"ვნანობ, რომ მშობლები ჩემი ცხოვრებით გავამწარე..." - მამა სერაფიმე ბავშვობაზე, სინანულსა და სიკვდილზე

"ვნანობ, რომ მშობლები ჩემი ცხოვრებით გავამწარე..." - მამა სერაფიმე ბავშვობაზე, სინანულსა და სიკვდილზე

38 წლის სქემარქიმანდრიტი, მამა სერაფიმე (ბით-ხარიბი) ასურელია და მისი მშობლიური ენა არამეულია. ბერ-დიაკვანი 24 წლის ასაკამდე საერო ცხოვრებას მისდევდა, აღმოსავლურ ორთაბრძოლაში ასპარეზობდა, უკრაინაში კი დეპუტატების დაცვის სამსახურის უფროსი იყო. თუმცა, მის ცხოვრებაში მოხდა ცვლილებები, რომლებმაც მას მონაზვნად აღკვეცა გადააწყვეტინეს...

მამა სერაფიმეს შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ შეიტყო და საქართველოში მცხოვრებ ასურელ ხალხს ისე წარუდგინა, როგორც "ასურელების მოძღვარი". უწმინდესის იდეა იყო, მამა სერაფიმეს არამეული კარგად შეესწავლა და შემდეგ, ღვთისმსახურება ასურელებისთვის ამ ენაზე შეესრულებინა. ამჟამად მამა სერაფიმე სოფელ ქანდაში მოღვაწეობს. სქემარქიმანდრიტი სერაფიმე PALITRANEWS-ის გადაცემა "ბლიცინტერვიუს" სტუმარია:

იხილეთ ვიდეო

თავისუფლება არის...

თავისუფლება.... ამაზე დიდი ბედნიერება ადამიანს რა უნდა ჰქონდეს? ეს არის თავისუფლება

მომენტი, რომელმაც შემცვალა...

ეს იყო მომენტი, როცა შევისისხლხორცე, რომ ღმერთი არსებობს

ყველაზე ხშირად ვფიქრობ...

სიკვდილზე... მეშინია იმის, რომ როცა თვალებს დავხუჭავ უფლის კარებამდე ვერ მივალ. იმიტომ რომ ვიცი, არაფერი მიქმნია ისეთი, სასუფეველში შევიდე. თუმცა ყოველთვის მაქვს იმის იმედი, რომ მოწყალე ღმერთი მოწყალების კარებს გამიღებს და შემინდობს ჩემს ცოდვებს

ვნანობ...

ბევრ რამეს.... 24 წლის მოვედი მონასტერში და ვნანობ, რომ იქამდე არ მოვედი. ვნანობ, რომ ვეპასუხებოდი დედას, ვნანობ რომ ჩემი მშობლები ჩემი ცხოვრებით გავამწარე. ვნანობ, თუ რომელიმე ადამიანს ვაწყენინე და არ აქვს მნიშვნელობა მართალი ვიყავი მასთან თუ მტყუანი...

მენატრება...

ჩემი ბავშვობა. ვერ ვიტყოდი, რომ ლამაზი ბავშვობა მქონდა, ტყუილი იქნება. ხან ბეტონის ამრევ მანქანაში ჩავვარდი, ხან მანქანამ გამიტანა, ხან გადმოვვარდი, მაგრამ მაინც, ის ტკბილი წუთები... მენატრება   იხილეთ სრულად "ბლიცინტერვიუ"

ასევე წაიკითხეთ: ვინ არის მამა სერაფიმე, რომელმაც სვეტიცხოველში რომის პაპის და პატრიარქის წინაშე არამეულ ენაზე იგალობა

დმანისის შესასვლელთან ფიზიკური დაპირისპირება იყო

რომელ საათამდე იმუშავებს მუნიციპალური ტრანსპორტი - დღეიდან რეგულაცია იცვლება

რა შემთხვევაში დაწესდება შეღავათები ვაქცინირებულებისთვის - ამირან გაყრელიძის განცხადება