პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლევან ბერძენიშვილი - ჩვენი შეცდომა 2%-იანია, საზოგადოების შეცდომა კი არის 100%-იანი
ლევან ბერძენიშვილი - ჩვენი შეცდომა 2%-იანია, საზოგადოების შეცდომა კი არის 100%-იანი

დე­პუ­ტატ ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ "თა­ვი­სუ­ფალ დე­მოკ­რა­ტებ­თან" გა­ერ­თი­ა­ნე­ბა­ზე "რეს­პუბ­ლი­კურ პარ­ტი­ას" უარი არ უთ­ქვამს, - ამის შე­სა­ხებ ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა­ში "ჩემ კი­თხვა" სტუმ­რო­ბი­სას, იმ კი­თხვის პა­სუ­ხად გა­ნა­ცხა­და, და­უშ­ვეს თუ არა შეც­დო­მა პრო­და­სავ­ლურ­მა პარ­ტი­ებ­მა, რო­დე­საც არ გა­ერ­თი­ან­დნენ. ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლის თქმით, შეც­დო­მე­ბის გა­სა­ა­ნა­ლი­ზებ­ლად არ­ჩევ­ნე­ბი­დან საკ­მა­რი­სი დრო არ გა­სუ­ლა.

"მაგ­რამ ის შე­დე­გი, რო­მე­ლიც ჩვენ ცალ-ცალ­კე ვაჩ­ვე­ნეთ, არით­მე­ტი­კუ­ლა­დაც რომ შევ­კრი­ბოთ, არის კა­ტას­ტრო­ფა ქვეყ­ნის­თვის. ამი­ტომ გა­ნურ­ჩევ­ლად იმი­სა, ჩვენ და­ვუშ­ვით თუ არა შეც­დო­მა, ჩვენს გარ­და ვი­ღა­ცამ კი­დევ და­უშ­ვა შეც­დო­მა. მე ვფიქ­რობ, სა­ზო­გა­დო­ე­ბა შეც­და, რო­დე­საც ერ­თპარ­ტი­უ­ლი პარ­ლა­მენ­ტი შექ­მნა. ჩვენ და "თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბი" შე­იძ­ლე­ბო­და, ერ­თად ვყო­ფი­ლი­ყა­ვით და სა­ერ­თო ჯამ­ში მი­ვი­ღებ­დით 7%-ს. მე მგო­ნი, ეს ის არ არის, რაც ქვე­ყა­ნას სჭირ­დე­ბა. ქვე­ყა­ნას გა­ცი­ლე­ბით მეტი სჭირ­დე­ბო­და, ამი­ტომ ჩვე­ნი შეც­დო­მე­ბი გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია. იგი არის 2%-იანი შეც­დო­მა, სა­ზო­გა­დო­ე­ბის შეც­დო­მა არის 100%-იანი, ამი­ტომ აქ ერ­თად უნდა გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ჩვენ და სა­ზო­გა­დო­ე­ბამ. 50% სა­ერ­თოდ არ მო­ვი­და არ­ჩევ­ნებ­ზე, ამი­ტომ პირ­და­პირ გე­უბ­ნე­ბით, ეს არის 50%-იანი შეც­დო­მა. ყო­ვე­ლი მე­ო­რე ამომ­რჩე­ვე­ლი შეც­და, ჩვენ კი გვაქვს პა­ტა­რა შეც­დო­მა - 1,5% მი­ვი­ღეთ და დიდი-დიდი კი­დევ 1,5 შეც­დო­მა და­ვუშ­ვით. ად­ვი­ლია პარ­ტი­ე­ბის და­და­ნა­შა­უ­ლე­ბა, რომ ისი­ნი არ გა­ერ­თი­ან­დნენ, შეც­დნენ და ა.შ., მაგ­რამ გა­ერ­თი­ა­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­შიც კი მაქ­სი­მუ­მი, რა­საც მი­აღ­წევ­და ლი­ბე­რა­ლუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბის მქო­ნე პრო­და­სავ­ლუ­რი პარ­ტი­ე­ბი, იქ­ნე­ბო­და 10%. 90%-ს მა­ინც მი­ი­ღებ­დნენ პირ­ვე­ლი და მე­ო­რე ხე­ლი­სუფ­ლე­ბე­ბი, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ პრობ­ლე­მა არ არის მარ­ტო პო­ლი­ტი­კურ სის­ტე­მა­ში, პრობ­ლე­მა არის სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ცნო­ბი­ე­რე­ბა­შიც და გა­ნათ­ლე­ბის სა­ერ­თო ცენზშიც. თუმ­ცა მე თა­ნახ­მა ვარ, თქვენ­თან ერ­თად ჩვენც შე­ვის­წავ­ლით ჩვენს შეც­დო­მებს და გა­ვა­ა­ნა­ლი­ზებთ", - გა­ნა­ცხა­და ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, შე­კი­თხვა გა­ერ­თი­ა­ნე­ბასთნ და­კავ­ში­რე­ბით "რეს­პუბ­ლი­კურ პარ­ტი­ას­თან" არ არის.

