საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეში ბრალდებულებს ნათესაური კავშირი აქვთ
გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეში ბრალდებულებს ნათესაური კავშირი აქვთ

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რის, გივი თარ­გა­მა­ძის მან­ქა­ნის აფეთ­ქე­ბის საქ­მე­ში ბრალ­დე­ბუ­ლებს ნა­თე­სა­უ­რი კავ­ში­რი აქვთ, - ამის შე­სა­ხებ ამა­ვე საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლის, ბო­რის ჩა­გუ­ნა­ვას მე­უღ­ლე ნატა ჩა­გუ­ნა­ვამ "იმედს" გა­ნუ­ცხა­და.

რო­გორც ნატა ჩა­გუ­ნა­ვამ აღ­ნიშ­ნა, და­ვით ხე­ჩუ­აშ­ვილ­სა და მათ შო­რის არ­სე­ბობს ნა­თე­სა­უ­რი კავ­ში­რი და ხე­ჩუ­აშ­ვი­ლი ჩა­გუ­ნა­ვე­ბის სი­ძეა.

იხი­ლეთ ვი­დეო| რას ჰყვე­ბა თარ­გა­მა­ძის ავ­ტო­მო­ბი­ლის აფეთ­ქე­ბის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლის მე­უღ­ლე

მი­სი­ვე თქმით, და­ვით ხე­ჩუ­აშ­ვილს მისი კუთ­ვნი­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლი ჩა­გუ­ნა­ვებ­ზე ჰქონ­და გა­და­ფორ­მე­ბუ­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა საქ­მე­ში და­კა­ვე­ბუ­ლის მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, ნატა ჩა­გუ­ნა­ვას თქმით, მისი მე­უღ­ლე რე­ა­ლუ­რად იმის გამო და­ა­კა­ვეს, რომ "ამ ავ­ტო­მო­ბილ­ში თით­ქოს ჩხრე­კის შე­დე­გად ია­რა­ღე­ბი აღ­მოჩ­ნდა".

"რა პრობ­ლე­მაა, რომ ნა­თე­სა­ვის მან­ქა­ნა გა­და­ი­ფორ­მო? ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი რა­ღა­ცაა. რად­გან იქ ია­რა­ღი იყო, რად­გან ჩვენ­ზეა გა­ფორ­მე­ბუ­ლი, ჩვენ მოგ­ვა­წე­რეს. ასე ამ­ბო­ბენ, რომ მან­ქა­ნა­ში იყო ია­რა­ღი, თუმ­ცა ჩვენ ეს არ დაგ­ვი­ნა­ხავს, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჩვენ ამ მან­ქა­ნით პა­ტა­რე­ბი დაგ­ვყავ­და", - გა­ნუ­ცხა­და ნატა ჩა­გუ­ნა­ვამ ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმედს".

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ დე­პუ­ტატ გივი თარ­გა­მა­ძის მან­ქა­ნის აფეთ­ქე­ბის საქ­მე­ზე ერთი პირი და­ა­კა­ვა, ერთს კი და­უს­წრებ­ლად ბრა­ლი წა­რუდ­გი­ნა. ამის შე­სა­ხებ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე აღი­ნიშ­ნა.

უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 236-ე მუხ­ლით და­კა­ვე­ბუ­ლია 1976 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ბ.ჩ, მე-19/109 მუხ­ლე­ბით კი ბრა­ლი 1974 წელს და­ბა­დე­ბულ დ.ხ-ს წა­რედ­გი­ნა.

"გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ გივი თარ­გა­მა­ძის ავ­ტო­მან­ქა­ნის უკა­ნა მარ­ცხე­ნა ფრთი­დან აღე­ბუ­ლი ბი­ო­ლო­გი­უ­რი მა­სა­ლი­დან გა­მოყ­ვა­ნი­ლი გე­ნე­ტი­კუ­რი პრო­ფი­ლი ბრალ­დე­ბუ­ლი დ.ხ.-ს მშობ­ლე­ბის გე­ნე­ტი­კუ­რი პრო­ფი­ლე­ბის იდენ­ტუ­რია. ბრალ­დე­ბუ­ლი პი­რი­სა და მას­თან და­ნა­შა­უ­ლებ­რივ კავ­შირ­ში მყო­ფი სხვა პი­რე­ბის დად­გე­ნა-და­კა­ვე­ბის მიზ­ნით, ინ­ტენ­სი­უ­რი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს", - გა­ნა­ცხა­დეს შსს-ში.

