პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნინო ზურგით გადმოეშვა აივნიდან, ყველაფერი წამებში მოხდა" - დედა-შვილის შემზარავი ტრაგედიის დეტალები
"ნინო ზურგით გადმოეშვა აივნიდან, ყველაფერი წამებში მოხდა" - დედა-შვილის შემზარავი ტრაგედიის დეტალები

სუ­ლის­შემ­ძვრე­ლი ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და 8 ოქ­ტომ­ბერს თბი­ლის­ში, გლ­და­ნის მე­ო­რე მიკ­რო­რა­ი­ონ­ში. იმ დროს, როცა პარ­ტი­ის ლი­დე­რე­ბი და მათი მხარ­დამ­ჭე­რე­ბი არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბის მო­ლო­დინ­ში იყ­ვნენ და გა­ცხა­რე­ბუ­ლი ბრძო­ლა ჰქონ­დათ უბ­ნებ­ზე გა­ჩა­ღე­ბუ­ლი, კო­პა­ლი­ა­ნე­ბის სახ­ლში სა­ში­ნე­ლი ტრა­გე­დია ტრი­ა­ლებ­და. ძნე­ლია ასეთ დროს სი­ტყვე­ბით გად­მოს­ცე ის ემო­ცია და ტკი­ვი­ლი, რა­საც გა­ნიც­დი, ძნე­ლია ასეთ დროს რამე სა­ნუ­გე­შო უთხრა ჭი­რი­სუ­ფალს, რო­მელ­საც ასე­თი უბე­დუ­რე­ბა და­ა­ტყდა თავს.

მარ­თლა მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო შეძ­რა მო­სა­მარ­თლე ჯე­მალ კო­პა­ლი­ა­ნის სახ­ლში დატ­რი­ა­ლე­ბულ­მა უბე­დურ­მა შემ­თხვე­ვამ. იმ სა­ბე­დის­წე­რო დღეს ბა­ტო­ნი ჯე­მა­ლის შვი­ლიშ­ვი­ლი, 2 წლის გო­გო­ნა სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნის ფან­ჯრი­დან გა­და­ვარ­და და და­ი­ღუ­პა. ამ ტრა­გე­დი­ას მალე ახა­ლი ტრა­გე­დია და­ე­მა­ტა. სას­ტი­კი რე­ა­ლო­ბის წი­ნა­შე მდგარ­მა შო­კი­რე­ბულ­მა დე­დამ, 28 წლის ნინო ბო­კუ­ჩა­ვამ სი­ცო­ცხლე თვით­მკვლე­ლო­ბით და­ას­რუ­ლა. ამ შემ­ზა­რავ ფაქტს თვითმხილ­ვე­ლე­ბი ჰყავს. სამ­წუ­ხა­როდ, ვე­რა­ვინ შეძ­ლო სა­სო­წარ­კვე­თი­ლი დე­დის გა­დარ­ჩე­ნა. მე­ზო­ბე­ლე­ბის თქმით, "ნინო სა­კუ­თა­რი ბი­ნის აივ­ნი­დან გად­მოხ­ტა და მა­ნაც იმ ად­გი­ლას და­ას­რუ­ლა სი­ცო­ცხლე, სა­დაც მის­მა პა­ტა­რამ". რო­გორც თვითმხილ­ვე­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, ყვე­ლა­ფე­რი წა­მებ­ში მოხ­და და ამ ფაქ­ტის თვითმხილ­ვე­ლე­ბი სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბიც არი­ან, რომ­ლე­ბიც მე­ზობ­ლებ­მა ბავ­შვის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ გა­მო­ი­ძა­ხეს.

ნა­ხეთ ვი­დეო: რა ხდე­ბო­და ტრა­გე­დი­ი­დან რამ­დე­ნი­მე წუთ­ში შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე

28 წლის ნინო ბო­კუ­ჩა­ვა პრო­ფე­სი­ით იუ­რის­ტი იყო და თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­თა კო­ლე­გი­ის მო­სა­მარ­თლის მაია შო­ში­აშ­ვი­ლის მდივ­ნად მუ­შა­ობ­და. ნი­ნომ და ბექა კო­პა­ლი­ან­მა სიყ­ვა­რუ­ლით შექ­მნეს ოჯა­ხი, მალე მათ გო­გო­ნა შე­ე­ძი­ნათ და წყვი­ლი ბედ­ნი­ე­რად ცხოვ­რობ­და, უცებ უბე­დურ­მა შემ­თხვე­ვამ ყვე­ლა­ფე­რი შეც­ვა­ლა.

