საქართველოში, ხელოვნების სფეროში მოღვაწეთა პოლიტიკაში ჩაბმა იშვიათობა არ გახლავთ. ამჯერად ასეთი ნაბიჯი ბევრისთვის საყვარელმა მსახიობმა - ზურა ინგოროყვამ გადადგა. ის რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გახლდათ ("თავისუფალი დემოკრატებიდან")... ზურას მანამდე ვესაუბრეთ, ვიდრე არჩევნების შედეგები ცნობილი გახდებოდა. მსახიობმა გაგვიმხილა, რომ არჩევნებში წარუმატებლობის შემთხვევაში, პოლიტიკაში დარჩენას არ აპირებს.
- საერთოდ, ბოლო პერიოდში, შემოთავაზებას თითქმის ყოველ არჩევნებზე ვიღებ, მაგრამ პოლიტიკაში ჩემს ჩართვას ყოველთვის ვეწინააღმდეგებოდი. აპოლიტიკური ადამიანი გახლდით, მაგრამ ახლანდელ შემოთავაზებას დავთანხმდი. თან, ირაკლი ალასანიას პარტიის მიმართ სიმპათიით ვიყავი განწყობილი. ქვეყნის მოწყობასთან დაკავშირებით ამ პარტიის სტრატეგია მომწონს. ირაკლი ალასანიამ დამარწმუნა, რომ რუსთავს ვჭირდები. ამ ქალაქში მართლა ბევრი რამ არის გასაკეთებელი. რაც ჩვენი ქვეყანა დამოუკიდებელი გახდა, მას შემდეგ რუსთავს ფცქვნიან და ფცქვნიან... ვიფიქრე, ამას მაინც შევაჩერებ-მეთქი. მიუხედავად იმისა, რომ აპოლიტიკური ადამიანი ვარ და ჩემი საქმე მაქვს, რომელიც ძალიან მიყვარს, ეტყობა, დადგა დრო, რომ ჩემი ქალაქის წინსვლისთვის რამე გავაკეთო.GზაPრესს
- რა იცით რუსთავის ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ? რა არის ამ ქალაქის უმთავრესი პრობლემა?
- რა თქმა უნდა, უმუშევრობა. ჩვენს ქვეყანაში ყველგან ერთი და იგივე პრობლემაა... რუსთავი ისტორიული ქალაქი იყო. მერე, კომუნისტების დროს, აშენდა როგორც ინდუსტრიული ქალაქი. საბჭოთა კავშირში რუსთავი ერთ-ერთი მოწინავე ინდუსტრიული ქალაქი გახლდათ, აქ 1500-ზე მეტი საწარმო მუშაობდა. დიდ მეტალურგიულ ქარხანაში ბევრი პატარ-პატარა საწარმოც იყო.E ეს ყველაფერი გაჩერდა... ყველა ქალაქს ხომ თავისი პეწი აქვს? რუსთავის პეწი ის იყო, რომ აქ საქართველოს ყველა კუთხის წარმომადგენელი ცხოვრობს: კახეთის, იმერეთის, გურიის, სამეგრელოს და ა.შ. რუსთავი მუშათა ქალაქი იყო. იმ პირველ 10 კაცს შორის, ვინც რუსთავში ჩამოვიდა და მშენებლობა დაიწყო, ერთ-ერთი მამაჩემი გახლდათ. ჩემი ოჯახი ქალაქის მშენებლობაში ჩაება... განაგრძეთ კითხვა