პოლიტიკა

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ილია მეორე - უნდა გვახსოვდეს, რომ მშობლის მიერ შვილის დაწყევლა ძალიან საშიშია და ხშირ შემთხვევაში ეს წყევლა სრულდება
ილია მეორე - უნდა გვახსოვდეს, რომ მშობლის მიერ შვილის დაწყევლა ძალიან საშიშია და ხშირ შემთხვევაში ეს წყევლა სრულდება

იმი­სათ­ვის, რომ შვი­ლი ბედ­ნი­ე­რი იყოს, მშო­ბელ­მა ის უნდა და­ლო­ცოს, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა, უწ­მინ­დეს­მა და უნე­ტა­რეს­მა ილია მე­ო­რემ სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში ბრძა­ნა.

მშობ­ლე­ბის მიერ შვი­ლე­ბის და­ლოც­ვის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე პატ­რი­არ­ქმა დღეს ვრცლად იქა­და­გა. მან მშობ­ლე­ბის მიერ შვი­ლე­ბის და­ლოც­ვის ლოც­ვა წა­ი­კი­თხა და აღ­ნიშ­ნა, რომ ის და­ი­ბეჭ­დე­ბა და და­რიგ­დე­ბა. ილია მე­ო­რის თქმით, მშობ­ლე­ბის მიერ შვი­ლის და­ლოც­ვის წესი ასე­თია: ბავ­შვი უნდა და­ა­ყე­ნო მუხ­ლებ­ზე დე­დის და იმ ხა­ტის წი­ნა­შე, რომ­ლი­თაც და­ი­ლო­ცე­ბა, ორი­ვე ხელი და­ა­დო თავ­ზე და წა­ი­კი­თხო ლოც­ვა. ლოც­ვის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ნა­კურ­თხი წყლით უნდა აკურ­თხონ და გარ­და­სა­ხონ პირ­ჯვა­რი.

პატ­რი­არ­ქის გან­ცხა­დე­ბით, შვი­ლის და­სა­ლო­ცად მშობ­ლე­ბი უნდა მო­ემ­ზა­დონ. მა­მამ ის ცალ­კე უნდა და­ლო­ცოს, დე­დამ - ცალ­კე.

"მრა­ვა­ლი პრობ­ლე­მა არ­სე­ბობს. მრა­ვა­ლი გა­ჭირ­ვე­ბის წი­ნა­შე დგას დღეს კა­ცობ­რი­ო­ბა, ყო­ვე­ლი ადა­მი­ა­ნი. ერთ-ერთი პრობ­ლე­მა, რო­მე­ლიც დღეს კა­ცობ­რი­ო­ბის წი­ნა­შე დგას, ეს არის ოჯა­ხის პრობ­ლე­მა, ეს არის ურ­თი­ერ­თო­ბა, ურ­თი­ერ­თდა­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მშობ­ლებ­სა და შვი­ლებს შო­რის. სიმ­შვი­დე არ არის ოჯა­ხებ­ში. იმის მა­გივ­რად, რომ შვი­ლე­ბი სიყ­ვა­რუ­ლით იყ­ვნენ მშობ­ლე­ბის მი­მართ, ძა­ლი­ან ხში­რად აკ­რი­ტი­კე­ბენ და შე­უ­რა­ცხყო­ფას აყე­ნე­ბენ მშობ­ლებს. ასე­ვეა მშობ­ლე­ბი. არის შემ­თხვე­ვა, როცა დედა შვილს წყევ­ლის. ჩვენ უნდა გვახ­სოვ­დეს, რომ ეს ძა­ლი­ან სა­ში­შია და ხშირ შემ­თხვე­ვა­ში ეს წყევ­ლა სრულ­დე­ბა. მინ­და შე­გახ­სე­ნოთ ერთი რამ, რაც იყო წარ­სულ­ში, ჩვენს წი­ნაპ­რებ­ში და რო­მე­ლიც მი­ვი­წყე­ბუ­ლია - ეს არის მშობ­ლე­ბის მიერ შვი­ლე­ბის და­ლოც­ვა, თი­თო­ე­უ­ლი შვი­ლის ცალ­კე და­ლოც­ვა. იმი­სათ­ვის, რომ შვი­ლი იყოს ბედ­ნი­ე­რი, მშო­ბელ­მა უნდა და­ლო­ცოს ის. ამი­სათ­ვის უნდა აჩუ­ქოს მას ნა­კურ­თხი ხატი. ეს ხატი იქ­ნე­ბა მფარ­ვე­ლი მთე­ლი სი­ცო­ცხლის გან­მავ­ლო­ბა­ში. მას აქვს ძა­ლი­ან დიდი ძალა", - გა­ნა­ცხა­და პატ­რი­არ­ქმა.

რო­გორც ილია მე­ო­რემ ბრძა­ნა, მშობ­ლებ­მა ის და­ლო­ცეს, აჩუ­ქეს ხატი, რო­მე­ლიც ახლა პა­ნა­ღე­აა.

"თქვენ ნა­ხავთ, რომ და­ლოც­ვის შემ­დეგ შე­იც­ვლე­ბა ოჯა­ხი. ოჯახ­ში სიყ­ვა­რუ­ლი შე­მო­ვა, დამ­შვიდ­დე­ბი­ან შვი­ლე­ბი, დამ­შვიდ­დე­ბა მშო­ბე­ლი, თქვენ ნა­ხავთ, რომ უფა­ლი სას­წა­ულს მო­გივ­ლენთ", - აღ­ნიშ­ნა პატ­რი­არ­ქმა და მრევლს შე­ახ­სე­ნა ბიბ­ლი­ის მცნე­ბა "პა­ტი­ვი ეცი მა­მა­სა და დე­და­სა შენ­სა".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

ილია მეორე - უნდა გვახსოვდეს, რომ მშობლის მიერ შვილის დაწყევლა ძალიან საშიშია და ხშირ შემთხვევაში ეს წყევლა სრულდება

ილია მეორე - უნდა გვახსოვდეს, რომ მშობლის მიერ შვილის დაწყევლა ძალიან საშიშია და ხშირ შემთხვევაში ეს წყევლა სრულდება

იმისათვის, რომ შვილი ბედნიერი იყოს, მშობელმა ის უნდა დალოცოს, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ბრძანა.

მშობლების მიერ შვილების დალოცვის მნიშვნელობაზე პატრიარქმა დღეს ვრცლად იქადაგა. მან მშობლების მიერ შვილების დალოცვის ლოცვა წაიკითხა და აღნიშნა, რომ ის დაიბეჭდება და დარიგდება. ილია მეორის თქმით, მშობლების მიერ შვილის დალოცვის წესი ასეთია: ბავშვი უნდა დააყენო მუხლებზე დედის და იმ ხატის წინაშე, რომლითაც დაილოცება, ორივე ხელი დაადო თავზე და წაიკითხო ლოცვა. ლოცვის დასრულების შემდეგ ნაკურთხი წყლით უნდა აკურთხონ და გარდასახონ პირჯვარი.

პატრიარქის განცხადებით, შვილის დასალოცად მშობლები უნდა მოემზადონ. მამამ ის ცალკე უნდა დალოცოს, დედამ - ცალკე.

"მრავალი პრობლემა არსებობს. მრავალი გაჭირვების წინაშე დგას დღეს კაცობრიობა, ყოველი ადამიანი. ერთ-ერთი პრობლემა, რომელიც დღეს კაცობრიობის წინაშე დგას, ეს არის ოჯახის პრობლემა, ეს არის ურთიერთობა, ურთიერთდამოკიდებულება მშობლებსა და შვილებს შორის. სიმშვიდე არ არის ოჯახებში. იმის მაგივრად, რომ შვილები სიყვარულით იყვნენ მშობლების მიმართ, ძალიან ხშირად აკრიტიკებენ და შეურაცხყოფას აყენებენ მშობლებს. ასევეა მშობლები. არის შემთხვევა, როცა დედა შვილს წყევლის. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ძალიან საშიშია და ხშირ შემთხვევაში ეს წყევლა სრულდება. მინდა შეგახსენოთ ერთი რამ, რაც იყო წარსულში, ჩვენს წინაპრებში და რომელიც მივიწყებულია - ეს არის მშობლების მიერ შვილების დალოცვა, თითოეული შვილის ცალკე დალოცვა. იმისათვის, რომ შვილი იყოს ბედნიერი, მშობელმა უნდა დალოცოს ის. ამისათვის უნდა აჩუქოს მას ნაკურთხი ხატი. ეს ხატი იქნება მფარველი მთელი სიცოცხლის განმავლობაში. მას აქვს ძალიან დიდი ძალა", - განაცხადა პატრიარქმა.

როგორც ილია მეორემ ბრძანა, მშობლებმა ის დალოცეს, აჩუქეს ხატი, რომელიც ახლა პანაღეაა.

"თქვენ ნახავთ, რომ დალოცვის შემდეგ შეიცვლება ოჯახი. ოჯახში სიყვარული შემოვა, დამშვიდდებიან შვილები, დამშვიდდება მშობელი, თქვენ ნახავთ, რომ უფალი სასწაულს მოგივლენთ", - აღნიშნა პატრიარქმა და მრევლს შეახსენა ბიბლიის მცნება "პატივი ეცი მამასა და დედასა შენსა".

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი