პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გივი თარგამაძე მისი მანქანის აფეთქების საქმის გამოძიებას უნდობლობას უცხადებს
გივი თარგამაძე მისი მანქანის აფეთქების საქმის გამოძიებას უნდობლობას უცხადებს

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ერთ-ერთი ლი­დე­რი, დე­პუ­ტა­ტი გივი თარ­გა­მა­ძე მისი მან­ქა­ნის აფეთ­ქე­ბის საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბას უნ­დობ­ლო­ბას უცხა­დებს. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" თარ­გა­მა­ძემ გა­ნუ­ცხა­და, ის ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი, რაც შსს-მ გა­ავ­რცე­ლა, არაფ­რის­მომ­ცე­მია და საქ­მის გახ­სნას­თან ახ­ლო­საც კი არ დგას.

დე­პუ­ტა­ტის თქმით, ის არც და­კა­ვე­ბულს და არც ქვეყ­ნი­დან წა­სულ ბრალ­დე­ბულს არ იც­ნობს. თარ­გა­მა­ძე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ და­კა­ვე­ბულ ბო­რის ჩა­გუ­ნა­ვას მისი მან­ქა­ნის აფეთ­ქე­ბის საქ­მეს­თან არა­ვი­თა­რი კავ­ში­რი არ აქვს და ამა­ზე ჩა­გუ­ნა­ვას­თვის წა­ყე­ნე­ბუ­ლი ბრა­ლიც მე­ტყვე­ლებს.

"პრე­მი­ერ­მა პირ­ვე­ლი­ვე სა­ა­თებ­ში, სრუ­ლი­ად ურ­ცხვად, ივა­ნიშ­ვი­ლის თუ არ ვიცი ვისი შეკ­ვე­თის ძი­რი­თა­დი აქ­ცენ­ტე­ბი დას­ვა თა­ვი­დან­ვე, უკ­რა­ი­ნას­თან მი­მარ­თე­ბა­ში. შემ­დეგ მოვ­ლე­ნე­ბი ისე გან­ვი­თარ­და, რომ აშ­კა­რად სჭირ­დე­ბო­დათ გახ­სნის გა­მო­ცხა­დე­ბა არ­ჩევ­ნე­ბამ­დე. ჩა­ა­ტა­რეს ოთხ ად­გი­ლას რა­ღაც წარ­მოდ­გე­ნა სპეც­რაზ­მე­ლე­ბის სირ­ბი­ლით, რა­მაც მო­ი­ტა­ნა არა­ფე­რი, გარ­და იმ ინ­ფორ­მა­ცი­ი­სა, რომ ვი­საც ესე­ნი ბრალს დე­ბენ და რა­ტომ დე­ბენ ჯერ­ჯე­რო­ბით გა­სა­გე­ბი არაა, ის აღარ იმ­ყო­ფე­ბა ქვე­ყა­ნა­ში. ამის შემ­დეგ მი­ნის­ტრმა და­ა­ა­ნონ­სა რა­ღაც, დღეს კი მი­ვი­ღეთ ისევ არა­ფე­რი, გარ­და იმი­სა, რომ ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ნა­თე­სა­ურ კავ­შირ­შია მათ მიერ ბრალ­დე­ბულ­თან და იმის გამო, რომ მან­ქა­ნა მას­ზე იყო გა­ფორ­მე­ბუ­ლი, მხო­ლოდ ამის გამო და­ა­კა­ვეს. მას არა­ვი­თა­რი კავ­ში­რი არ აქვს ამ საქ­მეს­თან, ბრა­ლიც კი წა­უ­ყე­ნეს ია­რა­ღის უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა­ზე. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ეს ადა­მი­ა­ნი დიდი ალ­ბა­თო­ბით სა­ერ­თოდ არა­ნა­ირ კავ­შირ­ში არაა ამ ყვე­ლა­ფერ­თან", - გა­ნა­ცხა­და თარ­გა­მა­ძემ.

რო­გორც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა აღ­ნიშ­ნა, არ შე­იძ­ლე­ბა საქ­მე გახ­სნი­ლად გა­მო­ცხად­დეს იმ ფონ­ზე, რო­დე­საც რე­ა­ლურ სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბებს სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი ახლა იწყე­ბენ.

"ორი დღის წინ მი­მარ­თეს პარ­ტი­ას, კონ­კრე­ტუ­ლი რი­ცხვის, კონ­კრე­ტუ­ლი სა­ა­თე­ბის კა­მე­რე­ბის ჩა­ნა­წე­რე­ბის ამო­ღე­ბის მო­თხოვ­ნით და იმ გან­ჩი­ნე­ბა­ში, და­ახ­ლო­ე­ბით 40-მდე კა­მე­რის ჩა­ნა­წე­რის ამო­ღე­ბის მო­თხოვ­ნაა კი­დევ. ანუ ახლა იღე­ბენ ამ მო­ნა­ცე­მებს და რა გახ­სნა­ზეა სა­ერ­თოდ ლა­პა­რა­კი?! სხვა­დას­ხვა სა­ხის საბ­რძო­ლო მა­სა­ლა და ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი რომ წარ­მო­ად­გი­ნეს, ესეც არა­ფერს ნიშ­ნავს. ჯერ არ უთ­ქვამთ ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, კონ­კრე­ტუ­ლად რო­მე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, რა მე­ქა­ნიზ­მით გან­ხორ­ცი­ელ­და ეს ტე­რაქ­ტი. ასე­თი მო­მენ­ტე­ბის გა­რე­შე საქ­მე გახ­სნი­ლად არ შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს, ახ­ლო­საც კი არაა ეს ყვე­ლა­ფე­რი გახ­სნას­თან და ისევ და­ი­წყეს თა­ვი­დან, თავ­ხე­დუ­რად ისევ იგი­ვე ვერ­სი­ის გა­ცო­ცხლე­ბა და უკ­რა­ი­ნის აქ­ცენ­ტე­ბის დას­მა, რო­მელ­ზეც დღეს ბა­ტონ­მა ვოლ­სკიმ ისა­უბ­რა. მათ მიერ ბრალ­დე­ბუ­ლის მა­მამ ეს ვერ­სია სა­ბო­ლო­ოდ გა­უ­ფუ­ჭა, რო­დე­საც თქვა, რომ ეს კაცი ყო­ველ­თვის რუ­სეთ­ში იყო და ახ­ლაც იქ არის. მაგ­რამ ამის მი­უ­ხე­და­ვად ბა­ტო­ნი ვოლ­სკი მა­ინც უკ­რა­ი­ნა­ზე აკე­თებს აქ­ცენტს, იმი­ტომ, რომ ასე უნდა და ასე აწყობს. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ეს საქ­მე ასე დარ­ჩე­ბა და რი­ტო­რი­კაც ისე­თი­ვე იქ­ნე­ბა, რო­გო­რიც დღე­საა", - გა­ნა­ცხა­და დე­პუ­ტატ­მა.

მი­სი­ვე თქმით, არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბამ ინ­ტე­რე­სი და­კარ­გა, ვი­ნა­ი­დან რო­გორც თარ­გა­მა­ძემ აღ­ნიშ­ნა, ყვე­ლა მოქ­მე­დე­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყო წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდ­თან.

"პე­რი­ო­დუ­ლად ახ­სენ­დე­ბათ პრო­ცე­დუ­რე­ბი, მაგ­რამ მერე ავი­წყდე­ბათ. მე ვთხო­ვე ჩემი მე­უღ­ლის მან­ქა­ნის შე­მოწ­მე­ბა ჯერ კი­დევ 6 ოქ­ტომ­ბერს, მაგ­რამ თავი არ შე­უ­წუ­ხე­ბი­ათ. ამის მერე იმ მან­ქა­ნას მე არ მივ­კა­რე­ბი­ვარ. ნივ­თებ­საც კი დიდი წვა­ლე­ბით ვიბ­რუ­ნებთ. მე პრე­ტენ­ზია არ მაქვს შსს-ს გა­მომ­ძი­ებ­ლებ­თან, ისი­ნი ყვე­ლა­ფერ­ზე იძუ­ლე­ბუ­ლე­ბი არი­ან და­ე­კი­თხონ პრო­კუ­რა­ტუ­რას და უკე­თეს შემ­თხვე­ვა­ში იქი­დან პა­სუხს იღე­ბენ რამ­დე­ნი­მე დღე­ში", - აღ­ნიშ­ნა გივი თარ­გა­მა­ძემ.

დე­პუ­ტა­ტის თქმით, საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა ადეკ­ვა­ტუ­რი მუხ­ლით არ მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც შე­სა­ბა­მი­სად გა­მო­ძი­ე­ბი­სად­მი უნ­დობ­ლო­ბის სა­კითხს დღის წეს­რიგ­ში აყე­ნებს.

"თუ ტე­რო­რიზ­მის მუხ­ლი არ ესა­და­გე­ბა, მეტი რა უნდა ესა­და­გე­ბო­დეს, მე არ ვიცი ამ საქ­მეს. რა პა­სუხს აძ­ლე­ვენ იმ და­შა­ვე­ბუ­ლებს, ერთ-ერთს გან­სა­კუთ­რე­ბით, რო­მე­ლიც დღე­საც იბ­რძვის სი­ცო­ცხლის გა­დარ­ჩე­ნის­თვის. ისი­ნი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის გამო არი­ან ასეთ ვი­თა­რე­ბა­ში?! ისი­ნი რე­ა­ლუ­რად ხომ ტე­რაქ­ტის გამო არი­ან და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბი. როცა ამის გა­კე­თე­ბაც არ უნ­დათ და როცა არა­ფე­რი გვაქვს საქ­მის გახ­სნი­ლად გა­მო­ცხა­დე­ბი­სას, რას უნდა ვენ­დო ეგეც არ ვიცი", - გა­ნა­ცხა­და თარ­გა­მა­ძემ.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ დე­პუ­ტატ გივი თარ­გა­მა­ძის მან­ქა­ნის აფეთ­ქე­ბის საქ­მე­ზე ერთი პირი და­ა­კა­ვა, ერთს კი და­უს­წრებ­ლად ბრა­ლი წა­რუდ­გი­ნა. უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 236-ე მუხ­ლით და­კა­ვე­ბუ­ლია 1976 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ბ.ჩ, მე-19/109 მუხ­ლე­ბით კი ბრა­ლი 1974 წელს და­ბა­დე­ბულ დ.ხ-ს წა­რედ­გი­ნა.

"გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ გივი თარ­გა­მა­ძის ავ­ტო­მან­ქა­ნის უკა­ნა მარ­ცხე­ნა ფრთი­დან აღე­ბუ­ლი ბი­ო­ლო­გი­უ­რი მა­სა­ლი­დან გა­მოყ­ვა­ნი­ლი გე­ნე­ტი­კუ­რი პრო­ფი­ლი ბრალ­დე­ბუ­ლი დ.ხ.-ს მშობ­ლე­ბის გე­ნე­ტი­კუ­რი პრო­ფი­ლე­ბის იდენ­ტუ­რია. ბრალ­დე­ბუ­ლი პი­რი­სა და მას­თან და­ნა­შა­უ­ლებ­რივ კავ­შირ­ში მყო­ფი სხვა პი­რე­ბის დად­გე­ნა-და­კა­ვე­ბის მიზ­ნით, ინ­ტენ­სი­უ­რი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს", - გა­ნა­ცხა­დეს შსს-ში.

უწყე­ბამ ასე­ვე სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის ფარ­გლებ­ში ამო­ღე­ბუ­ლი ნივ­თე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­აც გა­ა­სა­ჯა­როა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

გივი თარგამაძე მისი მანქანის აფეთქების საქმის გამოძიებას უნდობლობას უცხადებს

გივი თარგამაძე მისი მანქანის აფეთქების საქმის გამოძიებას უნდობლობას უცხადებს

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი გივი თარგამაძე მისი მანქანის აფეთქების საქმის გამოძიებას უნდობლობას უცხადებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" თარგამაძემ განუცხადა, ის ინფორმაციები, რაც შსს-მ გაავრცელა, არაფრისმომცემია და საქმის გახსნასთან ახლოსაც კი არ დგას.

დეპუტატის თქმით, ის არც დაკავებულს და არც ქვეყნიდან წასულ ბრალდებულს არ იცნობს. თარგამაძე დარწმუნებულია, რომ დაკავებულ ბორის ჩაგუნავას მისი მანქანის აფეთქების საქმესთან არავითარი კავშირი არ აქვს და ამაზე ჩაგუნავასთვის წაყენებული ბრალიც მეტყველებს.

"პრემიერმა პირველივე საათებში, სრულიად ურცხვად, ივანიშვილის თუ არ ვიცი ვისი შეკვეთის ძირითადი აქცენტები დასვა თავიდანვე, უკრაინასთან მიმართებაში. შემდეგ მოვლენები ისე განვითარდა, რომ აშკარად სჭირდებოდათ გახსნის გამოცხადება არჩევნებამდე. ჩაატარეს ოთხ ადგილას რაღაც წარმოდგენა სპეცრაზმელების სირბილით, რამაც მოიტანა არაფერი, გარდა იმ ინფორმაციისა, რომ ვისაც ესენი ბრალს დებენ და რატომ დებენ ჯერჯერობით გასაგები არაა, ის აღარ იმყოფება ქვეყანაში. ამის შემდეგ მინისტრმა დააანონსა რაღაც, დღეს კი მივიღეთ ისევ არაფერი, გარდა იმისა, რომ ადამიანი, რომელიც ნათესაურ კავშირშია მათ მიერ ბრალდებულთან და იმის გამო, რომ მანქანა მასზე იყო გაფორმებული, მხოლოდ ამის გამო დააკავეს. მას არავითარი კავშირი არ აქვს ამ საქმესთან, ბრალიც კი წაუყენეს იარაღის უკანონო შეძენა-შენახვაზე. აქედან გამომდინარე, ეს ადამიანი დიდი ალბათობით საერთოდ არანაირ კავშირში არაა ამ ყველაფერთან", - განაცხადა თარგამაძემ.

როგორც "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა აღნიშნა, არ შეიძლება საქმე გახსნილად გამოცხადდეს იმ ფონზე, როდესაც რეალურ საგამოძიებო მოქმედებებს სამართალდამცველები ახლა იწყებენ.

"ორი დღის წინ მიმართეს პარტიას, კონკრეტული რიცხვის, კონკრეტული საათების კამერების ჩანაწერების ამოღების მოთხოვნით და იმ განჩინებაში, დაახლოებით 40-მდე კამერის ჩანაწერის ამოღების მოთხოვნაა კიდევ. ანუ ახლა იღებენ ამ მონაცემებს და რა გახსნაზეა საერთოდ ლაპარაკი?! სხვადასხვა სახის საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი მოწყობილობები რომ წარმოადგინეს, ესეც არაფერს ნიშნავს. ჯერ არ უთქვამთ ყოველ შემთხვევაში, კონკრეტულად რომელი ნივთიერების გამოყენებით, რა მექანიზმით განხორციელდა ეს ტერაქტი. ასეთი მომენტების გარეშე საქმე გახსნილად არ შეიძლება ჩაითვალოს, ახლოსაც კი არაა ეს ყველაფერი გახსნასთან და ისევ დაიწყეს თავიდან, თავხედურად ისევ იგივე ვერსიის გაცოცხლება და უკრაინის აქცენტების დასმა, რომელზეც დღეს ბატონმა ვოლსკიმ ისაუბრა. მათ მიერ ბრალდებულის მამამ ეს ვერსია საბოლოოდ გაუფუჭა, როდესაც თქვა, რომ ეს კაცი ყოველთვის რუსეთში იყო და ახლაც იქ არის. მაგრამ ამის მიუხედავად ბატონი ვოლსკი მაინც უკრაინაზე აკეთებს აქცენტს, იმიტომ, რომ ასე უნდა და ასე აწყობს. დარწმუნებული ვარ, ეს საქმე ასე დარჩება და რიტორიკაც ისეთივე იქნება, როგორიც დღესაა", - განაცხადა დეპუტატმა.

მისივე თქმით, არჩევნების შემდეგ საქმის გამოძიებამ ინტერესი დაკარგა, ვინაიდან როგორც თარგამაძემ აღნიშნა, ყველა მოქმედება დაკავშირებული იყო წინასაარჩევნო პერიოდთან.

"პერიოდულად ახსენდებათ პროცედურები, მაგრამ მერე ავიწყდებათ. მე ვთხოვე ჩემი მეუღლის მანქანის შემოწმება ჯერ კიდევ 6 ოქტომბერს, მაგრამ თავი არ შეუწუხებიათ. ამის მერე იმ მანქანას მე არ მივკარებივარ. ნივთებსაც კი დიდი წვალებით ვიბრუნებთ. მე პრეტენზია არ მაქვს შსს-ს გამომძიებლებთან, ისინი ყველაფერზე იძულებულები არიან დაეკითხონ პროკურატურას და უკეთეს შემთხვევაში იქიდან პასუხს იღებენ რამდენიმე დღეში", - აღნიშნა გივი თარგამაძემ.

დეპუტატის თქმით, საქმის გამოძიება ადეკვატური მუხლით არ მიმდინარეობს, რაც შესაბამისად გამოძიებისადმი უნდობლობის საკითხს დღის წესრიგში აყენებს.

"თუ ტერორიზმის მუხლი არ ესადაგება, მეტი რა უნდა ესადაგებოდეს, მე არ ვიცი ამ საქმეს. რა პასუხს აძლევენ იმ დაშავებულებს, ერთ-ერთს განსაკუთრებით, რომელიც დღესაც იბრძვის სიცოცხლის გადარჩენისთვის. ისინი განზრახ მკვლელობის მცდელობის გამო არიან ასეთ ვითარებაში?! ისინი რეალურად ხომ ტერაქტის გამო არიან დაზარალებულები. როცა ამის გაკეთებაც არ უნდათ და როცა არაფერი გვაქვს საქმის გახსნილად გამოცხადებისას, რას უნდა ვენდო ეგეც არ ვიცი", - განაცხადა თარგამაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დეპუტატ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეზე ერთი პირი დააკავა, ერთს კი დაუსწრებლად ბრალი წარუდგინა. უწყების ინფორმაციით, სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით დაკავებულია 1976 წელს დაბადებული ბ.ჩ, მე-19/109 მუხლებით კი ბრალი 1974 წელს დაბადებულ დ.ხ-ს წარედგინა.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ გივი თარგამაძის ავტომანქანის უკანა მარცხენა ფრთიდან აღებული ბიოლოგიური მასალიდან გამოყვანილი გენეტიკური პროფილი ბრალდებული დ.ხ.-ს მშობლების გენეტიკური პროფილების იდენტურია. ბრალდებული პირისა და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით, ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს", - განაცხადეს შსს-ში.

უწყებამ ასევე საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში ამოღებული ნივთების შესახებ ინფორმაციაც გაასაჯაროა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