4 ცოლი, ღვინის ბოთლებით მონიშნული საფლავი და სამშობლოს დამოუკიდებლობაზე მეოცნებე პოეტი

4 ცოლი, ღვინის ბოთლებით მონიშნული საფლავი და სამშობლოს დამოუკიდებლობაზე მეოცნებე პოეტი

ცისფერი - პოეზიის ფერი, ყანწი - ბოჰემური ცხოვრების, ქართული ხასიათის სიმბოლო... ყანწი მხოლოდ საქართველოში გავრცელებული სასმისია, ამ სიტყვაში შემავალი თანხმოვნები კი - "ყ" და "წ" მხოლოდ ქართულ ანბანში გვხვდება...

კოლაუ ნადირაძე ეტრფოდა ყოველივე ქართულს და სულს უფორიაქებდა ნებისმიერი შეზღუდვა, რომელსაც ქვეყანა იმ კონკრეტულ პერიოდში განიცდიდა... რა ახარებდა და რას განიცდიდა ქართველ სიმბოლისტთა ჯგუფის ერთ-ერთი აქტიური წევრი, ამის შესახებ მისი შვილიშვილი და მოსახელე, მსახიობ ქეთი ასათიანის მეუღლე, ნიკა ნადირაძე გვესაუბრება...

- ცნობილია, რომ კოლაუ ნადირაძის მამას, გალაქტიონ ნადირაძეს ახლო ურთიერთობა ჰქონდა აკაკი წერეთელთან...

- კოლაუს მამა ცნობილი თვალის ექიმი იყო. მკურნალობდა აკაკი წერეთელსაც. ერთხელ თურმე აკაკის კოლაუ კალთაში ეჯდა და გალაქტიონისთვის უთქვამს, - შენი შვილი მგონი ლექსებს წერსო. გალაქტიონს უპასუხია: მაგას ვერ გამიბედავსო. არც მამაჩემ როსტომს ეგონა, თუ გავუბედავდი, მაგრამ კი დავღუპეო - გამოჰპასუხებია აკაკი...

- ცნობილი სიმბოლისტი საკმაოდ შეძლებულ ოჯახში დაიბადა...

- რევოლუციამდე კოლაუს მამა და ბაბუა ძალიან შეძლებულნი იყვნენ. ქუთაისში დიდი სასახლე ჰქონდათ, სადაც იმდროინდელი საზოგადო მოღვაწეები ოჯახს ხშირად სტუმრობდნენ. გალაქტიონს კი საკუთარი თვალის კლინიკაც ჰქონია. ოჯახს შემოვლილი ჰქონდა მთელი ევროპა. პარიზშიც სახლს ფლობდნენ. რევოლუციის შემდეგ, პრაქტიკულად, ქუჩაში აღმოჩნდნენ, მაგრამ კოლაუ ძლიერი სულის ადამიანი იყო და გული არასოდეს გაუტეხია. პარიზში ცხოვრებისას, როცა კოლაუ სულ რაღაც 12 წლის იყო, თავის მეგობართან ერთად ამერიკისაკენ მიმავალ გემზე აპარულა. მეგობრებს განზრახული ჰქონდათ ამერიკაში ჩასულიყვნენ და ინდიელებს დახმარებოდნენ... მაგრამ ბავშვები პორტშივე იპოვეს და გემიდან ჩამოიყვანეს...

- რატომ არ ცნობდა გალაკტიონს, როგორც დიდ პოეტს? ამბობენ, კოლაუ ნადირაძეს სწორედ გალაკტიონ ტაბიძისადმი ასეთი დამოკიდებულება არ აპატიეს და ამიტომ არ იყო სათანადოდ დაფასებულიო...

- არ შემიძლია ვისაუბრო მათ ურთიერთობაზე, ხოლო რაც შეეხება იმას, აფასებდა თუ არა კოლაუ გალაკტიონს როგორც პოეტს, შემიძლია, ერთი რამ გითხრათ: სახლში ლექსების კრებული გვაქვს, რომელშიც გალაკტიონის ლექსის ქვემოთ კოლაუს ხელითაა მიწერილი - "გენიალურია!"

- მაინც როგორ გაუძლო კოლაუ ნადირაძემ იმ დროებას?

- კოლაუს ძალიან ძლიერი სული ჰქონდა და ვფიქრობ, ბედისწერამაც გადაარჩინა. ბაბუა 95 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალებამდე სულ ცოტა ხნით ადრე შვილს უთხრა: ღმერთმა ნუ გაცოცხლოს ჩემს ასაკამდეო. მამას გაუკვირდა, კოლაუმ კი ასეთი პასუხი გასცა: მე სრულიად მარტო ვარ, არც ერთი ჩემი მეგობარი ცოცხალი აღარ არისო.

- შვილთან დამოკიდებულებაში მკაცრი იყო?

განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი