ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში სულ მალე სახალხო პროექტის "ნიჭიერის" მორიგი სეზონი დაიწყება. შესარჩევი კასტინგი დღეს 14:00 საათზე ფილარმონიაში დაიწყება. ცვლილებაა ჟიურის შემადგენლობაში. წელს პროექტის ჟიურის წევრები აღარ იქნებიან ია ფარულავა, ნანუკა ჟორჟოლიანი და ლევან წულაძე.
Ambebi.ge-თვის ცნობილი გახდა, ჟიურის შემადგენლობა. წელს ნიჭიერებს პირველი ლედი მაკა ჩიჩუა, ზალიკო უდუმაშვილი, რუსკა მაყაშვილი და ნიკა გვარამია შეარჩევენ.