პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 07:20-ზე, მთვარე კუროშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსური საქმეების გადაჭრას. ვაჭრობა და კამათი კარგს არაფერს მოგიტანთ. მოერიდეთ მგზავრობას, სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. კარგია ვარჯიში. არ გირჩევთ ქორწინებასა და ნიშნობას. გაუფრთხილდით კეფასა და ყურებს. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იქ უმეტესად "ვიქტორია სეკრეტის" მოდელები იყვნენ... თავი სიზმარში მეგონა" - როგორ მოხვდა ანა შელია "ეტამის" ჩვენებაზე
"იქ უმეტესად "ვიქტორია სეკრეტის" მოდელები იყვნენ... თავი სიზმარში მეგონა" - როგორ მოხვდა ანა შელია "ეტამის" ჩვენებაზე

თაკო ჩხე­ი­ძის სა­მო­დე­ლო სა­ა­გენ­ტოს 17 წლის მო­დე­ლი ანა შე­ლია რამ­დე­ნი­მე დღის წინ, მსოფ­ლიო მო­დის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში მო­ექ­ცა. მას "ეტა­მის" ახა­ლი კო­ლექ­ცი­ის ჩვე­ნე­ბა­ში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და მსოფ­ლი­ოს წამ­ყვა­ნი ჟურ­ნა­ლე­ბის ფურ­ცლებ­ზეც აღ­მოჩ­ნდა.

ანა ყო­ფი­ლი მო­დე­ლის ლიკა კვა­რა­ცხე­ლი­ას და ყო­ფი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლის მურ­თაზ შე­ლი­ას ქა­ლიშ­ვი­ლია. ანა ახლა პა­რიზ­ში ცხოვ­რობს და მსოფ­ლიო პო­დი­უ­მის და­სა­პყრო­ბად ემ­ზა­დე­ბა.

- მო­დე­ლო­ბა 12 წლის ასაკ­ში და­ვი­წყე. პირ­ვე­ლად თბი­ლი­სის მო­დის კვი­რე­ულ­ზე მი­ვი­ღე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, 14 წლის ასაკ­ში კი სტამ­ბულ­ში წა­ვე­დი, შემ­დეგ - მი­ლან­ში. 15 წლის ვი­ყა­ვი, რო­დე­საც მი­ლან­ში "ზუ­ჰა­ირ მუ­რად რეს­ტორტ 2015"-ში გა­და­მი­ღეს. ახლა კი პა­რიზ­ში ვიმ­ყო­ფე­ბი. მო­დე­ლო­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად სკო­ლის მოს­წავ­ლე ვარ და აბი­ტუ­რი­ენ­ტი.

- რო­გორ მოხ­ვდით "ეტა­მის" ჩვე­ნე­ბა­ზე?

- 25 სექ­ტემ­ბე­რი, კვი­რა დღე იყო. 4-ს აკ­ლდა 20 წუთი, რო­დე­საც სა­ა­გენ­ტო­დან და­მი­რე­კეს და მი­თხრეს, "ეტამს" სჭირ­დე­ბა გო­გო­ნა და 4 სა­ათ­ზე იქ უნდა იყოო. ტესტ მე­ი­ქა­ფის პა­რა­ლე­ლუ­რად ტარ­დე­ბო­და კას­ტინ­გი, რო­მელ­შიც უამ­რა­ვი გოგო იღებ­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. როცა გა­მი­კე­თეს თმა და მა­კი­ა­ჟი, კას­ტინ­გის დი­რექ­ტორ­თან შე­მიყ­ვა­ნეს, აჩ­ვე­ნეს რო­გო­რი თმა და მა­კი­ა­ჟი მაქვს, ზუს­ტად ამ დროს შე­მო­ვი­და "ეტა­მის" წარ­მო­მად­გე­ნე­ლი და "პრი­მერ­კა­ზე" და­მი­ბა­რა. 11 სა­ა­თამ­დე იქ ვი­ყა­ვი, ჩემ­თან ერ­თად იყო "ვიქ­ტო­რია სეკ­რე­ტის" მო­დე­ლი კონ­სან­ცე ჯაბ­ლონ­სკი. 26 სექ­ტემ­ბერს უნდა და­ე­რე­კათ, მაგ­რამ არ და­მი­რე­კეს. არც მქონ­და იმე­დი, 27-ში იყო "ეტა­მის" ჩვე­ნე­ბა და სწო­რედ იმ დღეს და­მი­რე­კეს, 5-ის ნა­ხე­ვარ­ზე ჩვე­ნე­ბაა და ბექ­სტე­ი­ჯში უნდა იყოო. ნერ­ვი­უ­ლო­ბის­გან ფაქ­ტობ­რი­ვად, ვკვდე­ბო­დი. ბექ­სტე­ი­ჯში უმე­ტე­სად "ვიქ­ტო­რია სეკ­რე­ტის" მო­დე­ლე­ბი იყ­ვნენ, მხო­ლოდ მე ვი­ყა­ვი დამ­წყე­ბი. მა­კი­ა­ჟის დროს მე­კი­თხე­ბოდ­ნენ, მე­რამ­დე­ნე ჩვე­ნე­ბა­ზე გა­მო­დი­ხა­რო... თავი სიზ­მარ­ში მე­გო­ნა.

- რთუ­ლი არ არის უცხო ქვე­ყა­ნა­ში და­მო­უ­კი­დებ­ლად ცხოვ­რე­ბა?

- 14 წლი­დან და­მო­უ­კი­დებ­ლად ვცხოვ­რობ. თუ გინ­და სა­ზღვარ­გა­რეთ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წიო, კარ­გი პორ­ტფო­ლიო უნდა გქონ­დეს. ამის­თვის აზი­ა­ში გამ­გზავ­რე­ბა არის სა­ჭი­რო, მე 14 წლის ვი­ყა­ვი და აზი­ა­ში წას­ვლის შე­მე­შინ­და, ამი­ტომ სტამ­ბულ­ში წა­ვე­დი. მას შემ­დეგ ასე ვცხოვ­რობ, ორი თვე სა­ზღვარ­გა­რეთ ვარ და შემ­დეგ ისევ თბი­ლის­ში ვბრუნ­დე­ბი. ნო­ემ­ბერ­ში ლონ­დონ­ში მივ­დი­ვარ.

- დედა, ლიკა კვა­რა­ცხე­ლია, წარ­სულ­ში ძა­ლი­ან წარ­მა­ტე­ბუ­ლი მო­დე­ლი იყო, ამან იმოქ­მე­და თქვე­ნი პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვა­ზე?

- დე­დას ჩუ­მად ვაკ­ვირ­დე­ბო­დი რო­გორ იკე­თებ­და მა­კი­აჟს, როცა სახ­ლი­დან გა­დი­ო­და ვი­პა­რავ­დი მის მა­კი­აჟს და თა­ვად ვი­კე­თებ­დი. ბავ­შვო­ბი­დან მომ­წონ­და პო­ზი­რე­ბა და გაპ­რან­ჭვა. დედა მო­დე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით რჩე­ვებს არას­დროს მაძ­ლევს. ძი­რი­თა­დად მე­უბ­ნე­ბა, რომ კარ­გი გა­ნათ­ლე­ბა მი­ვი­ღო.- სად აპი­რებთ სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბას? - სა­ზღვარ­გა­რეთ მინ­და სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბა. წელს ალ­ბათ არ ჩა­ვა­ბა­რებ, მინ­და ვი­მოგ­ზა­უ­რო და მო­დე­ლო­ბას და­ვუთ­მო ეს წელი. ნიუ-იორკშიც მინ­და ბედი ვცა­დო.

- ცნო­ბი­ლია, რომ ქარ­თვე­ლი მო­რაგ­ბის ლაშა ლო­მი­ძის შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ხართ, სად გა­ი­ცა­ნით?

- მე და ლაშა ერთი წე­ლია შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი ვართ. სად გა­ვი­ცა­ნი და და­ნარ­ჩენ დე­ტა­ლებს არ გა­ვამ­ხელ.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

Ambebi.ge

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

"იქ უმეტესად "ვიქტორია სეკრეტის" მოდელები იყვნენ... თავი სიზმარში მეგონა" - როგორ მოხვდა ანა შელია "ეტამის" ჩვენებაზე

"იქ უმეტესად "ვიქტორია სეკრეტის" მოდელები იყვნენ... თავი სიზმარში მეგონა" - როგორ მოხვდა ანა შელია "ეტამის" ჩვენებაზე

თაკო ჩხეიძის სამოდელო სააგენტოს 17 წლის მოდელი ანა შელია რამდენიმე დღის წინ, მსოფლიო მოდის ყურადღების ცენტრში მოექცა. მას "ეტამის" ახალი კოლექციის ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა და მსოფლიოს წამყვანი ჟურნალების ფურცლებზეც აღმოჩნდა.

ანა ყოფილი მოდელის ლიკა კვარაცხელიას და ყოფილი ფეხბურთელის მურთაზ შელიას ქალიშვილია. ანა ახლა პარიზში ცხოვრობს და მსოფლიო პოდიუმის დასაპყრობად ემზადება.

- მოდელობა 12 წლის ასაკში დავიწყე. პირველად თბილისის მოდის კვირეულზე მივიღე მონაწილეობა, 14 წლის ასაკში კი სტამბულში წავედი, შემდეგ - მილანში. 15 წლის ვიყავი, როდესაც მილანში "ზუჰაირ მურად რესტორტ 2015"-ში გადამიღეს. ახლა კი პარიზში ვიმყოფები. მოდელობის პარალელურად სკოლის მოსწავლე ვარ და აბიტურიენტი.

- როგორ მოხვდით "ეტამის" ჩვენებაზე?

- 25 სექტემბერი, კვირა დღე იყო. 4-ს აკლდა 20 წუთი, როდესაც სააგენტოდან დამირეკეს და მითხრეს, "ეტამს" სჭირდება გოგონა და 4 საათზე იქ უნდა იყოო. ტესტ მეიქაფის პარალელურად ტარდებოდა კასტინგი, რომელშიც უამრავი გოგო იღებდა მონაწილეობას. როცა გამიკეთეს თმა და მაკიაჟი, კასტინგის დირექტორთან შემიყვანეს, აჩვენეს როგორი თმა და მაკიაჟი მაქვს, ზუსტად ამ დროს შემოვიდა "ეტამის" წარმომადგენელი და "პრიმერკაზე" დამიბარა. 11 საათამდე იქ ვიყავი, ჩემთან ერთად იყო "ვიქტორია სეკრეტის" მოდელი კონსანცე ჯაბლონსკი. 26 სექტემბერს უნდა დაერეკათ, მაგრამ არ დამირეკეს. არც მქონდა იმედი, 27-ში იყო "ეტამის" ჩვენება და სწორედ იმ დღეს დამირეკეს, 5-ის ნახევარზე ჩვენებაა და ბექსტეიჯში უნდა იყოო. ნერვიულობისგან ფაქტობრივად, ვკვდებოდი. ბექსტეიჯში უმეტესად "ვიქტორია სეკრეტის" მოდელები იყვნენ, მხოლოდ მე ვიყავი დამწყები. მაკიაჟის დროს მეკითხებოდნენ, მერამდენე ჩვენებაზე გამოდიხარო... თავი სიზმარში მეგონა.

- რთული არ არის უცხო ქვეყანაში დამოუკიდებლად ცხოვრება?

- 14 წლიდან დამოუკიდებლად ვცხოვრობ. თუ გინდა საზღვარგარეთ წარმატებას მიაღწიო, კარგი პორტფოლიო უნდა გქონდეს. ამისთვის აზიაში გამგზავრება არის საჭირო, მე 14 წლის ვიყავი და აზიაში წასვლის შემეშინდა, ამიტომ სტამბულში წავედი. მას შემდეგ ასე ვცხოვრობ, ორი თვე საზღვარგარეთ ვარ და შემდეგ ისევ თბილისში ვბრუნდები. ნოემბერში ლონდონში მივდივარ.

- დედა, ლიკა კვარაცხელია, წარსულში ძალიან წარმატებული მოდელი იყო, ამან იმოქმედა თქვენი პროფესიის არჩევაზე?

- დედას ჩუმად ვაკვირდებოდი როგორ იკეთებდა მაკიაჟს, როცა სახლიდან გადიოდა ვიპარავდი მის მაკიაჟს და თავად ვიკეთებდი. ბავშვობიდან მომწონდა პოზირება და გაპრანჭვა. დედა მოდელობასთან დაკავშირებით რჩევებს არასდროს მაძლევს. ძირითადად მეუბნება, რომ კარგი განათლება მივიღო. - სად აპირებთ სწავლის გაგრძელებას? - საზღვარგარეთ მინდა სწავლის გაგრძელება. წელს ალბათ არ ჩავაბარებ, მინდა ვიმოგზაურო და მოდელობას დავუთმო ეს წელი. ნიუ-იორკშიც მინდა ბედი ვცადო.

- ცნობილია, რომ ქართველი მორაგბის ლაშა ლომიძის შეყვარებული ხართ, სად გაიცანით?

- მე და ლაშა ერთი წელია შეყვარებულები ვართ. სად გავიცანი და დანარჩენ დეტალებს არ გავამხელ.

თამარ ბოჭორიშვილი

Ambebi.ge

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"