საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნაციონალური მოძრაობა"- "ოცნება" მხილებულია ტყუილში, უკრაინის შესახებ რეზოლუციას შვეიცარიის დელეგაციამ მხარი დაუჭირა
"ნაციონალური მოძრაობა"- "ოცნება" მხილებულია ტყუილში, უკრაინის შესახებ რეზოლუციას შვეიცარიის დელეგაციამ მხარი დაუჭირა

"ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" მო­უ­წო­დებს "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" გან­მარ­ტოს, თუ რა­ტომ არ და­უ­ჭი­რა მხა­რი ევ­რო­საბ­ჭოს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ა­ში უკ­რა­ი­ნის მხარ­და­სა­ჭე­რად მი­ღე­ბულ ორ ის­ტო­რი­ულ რე­ზო­ლუ­ცი­ას. ამის შე­სა­ხებ პარ­ტი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი, რო­მე­ლიც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" დე­პუ­ტა­ტე­ბის გან­ცხა­დე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა, რომ მა­შინ, როცა ევ­რო­საბ­ჭო­ში უკ­რა­ი­ნის მხარ­დამ­ჭერ რე­ზო­ლუ­ცი­ას უყ­რიდ­ნენ კენ­ჭს, ისი­ნი შვე­ი­ცა­რი­ის დე­ლე­გა­ცი­ას ხვდე­ბოდ­ნენ.

"გარ­და იმი­სა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ასე­თი მნიშ­ვნე­ლო­ბის კენ­ჭისყ­რის დროს ნე­ბის­მი­ე­რი შეხ­ვედ­რა არა­სა­პა­ტიო მი­ზე­ზია, რად­გან შეხ­ვედ­რის დრო შე­იძ­ლე­ბა შე­იც­ვა­ლოს, კენ­ჭისყ­რის შე­დე­გე­ბი­დან ირ­კვე­ვა, რომ შვე­ი­ცა­რი­ის დე­ლე­გა­ცი­ის წევ­რებს რე­ზო­ლუ­ცი­ე­ბის­თვის მხა­რი აქვთ და­ჭე­რი­ლი. ამ­რი­გად, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" კი­დევ ერთხელ იქნა მხი­ლე­ბუ­ლი უტი­ფარ და სა­ქარ­თვე­ლოს­თვის სა­ზი­ა­ნო ტყუ­ილ­ში.

გარ­და ამი­სა, აშ­კა­რაა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს დე­ლე­გა­ცი­ას არა­ფე­რი არ გა­უ­კე­თე­ბია იმი­სათ­ვის, რომ ამ რე­ზო­ლუ­ცი­ებ­ში, რომ­ლე­ბიც რუ­სე­თის ქმე­დე­ბე­ბის შე­ფა­სე­ბის თვალ­საზ­რი­სით უზარ­მა­ზა­რი წინ­გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯია - რა­ი­მე ფორ­მით და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი­ყო სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ე­ბის დე­ო­კუ­პა­ცი­ის და დევ­ნილ­თა დაბ­რუ­ნე­ბის თე­მა­ტი­კა. შე­გახ­სე­ნებთ, რომ თა­ვის დრო­ზე, როცა მოხ­და ასამ­ბლე­ა­ზე რუ­სე­თის­თვის ხმის უფ­ლე­ბის ჩა­მორ­თმე­ვა, ჩვე­ნი მე­ცა­დი­ნე­ო­ბის შე­დე­გად რუ­სე­თის მი­მართ წარ­დგე­ნი­ლი მო­თხოვ­ნე­ბის ნუს­ხა­ში ჩა­ი­წე­რა სა­ქარ­თვე­ლოს­თან მი­მარ­თე­ბა­ში რე­ზო­ლუ­ცი­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბის მო­თხოვ­ნა.

აქვე უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ ორი­ვე რე­ზო­ლუ­ცია ის­ტო­რი­უ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბი­საა რად­გან მათ­ში რუ­სე­თის ქმე­დე­ბე­ბი პირ­და­პი­რაა აღ­წე­რი­ლი რო­გორც "აგ­რე­სია", ხოლო ყი­რი­მი და აღ­მო­სავ­ლეთ უკ­რა­ი­ნა გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლია რუ­სე­თის მიერ ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ე­ბად, სა­დაც ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბებ­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლად მთლი­ა­ნად გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლია ოკუ­პან­ტი სა­ხელ­მწი­ფო.

ევ­რო­საბ­ჭოს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს დე­ლე­გა­ცი­ის ქცე­ვა არის არა მხო­ლოდ სა­მარ­ცხვი­ნო, არა­მედ პირ­და­პირ ზი­ანს აყე­ნებს ჩვე­ნი ქვეყ­ნის სუ­ვე­რე­ნი­ტეტ­სა და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას. სამ­წუ­ხა­როდ, ამ, ისე­ვე რო­გორც სხვა პრინ­ცი­პულ შემ­თხვე­ვებ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს ამ­ჟა­მინ­დე­ლი მთავ­რო­ბა მო­იქ­ცა რო­გორც ოკუ­პან­ტი სა­ხელ­მწი­ფოს სა­ტე­ლი­ტი", - ნათ­ქვა­მია "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" გან­ცხა­დე­ბა­ში.

"ნაციონალური მოძრაობა"- "ოცნება" მხილებულია ტყუილში, უკრაინის შესახებ რეზოლუციას შვეიცარიის დელეგაციამ მხარი დაუჭირა

"ნაციონალური მოძრაობა"- "ოცნება" მხილებულია ტყუილში, უკრაინის შესახებ რეზოლუციას შვეიცარიის დელეგაციამ მხარი დაუჭირა

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მოუწოდებს "ქართულ ოცნებას" განმარტოს, თუ რატომ არ დაუჭირა მხარი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინის მხარდასაჭერად მიღებულ ორ ისტორიულ რეზოლუციას. ამის შესახებ პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც "ქართული ოცნების" დეპუტატების განცხადებას ეხმაურება, რომ მაშინ, როცა ევროსაბჭოში უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას უყრიდნენ კენჭს, ისინი შვეიცარიის დელეგაციას ხვდებოდნენ.

"გარდა იმისა, რომ საქართველოსთვის ასეთი მნიშვნელობის კენჭისყრის დროს ნებისმიერი შეხვედრა არასაპატიო მიზეზია, რადგან შეხვედრის დრო შეიძლება შეიცვალოს, კენჭისყრის შედეგებიდან ირკვევა, რომ შვეიცარიის დელეგაციის წევრებს რეზოლუციებისთვის მხარი აქვთ დაჭერილი. ამრიგად, "ქართული ოცნება" კიდევ ერთხელ იქნა მხილებული უტიფარ და საქართველოსთვის საზიანო ტყუილში.

გარდა ამისა, აშკარაა, რომ საქართველოს დელეგაციას არაფერი არ გაუკეთებია იმისათვის, რომ ამ რეზოლუციებში, რომლებიც რუსეთის ქმედებების შეფასების თვალსაზრისით უზარმაზარი წინგადადგმული ნაბიჯია - რაიმე ფორმით დაფიქსირებულიყო საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის და დევნილთა დაბრუნების თემატიკა. შეგახსენებთ, რომ თავის დროზე, როცა მოხდა ასამბლეაზე რუსეთისთვის ხმის უფლების ჩამორთმევა, ჩვენი მეცადინეობის შედეგად რუსეთის მიმართ წარდგენილი მოთხოვნების ნუსხაში ჩაიწერა საქართველოსთან მიმართებაში რეზოლუციების შესრულების მოთხოვნა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ორივე რეზოლუცია ისტორიული მნიშვნელობისაა რადგან მათში რუსეთის ქმედებები პირდაპირაა აღწერილი როგორც "აგრესია", ხოლო ყირიმი და აღმოსავლეთ უკრაინა გამოცხადებულია რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებად, სადაც ადამიანის უფლებებზე პასუხისმგებლად მთლიანად გამოცხადებულია ოკუპანტი სახელმწიფო.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს დელეგაციის ქცევა არის არა მხოლოდ სამარცხვინო, არამედ პირდაპირ ზიანს აყენებს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. სამწუხაროდ, ამ, ისევე როგორც სხვა პრინციპულ შემთხვევებში, საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა მოიქცა როგორც ოკუპანტი სახელმწიფოს სატელიტი", - ნათქვამია "ნაციონალური მოძრაობის" განცხადებაში.

თინა ხიდაშელი: "ივანიშვილმა შემოგვთავაზა სია, რომელიც გახმოვანებაა ფორმულის - რასაც ვერ იყიდის ფულით, იყიდის დიდი ფულით"

მომღერალი ნუგზარ კვაშალი და ჟურნალისტი ბესო ჩუბინიძე მაჟორიტარი დეპუტატობისთვის იბრძოლებენ

ეთერშია თოქ-შოუ "360 გრადუსი" - "ოცნების“ მაჟორიტარები; ოპოზიციის გეგმები; ხელისუფლების პოზიცია