პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 06:24-ზე, მთვარე ლომში გადავა 10:09-ზე – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიური ორგანოებია გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა. ცილები და ხილი კარგად შეიწოვება. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თამარ ჩუგოშვილი - პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე ჩემს კანდიდატურას გამოვრიცხავ
თამარ ჩუგოშვილი - პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე ჩემს კანდიდატურას გამოვრიცხავ

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ერთ-ერთი ლი­დე­რი თა­მარ ჩუ­გოშ­ვი­ლი პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მისი კან­დი­და­ტუ­რის გან­ხილ­ვას გა­მო­რი­ცხავს. შე­სა­ბა­მის გან­ცხა­დე­ბას ჩუ­გოშ­ვი­ლი გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში აკე­თებს.

"ჩემს კან­დი­და­ტუ­რას გა­მოვ­რი­ცხავ, და­ნარ­ჩე­ნი კი მო­მა­ვალ­ში გა­ირ­კვე­ვა", - აღ­ნიშ­ნავს ჩუ­გოშ­ვი­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა ჩა­ტა­რე­ბულ არ­ჩევ­ნებს და მის შე­დე­გებს, ჩუ­გოშ­ვი­ლის თქმით, პარ­ლა­მენ­ტის­თვის უკე­თე­სი იქ­ნე­ბო­და მრა­ვალ­პარ­ტი­უ­ლი ყო­ფი­ლი­ყო, თუმ­ცა ამას მხო­ლოდ ამომ­რჩევ­ლის ნება წყვეტს.

"სამი პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლის უმაღ­ლეს სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­ში ყოფ­ნა სა­ზო­გა­დო­ე­ბის არ­ჩე­ვა­ნია და ეს ვი­თა­რე­ბა უკე­თე­სია, ვიდ­რე პარ­ლა­მენ­ტში მხო­ლოდ ორი მხა­რის წარ­მო­ჩე­ნა - ასეთ შემ­თხვე­ვა­ში მე­ტია შან­სი, პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სის პო­ლა­რი­ზე­ბა მოხ­დეს", - აცხა­დებს ის.

გარ­და ამი­სა, შე­კი­თხვა­ზე, რამ­დე­ნად მო­სა­ლოდ­ნე­ლია, რომ სა­კონ­სტი­ტუ­ციო უმ­რავ­ლე­სო­ბის პი­რო­ბებ­ში მმარ­თველ­მა გუდ­მა პრე­ზი­დენ­ტის არ­ჩე­ვის წესი, ასე­ვე პარ­ლა­მენ­ტის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი შეც­ვა­ლოს და ქორ­წი­ნე­ბის ცნე­ბის კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში გან­სა­ზღვრა მო­ახ­დი­ნოს, ჩუ­გოშ­ვი­ლის მტკი­ცე­ბით, ერ­თპი­როვ­ნუ­ლად არ­ცერთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას არ მი­ი­ღე­ბენ.

"ერ­თპი­როვ­ნუ­ლად არ­ცერთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას არ მი­ვი­ღებთ. ეს ფარ­თო შე­თან­ხმე­ბით უნდა მი­იღ­წე­ო­დეს, რად­გან არ­ცერთ სა­კი­თხზე სუ­ბი­ექ­ტუ­რი და­ინ­ტე­რე­სე­ბა არ გაგ­ვაჩ­ნია", - დას­ძენს ჩუ­გოშ­ვი­ლი.

თამარ ჩუგოშვილი - პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე ჩემს კანდიდატურას გამოვრიცხავ

თამარ ჩუგოშვილი - პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე ჩემს კანდიდატურას გამოვრიცხავ

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩუგოშვილი პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე მისი კანდიდატურის განხილვას გამორიცხავს. შესაბამის განცხადებას ჩუგოშვილი გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში აკეთებს.

"ჩემს კანდიდატურას გამოვრიცხავ, დანარჩენი კი მომავალში გაირკვევა", - აღნიშნავს ჩუგოშვილი.

რაც შეეხება ჩატარებულ არჩევნებს და მის შედეგებს, ჩუგოშვილის თქმით, პარლამენტისთვის უკეთესი იქნებოდა მრავალპარტიული ყოფილიყო, თუმცა ამას მხოლოდ ამომრჩევლის ნება წყვეტს.

"სამი პოლიტიკური ძალის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ყოფნა საზოგადოების არჩევანია და ეს ვითარება უკეთესია, ვიდრე პარლამენტში მხოლოდ ორი მხარის წარმოჩენა - ასეთ შემთხვევაში მეტია შანსი, პოლიტიკური პროცესის პოლარიზება მოხდეს", - აცხადებს ის.

გარდა ამისა, შეკითხვაზე, რამდენად მოსალოდნელია, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის პირობებში მმართველმა გუდმა პრეზიდენტის არჩევის წესი, ასევე პარლამენტის ადგილსამყოფელი შეცვალოს და ქორწინების ცნების კონსტიტუციაში განსაზღვრა მოახდინოს, ჩუგოშვილის მტკიცებით, ერთპიროვნულად არცერთ გადაწყვეტილებას არ მიიღებენ.

"ერთპიროვნულად არცერთ გადაწყვეტილებას არ მივიღებთ. ეს ფართო შეთანხმებით უნდა მიიღწეოდეს, რადგან არცერთ საკითხზე სუბიექტური დაინტერესება არ გაგვაჩნია", - დასძენს ჩუგოშვილი.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."