საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისში 67 წლის მამაკაცი ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლეს - შსს-ს განცხადება
თბილისში 67 წლის მამაკაცი ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლეს - შსს-ს განცხადება

თბი­ლის­ში 67 წლის მა­მა­კა­ცი ეჭ­ვი­ა­ნო­ბის ნი­ა­დაგ­ზე მოკ­ლეს. შემ­თხვე­ვა ღო­ღო­ბე­რი­ძის ქუ­ჩა­ზე მოხ­და. მა­მა­კაცს სხე­ულ­ზე მრავ­ლო­ბი­თი ჭრი­ლო­ბა ცივი ია­რა­ღით მი­ა­ყე­ნეს. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა და­ნა­შა­ულ­ში ბრალ­დე­ბუ­ლი პირი უკვე და­ა­კა­ვეს. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით შსს გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

იხი­ლეთ შსს-ს ოპე­რა­ტი­უ­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლა

"შსს-ს თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დე­ტექ­ტი­ვე­ბის სამ­მარ­თვე­ლოს, გლ­და­ნი-ნა­ძა­ლა­დე­ვის და იმე­რე­თის, რაჭა-ლე­ჩხუ­მი­სა და ქვე­მო სვა­ნე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხა­რა­გა­უ­ლის რა­ი­ო­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლო­ე­ბის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ცხელ კვალ­ზე ერ­თობ­ლი­ვად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­ულ-სამ­ძებ­რო და სა­გა­მო­ძი­ე­ბო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­დე­გად, 1960 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი, წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი ნ.კ. გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს.

გა­მო­ძი­ე­ბამ და­ად­გი­ნა, რომ ალ­კოჰო­ლის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ მყოფ­მა ბრალ­დე­ბულ­მა მიმ­დი­ნა­რე წლის 16 ოქ­ტომ­ბერს, თბი­ლის­ში, გლ­და­ნი-ნა­ძა­ლა­დე­ვის რა­ი­ონ­ში, ღო­ღო­ბე­რი­ძის ქუ­ჩა­ზე, ეჭ­ვი­ა­ნო­ბის ნი­ა­დაგ­ზე, ნაც­ნობს - 1949 წელს და­ბა­დე­ბულ ა.ჯ.-ს ცივი ია­რა­ღით სხე­ულ­ზე მრავ­ლო­ბი­თი ჭრი­ლო­ბა მი­ა­ყე­ნა და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა. დაჭ­რი­ლი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ბრალ­დე­ბუ­ლი ხა­რა­გა­უ­ლის რა­ი­ონ­ში, სო­ფელ ბო­რით­ში, ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვეს. და­კა­ვე­ბუ­ლი ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­ულს აღი­ა­რებს.

გა­მო­ძი­ე­ბა გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე მიმ­დი­ნა­რე­ობს (სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ს 108-ე მუხ­ლით)",- ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

თბილისში 67 წლის მამაკაცი ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლეს - შსს-ს განცხადება

თბილისში 67 წლის მამაკაცი ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლეს - შსს-ს განცხადება

თბილისში 67 წლის მამაკაცი ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლეს. შემთხვევა ღოღობერიძის ქუჩაზე მოხდა. მამაკაცს სხეულზე მრავლობითი ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენეს. სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული პირი უკვე დააკავეს. აღნიშნულთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს.

იხილეთ შსს-ს ოპერატიული ვიდეომასალა

"შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს, გლდანი-ნაძალადევის და იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხარაგაულის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1960 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნ.კ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა მიმდინარე წლის 16 ოქტომბერს, თბილისში, გლდანი-ნაძალადევის რაიონში, ღოღობერიძის ქუჩაზე, ეჭვიანობის ნიადაგზე, ნაცნობს - 1949 წელს დაბადებულ ა.ჯ.-ს ცივი იარაღით სხეულზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული ხარაგაულის რაიონში, სოფელ ბორითში, ცხელ კვალზე დააკავეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით)",- ნათქვამია განცხადებაში.

თელავში ცოლის ძმამ სიძე მოკლა

"სად  წავა? დღეს არა, ხვალ დავაკავებთ..." - ვახტანგ გომელაური ბადრი ესებუაზე

გიორგი მერაბიშვილს, რომელიც შსს-ს ინფორმაციით, ხელყუმბარის აფეთქებით იმუქრებოდა, პატიმრობა შეეფარდა