"რეს­პუბ­ლი­კურ პარ­ტი­ას" არ უთ­ქვამს გა­ერ­თი­ა­ნე­ბა­ზე უარი, უბ­რა­ლოდ არა­ვის­გან მიგ­ვი­ღია მსგავ­სი წი­ნა­და­დე­ბა. პი­რი­ქით, "თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბი" მუდ­მი­ვად თვლიდ­ნენ, რომ მათ აქვთ უპი­რა­ტე­სო­ბა და არა­ვის­თან გა­ერ­თი­ა­ნე­ბას არ აპი­რებ­დნენ. პირ­ვე­ლად მათ თქვეს, რომ არა­ვის­თან გა­ერ­თი­ა­ნე­ბას არ აპი­რებ­დნენ. ამი­ტომ ეს შე­კი­თხვა, თუ მა­ინც და მა­ინც პა­ტი­ო­სა­ნი გვინ­და ვი­ყოთ, ვი­ცით ვის­კენ მი­დის. მაგ­რამ იმ შემ­თხვე­ვა­შიც კი, რომ ასე­თი დიდი სიბ­რძნე გა­მოგ­ვე­ჩი­ნა და გა­ვერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი­ყა­ვით, რის­თვი­საც "რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის" შე­დე­გი იქ­ნე­ბო­და, რომ 1 პარ­ლა­მენ­ტარს გა­იყ­ვან­და პარ­ლა­მენ­ტში, ეს არ არის ის შე­დე­გი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს უკე­თესს გახ­დი­და. ამი­ტომ უნდა მი­ვეჩ­ვი­ოთ ერთ რა­მეს - პარ­ტი­უ­ლი ბრძო­ლა იქ­ნე­ბა მო­მა­ვალ­შიც, არა კონ­გლო­მე­რა­ტებს, არა­მედ პარ­ტი­ებს შო­რის და ხალ­ხი გა­ა­კე­თებს კვლავ არ­ჩე­ვანს. გა­ერ­თი­ა­ნე­ბა ძნე­ლია და ხან­და­ხან აზრი მას არა აქვს. ამ კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ში არა­ფე­რი შე­იც­ვლე­ბო­და ამ გა­ერ­თი­ა­ნე­ბით", - დას­ძი­ნა ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ლევან ბერძენიშვილი - ჩვენი შეცდომა 2%-იანია, საზოგადოების შეცდომა კი არის 100%-იანი

ლევან ბერძენიშვილი - ჩვენი შეცდომა 2%-იანია, საზოგადოების შეცდომა კი არის 100%-იანი

დეპუტატ ლევან ბერძენიშვილის ინფორმაციით, წინასაარჩევნოდ "თავისუფალ დემოკრატებთან" გაერთიანებაზე "რესპუბლიკურ პარტიას" უარი არ უთქვამს, - ამის შესახებ ბერძენიშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემაში "ჩემ კითხვა" სტუმრობისას, იმ კითხვის პასუხად განაცხადა, დაუშვეს თუ არა შეცდომა პროდასავლურმა პარტიებმა, როდესაც არ გაერთიანდნენ. ბერძენიშვილის თქმით, შეცდომების გასაანალიზებლად არჩევნებიდან საკმარისი დრო არ გასულა.