რო­დე­საც უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვის ად­გი­ლას მი­ვე­დით, კო­პა­ლი­ა­ნე­ბის სა­ცხოვ­რე­ბელ კორ­პუს­თან უამ­რა­ვი ხალ­ხი იყო შეკ­რე­ბი­ლი. სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­და კორ­პუს­თან იდგა, რად­გან ოჯა­ხის წევ­რებს რამ­დენ­ჯერ­მე დას­ჭირ­დათ ექი­მე­ბის დახ­მა­რე­ბა. სა­ღა­მოს 6 სა­ათ­ზე ექ­სპერ­ტი­ზი­დან დედა-შვი­ლის ცხე­და­რი მო­ას­ვე­ნეს. ყვე­ლა კუ­თხე­ში მოთ­ქმა- გო­დე­ბა ის­მო­და...

ფაქ­ტის თვითმხილ­ვე­ლი ქა­ლე­ბი ტი­რი­ლით იხ­სე­ნებ­დნენ დე­ტა­ლებს:

"შოკ­ში ვარ, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ვერ და­ვი­ვი­წყებ ამ სა­ში­ნე­ლე­ბას, რაც აქ ვნა­ხე. უცებ კი­ვილ- წი­ვი­ლის ხმა გა­ვი­გე, წინა კორ­პუს­თან ვი­ყა­ვი და სირ­ბი­ლით გა­მო­ვი­ქე­ცი აქეთ­კენ. სა­ში­ნელ სუ­რათს შე­ვეს­წა­რი. დე­დას თა­ვი­სი გარ­დაც­ვლი­ლი, და­სის­ხლი­ა­ნე­ბუ­ლი შვი­ლი გულ­ში ჰყავ­და ჩა­ხუ­ტე­ბუ­ლი და ის­ტე­რი­უ­ლად კი­ო­და. რო­გორც გა­ვი­გე, ბავ­შვი მე­ცხრე სარ­თუ­ლი­დან გად­მო­ვარ­და. პირ­ვე­ლი სარ­თუ­ლის მე­ზო­ბელს აი­ვა­ნი აქვს მო­შე­ნე­ბუ­ლი და იმის აი­ვან­ზე და­ე­ცა. თურ­მე უცებ მო­ი­ძია სახ­ლში ბავ­შვი დე­დამ და ოთახ­ში რომ ვერ ნახა, კი­ვი­ლით ჩა­მო­ვი­და პირ­ველ სარ­თულ­ზე, თქვეს, რომ მე­ზობ­ლის აი­ვან­ზე, სა­დაც ბავ­შვი იყო, პირ­ვე­ლი ნინო შე­ვარ­და. მე­ზობ­ლის 18 წლის ბიჭი იყო ამ დროს სახ­ლში. ეტყო­ბა ამ სა­ში­ნე­ლე­ბის შემ­ხედ­ვა­რე გა­ოგნ­და, მან ვე­რა­ფე­რი მო­ი­მოქ­მე­და... გამ­წა­რე­ბულ­მა დე­დამ ხელ­ში აი­ტა­ცა პა­ტა­რა და ატა­ტე­ბუ­ლი გა­მო­იყ­ვა­ნა ეზო­ში, ბავ­შვი უკვე გარ­დაც­ვლი­ლი იყო. ამა­სო­ბა­ში ეზო­ში ჩა­მო­ვი­და მისი მა­მამ­თი­ლი, ჯე­მალ კო­პა­ლი­ა­ნი და რძალს ბავ­შვი მან გა­მო­არ­თვა. ხალ­ხიც მალე მოგ­როვ­და, მაგ­რამ ყვე­ლა იმ­დე­ნად იყო შო­კი­რე­ბუ­ლი, არა­ვის უფიქ­რია თუნ­დაც ჯე­მა­ლის­თვის გა­მო­ერ­თმია გარ­დაც­ვლი­ლი ბავ­შვი. ეტყო­ბა ამა­სო­ბა­ში ვი­ღა­ცამ სას­წრა­ფო­შიც და­რე­კა და მალე პატ­რუ­ლი და სას­წრა­ფოც მო­ვი­და... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

"ნინო ზურგით გადმოეშვა აივნიდან, ყველაფერი წამებში მოხდა" - დედა-შვილის შემზარავი ტრაგედიის დეტალები

"ნინო ზურგით გადმოეშვა აივნიდან, ყველაფერი წამებში მოხდა" - დედა-შვილის შემზარავი ტრაგედიის დეტალები

სულისშემძვრელი ტრაგედია დატრიალდა 8 ოქტომბერს თბილისში, გლდანის მეორე მიკრორაიონში. იმ დროს, როცა პარტიის ლიდერები და მათი მხარდამჭერები არჩევნების შედეგების მოლოდინში იყვნენ და გაცხარებული ბრძოლა ჰქონდათ უბნებზე გაჩაღებული, კოპალიანების სახლში საშინელი ტრაგედია ტრიალებდა. ძნელია ასეთ დროს სიტყვებით გადმოსცე ის ემოცია და ტკივილი, რასაც განიცდი, ძნელია ასეთ დროს რამე სანუგეშო უთხრა ჭირისუფალს, რომელსაც ასეთი უბედურება დაატყდა თავს.

მართლა მთელი საქართველო შეძრა მოსამართლე ჯემალ კოპალიანის სახლში დატრიალებულმა უბედურმა შემთხვევამ. იმ საბედისწერო დღეს ბატონი ჯემალის შვილიშვილი, 2 წლის გოგონა საცხოვრებელი ბინის ფანჯრიდან გადავარდა და დაიღუპა. ამ ტრაგედიას მალე ახალი ტრაგედია დაემატა. სასტიკი რეალობის წინაშე მდგარმა შოკირებულმა დედამ, 28 წლის ნინო ბოკუჩავამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ამ შემზარავ ფაქტს თვითმხილველები ჰყავს. სამწუხაროდ, ვერავინ შეძლო სასოწარკვეთილი დედის გადარჩენა. მეზობელების თქმით, "ნინო საკუთარი ბინის აივნიდან გადმოხტა და მანაც იმ ადგილას დაასრულა სიცოცხლე, სადაც მისმა პატარამ". როგორც თვითმხილველები ამბობენ, ყველაფერი წამებში მოხდა და ამ ფაქტის თვითმხილველები საპატრულო პოლიციის თანამშრომლებიც არიან, რომლებიც მეზობლებმა ბავშვის გარდაცვალების შემდეგ გამოიძახეს.

ნახეთ ვიდეო: რა ხდებოდა ტრაგედიიდან რამდენიმე წუთში შემთხვევის ადგილზე

28 წლის ნინო ბოკუჩავა პროფესიით იურისტი იყო და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის მაია შოშიაშვილის მდივნად მუშაობდა. ნინომ და ბექა კოპალიანმა სიყვარულით შექმნეს ოჯახი, მალე მათ გოგონა შეეძინათ და წყვილი ბედნიერად ცხოვრობდა, უცებ უბედურმა შემთხვევამ ყველაფერი შეცვალა.

როდესაც უბედური შემთხვევის ადგილას მივედით, კოპალიანების საცხოვრებელ კორპუსთან უამრავი ხალხი იყო შეკრებილი. სასწრაფო დახმარების ბრიგადა კორპუსთან იდგა, რადგან ოჯახის წევრებს რამდენჯერმე დასჭირდათ ექიმების დახმარება. საღამოს 6 საათზე ექსპერტიზიდან დედა-შვილის ცხედარი მოასვენეს. ყველა კუთხეში მოთქმა- გოდება ისმოდა...

ფაქტის თვითმხილველი ქალები ტირილით იხსენებდნენ დეტალებს:

"შოკში ვარ, მთელი ცხოვრება ვერ დავივიწყებ ამ საშინელებას, რაც აქ ვნახე. უცებ კივილ- წივილის ხმა გავიგე, წინა კორპუსთან ვიყავი და სირბილით გამოვიქეცი აქეთკენ. საშინელ სურათს შევესწარი. დედას თავისი გარდაცვლილი, დასისხლიანებული შვილი გულში ჰყავდა ჩახუტებული და ისტერიულად კიოდა. როგორც გავიგე, ბავშვი მეცხრე სართულიდან გადმოვარდა. პირველი სართულის მეზობელს აივანი აქვს მოშენებული და იმის აივანზე დაეცა. თურმე უცებ მოიძია სახლში ბავშვი დედამ და ოთახში რომ ვერ ნახა, კივილით ჩამოვიდა პირველ სართულზე, თქვეს, რომ მეზობლის აივანზე, სადაც ბავშვი იყო, პირველი ნინო შევარდა. მეზობლის 18 წლის ბიჭი იყო ამ დროს სახლში. ეტყობა ამ საშინელების შემხედვარე გაოგნდა, მან ვერაფერი მოიმოქმედა... გამწარებულმა დედამ ხელში აიტაცა პატარა და ატატებული გამოიყვანა ეზოში, ბავშვი უკვე გარდაცვლილი იყო. ამასობაში ეზოში ჩამოვიდა მისი მამამთილი, ჯემალ კოპალიანი და რძალს ბავშვი მან გამოართვა. ხალხიც მალე მოგროვდა, მაგრამ ყველა იმდენად იყო შოკირებული, არავის უფიქრია თუნდაც ჯემალისთვის გამოერთმია გარდაცვლილი ბავშვი. ეტყობა ამასობაში ვიღაცამ სასწრაფოშიც დარეკა და მალე პატრული და სასწრაფოც მოვიდა... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი