მსოფლიო
სამხედრო

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქია განცხადებას ავრცელებს
ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქია განცხადებას ავრცელებს

ახალ­ცი­ხი­სა და ტაო-კლარ­ჯე­თის ეპარ­ქია სა­ხალ­ხო დამ­ცველს, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს, მე­დი­ას მი­მარ­თავს, და­იც­ვან სო­ფელ მო­ხე­სა და მიმ­დე­ბა­რე სოფ­ლებ­ში მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის უფ­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც უმ­ცი­რე­სო­ბას წარ­მო­ად­გე­ნენ. ასე­ვე, გა­მო­ი­ძი­ონ, ვინ გეგ­მავს პრო­ვო­კა­ცი­ას და ვინ ცდი­ლობს, ქრის­ტი­ა­ნებ­სა და მუს­ლი­მებს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს. ეპარ­ქი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა მი­მარ­თავს ად­გი­ლობ­რივ და ცენ­ტრა­ლურ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თონ, რათა თა­ვი­დან იყოს აცი­ლე­ბუ­ლი ყო­ველ­გვა­რი ძა­ლა­დო­ბა და და­პი­რის­პი­რე­ბა.

ახალ­ცი­ხი­სა და ტაო-კლარ­ჯე­თის ეპარ­ქია გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს, რო­მე­ლიც სო­ფელ მო­ხე­ში მდე­ბა­რე სა­და­ვო შე­ნო­ბას ეხე­ბა. გან­ცხა­დე­ბა პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე მიტ­რო­პო­ლიტ­მა თე­ო­დო­რე ჭუ­ა­ძემ წა­ი­კი­თხა.

"პირ­ველ რიგ­ში მინ­და, მო­გი­ლო­ცოთ სა­ქარ­თვე­ლოს დედა ეკ­ლე­სი­ის დღე­სას­წა­უ­ლი - სვე­ტი­ცხოვ­ლო­ბა. ხსე­ნე­ბა სა­უფ­ლო კვარ­თი­სა და ღვთივ­ბრწყინ­ვა­ლე მი­რონ­მდი­ნა­რე სვე­ტი­სა. სამ­წუ­ხა­როა, რომ დღე­ვან­დელ დღეს მძი­მე სა­კი­თხზე გვი­წევს სა­უ­ბა­რი, მაგ­რამ რაც ხდე­ბა სო­ფელ მო­ხე­ში მდე­ბა­რე სა­და­ვო შე­ნო­ბა­ში, სას­წრა­ფო რე­ა­გი­რე­ბას მო­ი­თხოვს.

რო­გორც იცით, ამ სა­და­ვო შე­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით შექ­მნი­ლია კო­მი­სია, რო­მე­ლიც ორი წე­ლია მუ­შა­ობს და მისი მუ­შა­ო­ბის შე­დე­გია, რომ სო­ფელ­ში არის სიმ­შვი­დე და მო­სახ­ლე­ო­ბა­ში აღ­დგა ნორ­მა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, რამ­დე­ნი­მე დღის წინ ჩვე­ნი მუს­ლი­მი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ე­ბის გარ­კვე­უ­ლი მცი­რე ჯგუ­ფი, ყო­ველ­გვა­რი ნე­ბარ­თვის გა­რე­შე შე­ვი­და სა­და­ვო შე­ნო­ბა­ში და ჩა­ა­ტა­რა ლოც­ვა. ამ ფაქ­ტმა ძა­ლი­ან დიდი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა გა­მო­იწ­ვია ქრის­ტი­ან მო­სახ­ლე­ო­ბა­ში.

ჩვენ მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ვე­ცა­დეთ დაგ­ვემ­შვი­დე­ბი­ნა ჩვე­ნი მრევ­ლი, რომ არ მომ­ხდა­რი­ყო რა­ი­მე ინ­ცი­დენ­ტი. საქ­მის კურ­სში ჩა­ვა­ყე­ნეთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მომ­ხდა­რი ინ­ცი­დენ­ტის გამო. ვე­სა­უბ­რეთ ჯა­ვა­ხე­თის მუფტს და ვთხო­ვეთ, სი­ტუ­ა­ცი­ა­ში გარ­კვე­ვა და აღ­კვე­თა იმ თვით­ნე­ბუ­რი ქმე­დე­ბე­ბი­სა, რო­მელ­მაც შე­იძ­ლე­ბა კვლავ და­ძა­ბოს სი­ტუ­ა­ცია. თუმ­ცა, ფაქ­ტი კვლავ გან­მე­ორ­და.

