ერაყის დედაქალაქ ბაღდადში ტერაქტის შედეგად სულ მცირე 30 ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა. "ბიბისი"-ს ცნობით, თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი შიიტურ სამგლოვიარო ცერემონიაზე აიფეთქა.
პასუხისმგებლობა ტერაქტის ორგანიზებისთვის ჯერჯერობით არც ერთ დაჯუფებას არ აუღია, თუმცა, როგორც დასავლური მედია აღნიშნავს, შიიტ მუსლიმებზე თავდასხმებს, როგორც წესი, ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფო" ახორციელებს.