უწყე­ბამ დღე­ვან­დელ ბრი­ფინგზე სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის ფარ­გლებ­ში ამო­ღე­ბუ­ლი ნივ­თე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­აც გა­ა­სა­ჯა­როა.

"მიმ­დი­ნა­რე წლის 4 ოქ­ტომ­ბერს თბი­ლის­ში მო­ქა­ლა­ქე გივი თარ­გა­მა­ძის ავ­ტო­მან­ქა­ნის აფეთ­ქე­ბის ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის ფარ­გლებ­ში, სა­გა­მო­ძი­ე­ბო ჯგუ­ფის მიერ თბი­ლი­სის სხვა­დას­ხვა ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ერ­თდრო­უ­ლად გან­ხორ­ცი­ელ­და აღ­ნიშ­ნულ და­ნა­შა­უ­ლებ­რივ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პი­რი­სა და მას­თან კავ­შირ­ში მყო­ფი პი­რე­ბის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნე­ბის და ავ­ტო­ფა­რე­ხის ჩხრე­კა.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ჩხრე­კის შე­დე­გად ამო­ი­ღეს:და­ბეჭ­დი­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა, ასე­ვე, ხელ­ნა­წე­რი, სა­დაც აღ­წე­რი­ლია ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბის დამ­ზა­დე­ბის წესი; დის­ტან­ცი­უ­რად ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბის და­სამ­ზა­დებ­ლად სა­ჭი­რო ნივ­თე­ბი; დის­ტან­ცი­უ­რი პულ­ტე­ბი; ელექტრო­სა­დე­ნე­ბი და სხვა­დას­ხვა დე­ტა­ლი; და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი გივი თარ­გა­მა­ძის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი და სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბის გეგ­მა და ნა­ხა­ზე­ბი; მო­თეთ­რო ფე­რის ფხვნი­ლი - ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა ჰექ­სო­გე­ნი; 2 მო­წი­თა­ლო ფე­რის შეკ­ვრა - ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა ტრო­ტი­ლი; 1 მომ­წვა­ნო ფე­რის შეკ­ვრა - ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა ტრო­ტი­ლი; მუ­ყა­ოს 3 კო­ლო­ფი, მას­ში არ­სე­ბუ­ლი სხვა­დას­ხვა ზო­მის ლი­თო­ნის ფრაგ­მენ­ტე­ბით; "აკ-47"-ის მო­დე­ლის 1 ავ­ტო­მა­ტი მა­ყუ­ჩით; "აკს-უ"-ს მო­დე­ლის 1 ავ­ტო­მა­ტი; ია­რა­ღის ოპ­ტი­კუ­რი სა­მიზ­ნე მო­წყო­ბი­ლო­ბა; 6 ხელ­ყუმ­ბა­რა; 16 მჭი­დი; 2112 ვაზ­ნა; ლუ­ლის­ქვე­შა სას­რო­ლის 16 ყუმ­ბა­რა; 3 ფა­ლია და სხვა,"- გან­მარ­ტეს შსს-ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეში ბრალდებულებს ნათესაური კავშირი აქვთ

გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეში ბრალდებულებს ნათესაური კავშირი აქვთ

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეში ბრალდებულებს ნათესაური კავშირი აქვთ, - ამის შესახებ ამავე საქმეზე დაკავებულის, ბორის ჩაგუნავას მეუღლე ნატა ჩაგუნავამ "იმედს" განუცხადა.

როგორც ნატა ჩაგუნავამ აღნიშნა, დავით ხეჩუაშვილსა და მათ შორის არსებობს ნათესაური კავშირი და ხეჩუაშვილი ჩაგუნავების სიძეა.

იხილეთ ვიდეო| რას ჰყვება თარგამაძის ავტომობილის აფეთქების საქმეზე დაკავებულის მეუღლე

მისივე თქმით, დავით ხეჩუაშვილს მისი კუთვნილი ავტომობილი ჩაგუნავებზე ჰქონდა გადაფორმებული.

რაც შეეხება საქმეში დაკავებულის მონაწილეობას, ნატა ჩაგუნავას თქმით, მისი მეუღლე რეალურად იმის გამო დააკავეს, რომ "ამ ავტომობილში თითქოს ჩხრეკის შედეგად იარაღები აღმოჩნდა".

"რა პრობლემაა, რომ ნათესავის მანქანა გადაიფორმო? ეს ჩვეულებრივი რაღაცაა. რადგან იქ იარაღი იყო, რადგან ჩვენზეა გაფორმებული, ჩვენ მოგვაწერეს. ასე ამბობენ, რომ მანქანაში იყო იარაღი, თუმცა ჩვენ ეს არ დაგვინახავს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ამ მანქანით პატარები დაგვყავდა", - განუცხადა ნატა ჩაგუნავამ ტელეკომპანია "იმედს".

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დეპუტატ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეზე ერთი პირი დააკავა, ერთს კი დაუსწრებლად ბრალი წარუდგინა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა.

უწყების ინფორმაციით, სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით დაკავებულია 1976 წელს დაბადებული ბ.ჩ, მე-19/109 მუხლებით კი ბრალი 1974 წელს დაბადებულ დ.ხ-ს წარედგინა.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ გივი თარგამაძის ავტომანქანის უკანა მარცხენა ფრთიდან აღებული ბიოლოგიური მასალიდან გამოყვანილი გენეტიკური პროფილი ბრალდებული დ.ხ.-ს მშობლების გენეტიკური პროფილების იდენტურია. ბრალდებული პირისა და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით, ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები მიმდინარეობს", - განაცხადეს შსს-ში.

უწყებამ დღევანდელ ბრიფინგზე საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში ამოღებული ნივთების შესახებ ინფორმაციაც გაასაჯაროა.

"მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს თბილისში მოქალაქე გივი თარგამაძის ავტომანქანის აფეთქების ფაქტზე მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, საგამოძიებო ჯგუფის მიერ თბილისის სხვადასხვა ტერიტორიაზე ერთდროულად განხორციელდა აღნიშნულ დანაშაულებრივ ფაქტთან დაკავშირებით იდენტიფიცირებული პირისა და მასთან კავშირში მყოფი პირების საცხოვრებელი ბინების და ავტოფარეხის ჩხრეკა.

სამართალდამცველებმა ჩხრეკის შედეგად ამოიღეს:დაბეჭდილი ლიტერატურა, ასევე, ხელნაწერი, სადაც აღწერილია ასაფეთქებელი ნივთიერების დამზადების წესი; დისტანციურად ასაფეთქებელი ნივთიერების დასამზადებლად საჭირო ნივთები; დისტანციური პულტები; ელექტროსადენები და სხვადასხვა დეტალი; დაზარალებული გივი თარგამაძის საცხოვრებელი და სამუშაო ადგილების გეგმა და ნახაზები; მოთეთრო ფერის ფხვნილი - ასაფეთქებელი ნივთიერება ჰექსოგენი; 2 მოწითალო ფერის შეკვრა - ასაფეთქებელი ნივთიერება ტროტილი; 1 მომწვანო ფერის შეკვრა - ასაფეთქებელი ნივთიერება ტროტილი; მუყაოს 3 კოლოფი, მასში არსებული სხვადასხვა ზომის ლითონის ფრაგმენტებით; "აკ-47"-ის მოდელის 1 ავტომატი მაყუჩით; "აკს-უ"-ს მოდელის 1 ავტომატი; იარაღის ოპტიკური სამიზნე მოწყობილობა; 6 ხელყუმბარა; 16 მჭიდი; 2112 ვაზნა; ლულისქვეშა სასროლის 16 ყუმბარა; 3 ფალია და სხვა,"- განმარტეს შსს-ში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