გუ­შინ ჩა­მობ­რძან­და რე­ლი­გი­ის სა­კი­თხთა სა­ხელ­მწი­ფო სა­ა­გენ­ტოს თავ­მჯდო­მა­რე ბა­ტო­ნი ზაზა ვა­შაყ­მა­ძე და სა­ქარ­თვე­ლოს მუფ­ტის მო­ად­გი­ლე ბა­ტო­ნი ადა­მი. ჩვენ გვქონ­და შეხ­ვედ­რა ადი­გე­ნის გამ­გე­ო­ბა­ში, რო­მელ­საც ეს­წრე­ბო­და არ­სე­ბუ­ლი კო­მი­სი­ის წევ­რე­ბის დიდი ნა­წი­ლი; სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან - რე­ლი­გი­ის სა­კი­თხთა სა­ხელ­მწი­ფო სა­ა­გენ­ტოს თავ­მჯდო­მა­რე, ბა­ტო­ნი ზაზა ვა­შაყ­მა­ძე და ადი­გე­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გე­ბე­ლი. მუ­სულ­მა­ნე­ბის მხრი­დან სა­ქარ­თვე­ლოს მუფ­ტის მო­ად­გი­ლე, სა­მუფ­ტო სამ­მარ­თვე­ლოს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და ჯა­ვა­ხე­თის მუფ­ტი. მარ­თლმა­დი­დე­ბელ­თა მხრი­დან ახალ­ცი­ხი­სა და ტაო-კლარ­ჯე­თის მიტ­რო­პო­ლი­ტი თე­ო­დო­რე, ზარზმის მო­ნას­ტრის და მო­ხის სამ­რევ­ლოს წი­ნამ­ძღვა­რი არ­ქი­მან­დრი­ტი ნი­კო­ლო­ზი.

მუ­სულ­მა­ნურ­მა მხა­რემ აღ­ნიშ­ნა, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბე­ბი მათ­თან არ იყო შე­თან­ხმე­ბუ­ლი და ეს ადა­მი­ა­ნე­ბი თვით­ნე­ბუ­რად შე­ვიდ­ნენ სა­და­ვო შე­ნო­ბა­ში.

გამ­გე­ო­ბა­ში შეხ­ვედ­რის შემ­დეგ რე­ლი­გი­ის სა­ა­გენ­ტოს ხელ­მძღვა­ნე­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს მუფ­ტის მო­ად­გი­ლე, სა­მუფ­ტო სამ­მარ­თვე­ლოს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და ჯა­ვა­ხე­თის მუფ­ტი წა­ვიდ­ნენ მო­ხე­ში, სა­დაც შეხ­ვდნენ მუს­ლი­მი მო­სახ­ლე­ო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს, რათა და­ერ­წმუ­ნე­ბი­ნათ ისი­ნი, შე­ე­წყვი­ტათ თვით­ნე­ბუ­რი ქმე­დე­ბე­ბი სა­და­ვო შე­ნო­ბა­ში და კო­მი­სი­ას მი­ე­ცეს სა­შუ­ა­ლე­ბა, გა­აგ­რძე­ლოს მუ­შა­ო­ბა, რომ არ მოხ­დეს და­პი­რის­პი­რე­ბა სო­ფელ­ში.

ამის შემ­დეგ რე­ლი­გი­ის სა­ა­გენ­ტოს ხელ­მძღვა­ნე­ლი და ჩვენ, ზარზმის მო­ნას­ტერ­ში შევ­ხვდით მო­ხის მარ­თლმა­დი­დე­ბელ მო­სახ­ლე­ო­ბას. ისი­ნი აღ­შფო­თე­ბულ­ნი არი­ან მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით და შე­ვე­ცა­დეთ მათ დამ­შვი­დე­ბას.

მი­უ­ხე­და­ვად ჩვე­ნი ზე­მოთ აღ­ნიშ­ნუ­ლი ყო­ველ­გვა­რი მცედ­ლო­ბი­სა სი­ტუ­ა­ცის სტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის­თვის, სოფ. მო­ხი­დან ჩა­მო­სუ­ლი მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა გვაც­ნო­ბეს, რომ დღეს ჭე­ლი­დან ამო­სულ­მა ჯამ­ბულ აბუ­ლა­ძემ და მას­თან ერ­თად რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ან­მა კვლავ ჩა­ა­ტა­რეს ლოც­ვა სა­და­ვო შე­ნო­ბა­ში.

მივ­მარ­თავთ სა­ხალ­ხო დამ­ცველს, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს, მე­დი­ას, რომ და­იც­ვან სო­ფელ მო­ხე­სა და მიმ­დე­ბა­რე სოფ­ლებ­ში მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის უფ­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც უმ­ცი­რე­სო­ბას წარ­მო­ად­გე­ნენ და გა­მო­ი­ძი­ონ ვინ გეგ­მავს ამ პრო­ვო­კა­ცი­ას და ცდი­ლობს გა­მო­იწ­ვი­ოს და­პი­რის­პი­რე­ბა ქრის­ტი­ა­ნებ­სა და მუს­ლი­მებს შო­რის.

მო­ვუ­წო­დებთ პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ებს, ამ სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდ­ში ნუ შე­ეც­დე­ბი­ან ადა­მი­ან­თა რე­ლი­გი­უ­რი გრძნო­ბე­ბი გა­მო­ი­ყე­ნონ თა­ვი­ან­თი პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბის­თვის.

იმედს გა­მოვ­თქვამთ, რომ ჩვე­ნი მუს­ლი­მი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ე­ბი გა­მო­ი­ჩე­ნენ კე­თილ­გო­ნი­ე­რე­ბას, არ აჰ­ყვე­ბი­ან პრო­ვო­კა­ცი­ებს და შე­წყვე­ტენ სა­და­ვო შე­ნო­ბა­ში თვით­ნე­ბურ მოქ­მე­დე­ბებს.

ასე­ვე, მო­ვუ­წო­დებ მარ­თლმა­დი­დე­ბელ მრევლს, შე­ი­ნარ­ჩუ­ნონ სიმ­შვი­დე. და­ბო­ლოს, მივ­მარ­თავთ ად­გი­ლობ­რივ და ცენ­ტრა­ლურ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თონ, რათა თა­ვი­დან იყოს აცი­ლე­ბუ­ლი ყო­ველ­გვა­რი ძა­ლა­დო­ბა და და­პი­რის­პი­რე­ბა",-ნათ­ქვა­მია ეპარ­ქი­ის გან­ცხა­დე­ბა­ში.

გან­ცხა­დე­ბის ტექსტს "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყე­ბე­ლი" ავ­რცე­ლებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქია განცხადებას ავრცელებს

ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქია განცხადებას ავრცელებს

ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქია სახალხო დამცველს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიას მიმართავს, დაიცვან სოფელ მოხესა და მიმდებარე სოფლებში მართლმადიდებელი მოსახლეობის უფლებები, რომლებიც უმცირესობას წარმოადგენენ. ასევე, გამოიძიონ, ვინ გეგმავს პროვოკაციას და ვინ ცდილობს, ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის დაპირისპირება გამოიწვიოს. ეპარქიის ხელმძღვანელობა მიმართავს ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას, ყველაფერი გააკეთონ, რათა თავიდან იყოს აცილებული ყოველგვარი ძალადობა და დაპირისპირება.

ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქია განცხადებას ავრცელებს, რომელიც სოფელ მოხეში მდებარე სადავო შენობას ეხება. განცხადება პრესკონფერენციაზე მიტროპოლიტმა თეოდორე ჭუაძემ წაიკითხა.

"პირველ რიგში მინდა, მოგილოცოთ საქართველოს დედა ეკლესიის დღესასწაული - სვეტიცხოვლობა. ხსენება საუფლო კვართისა და ღვთივბრწყინვალე მირონმდინარე სვეტისა. სამწუხაროა, რომ დღევანდელ დღეს მძიმე საკითხზე გვიწევს საუბარი, მაგრამ რაც ხდება სოფელ მოხეში მდებარე სადავო შენობაში, სასწრაფო რეაგირებას მოითხოვს.

როგორც იცით, ამ სადავო შენობასთან დაკავშირებით შექმნილია კომისია, რომელიც ორი წელია მუშაობს და მისი მუშაობის შედეგია, რომ სოფელში არის სიმშვიდე და მოსახლეობაში აღდგა ნორმალური ურთიერთობა. სამწუხაროდ, რამდენიმე დღის წინ ჩვენი მუსლიმი თანამემამულეების გარკვეული მცირე ჯგუფი, ყოველგვარი ნებართვის გარეშე შევიდა სადავო შენობაში და ჩაატარა ლოცვა. ამ ფაქტმა ძალიან დიდი უკმაყოფილება გამოიწვია ქრისტიან მოსახლეობაში.

ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ დაგვემშვიდებინა ჩვენი მრევლი, რომ არ მომხდარიყო რაიმე ინციდენტი. საქმის კურსში ჩავაყენეთ ხელისუფლება მომხდარი ინციდენტის გამო. ვესაუბრეთ ჯავახეთის მუფტს და ვთხოვეთ, სიტუაციაში გარკვევა და აღკვეთა იმ თვითნებური ქმედებებისა, რომელმაც შეიძლება კვლავ დაძაბოს სიტუაცია. თუმცა, ფაქტი კვლავ განმეორდა.

გუშინ ჩამობრძანდა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ბატონი ზაზა ვაშაყმაძე და საქართველოს მუფტის მოადგილე ბატონი ადამი. ჩვენ გვქონდა შეხვედრა ადიგენის გამგეობაში, რომელსაც ესწრებოდა არსებული კომისიის წევრების დიდი ნაწილი; სახელმწიფოს მხრიდან - რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ბატონი ზაზა ვაშაყმაძე და ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი. მუსულმანების მხრიდან საქართველოს მუფტის მოადგილე, სამუფტო სამმართველოს წარმომადგენლები და ჯავახეთის მუფტი. მართლმადიდებელთა მხრიდან ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე, ზარზმის მონასტრის და მოხის სამრევლოს წინამძღვარი არქიმანდრიტი ნიკოლოზი.

მუსულმანურმა მხარემ აღნიშნა, რომ აღნიშნული ქმედებები მათთან არ იყო შეთანხმებული და ეს ადამიანები თვითნებურად შევიდნენ სადავო შენობაში.

გამგეობაში შეხვედრის შემდეგ რელიგიის სააგენტოს ხელმძღვანელი, საქართველოს მუფტის მოადგილე, სამუფტო სამმართველოს წარმომადგენლები და ჯავახეთის მუფტი წავიდნენ მოხეში, სადაც შეხვდნენ მუსლიმი მოსახლეობის წარმომადგენლებს, რათა დაერწმუნებინათ ისინი, შეეწყვიტათ თვითნებური ქმედებები სადავო შენობაში და კომისიას მიეცეს საშუალება, გააგრძელოს მუშაობა, რომ არ მოხდეს დაპირისპირება სოფელში.

ამის შემდეგ რელიგიის სააგენტოს ხელმძღვანელი და ჩვენ, ზარზმის მონასტერში შევხვდით მოხის მართლმადიდებელ მოსახლეობას. ისინი აღშფოთებულნი არიან მომხდართან დაკავშირებით და შევეცადეთ მათ დამშვიდებას.

მიუხედავად ჩვენი ზემოთ აღნიშნული ყოველგვარი მცედლობისა სიტუაცის სტაბილიზაციისთვის, სოფ. მოხიდან ჩამოსული მართლმადიდებელი მოსახლეობის წარმომადგენლებმა გვაცნობეს, რომ დღეს ჭელიდან ამოსულმა ჯამბულ აბულაძემ და მასთან ერთად რამდენიმე ადამიანმა კვლავ ჩაატარეს ლოცვა სადავო შენობაში.

მივმართავთ სახალხო დამცველს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიას, რომ დაიცვან სოფელ მოხესა და მიმდებარე სოფლებში მართლმადიდებელი მოსახლეობის უფლებები, რომლებიც უმცირესობას წარმოადგენენ და გამოიძიონ ვინ გეგმავს ამ პროვოკაციას და ცდილობს გამოიწვიოს დაპირისპირება ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის.

მოვუწოდებთ პოლიტიკურ პარტიებს, ამ საარჩევნო პერიოდში ნუ შეეცდებიან ადამიანთა რელიგიური გრძნობები გამოიყენონ თავიანთი პოლიტიკური ინტერესებისთვის.

იმედს გამოვთქვამთ, რომ ჩვენი მუსლიმი თანამემამულეები გამოიჩენენ კეთილგონიერებას, არ აჰყვებიან პროვოკაციებს და შეწყვეტენ სადავო შენობაში თვითნებურ მოქმედებებს.

ასევე, მოვუწოდებ მართლმადიდებელ მრევლს, შეინარჩუნონ სიმშვიდე. დაბოლოს, მივმართავთ ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას, ყველაფერი გააკეთონ, რათა თავიდან იყოს აცილებული ყოველგვარი ძალადობა და დაპირისპირება",-ნათქვამია ეპარქიის განცხადებაში.

განცხადების ტექსტს „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ავრცელებს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი