მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროკურატურა - ორთაჭალაში ტრანსგენდერის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს
პროკურატურა - ორთაჭალაში ტრანსგენდერის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს

სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, წუ­ხელ ორ­თა­ჭა­ლა­ში მო­ქა­ლა­ქის მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის ფაქ­ტზე პირ­ვე­ლა­დი გა­და­უ­დე­ბე­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს, ამო­ღე­ბუ­ლია და­ნა­შა­უ­ლის ია­რა­ღი. ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" პრო­კუ­რა­ტუ­რის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა ნა­თია სუ­ხი­აშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და.

"ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა შსს-მ და­ი­წყო რო­მელ­საც საპ­რო­ცე­სო ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბას უწევს პრო­კუ­რა­ტუ­რა. ამ ეტაპ­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს აქ­ტი­უ­რი პირ­ვე­ლა­დი და გა­და­უ­დე­ბე­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი, დათ­ვა­ლი­ერ­და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი, ამო­ღე­ბუ­ლია და­ნა­შა­უ­ლის ია­რა­ღი დანა, რო­მე­ლიც გა­და­იგ­ზავ­ნა ექ­სპერ­ტი­ზა­ზე. ასე­ვე მიმ­დი­ნა­რე­ობს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი ვი­დეო კა­მე­რე­ბის ჩა­ნა­წე­რე­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა. გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გე­ბის შე­სა­ხებ ეც­ნო­ბე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბას", - გა­ნა­ცხა­და სუ­ხი­აშ­ვილ­მა.

გვი­ან ღა­მით, თბი­ლის­ში, ორ­თა­ჭა­ლა­ში ტრანსგენ­დერ­ზე თავ­დას­ხმა მოხ­და. ის კლი­ნი­კა­ში რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი. რო­გორც უფ­ლე­ბამ­დაც­ვე­ლი გი­ორ­გი ტა­ტი­აშ­ვი­ლი აცხა­დებს, და­შა­ვე­ბუ­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბა გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

პროკურატურა - ორთაჭალაში ტრანსგენდერის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს

პროკურატურა - ორთაჭალაში ტრანსგენდერის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს

საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, წუხელ ორთაჭალაში მოქალაქის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე პირველადი გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, ამოღებულია დანაშაულის იარაღი. ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნათია სუხიაშვილმა განუცხადა.

”ფაქტზე გამოძიება შსს-მ დაიწყო რომელსაც საპროცესო ზედამხედველობას უწევს პროკურატურა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს აქტიური პირველადი და გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, ამოღებულია დანაშაულის იარაღი დანა, რომელიც გადაიგზავნა ექსპერტიზაზე. ასევე მიმდინარეობს ტერიტორიაზე დამონტაჟებული ვიდეო კამერების ჩანაწერების დათვალიერება. გამოძიების შედეგების შესახებ ეცნობება საზოგადოებას”, - განაცხადა სუხიაშვილმა.

გვიან ღამით, თბილისში, ორთაჭალაში ტრანსგენდერზე თავდასხმა მოხდა. ის კლინიკაში რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. როგორც უფლებამდაცველი გიორგი ტატიაშვილი აცხადებს, დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