პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყველა უბანში საძმოები და განგსტერული დაჯგუფებებია შექმნილი, რომლებსაც არაფრის ეშინიათ" - ცეცხლსასროლი იარაღით ჩადენილი დანაშაულების სტატისტიკა
"ყველა უბანში საძმოები და განგსტერული დაჯგუფებებია შექმნილი, რომლებსაც არაფრის ეშინიათ" - ცეცხლსასროლი იარაღით ჩადენილი დანაშაულების სტატისტიკა

ბოლო ხანს ლა­მის თვე არ გა­დის, რომ ქვე­ყა­ნა­ში ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის შე­სა­ხებ არ გავ­რცელ­დეს ინ­ფორ­მა­ცია. ამ ცოტა ხნის წინ, ქა­ლა­ქის ცენ­ტრა­ლურ უბან­ში მომ­ხდარ­მა მკვლე­ლო­ბამ, რო­დე­საც დღის სა­ა­თებ­ში, ხალ­ხმრა­ვალ ქუ­ჩა­ზე მი­მა­ვალ ავ­ტო­მო­ბილს თავს და­ეს­ხა ერთი პირი, ერთი ადა­მი­ა­ნი მოკ­ლა, მე­ო­რე კი დაჭ­რა, ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბა გვა­რი­ა­ნად შე­აშ­ფო­თა. ორი დღის წინ კი, ვარ­კე­თილ­ში კი­დევ ერთი თავ­დას­ხმა და ისევ დღის სა­ა­თებ­ში, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის ეზო­ში მოხ­და. რო­გორც თვითმხილ­ვე­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი თავს და­ეს­ხა იე­ზიდ ძმებს გვა­რად სა­დო­ე­ვებს, ერთი 34 წლის რა­მა­ზი ცე­ცხლნას­რო­ლი ჭრი­ლო­ბე­ბით გარ­და­იც­ვა­ლა, მე­ო­რე კი მძი­მედ და­იჭ­რა. და­ნა­შა­უ­ლის გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის 179-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ლია შო­ნია:

- ჩვენ ეზო­ში, დღის სა­ა­თებ­ში სა­ში­ნე­ლი და­ნა­შა­უ­ლი მოხ­და, ბავ­შვებს ღა­მით აქამ­დეც არ ვუშ­ვებ­დით გა­რეთ, ახლა კი დღი­სით სი­ა­რუ­ლიც სა­ში­ში გახ­და. ისე­თი გან­ცდა მაქვს, რომ ირ­გვლივ ყვე­ლა უბან­ში საძ­მო­ე­ბი და განგსტე­რუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბე­ბია შექ­მნი­ლი, რომ­ლებ­საც არაფ­რის ეში­ნი­ათ, ყვე­ლას თვალ­წინ "ბირ­ჟა­ო­ბენ"და ხო­ცა­ვენ ხალ­ხს. სა­მე­ზობ­ლოს სა­უ­კე­თე­სო ბიჭი მოგ­ვიკ­ლეს, იე­ზი­დე­ბი არი­ან, კარ­გი ხალ­ხი... ორი შვი­ლი ჰყავ­დათ, რა­მა­ზი და მისი ძმა...

სრო­ლა რომ გა­ვი­გო­ნეთ, მთე­ლი კორ­პუ­სი ეზო­ში გა­მო­ვარ­და, ნუთუ რა უნდა და­ე­შა­ვე­ბი­ნათ ამ ბი­ჭებს, მო­საკ­ლა­ვად რომ გა­ე­მე­ტე­ბი­ნათ. რო­გორც ამ­ბო­ბენ, ეს ამ­ბა­ვი უბ­რა­ლო შე­ლა­პა­რა­კე­ბი­სა და გი­ნე­ბის გამო მომ­ხდა­რა. ახლა ამ­ბო­ბენ გარ­დაც­ვლი­ლი რა­მა­ზი ნა­სა­მარ­თლე­ბი იყოო; მაგ­რამ ის არც მკვლე­ლი ყო­ფი­ლა და არც ყა­ჩა­ღი. რო­გორც ხში­რად ხდე­ბა ხოლ­მე, ახალ­გაზ­რდო­ბა­ში მა­ნაც შეც­დო­მა და­უშ­ვა და ცი­ხე­ში ამის გამო მოხ­ვდა. როცა გა­თა­ვი­სუფ­ლდა, მუ­შა­ო­ბაც და­ი­წყო და ოჯახ­საც მო­ე­კი­და, 3 წლი­სა და წლის ბავ­შვე­ბი დარ­ჩა ობ­ლად.

- და­ნა­შა­ულს უშუ­ა­ლოდ შე­ეს­წრო ვინ­მე, მა­ინც რა მოხ­და?

- ძმე­ბი ეზო­ში სო­ლი­დურ ხალ­ხთან ერ­თად ის­ხდნენ სკამ­ზე და სა­უბ­რობ­დნენ. ამ დროს მო­ვარ­და მან­ქა­ნა, იქე­დან 4 კაცი სრო­ლი­თა და ღრი­ა­ლით გად­მო­ვი­და, ისე რომ ვე­რა­ვინ გა­ი­აზ­რა, რა ხდე­ბო­და. მიშ­ვე­ლე­ბა ვე­რა­ვინ მო­ა­ხერ­ხა, ყვე­ლა­ფე­რი სწრა­ფად მოხ­და, იქ მყო­ფებ­მა დაყ­ვი­რე­ბაც ვერ მო­ას­წრეს, მათ შო­რის, ვერც რა­მა­ზის ძმამ, რო­მე­ლიც ფე­ხებ­ში მძი­მედ დაჭ­რეს...

განგსტე­რუ­ლი სი­ტუ­ა­ცია გვაქვს, უბ­ნებ­ში კრი­მი­ნა­ლუ­რი საძ­მო­ე­ბი ყა­ლიბ­დე­ბა და ერ­თმა­ნეთს ხო­ცა­ვენ. კაცი დღი­სით-მზი­სით ისე მოკ­ლეს, რომ ნიღ­ბე­ბიც არ ეკე­თათ...

აშ­კა­რაა, რომ მო­სახ­ლე­ო­ბა­ში რო­გორც და­კა­ნო­ნე­ბუ­ლი, ასე­ვე არა­ლე­გა­ლუ­რი ია­რა­ღი მრავ­ლა­დაა.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის ფლო­ბა­სა და ტა­რე­ბა­ზე სპე­ცი­ა­ლურ ნე­ბარ­თვას მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტო გას­ცემს. რო­გორც ირ­კვე­ვა ლი­ცენ­ზი­ის მი­სა­ღე­ბი პრო­ცე­დუ­რა საკ­მა­ოდ მარ­ტი­ვია.

ვის შე­უძ­ლია მი­ი­ღოს ნე­ბარ­თვა ია­რა­ღის ფლო­ბა­სა და ტა­რე­ბა­ზე?

მო­ქა­ლა­ქე­ებს 18 წლის ზე­მოთ შე­უძ­ლი­ათ ფლობ­დნენ სა­ნა­დი­რო და სპორ­ტუ­ლი ტი­პის ია­რაღს (კა­რა­ბი­ნი, სა­ნა­დი­რო შაშ­ხა­ნე­ბი, სა­ფან­ტის და სხვა), ხოლო პის­ტო­ლე­ტის შე­ძე­ნა 21 წლი­და­ნაა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

რო­გორც გა­ვარ­კვი­ეთ, სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­ინ­ფორ­მა­ციო - ანა­ლი­ტი­კუ­რი დე­პარ­ტა­მენ­ტის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი, ცალ­კე აღე­ბუ­ლად, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის აღ­რი­ცხვას არ აწარ­მო­ებს. აღ­ნიშ­ნუ­ლი პა­სუ­ხი ჩვენ მიერ გაგ­ზავ­ნი­ლი მო­თხოვ­ნის სა­ფუძ­ველ­ზე მი­ვი­ღეთ, რაც ნამ­დვი­ლად უც­ნა­უ­რია, მით უფრო ისეთ პა­ტა­რა ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც საკ­მა­ოდ

დიდი რა­ო­დე­ნო­ბის მკვლე­ლო­ბე­ბი სწო­რედ ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით ხდე­ბა.

ვე­ბპორ­ტალ gunpolicy.org-ის მო­ნა­ცე­მე­ბით კი სა­ქარ­თვე­ლო­ში 2000 -2014 წლებ­ში აღ­რი­ცხუ­ლია ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით გან­ზრახ ჩა­დე­ნი­ლი 2263 და შემ­თხვე­ვით ჩა­დე­ნი­ლი 227 მკვლე­ლო­ბა, ასე­ვე სუ­ი­ცი­დის 157 ფაქ­ტი.

გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"ყველა უბანში საძმოები და განგსტერული დაჯგუფებებია შექმნილი, რომლებსაც არაფრის ეშინიათ" - ცეცხლსასროლი იარაღით ჩადენილი დანაშაულების სტატისტიკა

"ყველა უბანში საძმოები და განგსტერული დაჯგუფებებია შექმნილი, რომლებსაც არაფრის ეშინიათ" - ცეცხლსასროლი იარაღით ჩადენილი დანაშაულების სტატისტიკა

ბოლო ხანს ლამის თვე არ გადის, რომ ქვეყანაში ცეცხლსასროლი იარაღით ჩადენილი დანაშაულის შესახებ არ გავრცელდეს ინფორმაცია. ამ ცოტა ხნის წინ, ქალაქის ცენტრალურ უბანში მომხდარმა მკვლელობამ, როდესაც დღის საათებში, ხალხმრავალ ქუჩაზე მიმავალ ავტომობილს თავს დაესხა ერთი პირი, ერთი ადამიანი მოკლა, მეორე კი დაჭრა, ჩვენი საზოგადოება გვარიანად შეაშფოთა. ორი დღის წინ კი, ვარკეთილში კიდევ ერთი თავდასხმა და ისევ დღის საათებში, საცხოვრებელი კორპუსის ეზოში მოხდა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, რამდენიმე ადამიანი თავს დაესხა იეზიდ ძმებს გვარად სადოევებს, ერთი 34 წლის რამაზი ცეცხლნასროლი ჭრილობებით გარდაიცვალა, მეორე კი მძიმედ დაიჭრა. დანაშაულის გამოძიება სისხლის სამართლის 179-ე მუხლით მიმდინარეობს.

ლია შონია:

- ჩვენ ეზოში, დღის საათებში საშინელი დანაშაული მოხდა, ბავშვებს ღამით აქამდეც არ ვუშვებდით გარეთ, ახლა კი დღისით სიარულიც საშიში გახდა. ისეთი განცდა მაქვს, რომ ირგვლივ ყველა უბანში საძმოები და განგსტერული დაჯგუფებებია შექმნილი, რომლებსაც არაფრის ეშინიათ, ყველას თვალწინ "ბირჟაობენ"და ხოცავენ ხალხს. სამეზობლოს საუკეთესო ბიჭი მოგვიკლეს, იეზიდები არიან, კარგი ხალხი... ორი შვილი ჰყავდათ, რამაზი და მისი ძმა...

სროლა რომ გავიგონეთ, მთელი კორპუსი ეზოში გამოვარდა, ნუთუ რა უნდა დაეშავებინათ ამ ბიჭებს, მოსაკლავად რომ გაემეტებინათ. როგორც ამბობენ, ეს ამბავი უბრალო შელაპარაკებისა და გინების გამო მომხდარა. ახლა ამბობენ გარდაცვლილი რამაზი ნასამართლები იყოო; მაგრამ ის არც მკვლელი ყოფილა და არც ყაჩაღი. როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ახალგაზრდობაში მანაც შეცდომა დაუშვა და ციხეში ამის გამო მოხვდა. როცა გათავისუფლდა, მუშაობაც დაიწყო და ოჯახსაც მოეკიდა, 3 წლისა და წლის ბავშვები დარჩა ობლად.

- დანაშაულს უშუალოდ შეესწრო ვინმე, მაინც რა მოხდა?

- ძმები ეზოში სოლიდურ ხალხთან ერთად ისხდნენ სკამზე და საუბრობდნენ. ამ დროს მოვარდა მანქანა, იქედან 4 კაცი სროლითა და ღრიალით გადმოვიდა, ისე რომ ვერავინ გაიაზრა, რა ხდებოდა. მიშველება ვერავინ მოახერხა, ყველაფერი სწრაფად მოხდა, იქ მყოფებმა დაყვირებაც ვერ მოასწრეს, მათ შორის, ვერც რამაზის ძმამ, რომელიც ფეხებში მძიმედ დაჭრეს...

განგსტერული სიტუაცია გვაქვს, უბნებში კრიმინალური საძმოები ყალიბდება და ერთმანეთს ხოცავენ. კაცი დღისით-მზისით ისე მოკლეს, რომ ნიღბებიც არ ეკეთათ...

აშკარაა, რომ მოსახლეობაში როგორც დაკანონებული, ასევე არალეგალური იარაღი მრავლადაა.

საქართველოში ცეცხლსასროლი იარაღის ფლობასა და ტარებაზე სპეციალურ ნებართვას მომსახურების სააგენტო გასცემს. როგორც ირკვევა ლიცენზიის მისაღები პროცედურა საკმაოდ მარტივია.

ვის შეუძლია მიიღოს ნებართვა იარაღის ფლობასა და ტარებაზე?

მოქალაქეებს 18 წლის ზემოთ შეუძლიათ ფლობდნენ სანადირო და სპორტული ტიპის იარაღს (კარაბინი, სანადირო შაშხანები, საფანტის და სხვა), ხოლო პისტოლეტის შეძენა 21 წლიდანაა შესაძლებელი.

როგორც გავარკვიეთ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო - ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრი, ცალკე აღებულად, ცეცხლსასროლი იარაღით ჩადენილი დანაშაულის აღრიცხვას არ აწარმოებს. აღნიშნული პასუხი ჩვენ მიერ გაგზავნილი მოთხოვნის საფუძველზე მივიღეთ, რაც ნამდვილად უცნაურია, მით უფრო ისეთ პატარა ქვეყანაში, სადაც საკმაოდ

დიდი რაოდენობის მკვლელობები სწორედ ცეცხლსასროლი იარაღით ხდება.

ვებპორტალ gunpolicy.org-ის მონაცემებით კი საქართველოში 2000 -2014 წლებში აღრიცხულია ცეცხლსასროლი იარაღით განზრახ ჩადენილი 2263 და შემთხვევით ჩადენილი 227 მკვლელობა, ასევე სუიციდის 157 ფაქტი.

გაგრძელება

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