"მაგრამ ის შედეგი, რომელიც ჩვენ ცალ-ცალკე ვაჩვენეთ, არითმეტიკულადაც რომ შევკრიბოთ, არის კატასტროფა ქვეყნისთვის. ამიტომ განურჩევლად იმისა, ჩვენ დავუშვით თუ არა შეცდომა, ჩვენს გარდა ვიღაცამ კიდევ დაუშვა შეცდომა. მე ვფიქრობ, საზოგადოება შეცდა, როდესაც ერთპარტიული პარლამენტი შექმნა. ჩვენ და "თავისუფალი დემოკრატები" შეიძლებოდა, ერთად ვყოფილიყავით და საერთო ჯამში მივიღებდით 7%-ს. მე მგონი, ეს ის არ არის, რაც ქვეყანას სჭირდება. ქვეყანას გაცილებით მეტი სჭირდებოდა, ამიტომ ჩვენი შეცდომები გასათვალისწინებელია. იგი არის 2%-იანი შეცდომა, საზოგადოების შეცდომა არის 100%-იანი, ამიტომ აქ ერთად უნდა გავითვალისწინოთ პასუხისმგებლობა ჩვენ და საზოგადოებამ. 50% საერთოდ არ მოვიდა არჩევნებზე, ამიტომ პირდაპირ გეუბნებით, ეს არის 50%-იანი შეცდომა. ყოველი მეორე ამომრჩეველი შეცდა, ჩვენ კი გვაქვს პატარა შეცდომა - 1,5% მივიღეთ და დიდი-დიდი კიდევ 1,5 შეცდომა დავუშვით. ადვილია პარტიების დადანაშაულება, რომ ისინი არ გაერთიანდნენ, შეცდნენ და ა.შ., მაგრამ გაერთიანების შემთხვევაშიც კი მაქსიმუმი, რასაც მიაღწევდა ლიბერალური ღირებულების მქონე პროდასავლური პარტიები, იქნებოდა 10%. 90%-ს მაინც მიიღებდნენ პირველი და მეორე ხელისუფლებები, რაც იმას ნიშნავს, რომ პრობლემა არ არის მარტო პოლიტიკურ სისტემაში, პრობლემა არის საზოგადოებრივ ცნობიერებაშიც და განათლების საერთო ცენზშიც. თუმცა მე თანახმა ვარ, თქვენთან ერთად ჩვენც შევისწავლით ჩვენს შეცდომებს და გავაანალიზებთ", - განაცხადა ბერძენიშვილმა.

მისივე თქმით, შეკითხვა გაერთიანებასთნ დაკავშირებით "რესპუბლიკურ პარტიასთან" არ არის.

"რესპუბლიკურ პარტიას" არ უთქვამს გაერთიანებაზე უარი, უბრალოდ არავისგან მიგვიღია მსგავსი წინადადება. პირიქით, "თავისუფალი დემოკრატები" მუდმივად თვლიდნენ, რომ მათ აქვთ უპირატესობა და არავისთან გაერთიანებას არ აპირებდნენ. პირველად მათ თქვეს, რომ არავისთან გაერთიანებას არ აპირებდნენ. ამიტომ ეს შეკითხვა, თუ მაინც და მაინც პატიოსანი გვინდა ვიყოთ, ვიცით ვისკენ მიდის. მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი, რომ ასეთი დიდი სიბრძნე გამოგვეჩინა და გავერთიანებულიყავით, რისთვისაც "რესპუბლიკური პარტიის" შედეგი იქნებოდა, რომ 1 პარლამენტარს გაიყვანდა პარლამენტში, ეს არ არის ის შედეგი, რომელიც საქართველოს უკეთესს გახდიდა. ამიტომ უნდა მივეჩვიოთ ერთ რამეს - პარტიული ბრძოლა იქნება მომავალშიც, არა კონგლომერატებს, არამედ პარტიებს შორის და ხალხი გააკეთებს კვლავ არჩევანს. გაერთიანება ძნელია და ხანდახან აზრი მას არა აქვს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში არაფერი შეიცვლებოდა ამ გაერთიანებით", - დასძინა ლევან ბერძენიშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."