ­ქი...

...მერე კი თქვა ოთარ­მა, ეს ყვე­ლა­ფე­რი მე არ გა­მი­კე­თე­ბია, თე­მურ ჩხე­ი­ძემ გა­მა­კე­თე­ბი­ნაო. მაგ­რამ, შე მა­მა­ცხო­ნე­ბუ­ლო, თუ იცი, ცუდ საქ­მეს გა­კე­თე­ბი­ნე­ბენ, რა­ტომ აკე­თებ?! ოთარ მეღ­ვი­ნე­თუ­ხუ­ცე­სი ცო­დოა, რომ თან ამ­ხე­ლა ცოდ­ვა წა­ი­ღო. ახლა, რაც გა­ა­კე­თა, ყვე­ლა­ფერს აღარ ვამ­ბობ. მე­დი­კო ბი­ბი­ლე­იშ­ვი­ლი, ქალი, რო­მე­ლიც ერთ დროს ყვე­ლა მთა­ვარ როლს ას­რუ­ლებ­და, თე­ატ­რში აღარ შე­უშ­ვა მსა­ხი­ო­ბე­ბის შე­მო­სას­ვლე­ლი­დან. "ჩე­მია" და­ი­ჩე­მეს. ძა­ლი­ან ცუ­დია, როცა ადა­მი­ანს ასე აუ­ვარ­დე­ბა თავ­ში წარ­მა­ტე­ბა. სე­სი­ლია ამ­ბობ­და ასეთ ადა­მი­ა­ნებ­ზე: შარ­დი აუ­ვარ­და თავ­ში და აი­რი­აო. სე­სი­ლი­ას­თან ახლო მე­გობ­რო­ბა მა­კავ­ში­რებ­და, ისე­ვე რო­გორც ვე­რი­კოს­თან. ეტყო­ბა, მათ მოს­წონ­დათ უნი­ჭო ქალ­თან მე­გობ­რო­ბა. სუ­ლაც არ მომ­წონს, ამ­დე­ნი ხნის შემ­დეგ ჩვე­ნი და­პი­რის­პი­რე­ბა, მაგ­რამ, რა ვქნა?! ეკ­რანს მიღ­მა ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ნა­ი­რი ურ­თი­ერ­თო­ბა არ გვქონ­და. თა­ვის დრო­ზე, მე ჩემი სათ­ქმე­ლი ვუ­თხა­რი. თვი­თონ თავი გა­ი­გი­ჟა, დამ­ნა­შა­ვე არ ვარო და ამით მორ­ჩა. ხე­ლო­ვა­ნი ხარ, მაგ­რამ ხარ სხვა თე­ატ­რში, წადი იქ, რა გინ­და მარ­ჯა­ნიშ­ვილ­ში?!"

ქეთი კა­პა­ნა­ძე

ჟურ­ნა­ლი "თბი­ლი­სე­ლე­ბი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

"მეღვინეთუხუცესი ცოდოა, რომ თან ამხელა ცოდვა წაიღო" - რას ყვება ასმათ ტყაბლაძე მისი და ქეთი დოლიძის დაპირისპირებაზე

"მეღვინეთუხუცესი ცოდოა, რომ თან ამხელა ცოდვა წაიღო" - რას ყვება ასმათ ტყაბლაძე მისი და ქეთი დოლიძის დაპირისპირებაზე

ცოტა ხნის წინ, ტელეკომპანია "იბერიის" ეთერში ერთმანეთს მსახიობი ასმათ ტყაბლაძე და რეჟისორი ქეთი დოლიძე დაუპირისპირდნენ. ერთმანეთს ბევრი მძიმე ბრალდება წაუყენეს და ბევრი შეურაცხმყოფელი სიტყვაც უთხრეს. ცხადია, მათი დაპირისპირება ამ ეთერიდან არ დაწყებულა - როდის და რის გამო დაუპირისპირდა ორი ხელოვანი ერთმანეთს, ამ და სხვა თემებზე ასმათ ტყაბლაძემ ჟურნალ "თბილისელებთან" ინტერვიუში ისაუბრა. გთავაზობთ ნაწყვეტებს ინტერვიუდან:

"ჩემი და ქეთი დოლიძის დაპირისპირება დიდი ხნის წინ დაიწყო. მან კი მითხრა, ოთარ მეღვინეთუხუცესს სისხლი გაუშრეო, მაგრამ კიდევ საკითხავია, ვინ ვის გაუშრო სისხლი. გარდაცვლილზე ცუდს არ ამბობენ და ღმერთმა ნათელი დაუმკვიდროს ოთარს, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება - მან 35 კაცი გამოუშვა მარჯანიშვილის თეატრიდან და თავისი მეუღლე აბაირამა. გურანდამ კარგად მოირგო ეს სიტუაცია, ეგონა, ვერიკოსა და სესილიას ადგილი დაიკავა, მაგრამ ხალხი კარგად ხედავს, ვინ ვინაა.

ასევე იხილეთ: "უსინდისო, არარაობა ... აფერისტკა" - მწვავე დაპირისპირება ქეთი დოლიძესა და ასმათ ტყაბლაძეს შორის პირდაპირ ეთერში

გამოშვებული 35 კაციდან, 15 გულგახეთქილი და დაავადებული გარდაიცვალა, 14 - ჩემი ბრძოლის შედეგად უკან დაბრუნდა. ბუნებრივია, თეატრში მასზე ბევრი იყო განაწყენებული, მაგრამ ისინი ღიად ვერ დადგნენ ჩემ გვერდით, რადგან იმწუთას გამოაგდებდნენ თეატრიდან. მაგრამ, მომაწოდეს დოკუმენტაცია, რომელიც კონტროლის პალატაშიც გადავამოწმე და ვნახე, რომ მეღვინეთუხუცესმა მაშინ გამოუშვა ხალხი, როცა ხელფასები შვიდი ლარიდან სამოცამდე გაიზარდა. ამდენ ხალხს ვერ შეინახავს თეატრიო. პირადად მე მითხრა: კარგად თამაშობ, მაგრამ გრძელი ენა გაქვს და ურჩი ხარო. იცით, რატომ? - როცა მას ხელმძღვანელად ირჩევდნენ, მე ვთვქი, რომ არ შეიძლებოდა მისი ხასიათის ადამიანი თეატრის ხელმძღვანელი ყოფილიყო. ამიტომაც, მოვხვდი გაშავებულთა სიაში. არადა ჩემი გამოშვების უფლება არ ჰქონდა. მარტოხელა დედა და სამი ადამიანის მარჩენალი ვიყავი, თან ორ მთავარ და ერთ-ერთ კარგ როლს ვთამაშობდი. მაგრამ, სპექტაკლები მოხსნა რეპერტუარიდან და სახლში გამოგვიშვა. იმ დოკუმენტაციაში ისიც ვნახე, რომ ჩვენ შემდეგ თეატრმა, დაახლოებით, 950 ათასის დაფინანსება მიიღო. აქედან 500 ათასი ლარი ფესტივალზე წავიდა, როცა მსახიობებს ექვსი თვე ხელფასები საერთოდ არ აუღიათ. ბიუჯეტში ფული არაა და ხელფასები გაიყინაო, გამოუცხადეს მართლა გაყინულ ხალხს. ამიტომაც ვუთხარი ქეთი დოლიძეს, რომ ბიუჯეტიდან ფული აქვს აღებული. იმავე დოკუმენტში წერია, რომ მას 500 ათასი არა, მაგრამ 50 ათასი მისცეს. თავად კი ამბობდა, არაფერ შუაში ვარო, მაგრამ იქ გარკვევით წერია, რომ მარტო მობილებისთვის 1800 ლარი გადაეცა ქეთი დოლიძეს თეატრის ბიუჯეტიდან.

ქეთი დოლიძის წყალობით დაჯდა 40 ათასი ის, რომ გურანდა გაბუნიას ერთხელ კლეოპატრა ეთამაშა და სნობი რომაა, ჩამოიყვანა ვიღაც, რომ ეჩვენებინა, თითქოს რაღაც იყო. ვის ახსოვს გურანდას კლეოპატრა? როგორ უნდა ათამაშო მას კლეოპატრა? მოკლედ, ჩვენი დაპირისპირება იმ დროიდან იწყება. მე ამ ყველაფერს ვერ შევეგუე, თორემ ქეთი დოლიძესთან არც შეყვარებული მყოლია გასაყოფი და არც როლი. ყოველ წელიწადს იძახის - მამაჩემის, სიკო დოლიძის ბინა ბანკში ჩავდე ფესტივალისთვისო. ვინ გთხოვა, ბატონო?! მაშინ, როცა თეატრის ბიუჯეტიდან ამხელა თანხაა წაღებული... შარშან კიდევ მერიიდან დიდი თანხა მიიღო, რისთვის დასჭირდა ბინის ჩადება? - თუნდაც ჩაედო, ყველა მთავრობას რატომ სთხოვს, სიკო დოლიძის ბინა გამომასყიდინეთო?! ბინას თუ ჩავდებ, პასუხსაც თავად ვაგებ. მე მადანაშაულებს, სამი რესტორანი გაქვსო. სამი არა - ორი მაქვს. თუმცა, ღმერთმა ქნას, ენამ უყივლოს. მაგრამ, ეს რა, დანაშაულია? თეატრიდან გამოშვებულმა მსახიობმა ხალხი დავასაქმე. თეატრში დაბრუნებაც ვცადე, მაგრამ ხან შევარდნაძე ჩარიეს და ხან ვინ. ამიტომაც ვთქვი, საკითხავია, სისხლი ვინ ვის გაუშრო-მეთქი...

...მერე კი თქვა ოთარმა, ეს ყველაფერი მე არ გამიკეთებია, თემურ ჩხეიძემ გამაკეთებინაო. მაგრამ, შე მამაცხონებულო, თუ იცი, ცუდ საქმეს გაკეთებინებენ, რატომ აკეთებ?! ოთარ მეღვინეთუხუცესი ცოდოა, რომ თან ამხელა ცოდვა წაიღო. ახლა, რაც გააკეთა, ყველაფერს აღარ ვამბობ. მედიკო ბიბილეიშვილი, ქალი, რომელიც ერთ დროს ყველა მთავარ როლს ასრულებდა, თეატრში აღარ შეუშვა მსახიობების შემოსასვლელიდან. "ჩემია" დაიჩემეს. ძალიან ცუდია, როცა ადამიანს ასე აუვარდება თავში წარმატება. სესილია ამბობდა ასეთ ადამიანებზე: შარდი აუვარდა თავში და აირიაო. სესილიასთან ახლო მეგობრობა მაკავშირებდა, ისევე როგორც ვერიკოსთან. ეტყობა, მათ მოსწონდათ უნიჭო ქალთან მეგობრობა. სულაც არ მომწონს, ამდენი ხნის შემდეგ ჩვენი დაპირისპირება, მაგრამ, რა ვქნა?! ეკრანს მიღმა ამ ხნის განმავლობაში არანაირი ურთიერთობა არ გვქონდა. თავის დროზე, მე ჩემი სათქმელი ვუთხარი. თვითონ თავი გაიგიჟა, დამნაშავე არ ვარო და ამით მორჩა. ხელოვანი ხარ, მაგრამ ხარ სხვა თეატრში, წადი იქ, რა გინდა მარჯანიშვილში?!"

ქეთი კაპანაძე

ჟურნალი "თბილისელები"

ჯენიფერ ლოპესისა და ბენ აფლეკის მხურვალე კოცნა - პაპარაცული კადრები, რომელიც წყვილის შერიგებას ადასტურებს

"მამა რომ გარდაიცვალა, 2 კვირა ვერ გამოვფხიზლდი, დედამ ჩემს ხელში დალია სული" - რას ყვებოდა ოთარ მეღვინეთუხუცესი მძიმე ბავშვობაზე, გურანდასა და კარიერაზე

ნანი ბრეგვაძის საარქივო ფოტოები მისი ოფიციალური "ინსტაგრამგვერდიდან" - როგორ აღინიშნება დიდი მომღერლის 85 წლის იუბილე?