პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეზე ერთი პირი დააკავეს - შსს სპეცოპერაციის კადრებს ავრცელებს
გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეზე ერთი პირი დააკავეს - შსს სპეცოპერაციის კადრებს ავრცელებს

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ დე­პუ­ტატ გივი თარ­გა­მა­ძის მან­ქა­ნის აფეთ­ქე­ბის საქ­მე­ზე ერთი პირი და­ა­კა­ვა, ერთ კი და­უს­წრებ­ლად ბრა­ლი წა­რუდ­გი­ნა. ამის შე­სა­ხებ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე აღი­ნიშ­ნა.

უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 236-ე მუხ­ლით და­კა­ვე­ბუ­ლია 1976 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ბ.ჩ, მე-19/109 მუხ­ლე­ბით კი ბრა­ლი 1974 წელს და­ბა­დე­ბულ დ.ხ-ს წა­რედ­გი­ნა.

შსს-მ დღე­ვან­დელ ბრი­ფინგზე სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის ფარ­გლებ­ში ამო­ღე­ბუ­ლი ნივ­თე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­აც გა­ა­სა­ჯა­როა.

"სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის ფარ­გლებ­ში თბი­ლი­სის სხვა­დას­ხვა ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ერ­თდრო­უ­ლად გან­ხორ­ცი­ელ­და და­ნა­შა­უ­ლებ­რივ ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პი­რის და მათ­თან კავ­შირ­ში მყო­ფი სხვა პი­რე­ბის ბი­ნე­ბი­სა და ავ­ტო­ფა­რე­ხის ჩხრე­კა. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ჩხრე­კის შე­დე­გად ამო­ი­ღეს: და­ბეჭ­დი­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა, ასე­ვე ხელ­ნა­წე­რი, სა­დაც აღ­წე­რი­ლია ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის დამ­ზა­დე­ბის წესი. დის­ტან­ცი­უ­რად ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბის და­სამ­ზა­დებ­ლად სა­ჭი­რო ნივ­თე­ბი. დის­ტან­ცი­უ­ლი პულ­ტე­ბი, ელექტრო­სა­დე­ნე­ბი და სხვა­დასსდხვა დე­ტა­ლე­ბი, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი გივი თარ­გა­მა­ძის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი და სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბის გეგ­მა და ნა­ხა­ზე­ბი, მო­თეთ­რო ფე­რის ფხვნი­ლი, ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა "ჰექ­სო­გე­ნი". ორი მო­წი­თა­ლო ფე­რის შეკ­ვრა ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა "ტრო­ტი­ლი", ერთი მომ­წვა­ნო ფე­რის შეკ­ვრა ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა "ტრო­ტი­ლი", მუ­ყა­ოს სამი კო­ლო­ფი მათ­ში არ­სე­ბუ­ლი სხვა­დას­ხვა ზო­მის ლი­თო­ნის ფრაგ­მენ­ტე­ბით. ავ­ტო­მა­ტი, ია­რა­ღის ოპ­ტი­კუ­რი სა­მიზ­ნე მო­წყო­ბი­ლო­ბა, 6 ხელ­ყუმ­ბა­რა, 12 მჭი­დი, 2112 ვაზ­ნა და სხვა", - გა­ნა­ცხა­დეს შსს-ში.

ცნო­ბი­ლია, რომ თარ­გა­მა­ძის მან­ქა­ნის აფეთ­ქე­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი, რო­მელ­საც ბრა­ლი და­უს­წრებ­ლად წა­უ­ყე­ნეს, 1974 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი დარ­ჩო ხე­ჩუ­აშ­ვი­ლია.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, ხე­ჩუ­აშ­ვი­ლი კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის (კუდი) ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლია. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2012 წლის შემ­დეგ იგი უკ­რა­ი­ნა­ში სა­ცხოვ­რებ­ლად გა­და­ვი­და და სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე წლის აგ­ვის­ტო­ში დაბ­რუნ­და.

შე­გახ­სე­ნებთ, 4 ოქ­ტომ­ბერს, ღა­მით, "პი­რიმ­ზეს­თან", "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ერთ-ერთი ლი­დე­რის გივი თარ­გა­მა­ძის ავ­ტო­მან­ქა­ნა აფეთ­ქდა. მან­ქა­ნა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და თარ­გა­მა­ძე და მისი მძღო­ლი. და­შა­ვე­ბუ­ლია 5 პირი. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მომ­ხდა­რი ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 19-109-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.

ნა­ხეთ ასე­ვე: რო­გორ გა­და­ად­გილ­დე­ბა ბრალ­დე­ბუ­ლი თარ­გა­მა­ძის მან­ქა­ნის აფეთ­ქე­ბის მო­მენ­ტში - შსს სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რე­ბის კად­რებს ავ­რცე­ლებს

გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეზე ერთი პირი დააკავეს - შსს სპეცოპერაციის კადრებს ავრცელებს

გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეზე ერთი პირი დააკავეს - შსს სპეცოპერაციის კადრებს ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დეპუტატ გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმეზე ერთი პირი დააკავა, ერთ კი დაუსწრებლად ბრალი წარუდგინა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე აღინიშნა.

უწყების ინფორმაციით, სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით დაკავებულია 1976 წელს დაბადებული ბ.ჩ, მე-19/109 მუხლებით კი ბრალი 1974 წელს დაბადებულ დ.ხ-ს წარედგინა.

შსს-მ დღევანდელ ბრიფინგზე საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში ამოღებული ნივთების შესახებ ინფორმაციაც გაასაჯაროა.

"საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში თბილისის სხვადასხვა ტერიტორიაზე ერთდროულად განხორციელდა დანაშაულებრივ ფაქტთან დაკავშირებული იდენტიფიცირებული პირის და მათთან კავშირში მყოფი სხვა პირების ბინებისა და ავტოფარეხის ჩხრეკა. სამართალდამცველებმა ჩხრეკის შედეგად ამოიღეს: დაბეჭდილი ლიტერატურა, ასევე ხელნაწერი, სადაც აღწერილია ასაფეთქებელი ნივთიერებების დამზადების წესი. დისტანციურად ასაფეთქებელი ნივთიერების დასამზადებლად საჭირო ნივთები. დისტანციული პულტები, ელექტროსადენები და სხვადასსდხვა დეტალები, დაზარალებული გივი თარგამაძის საცხოვრებელი და სამუშაო ადგილების გეგმა და ნახაზები, მოთეთრო ფერის ფხვნილი, ასაფეთქებელი ნივთიერება "ჰექსოგენი". ორი მოწითალო ფერის შეკვრა ასაფეთქებელი ნივთიერება "ტროტილი", ერთი მომწვანო ფერის შეკვრა ასაფეთქებელი ნივთიერება "ტროტილი", მუყაოს სამი კოლოფი მათში არსებული სხვადასხვა ზომის ლითონის ფრაგმენტებით. ავტომატი, იარაღის ოპტიკური სამიზნე მოწყობილობა, 6 ხელყუმბარა, 12 მჭიდი, 2112 ვაზნა და სხვა", - განაცხადეს შსს-ში.

ცნობილია, რომ თარგამაძის მანქანის აფეთქებაში ბრალდებული, რომელსაც ბრალი დაუსწრებლად წაუყენეს, 1974 წელს დაბადებული დარჩო ხეჩუაშვილია.

როგორც ცნობილია, ხეჩუაშვილი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის (კუდი) ყოფილი თანამშრომელია. გავრცელებული ინფორმაციით, 2012 წლის შემდეგ იგი უკრაინაში საცხოვრებლად გადავიდა და საქართველოში მიმდინარე წლის აგვისტოში დაბრუნდა.

შეგახსენებთ, 4 ოქტომბერს, ღამით, "პირიმზესთან", "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის გივი თარგამაძის ავტომანქანა აფეთქდა. მანქანაში იმყოფებოდა თარგამაძე და მისი მძღოლი. დაშავებულია 5 პირი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარი ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

ნახეთ ასევე: როგორ გადაადგილდება ბრალდებული თარგამაძის მანქანის აფეთქების მომენტში - შსს სათვალთვალო კამერების კადრებს ავრცელებს

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."